„როდესაც ძალიან გვშია, დედა თითო ნაჭერ პურს გვაძლევს ხოლმე. თვითონ და მამა კი, მშივრები რჩებიან.“
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც, მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
როგორ უნდა გაიყოს ერთი პური ხუთ ბავშვზე ისე, დილით, შუადღეს და საღამოს რომ ჭამონ? რა უნდა ქნა, როდესაც ბავშები მუცლის საშინელი ტკივილით იტანჯებიან?
„როდესაც ძალიან, ძალიან გვშია, დედა ცოტა პურს მოგვიჭრის ხოლმე. თითო ნაჭერი ყველას. ხანდახან, დედა და მამა თვითონ მშივრები რჩებიან, ჩვენ რომ გვაჭამონ,“ – ამბობს ჯემალი. კიდევ, მან ხვრელები გვაჩვენა იატაკში. იქიდან ვირთხები რომ წამოჰყოფენ ხოლმე თავს, ის ხალისობს, მისი დები კი შიშისგან კივიან. მას ეცინება, მე კი ტირილი მომინდა…
„ამ ხვრელებიდან, ოთახში ვირთხები მოძვრებიან. მეშინია, არ შემჭამონ,“ – ამბობს პატარა სალომე და თვალებს მალავს
ეს არ არის ომგამოვლილი ბავშვების ისტორია. ეს არის ათასობით ბავშვის ყოველდღიურობა, რომლებიც საქართველოში მშვიდობიან დროს ცხოვრობენ. მხოლოდ ჩერნოვეცკის ფონდმა, უკვე ასობით ასეთი ოჯახი გაგაცნოთ, ასეთივე პრობლემებით, მსგავსი სცენარით. და კიდევ რამდენია ასეთი მშიერი ბავშვი, ვისაც ჯერ არ ვიცნობთ? ვის შესახებაც არ გაგვიგია და ჯერ ვერ ვიპოვეთ?
სარსევანიძეების ოჯახში ხუთი ბავშვია: 15 წლის ბექა, 10 წლის ბარბარე, 9 წლის ჯემალი, 5 წლის სალომე და ყველაზე პატარა – ნატალია. ის წლინახევრის არის. შეიძლება ითქვას, ამ ოჯახში ის არის ყველაზე ბედნიერი. მას ჯერჯერობით არაფერი აწუხებს შიმშილის გარდა: არც დაგლეჯილი კედლები, არც იატაკის ხვრელები, არც ის, რომ ტანსაცმელი არ აქვს სკოლაში წასასვლელად. და რაც მთავარია, ჯერ არ იცის, როგორი მწარეა, როდესაც შენთან მეგობრობა არ უნდათ მხოლოდ იმიტომ, რომ ღარიბ ოჯახში იზრდები.
პატარა ნატალიას შიმშილი აწუხებს, მწარე ტირილი ვერ ახშობს ამ საშინელ გრძნობას
მამას, დავითს, თავის ტრავმის გამო, მუშაობა არ შეუძლია. დედა კი, ჯილდა, სანამ შეეძლო, ეზოებს ხვეტავდა. ახლა კი, უბრალოდ არ შეუძლია პატარა ბავშვები და ავადმყოფი მეუღლე მარტო დატოვოს. ამიტომაც, უნდა ეცადონ თავის გატანას იმ თანხით, რასაც სახელმწიფოსგან იღებენ და მადლობა თქვან, თუ დღესასწაულებზე ერთ-ორ პარკს პროდუქტს უწყალობებენ.
– როგორ ცხოვრობთ ასეთ პირობებში, ჯილდა?
ჯილდა: საშინლად, ძლივს გვიდგას სული. რაზე უნდა ილაპარაკო, როდესაც საჭმელი არ გაქვს, როდესაც მხოლოდ იმაზე ფიქრობ, კიდევ რა შეზღუდო, პური რომ იყიდო. აი, ასე ვცხოვრობთ! სასადილოს საჭმელი რომ არა, უკვე აღარც ვიარსებებდით. აღარაფერს ვამბობ საცხოვრებელ პირობებზე, ამ სახლში ცხოვრება კი არა, უბრალოდ გაჩერებაც კი საშიშია! აქ ზაფხულშიც კი, ცივა და ნესტია. წვიმა, თოვლი, ყველაფერი ჩამოგვდის თავზე. ფიცრები უკვე დალპა, იატაკი კი ჩავარდნილია. თან, ამ ყველაფერში თანხის გადახდაც გვიწევს.
– რამდენი სული ხართ ოჯახში?
ჯილდა: შვიდნი ვართ: ხუთი ბავშვი, მე და ჩემი მეუღლე. საკუთარი არაფერი გაგვაჩნია. ასე დავხეტიალობთ. ოთხი წელია, რაც ამ სახლში ვცხოვრობთ. 500 ლარს ვიხდით ქირაში. აქედან 300-ს სახელმწიფო ფარავს, დანარჩენს კი, სოციალური დახმარების თანხიდან ვამატებთ. ბანკიც 250 ლარს გვართმევს. სესხის აღება მოგვიწია, ბავშვები სასკოლოდ რომ მოგვემზადებინა. საერთოდ არ ჰქონდათ არც ფეხსაცმელი, არც ტანსაცმელი, არც ჩანთა, არც რვეული. ამიტომ, სესხება მოგვიწია. ახლა კი, რამდენიმე წლის მანძილზე უნდა ვიხადოთ ვალი.
ამ ოთახში ცხოვრობს შვიდი ადამიანი. დედა ჯილდა ყველანაირად ცდილობს სისუფთავე და წესრიგი შეინარჩუნოს
– დახმარების თანხიდან, საკვებისთვის თუ გრჩებათ რამე?
ჯილდა: რჩება 470 ლარი, ყველასთვის და ყველაფრისთვის.
– რაზე გყოფნით ეს თანხა? ეს ხომ დღეში ორი ლარია ადამიანზე? თქვენ კი, პატარა ბავშვიც გყავთ!
ჯილდა: თითქმის არაფერზე! ამიტომაც მივმართე თქვენს ფონდს. ეს თანხა, პროდუქტის საყიდლადაც კი არ გვყოფნის, სახლში ხომ ხუთი ბავშვი გვყავს. ჭამა ყველას უნდა. ყველა მაღაზიაში ვალი გვაქვს. დღესაც ვალად აღებული საჭმელი უნდა ვჭამოთ – მეზობლებს ვთხოვეთ. რაღაც ხომ უნდა ვაჭამო ბავშვებს! ჩვენ, დიდებს შეგვიძლია, რომ მოვითმინოთ. ბავშვებს კი – არა! შიათ და ტირიან. ეს კი გულს მიკლავს!
– ბავშვებს რას აჭმევთ ხოლმე?
ჯილდა: სასადილოს საჭმელი გვშველის. მხოლოდ მაკარონისა და კარტოფილის ყიდვას ვახერხებ. თან ახლა, ისე გაძვირდა ყველაფერი…
„სასადილოდან საჭმლის წამოღებას თუ ვერ ვახერხებთ, ბავშვები მშივრები რჩებიან“
– თქვენი მეუღლე არ მუშაობს?
ჯილდა: არ შეუძლია, თავის ტრავმა აქვს მიღებული. ადრე, მშენებლობაზე მუშაობდა, თავი იქ დაიზიანა. ამის მერე, ძალიან შეიცვალა. ჩათვალეთ, მეექვსე შვილი მყავს სახლში. მასაც სჭირდება მოვლა. სანამ შემეძლო, მეეზოვედ ვმუშაობდი. მერე კი, თირკმელები ამტკივდა, მერე ნატალიაც გაჩნდა და ახლა, ვეღარ ვახერხებ სახლიდან გასვლას. ბავშვები ვის დავუტოვო?
– პირველ რიგში, რა სახის დახმარება გჭირდებათ?
ჯილდა: ძალიან გთხოვთ, სავებით დაგვეხმარეთ! დანარჩენს არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია – შიმშილით არ დავიხოცოთ! ღმერთო! უფალმა ყველა დაიფაროს, უყუროს როგორ იტანჯებიან მისი შვილების შიმშილით… ამის წარმოთქმაც კი მიჭირს! საშინელებაა!
„დედას უნდა მივეხმაროთ. ყველაფერს მარტო ვერ გააკეთებს“
– სახლში რა გჭირდებათ? ვხედავ, თითქმის არ გაქვთ არც ავეჯი, და არც ტექნიკა.
ჯილდა: შვიდნი ვართ ოჯახში და სარეცხი არ ილევა. ამ ყველაფრის ხელით რეცხვა კი, ნამდვილი სატანჯველია! უკვე ვეღარც ვგრძნობ თითებს… სარეცხი მანქანა რომ გვქონოდა… და კიდევ, პატარა მაცივარი. ზაფხულში, საჭმელი რომ არ გაგვიფუჭდეს, ცივ წყალში ვდგამ, ტაშტში. მაგრამ, არ შველის.
– შეიძლება, ბავშვებსაც რომ გავესაუბრო? ისე წყნარად სხედან, რაც ვსაუბრობთ, ერთი სიტყვაც კი არ უთქვამთ. ეტყობათ, კარგად რომ გყავთ აღზრდილი.
ჯილდა: მორიდებულები არიან. ხანდახან ჰგონიათ, რომ ლაპარაკის უფლება არ აქვთ. ერთხელ მკითხეს კიდევაც: „ყველა ბავშვი ერთნაირი რატომ არ არის? რა დავაშავეთ? გავაფუჭეთ რამე?“ ძალიან მტკივნეულია ამის მოსმენა.
„ცეკვაზე სიარული მხოლოდ იმ ბავშვებს შეუძლიათ, ვისაც ფორმა აქვს. მე კი, არა“
– მოდი, გავიცნოთ ერთმანეთი! რა გქვია? რამდენი წლის ხარ? რა გიყვარს? მომიყევი საკუთარ თავზე.
ბარბარე: ბარბარე მქვია, 10 წლის ვარ. სწავლა მიყვარს და ცეკვა. მაგრამ, დედიკო ცეკვაზე ვერ მატარებს, ძალიან ძვირია. გვითხრეს, რომ კაბები უნდა ვიყიდოთ, ჩუსტი და სპეციალური ქამარი, ქართული ცეკვისთვის. ეს კი, ჩვენი დახმარების „მთლიანი ფულია“. ამიტომ, აღარ დავდივარ. მაგრამ არა უშავს, ისედაც ვიცეკვებ სახლში, დედიკოსთვის!
„დედიკოს როგორ ვთხოვო რამე, როდესაც, ნატალიასაც კი არ აქვს საჭმელი?“
ჯემალი: მეც მოგიყვები ჩემზე. ჭიდაობაზე დავდივარ. 9 წლის ვარ. მაგრამ, მგონი, მალე მომიწევს იქიდან წამოსვლა. ფორმა ხომ არის საყიდელი? არის! ფული თუ არის? არა! სულ ასეა. რაღაც ძალიან რომ გინდა, ფული არ არის.
– რა გინდა ყველაზე მეტად? რაზე ოცნებობ?
ჯემალი: მინდა, მე და ჩემს დას კომპიუტერი გვქონდეს, ან პლანშეტი. ჩვენ გვიყვარს სწავლა. არ გეგონოთ, რომ მხოლოდ სათამაშოდ გვინდა! კიდევ, ჭადრაკზე სიარული მინდა. იცით, კომპიუტერითაც შეიძლება ჭადრაკის თამაში!
– ბექა, შენ რატომ არ იღებ ხმას? ნუთუ, შენ არანაირი სურვილი არ გაქვს?
ბექა (15 წლის): არა! მხოლოდ ის მინდა, მალე რომ გავიზარდო და მუშაობა დავიწყო. არ ვიცი, სად და როგორ, მაგრამ, დედიკოს უნდა მივეხმარო! არა, არ მჯერა, ჩვენს ცხოვრებაში რამე რომ შეიცვლება. ყველას კი არ შეუძლია კარგად და ლამაზად ცხოვრება. ვიღაცას ტანჯვა უწერია.
„წაიღე ჩემი თოჯინა და ახალი მომიტანე. და ერთი-ორი კანფეტიც“
***
მეგობრებო, ნუ მივატოვებთ ამ ოჯახს გასაჭირში! ჯილდას და მის შვილებს, სასწრაფოდ სჭირდებათ ძალიან ბევრი რამ, განსაკუთრებით, საკვები პროდუქტი და ჰიგიენური საშუალებები. ასევე, სარეცხი მანქანა, მაცივარი და გაზქურა, საგრძნობლად შეუმსუბუქებთ ცხოვრებას.
შეგიძლიათ მოინახულოთ და პირადად გაუწიოთ მათ დახმარება. ოჯახის მისამართია: დმანისი, გოგებაშვილის ჩიხი, ბინა 2. მოინახულეთ პირადად, გაიცანით ბავშვები. ეს შეხვედრა შეცვლის მათ ცხოვრებას, თქვენ კი, დაგეხმარებათ იმაში, რომ მიუახლოვდეთ უფალს.
ძალიან კარგი იქნება, თუ საყოფაცხოვრებო ნივთების გარდა, ბავშვებს ტკბილეულითა და სათამაშოებით დაასაჩუქრებთ. და თუ მოხერხდება, წრეების საფასურის გადახდა და ფორმების შეძენა, უბრალოდ არაჩვეულებრივი იქნება!
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ, გარდაუვალ დაღუპვას გადავარჩინოთ ისინი.
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: სარსევანიძეების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
თქვენს მიერ სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს კი, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია:
0901200270! დალოცვილები ყოფილიყავით!