ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

გისურვებთ ტანჯვაში ამოგხდეთ სული!

calendar აპრილი 18, 2022

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

საქართველოში ცხოვრობს ათასობით ასეთი უბედური ადამიანი… ქალები, ვინც კიბოს შიშველი ხელებით ებრძვის, უსახსროდ, ყოველგვარი მხარდაჭერის გარეშე. ქალები, რომლებიც მარტონი დარჩნენ, და არჩევანის წინაშე დადგნენ – ბოლომდე ძლიერნი დარჩნენ, თუ სული ტანჯვაში ამოხდეთ.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
გისურვებთ ტანჯვაში ამოგხდეთ სული!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!     

     საქართველოში ცხოვრობს ათასობით ასეთი უბედური ადამიანი… ქალები, ვინც კიბოს შიშველი ხელებით ებრძვის, უსახსროდ, ყოველგვარი მხარდაჭერის გარეშე. ქალები, რომლებიც მარტონი დარჩნენ, და არჩევანის წინაშე დადგნენ – ბოლომდე ძლიერნი დარჩნენ, თუ სული ტანჯვაში ამოხდეთ.

          როდესაც ძალიან ცუდად ხარ, შედი ჩვენს ვებგვერდზე https://chernovetskyifund.ge/ge/projects/ და ეს სტატია წაიკითხე! შენ ღმერთს უყვარხარ, ძვირფასო, იმიტომ, რომ გულმოწყალებას იჩენ იმ ადამიანების მიმართ, ვინც აღმოჩნდა შენზე უარეს მდგომარეობაში! 
          უკვე ოთხი წელია, რაც მაიას მთელი ღამე არ სძინავს. კვნესის საშინელი ტკივილისგან, რომელიც მის სხეულს ჭამს. მკერდი უკვე მოკვეთეს. ორი ოპერაცია, წლების მანძილზე ქიმიოთერაპია და თითქოს, უკან დაიხია დაავადებამ, მაგრამ, არა… დეკემბერში, ისევ ცუდად გახდა. ამჯერად, სიმსივნემ გადაწყვიტა, მისი ღვიძლი რომ შეხრას. მეოთხე სტადია!

მაია საშინლად იტანჯება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც წამალი გამოელევა. მას ხომ, მისი ყიდვის საშუალება თითქმის არასდროს არ აქვს! ისე კვნესის, რომ თავის ერთადერთ, ექვსი წლის შვილს აღვიძებს და მასთან ერთად ისიც ტირის

         – მაია, გვიამბეთ საკუთარ თავზე. როდის აღმოაჩინეთ რომ ავად ხართ? 
          მაია: ავადმყოფობამდე აქტიური ცხოვრებით ვცხოვრობდი. თავდაუზოგავად ვშრომობდი, შვილი ხომ უნდა გამეზარდა. მეუღლემ მიმატოვა, შვილთანაც კი არ აქვს ურთიერთობა. მისთვის არასდროს არ მიულოცია არც დაბადების დღე, არც ახალი წელი. სამი წლის წინ, მკერდი ამტკივდა. ყურადღებას არ ვაქცევდი, უნდა მემუშავა! ვითმენდი მაშინაც, როდესაც ტკივილი გაუსაძლისი გახდა. საკუთარ თავს ვეუბნებოდი, რომ აი, ხვალ წავალ ექიმთან, კიდევ ცოტა ფულს მოვაგროვებ და წავალ. მაგრამ, ის ხვალინდელი დღე არ დადგა. სანამ მკერდიდან სისხლი არ წამომივიდა. მაშინ წავედი. მითხრეს, რომ კიბო მაქვს.
         – რა იგრძენით ამ სიტყვების გაგონებისას?
         მაია: გგონიათ, რომ არ ვიცოდი? მაგრამ, სანამ არაფერი ვიცოდი, მეგონა, რომ უბედურება ამცდებოდა. იქნებ, ამიაროს გვერდი… მე ხომ არავის იმედი არ მაქვს. მხოლოდ დედა მყავს, და მასაც ფეხი აქვს მოკვეთილი. თავად განსაჯეთ – ვინ ვისი მოსავლელია.

 „როდესაც იგებ, რომ კიბო გაქვს, პირველ რიგში ფიქრობ, თუ როგორ უნდა იცხოვროს შენმა შვილმა შენს გარეშე? ბრძოლისთვის ეს გმატებს  ძალებს“

         – ვის მიმართეთ დახმარებისთვის?
         მაია: მივმართე მერიას, ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების სამინისტროს. მაშინ, ჯერ კიდევ შემწევდა ძალა და დაფინანსების მოპოვება მოვახერხე. მაგრამ, ამჯერად, მკურნალობის ღირებულებას სრულად ვერ მიფარავენ. კვირაში სამჯერ დამინიშნეს ქიმიოთერაპია. მხოლოდ პროცედურის საფასური არის 643 ლარი, თითოეული თერაპიის წინ, 85 ლარს ვიხდი ანალიზებში. კიდევ მჭირდება უამრავი წამალი: სისხლის გამათხიერებელი, ტკივილგამაყუჩელი, ქიმიის შემდგომი მედიკამენტები, კუჭისთვის… საიდან მოვიტანო ამხელა თანხები, უმუშევარმა, უძლურმა ქალმა?! თან, შვილსაც ხომ უნდა ვაჭამო. ჩემთვის, ეს უზარმაზარი ფულია.
        – მაია, ალბათ, ასეთივე პრობლემა, ძალიან ბევრს აქვს?
       მაია: ისინი ათასობით არიან! ათასობით ვართ… ჩვენ კიბო გვაქვს! ჩვენი განაჩენი არის ნელი და მტანჯველი სიკვდილი! დასაკარგი არაფერი გვაქვს. მზად ვარ, ცოცხლად დავიწვა თავი. იქნებ, ეს ვიღაცას სამომავლოდ გამოადგეს? მაგრამ, შვილი ვის დავუტოვო? მას ხომ არავინ არ ჰყავს ჩემს გარდა. ის რომ არა, ალბათ, არც ვიმკურნალებდი.

 „ჩემი ცხოვრების ერთადერთი მეგზური, სიცოცხლის ერთადერთი აზრი“

        – რა არის თქვენი საარსებო წყარო?
        მაია: სოციალურ დახმარებას ვიღებ – 60 ლარს და პენსიას – 275 ლარს. ეს არის მთელი ჩემი შემოსავალი. იმ თანხის ნახევარსაც არ შეადგენს, რაც მკურნალობაში მჭირდება.
         – ვინ გეხმარებათ? ამ თანხით ცხოვრება წარმოუდგენელია, მითუმეტეს ავადმყოფი ქალისთვის?
         მაია: ხანდახან, კეთილ ადამიანებს საჭმელი მოაქვთ. კიდევ, სოციალური სასადილოთი ვსარგებლობ. მაგრამ, ჩემთვის, იმ საჭმლის ჭამა, რომელიც იქიდან მომაქვს,  არ შეიძლება. გამეცინა, ექიმმა ეს დიეტა რომ დამინიშნა… ხაჭო, თევზი, ხორცი, ხილი და ბოსტნეული… მაღაზიაში, შიშით, ვერც კი ვუყურებ ასეთ პროდუქტებს. როდესაც შვილი ლარიანი ლავაშის ყიდვას მთხოვს, მზად ვარ მიწა გამისკდეს და თან ჩამიტანოს! ეს უარესია იმ ტკივილებზე, რომელსაც ვუძლებ ქიმიის შემდეგ. პროცედურის შემდეგ, მთელი სხეული მტკივა, საშინელი გულის რევა მაქვს, კრუნჩხვები… ხანდახან, შეიძლება ცხვირიდან, ან პირიდან სისხლიც კი წამსკდეს. ერთი სიტყვით, კოშმარია. მაგრამ, როდესაც ჩემი შვილი საჭმელს მთხოვს, მე კი ვეუბნები, რომ არ მაქვს, რომ მთელი დარჩენილი ფული წამლებში დავხარჯე… ის ამბობს „კარგი“, თვითონ კი, თვალები ცრემლით ევსება. რამხელა უბედურების და ტანჯვის გადატანა მოუხდა ჩემს ბიჭს…

 „დედიკო რომ ტირის, მეც ვტირი მასთან ერთად“

         – ძალიან დარდობს გიორგი?
        მაია: ამას დარდიც კი არ ჰქვია. ვერავისთან ვერ ვტოვებ, ამიტომ, თან დამყავს ქიმიოთერაპიაზე. ძალიან ნერვიულობს, ექიმებს ეუბნება: „გაუშვით ჩემი დედიკო, ნუ აწვალებთ.“
           – სახელმწიფო როგორ გეხმარებათ?
           მაია: მივეჩვიე იმ აზრს, რომ არავის არ ვჭირდები, რომ ყველა ბანზე მიგდებს სიტყვას, თითქოს არ ვარსებობ. თქვენ კი, თავად მოხვედით… საშინლად მომძულდა მუდამ მათხოვრის მდგომარეობაში ყოფნა. ჩემნაირებისთვის, სახელმწიფოს აქვს ერთი პასუხი: „ტანჯვაში ამოგხდეთ სული“. უბრალოდ, უფრო ლამაზი სიტყვებით: „არ გვაქვს სახსრები, ბიუჯეტი არ ითვალისწინებს, თქვენი მკურნალობის საშუალება არ გაგვაჩნია“. ნეტა, ჩემი შვილი იქ, შესასვლელთან ხელგაწვდილი რომ დავსვა, და იტიროს: „დედა მიკვდებაო“, დავიჯერო, არ შერცხვებათ? ალბათ, არა.

 „ისე გააკეთეთ, რომ ჩემს დედიკოს აღარ სტკიოდეს და მალე ამოუვიდეს თმა!“

– სასოწარკვეთილებას არ უნდა მიეცეთ. როდესაც ადამიანს ღმერთის გულწრფელად სწამს, ყველა დაბრკოლებას აუცილებლად გადალახავს.
        მაია: გამუდმებით ვლოცულობ, შველას ვთხოვ უფალს. მჯერა, რომ ის შვებას მომგვრის. ჩემი სიცოცხლე ჩემთვის არ მინდა, გიორგისთვის მინდა. ეს არის ჩემი ყველაზე დიდი ოცნება.
– რაზე ოცნებობთ? სანუკვარი ოცნება თუ გაქვთ?
მაია: მხოლოდ იმაზე ვოცნებობ, რომ გიორგი უპატრონოდ არ დამრჩეს. მე თუ მოვკვდი, რა მოუვა? ვოცნებობ, რომ ტკივილი ჩაცხრეს, ისევ სრულფასოვანი ადამიანი რომ გავხდე.
          – მაია, ალბათ ბევრს ფიქრობთ საკუთარ ცხოვრებაზე?
          მაია: დიახ, იცით, რაც ავად გავხდი, ბევრი დრო გამომიჩნდა ფიქრისთვის… ადრე, წვრილმანებს ყურადღებას არ ვაქცევდი. ადამიანურ ურთიერთობას არ ვაფასებდი. შესაძლოა, ამისთვის დამსაჯა ღმერთმა. ყველაფერს ჩვეულებრივად ვუყურებდი, ახლა კი, ერთი სიტყვაც, ერთი ზარიც კი, ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის!  ვხვდები, რომ ვიღაცას ვჭირდები, რომ ჩემი ცხოვრება უაზრო არ არის, რომ ტყუილად არ ვებრძვი კიბოს!

 „დედიკო მეუბნება, რომ მისი წამალი ვარ“

         – გჯერათ, რომ გამოჯანმრთელდებით?
        მაია: რა თქმა უნდა! ყოველ წამს! ხანდახან, თუ მიპყრობს ცუდი ფიქრები, რომ კიბო არ იკურნება და მაინც მოვკვდები, გიორგის ვეძახი, გულში ვიკრავ და ეს ეშმაკისეული აზრებიც მაშინვე ქრება.
– რას აფასებთ ადამიანში ყველაზე მეტად?
მაია: თანაგრძნობას! სხვისი ტკივილის გულთან ახლოს მიტანის და დასამშვიდებელი სიტყვები გამონახვის უნარს. ყურადღებას! ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებები ნებისმიერი ადამიანისთვის.
        – რა თანხა უნდა შევაგროვოთ იმისთვის, რომ ტანჯვა შეგიმსუბუქოთ?
         მაია: ქიმიოთერაპიის ერთი კურსი, ყველა ანალიზთან ერთად, ჯდება დაახლოებით 800 ლარი. ეს თანხა მჭირდება ყოველ სამ კვირაში ერთხელ. წელიწადში კი, მჭირდება 17 ასეთი პროცედურა. ეს მე სიცოცხლეს მაჩუქებდა! ჩემს შვილს კი – დედას! მეტი ლოცვის თქმას მოვასწრებდი. ჩემს შვილს მეტჯერ ჩავეხუტებოდი და მისი სწავლით გავიხარებდი. ის დედიკოს სიხარულია!

 „დეიდა მანქანას თუ მოგვიტანს, გაგასეირნებ ხოლმე“

         – გიორგი, იქნებ, შენც გსურს, ეთი-ორი სიტყვა რომ გვითხრა?
         გიორგი (6 წლის): არა, არ მინდა ლაპარაკი. დედამ თქვას ჩემს მაგივრად.
         – კარგი, მაშინ დედას უთხარი, რაზე ოცნებობ.
        გიორგი: უთხარი დეიდას იმ მანქანაზე!
– შენ თვითონ მითხარი, მე კი ჩავიწერ და მერე ყველას გავაგებინებ, რაზე ოცნებობს გიორგი – დედიკოს სიხარული.
გიორგი: მანქანა მინდა, რომელშიც ჩაჯდომა შეიძლება. დედიკოს ექიმებთან წავიყვან ხოლმე. თორემ, საავადმყოფოს მერე ყველაფერი სტკივა. კიდევ კანფეტები მინდა და ფეხბურთელის ფორმა, და კიდევ სნიკერსები და ჰალკის ფორმა. და კიდევ, მოიცა, მოვიფიქრო… ზღაპრების წიგნი მინდა და ნიჩბები, მიწა რომ ვქექო. და გააკეთეთ ისე, რომ დედიკოს თმა ამოუვიდეს!
***
          ამ ქალის უყურადღებოდ დატოვება არის დანაშაული, პირველ რიგში, საკუთარი სინდისის წინაშე! მეგობრებო, როდესაც გასაჭირში ჩავარდნილ ადამიანს ვეხმარებით, სამყაროს ვალამაზებთ და ვათბობთ. რაოდენ მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ არსებობენ კეთილი ადამიანები. ცხოვრება ასე საშინლად აღარ გეჩვენება და სასწაულის იმედი ჩნდება!
დაეხმარეთ ონკოლოგიურ ავადმყოფს, მაია ოლგესაშვილს, შანსი მიეცით, ცოცხალი გადარჩეს და გაიხაროს მის შვილთან ერთად. მას სჭირდება მკურნალობა, მედიკამენტები და საკვები პროდუქტი. მის შვილს კი – სათამაშოები და კანფეტები.
და კიდევ, მოინახულეთ მაია და გიორგი. თქვენ საკუთარი თვალით ნახავთ, რამდენად საშინელი და გამოუვალია მათი მდგომარეობა. მათი მისამართი: რუსთავი, მე-20 მ/რ, კორპუსი 11, ოთახი 75.
         ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
         გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ გარდაუვალ დაღუპვას გადავარჩინოთ ისინი.
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: მაია ოლგესაშვილი)
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
        ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
თქვენს მიერ სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს კი, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901200270!
დალოცვილები ყოფილიყავით!
თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2022 ივნ 30
ფონდის ზედნადები ხარჯები
1320.00₾
2022 ივლ 01
მედიკამენტები
3000.00₾
2022 ივლ 27
მედიკამენტები
2036.61₾
2022 ივლ 29
ფონდის ზედნადები ხარჯები
100.00₾
2022 აგვ 12
მედიკამენტები
400.00₾
2022 სექ 04
მედიკამენტები
400.00₾
2022 სექ 16
მედიკამენტები
400.00₾
2022 სექ 30
ფონდის ზედნადები ხარჯები
640.00₾
2022 ოქტ 24
მედიკამენტები
400.00₾
2022 ნოე 11
მედიკამენტები
400.00₾
2022 ნოე 29
მედიკამენტები
400.00₾
2022 დეკ 21
მედიკამენტები
400.00₾
2023 იან 05
მედიკამენტები
400.00₾

სულ ხარჯები:

10296.61₾

დარჩა:

0.07₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.01.2023 20:00:00
₾7.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
13.12.2022 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.10.2022 20:00:00
₾30.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.10.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.10.2022 17:37:04
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.10.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.10.2022 10:46:01
₾70.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
19.10.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
17.10.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
17.10.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.10.2022 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.10.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.10.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.10.2022 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.09.2022 04:42:46
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.09.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.09.2022 14:43:18
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.09.2022 20:00:00
₾30.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.09.2022 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.09.2022 20:00:00
₾3.00

შემოწირულია:

₾10,296.68

570 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾10,296.68

570 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება