ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ან მკურნალობა, ან შიმშილით სიკვდილი!

calendar დეკემბერი 2, 2021

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

ბაგალიშვილების ოჯახში ხუთი მცირეწლოვანი ბავშვია, მეექვსე სადაცაა დაიბადება. ოთხი მათგანი ავადაა, მაგრამ ჯერჯერობით სასიკვდილოდ არა; თუმცა მალე იქნებიან. როცა შვილების გამოსაკვებად და ჩასაცმელად ფული არ გაქვს, ვერც ექიმის, ანალიზების, საავადმყოფოში წასასვლელი და წამლების ფულის გამონახვას ახერხებ. ყოველთვიური სოციალური დახმარება ან ფქვილზე და იაფფასიან სურსათზე გეყოფა, ან ერთი ბავშვის მკურნალობაზე. 35 წლის დედა, ნუნუ, სწორედ ამ საშინელებებზე მესაუბრა… და წარმომიდგენია, რა არჩევანის გაკეთება უწევს საბრალო ქალს ყოველდღიურად. „თითქოს ხელში იარაღი მომცეს და მითხრეს: „აირჩიე, ვის მოკლავ!“ თუ გინდა, რომ თამარს და თენგოს უმკურნალო, – თემური, თიკა და თორნიკე შიმშილით მოკვდებიან; ხოლო თუ გინდა, რომ ბავშვები დანაყრებულები იყვნენ (დანაყრებულები – ხმამაღალი ნათქვამია!), მაშინ მათი მკურნალობა არ გამოგივა. აი, ასე!“ ოდესმე მსგავსი არჩევანის წინაშე თქვენ თუ დამდგარხართ? რა აირჩიეთ? იქნებ გვირჩიოთ!

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

ან მკურნალობა, ან შიმშილით სიკვდილი!

კეთილო ადამიანო, ახლავე გააზიარე პოსტი და ღვთისნიერი საქმის კეთებაში შენს
მეგობრებსაც დაეხმარე!

„ნუ
გეშინია! შენც განგკურნავენ, მეც და ძმასაც.“

ბაგალიშვილების ოჯახში ხუთი მცირეწლოვანი ბავშვია,
მეექვსე სადაცაა დაიბადება. ოთხი მათგანი ავადაა, მაგრამ ჯერჯერობით სასიკვდილოდ არა;
თუმცა მალე იქნებიან. როცა შვილების გამოსაკვებად და ჩასაცმელად ფული არ გაქვს, ვერც
ექიმის, ანალიზების, საავადმყოფოში წასასვლელი და წამლების ფულის გამონახვას ახერხებ.
ყოველთვიური სოციალური დახმარება ან ფქვილზე და იაფფასიან სურსათზე გეყოფა, ან ერთი
ბავშვის მკურნალობაზე. 35 წლის დედა, ნუნუ, სწორედ ამ საშინელებებზე მესაუბრა… და
წარმომიდგენია, რა არჩევანის გაკეთება უწევს საბრალო ქალს ყოველდღიურად. „თითქოს ხელში
იარაღი მომცეს და მითხრეს: „აირჩიე, ვის მოკლავ!“ თუ გინდა, რომ თამარს და თენგოს უმკურნალო,
– თემური, თიკა და თორნიკე შიმშილით მოკვდებიან; ხოლო თუ გინდა, რომ ბავშვები დანაყრებულები
იყვნენ (დანაყრებულები – ხმამაღალი ნათქვამია!), მაშინ მათი მკურნალობა არ გამოგივა.
აი, ასე!“ ოდესმე მსგავსი არჩევანის წინაშე თქვენ თუ დამდგარხართ? რა აირჩიეთ? იქნებ
გვირჩიოთ!

ახლა კი მოდი უფრო დაწვრილებით განვიხილოთ
ეს ამბავი. ჯერ ბაგალიშვილების შვილებს გაგაცნობთ!

ეს, ჯერჯერობით, ოჯახის ყველაზე პატარა წევრები
არიან: თენგო 3 წლისაა, თამარი კი 7 წლის. მათ ჰიპოთირეოზი აქვთ – ფარისებრი ჯირკვლის
ფუნქციის დაქვეითება. წესით, ყოველთვიურად, ანალიზები უნდა იკეთონ და ექიმის მეთვალყურეობის
ქვეშ წამლები უნდა სვან… და ეს დაავადებაც გაივლის, მაგრამ თუ ასე არ მოხდა, ეს შეუქცევადი
პროცესი გახდება. ბავშვებში გონებრივი ჩამორჩენილობა და განვითარების შეფერხება უკვე
შეინიშნება. ეს დაავადება მომაკვდინებელი ჯერჯერობით არ არის, მაგრამ შედეგები შეიძლება
არც ისე კარგი იყოს. ეს ყველაფერი კი იმიტომ, რომ შეუძლებელია მხოლოდ სოციალური დახმარებით
მათი გამოკვებაც და მკურნალობას. დედა ამბობს, რომ წამლები ძვირი არაა, თუმცა ისინი
მხოლოდ ექიმის დანიშნულებით უნდა სვან, სწორი დოზებით. თვითმკურნალობა კატეგორიულად
არ შეიძლება! დაჟეჟილობა კი არაა, ზედ მრავალძარღვა რომ მიიდო!

ეს 8 წლის თორნიკეა. თუ მის პატარა და-ძმას
პრობლემები არ ეტყობა, მისი დაავადება შესამჩნევია. მას ხერხემლის გამრუდება აქვს და
კისერს ვერ ასწორებს. დიახ, ამ სენსაც ბავშვობაში სჭირდება მკურნალობა, მაგრამ ოჯახს
არც მაშინ ჰქონდა სრულფასოვანი მკურნალობის თანხები. ბიჭს კი ასაკი ემატება და მისი
ხერხემლის პრობლემებიც მასთან ერთად იზრდება. მას საშინელი ტკივილები აქვს.  

ეს ლამაზი გოგონა უზარმაზარი ყავისფერი თვალებით
კი პრინცესა ჟასმინია, უფრო სწორად – 10 წლის თიკა. ახლახან მას ეპილეფსიური კრუნჩხვები
დაეწყო. ექიმთან რომ წაეყვანათ, ოჯახს ერთი კვირა არაფერი უჭამია. ექიმებმა თქვეს,
რომ დიაგნოზის დადგენა მაშინვე ვერ მოხდებოდა, გამოკვლევა და მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა
იყო საჭირო. ერთი სიტყვით, მასხარად აიგდეს. ოჯახი კიდევ რამდენიმე კვირა შიმშილს ვეღარ
გადაიტანდა. მედიკამენტოზური მკურნალობა არ დანიშნეს და პატარა, მშვენიერი თიკაც იმის
შიშში ცხოვრობს, რომ ეს საშინელება კიდევ განმეორდება. ცუდად ქუჩაში რომ გახდეს?! უცებ
სკოლაში რომ დაეცეს?! „ალბათ დამცინებენ ან საერთოდ აღარ მოინდომებენ ჩემთან ურთიერთობას,
– იფიქრებენ, რომ გადამდები ვარ.“

  ოჯახში ერთადერთი ჯანმრთელო ადამიანი 11 წლის
თემურია. მას არაფერი სტკივა და შეუძლია რამდენიმე დღეც კი არაფერი ჭამოს. ის ძლიერია,
– უფროსი ძმა! მაგრამ მას გული სტკივა, რადგან ყველაზე უკეთ აცნობიერებს, რომ ოჯახს
დახმარება და გადარჩენა სჭირდება; სამწუხაროდ, ჯერ არაფრის გაკეთება შეუძლია – საბუთებით
ძალიან პატარაა!

ნუნუ: მეექვსე
შვილს ველოდები. ორსულობის შესახებ გვიან გავიგე, კონსულტაციაზე მხოლოდ ორჯერ ვიყავი.
იმედი მაქვს, რომ ჩემს პატარა გოგონას ჯანმრთელობის პრობლემები არ ექნება, თუმცა არც
ის ვიცი, ჯანმრთელს როგორ გავუმკლავდებით. უფალს ვევედრები, მისი ძუძუთი კვება მაინც
შევძლო.

„ერთი
კანფეტი მაჩუქეთ, ძალიან გთხოვთ.“

გოგონას ელოდებით?

ნუნუ: დიახ. უკვე სახელიც მოვიფიქრეთ. ყველა ბავშვის სახელი
„თ“-ზე იწყება: თემური, თიკა, თორნიკე, თამარი და თენგო. ახლა კი თეონა ან თამთა დაიბადება.
ძალიან რთული ორსულობა მქონდა და მეშინია, ძალიან მეშინია… თამარზე და თენგოზეც ცუდად
ვგრძნობდი თავს. თენგო საერთოდ გადმოყრილი ნაწლავებით დაიბადა…

„მალე
აი, ასეთი დაიკო გვეყოლება, ოღონდ ნამდვილი… და იტირებს ხოლმე!“

უი, რას ამბობთ?! ეგ როგორ?

ნუნუ:დიახ,
შეიძლება არასწორად გადმოვცემ, მაგრამ მუცელზე იმდენად თხელი კანი ჰქონდა, რომ მუცელი
ჩამოკიდებული ჰქონდა და ნაწლავები ჩანდა. საშინელება იყო! ღმერთო, შენ გვიშველე!

„კონდიტერი
თუ გავხდები, უზარმაზარ ტორტს გამოგიცხობთ, ჩვენი მაგიდისხელას!“

ნუნუ, რა გჭირდებათ, თავი მშვიდად რომ იგრძნოთ?

ნუნუ:პირველ
რიგში, მინდა ბავშვების გამოკვლევა დავასრულო. ყველა შვილი ნორმალურ სპეციალისტს უნდა
ვაჩვენო თბილისში. ანალიზები და გამოკვლევები ყველას სჭირდება. ამაზე
მთელი წლის დახმარებაც კი არ მეყოფა! უბრალოდ ვერაფერს ვაკეთებ. ქმარიც ავად მყავს,
ასთმა აქვს და ვერ მუშაობს. ხან სად მუშაობდა, ხან სად, მძიმე სამუშაოებს ასრულებდა
და ჯანმრთელობა გაინადგურა. ერთადერთი, რაც გვაქვს – სოციალური დახმარებაა.

„სახლში
არც წყალი გვაქვს, არც საპირფარეშო. დედას დახმარება სჭირდება და როგორც უფროსი – მე
ვეხმარები.“

არავინ გეხმარებათ?

ნუნუ:არა.
დედა აღარ მყავს, მამა მოხუცია და თვითონ სჭირდება დახმარება. ჩემს ქმარს კი დედასთან
დაძაბული ურთიერთობა აქვს. თან სხვისი არაფერი გვჭირდება. იატაკზე გვძინავს. პატარებისთვის
ერთი საწოლი გვაქვს. ოღონდ ბავშვები ექიმს ვაჩვენოთ და სხვა არაფერი გვინდა. მხოლოდ
ჯანმრთელობა!

თიკა
(10 წლის):
დეიდა, შეიძლება კოპლებიანი კაბა გთხოვოთ? ქალაქში, ექიმთან წასვლა რომ მოგვიწიოს,
ჩასაცმელი არაფერი მაქვს. არ მინდა, რომ ჩემზე თქვან: „ფუ, რა  ჩამოძონძილია!“


რა თქმა უნდა, შეიძლება! კიდევ რაზე ოცნებობ?

თიკა:
ზოგჯერ წარმომიდგენია, რომ დავიძინებ და როცა გავიღვიძებ,
პრინცესა ვიქნები… და დიდი კარადა მექნება, ლამაზი კაბებით სავსე. მეც, დედასაც და
ჩემს დასაც! და ყველანი ლამაზად ჩაცმულები ვივლით, ლამაზი ფეხსაცმელებით… და ბევრ
ტორტს და ნამცხვარს გამოვაცხობთ. უჰ, რა მაგარი იქნება!

სამომავლოდ რა გეგმები გაქვს? ვინ გინდა გამოხვიდე?

თიკა:მკერავი,
კონდიტერი და მომღერალი!

ვა, რა საინტერესოა! ასეთი განსხვავებული პროფესიები რატომ შეარჩიე?

თიკა:აი, შეხედე: მკერავი თუ გავხდი, ჩემთვის და დედაჩემისთვის
მსოფლიოში ყველაზე ლამაზ კაბებს შევკერავ. კონდიტერი თუ გავხდი, დაბადების დღეებზე
ტორტი ყოველთვის გექნება. ნახე, რა ეშმაკურად მოვიფიქრე?! თუ შეიძლება, რომ საწოლიც
მომიტანოთ? იატაკზე წოლა ძალიან მოუხერხებელია.

ასეთ
საწოლზე პრინცესობაზე ოცნებაც კი შეუძლებელია

***

სამწუხაროდ, სხვა ბავშვებთან საუბარი ვერ მოვახერხეთ,
რადგან ძალიან მორიდებულები აღმოჩნდნენ. მათ ისიც კი ვერ გვითხრეს, რაზე ოცნებობენ.

შიში! აი, რა ავსებს პატარა ბავშვების დედის
ცხოვრებას! შიში მათი ჯანმრთელობის გამო! გაურკვეველი მომავლის შიში! ფული სად ეძებონ?
რა ქნან? მათ ერთადერთი იმედი რჩებათ – დახმარება ხალხს სთხოვონ და მათი დახმარების
იმედი ჰქონდეთ. მიმართონ მათ, ვინც განსჯას არ დაიწყებს და ზურგს უკან არ ჩაიქირქილებს
– თუ ვერ ინახავდა, რას აჩენდაო?! ეს ჩვენი საქმე ნამდვილად არ არის. ისინი უფლის შვილები
არიან. ზოგს შვილები საერთოდ არ ჰყავს, ზოგს ბევრი ჰყავს, ჩვენ კი უბრალოდ ვალდებულები
ვართ ისე მოვიქცეთ, როგორც სინდისი გვიკარნახებს. საკუთარ შვილს ზედმეტი კანფეტი კი
არ მივცეთ, სხვის შვილს მივცეთ ერთი ნაჭერი პური.

მეგობრებო, ამ პოსტს უყურადღებოდ ნუ დატოვებთ
და ამ საბრალო, სნეულ და მშიერ ბავშვებს დაეხმარეთ. მათ მკურნალობა და გამოკვლევები,
ასევე, საკვები, ტანსაცმელი და საწოლები სჭირდებათ.

მათი გაცნობა პირადად შეგიძლიათ მისამართზე:
სიღნაღი, წნორი, ინაშვილის ქ. 6ა.

ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ,
უბრალოდ გააკეთეთ ეს და იხარეთ იმით, რომ ღმერთი ვიღაცის ლოცვებს თქვენი საშუალებით
პასუხობს!

მოდი გამოვიჩინოთ გულმოწყალება და დავუმტკიცოთ
პატარებს, რომ სასწაულები ხდება! მათ ჩვენი სჯერათ! ნუ გაუცრუებთ იმედს ჩვენს პატარა
თანამემამულეებს! აჩვენეთ მათ, რა კეთილი ხალხი ცხოვრობს საქართველოში!

დარწმუნებულები ვართ, რომ ერთად ჩვენ მათი
ცხოვრების შეცვლას შევძლებთ!

აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ
თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

  მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს
ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის
შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.

ასევე, თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან.
ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს
შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთად ჩვენ უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ. მოდი ამ ოჯახსაც გავუმართოთ
ხელი! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?!
ცხოვრება ხომ მოულოდნელობებით არის სავსე?!

შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები
წაიკითხოთ ინსტაგრამზე: www.instagram.com/chernovetskyi.fundდა ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270.

თქვენ მხოლოდ შიმშილისგან კი არა, სიკვდილისგანაც გვიხსენით!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

     „დღეს ჩემი ჯერია, ზედა საწოლზე მე ვიძინებ, დაგასწარი-ი-ი-ით!!!“ 

         როდესაც 6 შვილის დედას უკვე ყველანაირი იმედი გადაეწურა და ფიქრობდა, რომ მისი შვილები უჭმელობის ან, ჯანმრთელობის პრობლემების გამო დაიღუპებოდნენ, თქვენმა გულისხმიერებამ სწორედ მაშინ გამოანათა. ჩატეხილი ხიდი აღდგა.
 https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/806-bagalashvili/description/ 
იცით, რა შედეგი გამოიღო თქვენმა სიკეთემ? ახლა, ბავშვები ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ არიან და გარკვეული პერიოდის განმავლობაში იმკურნალებენ. ორი მათგანი, არა ცივ იატაკზე, არამედ ახალ, ორსართულიან საწოლზე დაიძინებს. ოჯახს ხვალინდელი დღის იმედი დაუბრუნდა და შიში გაუქრა. შიში, რომელმაც 6 შვილის დედა კინაღამ ძირს დაანარცხა.
       

  მე დედიკოს მეექვსე ბედნიერება ვარ

         – ნუნუ, ახლა როგორ გრძნობთ თავს? გვიამბეთ, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც თქვენს შესახებ პოსტი გამოვაქვეყნეთ?
        ნუნუ: პირველ რიგში, აღვნიშნავ იმას, რომ ჩვენს ოჯახს შეემატა კიდევ ერთი პატარა ანგელოზი.  სიმბოლურია, რომ ის თქვენი გამოჩენის შემდეგ გაჩნდა.
სწორედ თქვენი დახმარებით წამოვდექით ფეხზე. მუდმივად ვუსვამ კითხვას ჩემს თავს: ნუთუ, სამყარო იმდენად მისტიურია, რომ თქვენ ჩემს ცხოვრებაში, სწორედ მაშინ გამოჩნდით, როდესაც ეს ყველაზე მეტად მჭირდებოდა. როდესაც გვერდით არავინ მყავდა და არავის აინტერესებდა ჩემი ოჯახის ტკივილი. თეთრი, ნათელი სხივივით გამოანათეთ ბურუსიდან და შემოიჭერით ჩვენს ცხოვრებაში. როგორც იტყვიან, სიცოცხლის სული ჩამბერეთ. შეამსუბუქეთ ჩემი და ბავშვების ტკივილი… რომ ვუფიქრდები, თქვენმა ყურადღებამ იმხელა სიხარული მომანიჭა, მხრებში გავიშალე… გადმოცემაც კი მიჭირს… აქ, მხოლოდ ახალ ნივთებზე არ არის საუბარი. მინდა ხაზი გავუსვა, რომ თითქოს ფრთები შემასხა ადამიანურმა მოპყრობამ, ყურადღებამ, სითბომ და იმან, რომ ჩემი ტკივილი გაიზიარეთ… ეს ყოფილა ყველაზე ფასდაუდებელი რამ ცხოვრებაში. მადლობა ამ შეგრძნებებისთვის ყველას, ყველას, ყველას!!!

„ნახე, რა ამომივიდაა… ჩვენი დაიკოსავით პატარა წიწილა“

         – ნუნუ, დარწმუნებული ვარ, ჩვენს მკითხველს ძალიან გაახარებს ამ სიტყვების წაკითხვა. მისცემს ძალას, არ გაჩერდნენ და აკეთონ ის საქმე, რომელსაც სიკეთე ქვია. ახალი მეგობრები თუ შეიძინეთ? ვინმეს გამოარჩევდით?
        ნუნუ: რა თქმა უნდა… ცოტა მეუხერხულება იმდენია კეთილი ადამიანი. მაგრამ მაინც, გამოვარჩევდი ორ ადამიანს, ვინც ჩვენთან პირადად იყო მოსული. ხომ იცით, პირადი შეხვედრის დროს, სულ სხვა წარმოდგენა ყალიბდება ადამიანზე. მოკლედ რომ ვთქვა, ჩემს ოჯახს ესტუმრა ორი უსაყვარლესი ქალბატონი. ერთ-ერთს ლიკა ერქვა, მეორეს სახელს, დიდი ბოდიშის მოხდით, ვერ ვიხსენებ. მომიტანეს ბავშვებისთვის ტანსაცმელი, პროდუქტი, საბავშვო ეტლი და სიხარულით ამივსეს გული. მათი თანაგრძნობის დანახვისას, ჩემი ემოციები უსაზღვრო იყო… მინდა, თქვენს მკითხველს მივმართო და ვუთხრა, რომ მათი სიკეთე სამუდამოდ დარჩება ჩემს გულში. მაგრამ, ისიც უნდა ვთქვა, რომ ყველა შეჭირვებულ ადამიანს საოცრად აბედნიერებს პირადი ურთიერთობები, ემოციები, საუბრები და თანაგრძნობა. ეს გვაბედნიერებს და გვჭირდება. სწორედ ის ემოციები, რომელიც შემდეგი რამდენიმე თვის  განმავლობაში, თავის გატანაში გვეხმარება… თუ ვინმეს არ აქვს საშუალება, ფინანსურად დაეხმაროს შეჭირვებულ ოჯახს, ყველაზე კარგი იქნება, უბრალოდ საუბრითა და ყურადღებით გაამხნევონ ადამიანი. დამიჯერეთ, ეს მართლა ფასდაუდებელია… ამას იმიტომ ვამბობ, რომ საკუთარ თავზე გამოვცადე ეს გრძნობა… 
           – ადგილობრივი ხელისუფლება თუ გამოეხმაურა ჩვენს პოსტს? რაიმე სახის რეაგირება მოახდინეს?
         ნუნუ: დიახ, ჩვენი რაიონის გამგებელი დაგვიკავშირდა და პრეტენზია გამოთქვა: თურმე, რატომ არ ჩავაყენეთ საქმის კურსში ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. სიმართლე გითხრათ, ძალიან გავბრაზდი. ვერ დავთვლი, დახმარების სათხოვნელად რამდენჯერ მივედი. გარდა ამისა, სოციალური მუშაკიდან დაწყებული, პედიატრითა და მთელი რაიონის მაცხოვრებლებით დამთავრებული, აბსოლუტურად ყველამ იცის ჩვენი ოჯახის გასაჭირის შესახებ. ადრე, დახმარების მისაღებად კარს რომ მივადექი, 100 ლარის ნაცვლად 70 ლარი მოგვცა. ახლაც, ხომ დამიბარა და ჩვენი ამბავი მოიკითხა… მას შემდეგ, აღარც გამოჩენილა… რა ვიცი, აბა, რა გითხრათ სხვა… ძალიან განაწყენებული ვარ.

საჭმლის მომზადებაში მივეხმარები ხოლმე დედიკოს

       – რას ნიშნავს ეს დახმარება და მხარდაჭერა პირადად თქვენთვის?
      ნუნუ: ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის, ეს მხარდაჭერა ღმერთის საჩუქარია… ადრე, სხვების ისტორიებს როდესაც ვისმენდი, ვერ ვხვდებოდი სანამ საკუთარ თავზე არ გამოვცადე ეს გრძნობა. თურმე, წაკითხულზე და გაგონილზე ორჯერ უფრო სასიამოვნო ყოფილა… ვისურვებდი, რომ ყველა გაჭირვებულმა ოჯახმა იგრძნოს იგივე რაც, თქვენი თანადგომის წყალობით, მე და ჩემმა ოჯახმა განვიცადეთ. 
        – ბავშვებო, შემდეგი კითხვა თქვენთან მაქვს… აბა, ვინ მეტყვის, საჩუქრებიდან ყველაზე მეტად რამ გაგახარათ?
       თემური (8წლის): მე, ორსართულიანი საწოლი გამიხარდა ყველაზე მეტად. ადრე, მხოლოდ ფილმებში მქონდა ნანახი. ახლა, ჩვენს ოთახში დგას და იქ მძინავს ხოლმე. ხანდახან, სხვა და-ძმებსაც ვაწვენთ, იატაკზე ძილი არ არის კარგი და ვცდილობთ, ყველამ რიგრიგობით გამოვიძინოთ ახალ საწოლზე.

დღეს, მე გავიმარჯვე. მე ვწვები ზედა საწოლზე, ურა-ა-ა!!!

         თიკა (10წლის): იცი, დეიდა, მე  რა გამიხარდა? ჩემს და-ძმებს რომ წამლები უყიდეთ და ექიმთან რომ წაიყვანეთ. მგონი, ეპილეფსია იმის გამო მქონდა, რომ ვნერვიულობდი… 
         – ასე რატომ გგონია, თიკა? 
        თიკა (10წლის): იმიტომ, რომ შეტევები ისე ხშირად აღარ მემართება. იმიტომ, რომ როგორც ადრე, ისე აღარ ვნერვიულობ. ბოლოს, როდესაც დედიკომ ექიმისგან მოიყვანა ბავშვები და გავიგე, რომ უკეთესად არიან, მეც აღარ ვნერვიულობ და დავმშვიდდი. 
         თამარი (7წლის): მე საჭმელი გამიხარდა-ა-ა…  მუცელში ხმები აღარაა და თან, რომ შევჭამთ, უკეთესად გვძინავს ხოლმე.
         – ნუნუ , იქნებ გაქვთ კიდევ რაიმე პრობლემა, რომლის გადაჭრაშიც, ჩვენი ფონდის მეგობრებს შეუძლიათ დახმარება? 
        ნუნუ: შემიძლია, კიდევ რამე რომ ვითხოვო?.. უხერხული არ არის?..
        – აუცილებელიც კია. ჩვენი ვალია, დახმარების ხელი გამოგიწოდოთ მაშინ, როდესაც გჭირდებათ. 
       ნუნუ: ძალიან მერიდება… მეგონა, ეს დახმარება ერთჯერადია… მაგრამ, თქვენი ყურადღებით ისევ გამაოცეთ… მაშინ, მხოლოდ ბავშვების სურვილებს გეტყვით… ახალ საწოლს ვერ იყოფენ, იქ წოლა კი მათთვის კომფორტია. ძალიან გააბედნიერებდით მათ კიდევ ერთი ასეთი საწოლით. ასევე, ოცნებობენ ტელევიზორზე, არც ტელეფონი აქვთ, არც კომპიუტერი. თანაც, ისეთ ასაკში არიან… აღარც ოცნებობენ ამ ნივთებზე, მხოლოდ ტელევიზორი უნდათ, რომ ერთად უყურონ რამეს და იხალისონ. ბოლოს კი, გეტყვით საერთო სურვილს, რომელიც იძულებითია, კარს მომდგარი ზამთრის გამო… დენის გამათბობელი მაინც რომ გვაჩუქოს ვინმემ, იქნებ, როგორმე გადავაგოროთ ეს ზამთარი. ახლა, უკვე ჩვილი ბავშვი მყავს სახლში და სიცივის ატანა ძალიან გაუჭირდება.

მე საბავშვო რეკლამის სახე ვარ

                                                     ***
         მეგობრებო, მიუხედავად ბავშვებისა და მათი დედის ოპტიმისტური განწყობისა, მათ კვლავ სჭირდებათ თქვენი დახმარება. ზაფხულში და შემოდგომაზე თავის გატანა კიდევ შესაძლებელია, მაგრამ ცივ ზამთარს, იატაკზე ძილსა და  უჭმელობას ისინი დიდხანს ვერ გაუძლებენ… თქვენმა სიკეთემ 3 თვე აცხოვრა. ახლა კი, მარაგი ამოიწურა… კვლავ უნდა გამოვიჩინოთ სიკეთე ამ ოჯახისა და ბავშვების სიხარულისთვის, დღეგრძელობისთვის და მომავლისთვის.
        თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
       მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
       სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გააგრძელეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!     
        მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!
      ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000.
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით:
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/806-bagalashvili/description/
        თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
       არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს – ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ:
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და
ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.
        სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901 200 270
         ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2021 დეკ 21
მკურნალობის ღირებულება
728.00₾
2021 დეკ 30
მედიკამენტები
141.20₾
2021 დეკ 30
მედიკამენტები
141.20₾
2022 იან 03
პროდუქტები
298.81₾
2022 იან 03
პამპერსები
199.95₾
2022 იან 13
მედიკამენტები,პამპერსები
260.51₾
2022 იან 13
ჰიგიენური საშუალებები
39.47₾
2022 თებ 15
მედიკამენტები
69.80₾
2022 თებ 24
გაზქურა
693.00₾
2022 თებ 28
ფონდის ზედნადები ხარჯები
950.00₾
2022 აპრ 01
ორსართულიანი საწოლი მატრასით
730.00₾
2022 აპრ 01
პროდუქტები
298.65₾
2022 ივნ 22
პროდუქტები
94.71₾
2022 ივლ 19
პროდუქტები
276.95₾

სულ ხარჯები:

4922.25₾

დარჩა:

0.71₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.10.2022 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.10.2022 20:00:00
₾4.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.10.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.10.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.10.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.04.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.04.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.04.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.04.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.04.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.04.2022 20:00:00
₾1.40
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.04.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.04.2022 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.04.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.04.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.04.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.04.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.04.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.04.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.04.2022 20:00:00
₾5.00

შემოწირულია:

₾4,922.96

314 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾4,922.96

314 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება