რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
მათ საკუთარი სახლის ეშინიათ; ეშინიათ, რომ სახურავი, რომელიც ხანძრის შემდეგ ვეღარ შეაკეთეს, თავზე ჩამოექცევათ… და თუ ხანძარს სასწაულებრივად გადაურჩნენ, საკუთარ ჭერქვეშ აუცილებლად დაიღუპებიან. „ალბათ ბევრი დაისვენებს“, – ყოველგვარი ირონიის გარეშე ამბობს გულნაზი. ის მართლა ასე ფიქრობს და იმასაც ფიქრობს, რომ მათი ოჯახი ზედმეტია, რადგან მათზე არავინ დარდობს.
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270ბე, ასე მწარედ ნუ ტირი, მე გიშველი! აი, ასე! მაგრად ჩაგეხუტები და მუდამ იცოცხლებ!
კეთილო ადამიანო, ახლავე გააზიარე პოსტი და ღვთისნიერი საქმის კეთებაში შენს მეგობრებსაც დაეხმარე!
მათ საკუთარი სახლის ეშინიათ; ეშინიათ, რომ სახურავი, რომელიც ხანძრის შემდეგ ვეღარ შეაკეთეს, თავზე ჩამოექცევათ… და თუ ხანძარს სასწაულებრივად გადაურჩნენ, საკუთარ ჭერქვეშ აუცილებლად დაიღუპებიან. „ალბათ ბევრი დაისვენებს“, – ყოველგვარი ირონიის გარეშე ამბობს გულნაზი. ის მართლა ასე ფიქრობს და იმასაც ფიქრობს, რომ მათი ოჯახი ზედმეტია, რადგან მათზე არავინ დარდობს.
ხანძარს შეუძლია წუთებში შთანთქას ის ყველაფერი, რაც წლების მანძილზე იქმნებოდა და შენდებოდა, ხოლო თუ ამ ხანძრის მიზეზი შენი სისხლით ნათესავია, გული ორმაგად გტკივა. მათ იციან, რომ სახლს ცეცხლი საკუთარმა ბიძამ წაუკიდა, თუმცა გამოძიება დღემდე არ დასრულებულა. თანაც, ამ მონათხრობში ნამდვილად არ გამოიძებნება ადგილი იმ ნაძირალასთვის, რომელმაც ოჯახი სიკვდილისთვის გაწირა. მათ ამის გარეშეც ბევრი აქვთ მოსაყოლი.
თავად განსაჯეთ: ხანძარმა ყველაფერი გაანადგურა! სახელმწიფომ ჩათვალა, რომ 4,800 ლარად გადამწვარი სახლის შეკეთება, სახურავის გადახურვა, ახალი ტანსაცმლის, ტექნიკის და ავეჯის ყიდვა შეიძლება და შედეგად, კმაყოფილიც დარჩები… მაგრამ თქვენც მშვენივრად გესმით, რომ ეს თანხა სახურავის ნაწილსაც კი არ ეყოფა.
სახურავი რომ გადაეხურათ, ოჯახს ვალის აღება მოუწია, რომელიც კიდევ სამი წელი უნდა იხადონ
მათ ბანკიდან ვალის აღება და სესხის დაფარვა მოუწიათ, რომელიც თითქმის ორჯერ აღემატება იმ თანხას, რასაც ოჯახი გამოიმუშავებს. მოდი ერთად დავითვალოთ: სოციალური დახმარება – 450 ლარი, ბებოს პენსია – 200 ლარი… და მორჩა! ბანკს კი თვეში 800 ლარი უნდა უხადონ! მძიმე ფიზიკური მდგომარეობის მიუხედავად, გიორგი მარტაშვილს გულხელდაკრეფილი ჯდომა და იმის ყურება, თუ როგორ იქცევა მისი ოჯახი მათხოვრად, არ შეუძლია. ის საკუთარ თავში იმდენ ძალას მაინც პოულობს, რომ სამსახურში იაროს. არადა, ადვილი სამუშაო არ აქვს – მესაფლავეა. „სხვისი მწუხარების ხარჯზე ფულის შოვნა, თვითონ რომ არ მოვკვდეთ შიმშილით, ძალიან არ მომწონს“, – ამბობს ის. – „მაგრამ სხვა გამოსავალს უბრალოდ ვერ ვხედავ.“
ეს ბავშვები სახელმწიფო მოხელეებისთვის უბრალოდ არ არსებობენ. მთავარია მათ შვილებს ეძინოთ კარგ საწოლებზე.
ყველაზე რთული კი ის არის, რომ 10 წლის იროდის მამის დახმარება უწევს. ბავშვი ხედავს, რომ მამა საქმეს მარტო ვერ უმკლავდება, რადგან ცოტა ხნის წინ ხელზე ოპერაცია გადაიტანა და თუ თავს არ გაუფრთხილდა, შეიძლება ხელი დაკარგოს.
„რთული არაა, მიწით სავსე „ვედროები“ არც ისე მძიმეა…“ – ამბობს ბიჭი. – „ზოგჯერ მეშინია, მაგრამ იქ მარტო ხომ არ ვარ? მამასთან ერთად ვარ! ან ვისი უნდა მეშინოდეს? იქ ყველა გარდაცვლილია და ვინ რას დამიშავებს?!“
და მართლაც, მათი რატომ უნდა გეშინოდეს? ისინი სახლს ცეცხლს არ წაუკიდებენ.
ცოცხალი ადამიანები გარდაცვლილებზე საშიშები არიან. გარდაცვლილები ვერაფერს დაგიშავებენ.
–სკოლაში არ დადიხარ?
იროდი (10 წლის):ზოგჯერ დავდივარ… მაგრამ თუ წვიმიანი ამინდია, არ დავდივარ, – ფეხსაცმელი არ მაქვს… და სიმართლე გითხრათ, სკოლა დიდად არც მიყვარს. მგონია, რომ იქ არავის ვუყვარვარ.
–აბა, რის კეთება გიყვარს?
იროდი:არც კი ვიცი… ახლა მამას ვეხმარები; დედაც თუ რამეს მთხოვს, ვუკეთებ… ისე კი, ალბათ, ველოსიპედით სეირნობა მიყვარს… მაგრამ ზუსტად არ ვიცი…
– ანუ ველოსიპედზე ოცნებობ?
იროდი:არა, რას ამბობთ?! ნეტა სახლისთვის და ოჯახისთვის მქონდეს რამე… ჩვენ თეფშებიც კი არ გვაქვს… არც ბალიშები გვაქვს, არც საბნები. რაის ველოსიპედი?!
–ძალიან არაბავშვური ოცნებები გაქვს…
იროდი:ვიცი… ან რა ბავშვიც მე ვარ? აი, ჩემი და ბავშვია. არ ესმის, რა შეგვემთხვა. არადა, მალე აცივდება და შეიძლება უბრალოდ გავიყინოთ.
სახლში ერთი ცოცხალი ადგილიც კი არ დარჩა.
–გულნაზი, რაც თქვენ შეგემთხვათ, უბრალოდ საშინელებაა!
გულნაზი:ვერც კი წარმოიდგენთ! დღემდე ვერ ვიჯერებ, რომ ასეთი რამ საკუთარმა ბიძამ გაგვიკეთა.
– კი მაგრამ, ეს რატომ გააკეთა? რამე ვარაუდი თუ გაქვთ?
გულნაზი: ეს მისი მშობლების – ჩემი ბებია-ბაბუის სახლია. ოთხი წლის რომ ვიყავი, დედამ მიმატოვა და ამ ქვეყანაზე ყველაზე ტკბილმა ხალხმა – ბებიამ და ბაბუამ გამზარდეს! მათთვის შვილივით ვიყავი. დედაჩემს არ ვიცნობდი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მეზობლად ცხოვრობდა, ჩემთან ურთიერთობაზე კატეგორიულ უარს აცხადებდა. მქონდა მისი სიყვარულის მოპოვების მცდელობები, მაგრამ არ გამომივიდა. მამაჩემი ოთხი წლის წინ მოკლეს… მისი მკვლელი დღემდე ვერ უპოვიათ. შეიძლება ითქვას, დედის სიცოცხლეშივე დავობლდი, მაგრამ ბებია-ბაბუამ ყველა ნათესავი შემიცვალეს და ეს სახლიც მე დამიტოვეს ანდერძად. ვფიქრობ, სწორედ ამის გამო გაცეცხლდა ბიძაჩემი და ჩვენზე შური იძია. მშობელი დედაც კი არ დაინდო. არა უშავს! ღმერთია მსაჯული! ბრალდებებით საქმეს ვერ ვუშველით… მალე აცივდება, ჩვენ კი, ფაქტობრივად, ქუჩაში ვცხოვრობთ!
სახლში, მაგრამ ღია ცის ქვეშ…
–დახმარება თუ ითხოვეთ?
გულნაზი:დიახ!ზარალი 100,000 ლარად შეგვიფასეს, მაგრამ მხოლოდ 4,800 ლარი გამოგვიყვეს. სასაცილოა! ამ ფულით რას იყიდი? სახურავის ნაწილიც კი ვერ გადავხურეთ. სესხის აღება მოგვიწია; მაგრამ ამის შესახებ უკვე იცით. წარმოდგენა არ მაქვს, როგორ ვახერხებთ ცხოვრებას. ხან ფქვილს მოგვიტანენ, ხან ბავშვებისთვის ტანსაცმელს… და ასე ვცხოვრობთ. თქვენ იმ იმედით მოგმართეთ, რომ თქვენს რიგებში მიგვიღებდით. თქვენს ფონდს ხომ წარმოუდგენელი რაღაცების კეთება შეუძლია?!
ყველაფერი, რაც ხანძარს გადაურჩა, ოჯახისთვის ოქროზე ძვირად ფასობს
–როგორ ფიქრობთ, რა სახის დახმარება გჭირდებათ ყველაზე მეტად?
გულნაზი:ძალიან მჭირდება სამშენებლო მასალები, რომ ერთი ოთახის გარემონტება მაინც შევძლოთ და ბავშვები და ბებია იქ დავაწვინოთ. საწოლები და საწოლის საკუთნოც მჭირდება. მაგიდა, სკამები, მაცივარი… სხვა დანარჩენზე აღარაფერს ვამბობ… სურსათი და საბავშვო ტანსაცმელიც ძალიან გვჭირდება, მაგრამ ასეთი რაღაცები როგორ გთხოვოთ? ეს უკვე ძალიან ბევრია!
–თქვენს ამბავს თითქმის მთელი საქართველო წაიკითხავს. შეგიძლიათ თითოეულ ადამიანს მიმართოთ.
გულნაზი: ჩემო კარგებო, ჩემო ძვირფასებო, დააფასეთ ის, რაც გაქვთ! ცხოვრება მუხთალია, – შეიძლება წამებში წაგართვათ ის, რასაც წლების განმავლობაში ქმნიდით… და ძალიან გთხოვთ, ჩემი შვილები საკუთარი შვილებივით მიიღეთ. მათ თქვენი დახმარება ძალიან სჭირდებათ!
ნინი (4 წლის): დეიდას ფული თუ დარჩება, თოჯინა მიყიდოს, თორემ ჩემსას ცუდი სუნი ასდის!
„ჩემს სათამაშოებს ხანძრის სუნი ასდით, მაგრამ ისინი მაინც მიყვარს.“
***
ძვირფასო მეგობრებო, ამ კეთილ და საყვარელ ქართულ ოჯახს ხომ დავეხმარებით? ამ შესანიშნავ ხალხს ხომ არ მივატოვებთ? მოდი ყველამ ერთად გავუწოდოთ დახმარების ხელი! მათ ძალიან სჭირდებათ: სამშენებლო მასალები, საწოლები, მაცივარი, ტანსაცმელი და საკვები; მაგრამ ყველაზე მთავარი – მათ თქვენი მხარდაჭერა სჭირდებათ! თქვენი ყურადღების და სიკეთის წყალობით, მათ ზამთარში გადარჩენის შესაძლებლობა მიეცემათ! მოდი დავეხმაროთ მათ, გამოვიჩინოთ მოწყალება და ბავშვებს ნორმალურად ცხოვრების შესაძლებლობა მივცეთ. წარმოვიდგინოთ, რომ ისინი ჩვენი შვილები არიან.
მეგობრებო, მარტაშვილების ოჯახს ჩვენ გარდა სხვა არავინ ჰყავს. მათ მხოლოდ ჩვენი იმედი აქვთ!
მათი მონახულება და დახმარება შეგიძლიათ მისამართზე: სიღნაღი, სოფ. წნორი, მეგობრობის ქ. 12
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და იხარეთ იმით, რომ ღმერთი ვიღაცის ლოცვებს თქვენი საშუალებით პასუხობს!
მოდი გამოვიჩინოთ გულმოწყალება და დავუმტკიცოთ პატარებს, რომ სასწაულები ხდება! მათ ჩვენი სჯერათ!ნუ გაუცრუებთ იმედს ჩვენს პატარა თანამემამულეებს! აჩვენეთ მათ, რა კეთილი ხალხი ცხოვრობს საქართველოში!
დარწმუნებულები ვართ, რომ ერთად ჩვენ მათი ცხოვრების შეცვლას შევძლებთ!
აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
(დანიშნულება: მარტაშვილების ოჯახი).
თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.
ასევე, თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე
„ჯერ მე ავირჩევ რას ვუყუროთ, მერე შე-ე-ენ…“
„დედიკო, მეც ხომ ჩამართვევინებ ხოლმე?“
„დედა, დედიკო, ნამცხვარი გამოგვიცხე…“
ამდენი ტკბილეული, ბავშვებს თვალით არ უნახავთ
სულ ხარჯები:
5065.68₾დარჩა:
0₾