ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჯერ ამ პურს შევჭამ და მერე შენც შეგჭამ!

page info icon
2022 მარტი 24
page info icon
461
ატარა საბა, როგორც მტრებს, ისე გვიყურებს და გულში იკრავს თავის პურის ნაჭერს. მას არავის დაუთმობს. არც დედიკოს, და არც ძმას! იცის, რომ დღეისთვის, ეს ბოლო ნაჭერია, ყველაზე გემრიელი ლუკმა. ხვალ კი, შეიძლება აღარც იყოს.
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
GE15TB7194336080100003
GE42LB0115113036665000
GE64BG0000000470458000
შეგროვებულია:
2,680 ₾
( 162 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

ჯერ ამ პურს შევჭამ და მერე შენც შეგჭამ!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
პატარა საბა, როგორც მტრებს, ისე გვიყურებს და გულში იკრავს თავის პურის ნაჭერს. მას არავის დაუთმობს. არც დედიკოს, და არც ძმას! იცის, რომ დღეისთვის, ეს ბოლო ნაჭერია, ყველაზე გემრიელი ლუკმა. ხვალ კი, შეიძლება აღარც იყოს.
უფროსი ძმა ნიკუშა, ბოდიშს გვიხდის ორი წლის საბას საქციელის გამო, ცდილობს, ლაპარაკი სხვა თემაზე გადაიტანოს. გვიხსნის, რომ ყოველთვის არ არის ასეთი ბრაზიანი, ხანდახან, ძალიანაც საყვარელია და მოგინდება, რომ ჩაკოცნო
         - შენ რომელი საჭმელი გიყვარს, ნიკუშა?
ნიკუშა (12 წლის): არცერთი, ჩემთვის სულერთია. მინდა სამხედრო გავხდე, როგორც მამაჩემი... მაგრამ, როგორც მამაჩემი არა. მან მიმატოვა. მე რომ მამა გავხდები, ჩემს შვილებს არ მივატოვებ, სულ მათთან ერთად ვიქნები. 
- კიდევ რას ეტყოდი მამაშენს?
ნიკუშა: იმას, რომ კარგი ბიჭი ვარ, რომ უკვე გავიზარდე, რომ მინდა ჩავეხუტო. და იმას, რომ მეც სამხედრო ვიქნები, როგორც ის.
ლია: ნიკუშა ძალიან განიცდის. მამამისი ძალიან უყვარს. საბა კი, მხოლოდ 2 წლისაა და საერთოდ არ ახსოვს. სამი თვის იყო, ჩემმა მეუღლემ რომ მიგვატოვა. ახლა, სხვა ოჯახი ჰყავს. მას შემდეგ, ის აღარც გვინახავს. მაგრამ, არ გვინდა ამაზე საუბარი. ვისწავლე მარტო ცხოვრება. მაგრამ, ძალა აღარ შემწევს, მარტომ ვზიდო მხრებით შვილები და ავადმყოფი და.
- ლია, გვიამბეთ ყველაფერი თანმიმდევრობით, გაგვაცანით ყველა.
სოფია (22 წლის): გამარჯობა, მე ლამაზი სოფია ვარ! სურათს გადამიღებ? მე კანფეტი მიყვარს! მე კარგი გოგო ვარ! გადამიღე  სურათი, რა! ბევრი გადამიღე! ჩემთან სტუმრები არ მოდიან.
ლია: ეს ჩემი და არის, სოფია. ტანჯული... მტერს არ ვუსურვებ იმას, რის გადატანაც მას მოუხდა. როდესაც მშობლები დავკარგეთ, მე 15 წლის ვიყავი, ის კი, სულ ციცქნა. თავშესაფარში ჩააბარეს, მერე, სადღაც ოჯახში იზრდებოდა. აი, ახლახან მოვახერხე მისი დაბრუნება და მეურვეობის აღება. მიჭირს მარტოს, ორ შვილთან ერთად, მაგრამ, ჩემს სისხლს და ხორცს, როგორ მივატოვებდი?
 „ამ გამოქვაბულში ვსხედვართ, ღუმელთან. საჭმელი არ გვაქვს, ვფიქრობ, რის მომზადება შეიძლება ფქვილით და მაკარონით“
- და როგორ უმკლავდებით?
ლია: ჩვენი ერთადერთი შემოსავალი არის სოციალური დახმარება. ჩემი დის და პატარა შვილის გამო, ვერ ვმუშაობ. ვყიდულობ ფქვილს, მაკარონს და ასე გავდივართ იოლას. სოციალური სასადილოს საჭმელი რომ არა, დიდი ხანია, შიმშილით დავიხოცებოდით. სოფიას კი, პატარა ბავშვივით, სულ შია. ნახევარი ქილა წიწიბურა, ნახევარი ქილა წვნიანი და ნახევარი პური, მარტო მას არ ჰყოფნის. ამაზე მეტს კი არ ვღებულობთ.
„ეს სადილი, ოთხ ადამიანს მთელი დღე უნდა ეყოს!“
სოფია: ხო, სოფიას გემრიელი უყვარს! მომე კანფეტი! მომე! ჩიპსი არ მიყვარს - შოკოლადი მიყვარს! მე ლამაზი ვარ, ნახე როგორი!
 „სოფიას კანფეტი უყვარს - მოიტანე!“
- ძალიან ლამაზი გოგო ხარ, სოფია!
სოფის: შენ კი, კეთილი! კიდევ მოდი ჩვენთან! ჩიპსი არ მინდა, შოკოლადი მომიტანე! მეც და ნიკუშასაც! საბას არა! მტირალაა!
ლია: აი, ხომ გეუბნებით, პატარა ბავშვივით არის. ჩემი სიხარული. ნიკუშა ძალიან უყვარს, საბასთან კი, სულ ომობს პურის გამო! საბამ პურს თუ ჩაჭიდა ხელი, ვერაფრით ვერ წაართმევ! მშიერია, რას იზამ.
 „ჩემი პურია! არავის არ მივცემ!“
 „ნუ მიყურებ! სულ შევჭამ! შენც შეგჭამ!“
- რას ჭამთ საერთოდ? რაში გყოფნით თანხა?
ლია: როგორც გითხარით, გვყოფნის ფქვილის და პურის საყიდლად, კიდევ მაკარონის, თუ წამლების ყიდვა არ მოგვიწია. კიდევ, სოფიას სჭირდება პამპერსი. არ შეუძლია თვითონ. მე ვაჭმევ და მე ვაბანავებ. ჩემი მესამე შვილია.
„მე ნიკუშასთან მიყვარს თამაში. შენც მიყვარხარ!“
- შენ მოგწონს სოფიასთან თამაში, ნიკუშა?
ნიკუშა: კი, გულკეთილია. საბასთან კი, ხანდახან ჩხუბობს, პურს ვერ იყოფენ. ჩემთან უყვარს თამაში. მე შემიძლია, ჩემი პურიც რომ გავუნაწილო.
 „არავის არაფერს არ მივცემ!“
 - შენ რაზე ოცნებობ?
ნიკუშა: ერთი ოცნება მაქვს - ლეპტოპი მინდა, და ველოსიპედი. უი, ორი გამოდის.
 
„ბავშვებს ვუყურებ, ველოსიპედებით როგორ დაჰქრიან, მე არ მთხოვნიან... მეც მინდა, ძალიან...“
- იცი ველოსიპედის ტარება?
ნიკუშა: როგორ გითხრათ... მეგობრები არ ველოსიპედს მთხოვნიან. ალბათ, მეც არავის არ ვათხოვებდი.
ლია: ალბათ, ვერასდროს ვერ მოვახერხებ ბავშვებისთვის სათამაშოების ყიდვას. კანფეტსაც კი ვერ ვყიდულობ. ძალიან გვიჭირს. ამიტომაც მოგმართეთ. 
- მითხარით, როგორ შეგვიძლია თქვენი დახმარება?
ლია: საკუთარი, არაფერი არ გაგვაჩნია. ბინაში, თუ შეიძლება, ასე რომ ვუწოდოთ, ქირას ვიხდით - 150 ლარს. როდესაც სოფია დაიბადა, მშობლებმა ბინა გაყიდეს. ეგონათ, რომ შეძლებდნენ მის განკურნებას, თუმცა ამაოდ. ასე დავრჩით უსახლკაროდ. დახმარებისთვის, იმის გამო მოგმართეთ, რის შეძენასაც თავად ვერასდროს შევძლებ. ეს არის სარეცხი მანქანა დ მაცივარი. კიდევ საწოლები და პამპერსი გვჭირდება... პროდუქტიც... შეშაც სადაცაა გამოგველევა... არც კი ვიცი, საიდან დავიწყო სურვილების ჩამონათვალი.
 „ახლა ღუმელს ავანთებთ და სითბო იქნება. მაგრამ, შეშა აღარ დაგვრჩა“
ნიკუშა: შეიძლება, ლეპტოპი რომ გთხოვოთ?
- ველოსიპედიც კი!
ნიკუშა: არა! ან ერთი, ან მეორე! მეუხერხულება ორი ერთად.
საბა (2 წლის): მე „პუი“.
ლია: არ მყავს ჭირვეული შვილები. ოცნებას გადაჩვეულები არიან. ისინიც და მეც. რა ვქნათ? მარტო ვეღარ ვუმკლავდები. არავის არ ვჭირდებით. მხოლოდ თქვენი და თქვენი მკითხველების იმედი გვაქვს.
- რა მოლოდინი გაქვთ?
ლია: თქვენს დაწერილ ყველა პოსტს ვკითხულობ. ხანდახან მეჩვენება, რომ ეს შეუძლებელია, ან, მხოლოდ სხვებისთვის არის შესაძლებელი. ვხედავ, როგორ იცვლება, უფრო სწორად, როგორ წარმოიქმნება ახალი ცხოვრება მათთვის, ვინც დაღუპვის პირას იყო. იმედი მაქვს, რომ ჩვენი მფარველი ანგელოზებიც გამოჩნდებიან!
ნიკუშა: მე კი, მინდა, მეგობრები მყავდეს... ნამდვილი მეგობრები.
***
არ დავწერ იმას, რომ თქვენი დახმარების იმედი გვაქვს, არ მოგიწოდებთ, რომ მხარში დავუდგეთ ამ ოჯახს! თუკი, თქვენ ეს სტატია წაიკითხეთ, მჯერა, რომ ეს ოჯახი, უკვე საიმედო ხელშია.
ისინი ბევრს არაფერს ითხოვენ. სჭირდებათ საკვები პროდუქტი, ჰიგიენური საშუალებები, საწოლი, პატარა მაცივარი, და ყველაზე დაბალფასიანი სარეცხი მანქანა. და თუკი, პატარა ნიკუშას სურვილების ასრულებას შევძლებთ, მას კი არა, თავად ღმერთს გავახარებთ!
შეგიძლიათ თავად მოინახულოთ ოჯახი და გაიცნოთ ეს არაჩვეულებრივი ქალბატონი. ის ოპტიმიზმით დაგმუხტავთ და თვალებს აგიხელთ! მისი მისამართია: ლანჩხუთი, მგელაძის ქუჩა, ბინა 52.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ, მათ გული გავუთბოთ და დავუბრუნოთ მომავლის რწმენა.
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ლია ცინცაძე).
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
თქვენს მიერ სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს კი, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901 200 270!
დალოცვილები ყოფილიყავით!

აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:
GE15TB7194336080100003
GE42LB0115113036665000
GE64BG0000000470458000

მსგავსი პროექტები: