ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ექიმებმა მითხრეს, რომ ჩემს პატარას საფლავი უნდა გავუმზადო. ის კი, უკვე 13 წელია ცოცხლობს! არასოდეს დანებდეთ! ღმერთს თავისი გეგმები აქვს!

calendar სექტემბერი 20, 2022

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

იოსები (მამა): რა თქმა უნდა, როგორც ჯან-ღონით სავსე კაცს, შემეძლო თბილისში, ან საზღვარგარეთ წავსულიყავი და იქიდან ფული გამომეგზავნა. მაგრამ მაშინ, ჩემი შვილი მოკვდება! ეს ზუსტად ვიცი! ისიც ხომ, ჩემსავით გულთბილია! და ძალიან ვუყვარვარ! მთელი გულით ვგრძნობ ამას… ჩემი სიყვარულისა და მზრუნველობის გარეშე, ერთ დღესაც ვერ იცოცხლებს!

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

ექიმებმა მითხრეს, რომ ჩემს პატარას საფლავი უნდა გავუმზადო. ის კი, უკვე 13 წელია ცოცხლობს! არასოდეს დანებდეთ! ღმერთს თავისი გეგმები აქვს!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

მისი ყოველი ამოსუნთქვა, საჩუქარია მშობლებისთვის!

იოსები (მამა): რა თქმა უნდა, როგორც ჯან-ღონით სავსე კაცს, შემეძლო თბილისში, ან საზღვარგარეთ წავსულიყავი და იქიდან ფული გამომეგზავნა. მაგრამ მაშინ, ჩემი შვილი მოკვდება! ეს ზუსტად ვიცი! ისიც ხომ, ჩემსავით გულთბილია! და ძალიან ვუყვარვარ! მთელი გულით ვგრძნობ ამას… ჩემი სიყვარულისა და მზრუნველობის გარეშე, ერთ დღესაც ვერ იცოცხლებს!

          საინტერესოა, რას ეტყოდა თავის მამიკოს ნიკოლოზი, ლაპარაკი რომ იცოდეს? რომელი თამაში ეყვარებოდა, მოძრაობა რომ შეეძლოს? რომელ სუპერგმირად ისურვებდა გადაქცევას? რომელი ზღაპრების მოსმენა ეყვარებოდა? რომელი გოგონა შეუყვარდებოდა? ნიკოლოზი განწირულია. მისი დაავადება არ იკურნება. მშობლებს აღარ აქვთ იმის იმედი, რომ მათი ბიჭის მდგომარეობა როდესმე შემსუბუქდება. მთელი ძალებით იბრძვიან იმისთვის, რომ არ დამძიმდეს.
          ექიმები საერთოდ ამბობდნენ, რომ ერთ წელიწადსაც ვერ იცოცხლებდა. იცოცხლა! ამბობდნენ, რომ მსუბუქ გაციებასაც კი ვერ გაუძლებდა – გაუძლო! ამბობდნენ, ამბობდნენ… მაგრამ უფალს ნიკოლოზთან დაკავშირებით სულ სხვა გეგმები ჰქონდა. იქნებ სურს, რომ მისი ტანჯვის მეშვეობით, ჩვენ მივუახლოვდეთ მას?
         იოსები: მეუღლის მშობიარობამ კარგად ჩაიარა, მეც ვესწრებოდი. პირველმა ვნახე ჩემი ბიჭუნა. მაგრამ, მეორე დღეს ის ცუდად გახდა, ანალიზების პასუხებიც ცუდი იყო. ბილირუბინის ნორმალური მაჩვენებლია 45, ნიკოლოზს კი, 600 ერთეული ჰქონდა! ეს ჩემთვის საშინელი დარტყმა იყო. კარგად მახსოვს ის დღეები, ჩემი გრძნობები და ლოცვა, უფალს ვევედრებოდი, ჩემთვის მოეცა ძალა, ჩემს შვილს რომ დავხმარებოდი. ჩემი მეუღლის ტანჯვას კი, სიტყვებით ვერ აღვწერ. 
           – მითხარით, ოღონდ გულახდილად, იმ მომენტში, უფალს არ საყვედურობდით?
          იოსები: იცით, არა! ყველაფერი, რაც გვემართება, მისი ნებაა! ყველა სიხარული და განსაცდელი. უსამართლობა იქნება, მხოლოდ კარგს თუ მივიღებთ სიხარულით, ცუდზე კი, უარს ვიტყვით და გავუწყრებით. არ ვარ მართალი? ისიც, რომ ახლა, ჩემი ნიკოლოზი  ცოცხალია და 13 წლის არის, უფლის საჩუქარია. სამშობიაროდან რომ გაწერეს, გვითხრეს, საფლავი გათხარეთ, ვერ იცოცხლებსო!
         – ავადმყოფი ბავშვის მოვლას როგორ უმკლავდებით?
         იოსები: ძალიან რთულია, ფინანსურადაც და ფიზიკურადაც. უკვე 12 წელია, ბენზინგასამართ სადგურზე ვმუშაობ,  500 ლარი მაქვს ხელფასი. მაგრამ იმის გამო, რომ ხელფასი მერიცხება და „შეძლებულ“ ადამიანად ვითვლები – სოციალურად დაუცველი ოჯახის სტატუსი არ მოგვანიჭეს. ჩემი ნიკოლოზის პენსია კი, 270 ლარია.
        – რაზე გყოფნით ეს თანხა? 
         იოსები: შეიძლება ითქვას, არაფერზე. გაითვალისწინეთ, რომ ყოველთვიურად სესხს ვიხდი ბანკში! ბანკში, 13 წლის განმავლობაში ბევრი ვალი მაქვს დაგროვილი. საკუთარ შვილს, უფულობის გამო ხომ ვერ მოვკლავ? როგორ ვეტყოდი ექიმებს: „იცით, არ მაქვს ფული, ოპერაციას ნუ გაუკეთებთ, ძვირადღირებულ წამლებს ნუ დაუნიშნავთ.“ 3 ოპერაციის გადატანა მოუხდა ჩემს ტანჯულ ბიჭს. ახლახან, გლანდების ამოჭრა დასჭირდა, მაგრამ ექიმმა ნარკოზის გაკეთება არ გვირჩია, გვითხრა, ვერ გადაიტანსო. მოგვიწია წამლებით მკურნალობა. 13 წლის განმავლობაში, საკმაოდ დიდი ვალი დაგროვდა. 600 ლარს მხოლოდ სესხებში ვიხდი ყოველთვე, დარჩენილი 170 ლარით კი, თავის გატანას ვცდილობთ. გვჭირდება პამპერსი, წამლები და საჭმელი. ჩემი ოცნებაა, ძროხა გვყავდეს, ჩემს ბიჭს, რძის ნაწარმი მაინც ექნებოდა ყოველთვის. მაგრამ, რანაირად?

„მისი ძვლები იმდენად სუსტია, რომ ერთი უხეში შეხებითაც შეიძლება გადატყდეს“

        – ამჟამად, ყველაზე მეტად რა გჭირდებათ?
        იოსები: იცით, როდესაც შვილი ავად გყავს, არ ფიქრობ, მერე რა იქნება, როგორ უნდა გააგრძელო ცხოვრება, მთავარია უმკურნალო, გადაარჩინო… მეც ყველაფერი გავყიდე, რაც კი გამაჩნდა! ახლა, ჩემს შვილს ელემენტარული საკვები სჭირდება. სულ სამსახურის ძებნაში ვარ, მაგრამ სოფელში რა უნდა ნახო? ოჯახის დატოვების და სადმე წასვლის უფლება კი, უბრალოდ არ მაქვს. აი, ჩემს ხელფასს სოციალური დახმარება მაინც რომ დაემატოს – ამოვისუნთქავდი! მე, ყველაფერი მხოლოდ ნიკოლოზისთვის მინდა.

„მამიკო შენთანაა შვილო, ნუ გეშინია“

         – ამჟამად როგორია მისი მდგომარეობა? 
         იოსები: შეხედეთ, სულ წევს, ცერებრალური დამბლის ყველაზე მძიმე ფორმა აქვს. წამოჯდომაც კი არ შეუძლია. მხოლოდ ხმებს გამოსცემს. დამოუკიდებლად, მხოლოდ ჭამა შეუძლია. არ გეგონოთ, რასაც მისცემ ყველაფერს ჭამდეს. ეს მისთვის ერთადერთი სიამოვნებაა.
        – როგორ გაგებინებთ, როდესაც რაღაც მოსწონს, ან სწყინს? ემოციებს თუ გამოხატავს?
         იოსები: კი! ერთი ბგერით გამოხატავს ყველაფერს: „უ-უ-უ-უ-უ-უ-უ-უ“. თუ ჩახუტება უნდა – თავის „უ-უ-უ-უ“ – ს ერთი ინტონაციით ყვირის, თუ მარტო დარჩენა უნდა, და არ უნდა, რომ შევაწუხოთ – ეს „უ-უ-უ-უ“ სულ სხვანაირად ჟღერს. ღამის ცვლის შემდეგ, სახლში რომ მოვდივარ, კარის ხმით ხვდება, რომ მე ვარ, და ნეტავ, მისი ბედნიერი ყვირილი მოგასმენინათ. მეძახის, რომ ჩავკოცნო. ჩემი საბრალო ბიჭი!

„არ გეგონოთ, რადგან ნიკოლოზი ავად არის, ის ვერაფერს გრძნობს. აი, ასე იღიმის, მამას რომ ხედავს“

„ჰეი, მამიკო, სად წახვედი, ვეღარ გხედავ“

* * *
          მეგობრებო, ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი სახსრების საჯარო შეგროვებას იწყებს ნიკოლოზ მარტაძის დასახმარებლად. როგორც იცით, ფონდი ერთჯერადი დახმარებით არ შემოიფარგლება. ჩვენ ხომ, ისე უნდა ვცხოვრობდეთ, როგორც ეს შეეფერება დედამიწის ზურგზე ყველაზე ამაყ ერს – ქართველებს!
         რომ გადარჩეს, ნიკოლოზს ძალიან სჭირდება საკვები პროდუქტი, ჰიგიენური საშუალებები, წამლები, პამპერსი. თუ მოხერხდება, და ამ ოჯახს ვაჩუქებთ ძროხას, რათა პატარა ნიკოლოზს ყოველთვის ჰქონდეს რძის ნაწარმი – ეს ნამდვილი სასწაული იქნება! დავეხმაროთ მათ გადარჩენაში, როგორც დავეხმარებოდით საკუთარი ოჯახის წევრებს. ჩავთვალოთ, რომ ეს პატარა სნეული ბიჭუნა, ჩვენი სისხლი და ხორცია.
          კიდევ, შეგიძლიათ თბილი სიტყვებით გაამხნევოთ ეს გმირი მამა, მხარში ამოუდგეთ, უთხრათ, რომ ის მარტო არ არის და გასაჭირში არ მივატოვებთ მის პატარა ნიკოლოზს! ეს ძალიან მნიშვნელოვანია! 
         ასევე, შეგიძლიათ გაიცნოთ და პირადად გაუწიოთ მათ დახმარება, ღმერთი კი, აუცილებლად დაგლოცავთ! და დაგაჯილდოვებთ! მათი მისამართია: ზესტაფონი, სოფელი ქვედა საზანო.
         ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ნიკოლოზ მარტაძე)
         თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
         ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
 შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
 სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ თქვენს მიერ მხოლოდ ერთ ზარს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!
დალოცვილები ყოფილიყავით!

თქვენ ბედნიერება აჩუქეთ ჩემს შვილს! ეს ფასდაუდებელია!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

იოსები: „იმხელა სიყვარული აჩუქეთ ჩემს შვილს! ეს მისთვის წამალივითაა“.

 დედიკოს და მამიკოს სახეები სიხარულით რომ უბრწყინავთ, ნიკოლოზიც ბედნიერია. მის მამიკოს, იოსებს ამ ბოლო დროს იმხელა ენერგია აქვს, მზადაა „მთები გადააბრუნოს“. სიხარულისგან ანათებს. ძლიერ მამაკაცებსაც კი სჭირდებათ თანადგომა, როდესაც ერთადერთი შვილი უკურნებელი სენით არის დაავადებული და ძალიან დიდი თანხებია საჭირო მის გადასარჩენად. ადრე, მამიკო იოსები მხოლოდ ვალების გადახდაზე ფიქრობდა, მხოლოდ იმაზე, რომ არ აქვთ არც პამპერსი, არც მედიკამენტები, სახლში წყალიც კი არ აქვთ. ფიქრობდა და იმედი ჰქონდა გადაწურული.

 ნახევარი წლის განმავლობაში, თქვენ მოახერხეთ და შეცვალეთ მათი ცხოვრება. ჩვენი არაჩვეულებრივი ბიჭუნა, ნიკოლოზი, სამწუხაროდ ვერ გამოჯანმრთელდება. მაგრამ ახლა, მის ოჯახს უკვე აქვს პირობები, მის მოსავლელად. დაუბრუნდათ სიხარული და იმედი, რომელიც დიდი ხნის დავიწყებული ჰქონდათ.

ამ ქვეყნად ყველაზე ძვირფასი პატარა ადამიანი, მამიკოს უსაყვარლესი ბიჭი! ახლა, იოსები მომავლის იმედით ცხოვრობს

 – იოსებ, როგორ გრძნობს თავს ჩვენი ბიჭი?

 იოსები: როგორც უფლის კალთაში! მშვიდად და ბედნიერად. პამპერსი რომ დასჭირდება, ვუცვლი, თუ დასაბანია, ვაბანავებ, წამლებსაც დროულად იღებს. მოსწონს ასეთი ცხოვრება და ძალიან კმაყოფილი ჩანს. ახლა, მას ყველაფერი აქვს და ჩვენც მშვიდად ვართ. ასეა მას შემდეგ, რაც თქვენს ფონდს მივმართე. გაოცებულები ვართ, რამდენი შეგძლებიათ. მართალი გითხრათ, დღემდე ვერ მოვსულვართ აზრზე.

 – ყველაზე მეტად რა გაგიხარდათ?

 იოსები: 48 წელი ვცხოვრობდით უწყლოდ, თქვენ კი მოხვედით და სამ დღეში გააკეთეთ ყველაფერი! საუკუნოვანი კრიზისი, მთელი ჩემი ცხოვრების პრობლემა მოაგვარეთ. ადრე, მეზობლის ჭიდან ვეზიდებოდით წყალს. ის ჭაც თუ დაშრებოდა, მთლად უარესი, შორიდან გვიწევდა მანქანით მოტანა. ხან ვის ვთხოვდი წაყვანას, ხან ვის. აბა, როგორ შეიძლება ასე? მიხაროდა წვიმის მოსვლა, წყალს ვაგროვებდი. თან მძიმე ავადმყოფი შვილი მყავს, დაბანა ძალიან ხშირად უნდა, სუფთა თეთრეულიც მუდმივად გვჭირდება.

მორჩა, დასრულდა ეს კოშმარი! თქვენი დამსახურებით, საკუთარი ჭაბურღილი გვაქვს და ახლა, წყალი იმდენია, რომ ათ ოჯახს ეყოფა. 22 მეტრი სიღრმის ჭა გაიბურღა. ეზოში დააყენეს ონკანი და სადაწნეო კოშკი ავზით. ელექტროენერგია რომც გაითიშოს, წყალმომარაგება არ შეწყდება.

ახლა, იმდენი წყალი გვაქვს, ათ ოჯახს ეყოფა!

 და განა მარტო ეს?! ღმერთო, შენ გესმის ჩემი და გახსოვდეს: პირობას გაძლევ, ისე არ წავალ იმ ქვეყნად, რომ ვინმეს ასევე უდიდესი სიკეთე არ გავუკეთო! ყველას, ვინც ჩემს ნიკოლოზს დაეხმარეთ, ჩვენს მეგობრებად და ჩემი შვილის მფარველ ანგელოზებად მიგიჩნევთ. განსაკუთრებით, დიდ მადლობას ვუხდი ბატონ გიორგი კაპანაძეს, რომელმაც საკუთარი სახსრებით მოგვამარაგა სამშენებლო მასალით ჭაბურღილისთვის.

ახლა, მარტაძეების ოჯახს საკუთარი ჭაბურღილი და სადაწნეო კოშკი აქვს

რაც არ უნდა მოხდეს, ისინი აღარასდროს დარჩებიან უწყლოდ.

 – თქვენს ისტორიას უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა, ალბათ, თქვენც ესაუბრეთ ფონდის უამრავ მკითხველს…

 იოსები: უი, რეკავდნენ, „ფეისბუქზეც“ გვწერდნენ, გვესტუმრნენ კიდეც. მადლობა, ხალხო! თქვენი მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვგრძნობ, როგორ შემიმსუბუქდა ტვირთი, შემიძლია გზა გავაგრძელო და ჩემი ბიჭისთვის ვიბრძოლო.

ნიკოლოზი თავს მშვიდად და კომფორტულად გრძნობს, თქვენ იზრუნეთ იმაზე, რომ მას პამპერსი, მედიკამენტები და საკვები ჰქონოდა. მადლობას გიხდით სიყვარულისთვის და თანადგომისთვის!

 ჩვენთან მოვიდა ორი ახალგაზრდა ბიჭი, პამპერსი და სხვადასხვანაირი პროდუქტი მოგვიტანეს: ვერმიშელი, ზეთი, წიწიბურა, კანფეტი… მეზობელი სოფლიდან გოგონა გვესტუმრა, ჩემს შვილს სპორტული ფორმა აჩუქა. უცხოელმაც მოგვინახულა, ალიშერი ჰქვია, (უჩვეულო სახელია, ამიტომაც დამამახსოვრდა). ყველამ უთხრა ჩემს ნიკოლოზს თბილი სიტყვები, ყველამ სიყვარული აჩუქა. ბედნიერი ვარ, ჩემმა შვილმა ამხელა სიყვარული რომ მიიღო და იღებს კიდეც. მისთვის ეს წამალია.

 მადლობას გიხდით იმისთვის, რომ საშუალება მომეცა ჩემს შვილს ვაჭამო საკვები, რომელიც უყვარს და გულით უნდა. გამხდარი გვყავს, მაგრამ გემრიელი საჭმელ-სასმელი უყვარს. (იღიმის.)

 – იოსებ, ნიკოლოზს საჭმელს თქვენ უმზადებთ, თუ ეს დედიკოს, მაიას მოვალეობაა?

 იოსები: ჰმ, როგორ გეკადრებათ?! მენიუში არ არსებობს ისეთი კერძი, რომელსაც ჩემს ბიჭს ვერ მოვუმზადებ. მეც, ისევე როგორც ჩემმა მეუღლემ ვიცი, რა სჭირდება, და მზად ვარ, ცხოვრების ბოლომდე ყველაფერი გავაკეთო  მისთვის.

 – არაჩვეულებრივი მამა ხართ, აღფრთოვანებული ვარ თქვენით. და ტრაქტორი, რომელიც ასევე ჩვენმა მკითხველებმა გაჩუქეს, უკვე გამოგადგათ?

 იოსები: ველოდები, ნიადაგი ოდნავ რომ შეშრეს და საქმეს შევუდგები. ისეთი განწყობა მაქვს, „მთებს გადავაბრუნებ“, რა უნდა სიმინდის დათესვას. რა კარგია, ადამიანს ამხელა სტიმულს რომ აძლევთ, ყოჩაღ თქვენ და თქვენს მკითხველებს! იცით, შფოთვის და შიშის გრძნობა აღარ მაქვს. გულზე მომეშვა. სულ სხვანაირი განწყობა მაქვს, ძალა მომეცა. ასე გეტყვით: იმედის თვალით ვუყურებ მომავალს. ხალხმა და თქვენმა თანადგომამ ძალა შემმატა.

მამიკო იოსებს სიმინდის დათესვა უნდა. როგორც კი დათბება, დაამუშავებს მიწას

 – ნახევარი წლის განმავლობაში, რაც პროექტი გრძელდება, ხელისუფლებამ თუ გამოიჩინა ყურადღება თქვენს მიმართ?

 იოსები: ამ თემაზე საუბარიც კი არ მსურს, ყველაფერი უცვლელად დარჩა. თავად დაფიქრდით: სოციალურად დაუცველის სტატუსი დღემდე არ აქვს ჩვენს ოჯახს.

 – ნიკოლოზს მუდმივად სჭირდება მოვლა. მზად ვართ, კვლავ დაგეხმაროთ. რა სჭირდება ყველაზე მეტად?

 იოსები: ჩემს შვილს მუდმივად სჭირდება ორი მედიკამენტი: „კლონაზეპამი“ და „დეპაკინის“ სიროფი. მას არ შეუძლია ამ წამლების გარეშე… მთელი გულით, უდიდეს მადლობას ვუხდი ფონდის მეგობრებს ასეთი მზრუნველობისთვის. თქვენი წყალობით, ჯერჯერობით გვაქვს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრეპარატები. როდესაც თქვენ ჩვენს გვერდით ხართ, რწმენა გვაქვს, რომ ნიკოლოზი დახმარების გარეშე არ დარჩება.

***

მეგობრებო, მადლობას გიხდით ნიკოლოზის ღიმილისთვის, მისი სიხარულისთვის და მშვიდი ძილისთვის. თქვენ ნამდვილი მფარველი ანგელოზები ხართ და ყველა გასაჭირისგან იცავთ მას. მის მამიკოს, იოსებს სჯერა, რომ სანამ თქვენ გვერდში უდგახართ, ცუდი არაფერი დაემართება ნიკოლოზს. ჩვენც გვჯერა ამის!

 თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება! 

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 

თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!

მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: მარტაძეების ოჯახი)

 თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან.

 ქვეთავში “ქველმოქმედება“ იპოვეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus

 არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს – ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა შეგიძლიათ:

ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund

 და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund

  სპეციალურ ნომერზე:  0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!

  ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2022 ოქტ 11
მედიკამენტები
196.47₾
2022 ოქტ 24
ქანების შესწავლა
600.00₾
2022 ნოე 11
ჭაბურღილის მოწყობა
3000.00₾
2022 ნოე 23
მედიკამენტები
232.83₾
2022 ნოე 23
ჭაბურღილის მოწყობა
3000.00₾
2022 ნოე 29
წყლის ავზი და სანტექნიკა
3900.90₾
2022 ნოე 30
ფონდის ზედნადები ხარჯები
3560.00₾
2022 დეკ 21
მედიკამენტები
29.60₾
2022 დეკ 21
მედიკამენტები
219.45₾
2022 დეკ 21
პამპერსები
148.60₾
2023 იან 04
ტრაქტორი
1750.00₾
2023 იან 04
პროდუქტები
299.91₾
2023 იან 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
120.00₾
2023 თებ 08
ჰიგიენური საშუალებები
202.00₾
2023 მარ 11
მედიკამენტები
247.62₾
2023 მარ 23
ხელსაწყოები
600.00₾
2023 აპრ 12
ჰიგიენური საშუალებები
207.45₾
2023 მაი 14
პამპერსები
115.80₾
2023 მაი 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
130.00₾
2023 ივნ 08
მედიკამენტები
151.84₾
2023 ივნ 20
ჰიგიენური საშუალებები
130.45₾
2023 ივლ 10
მედიკამენტები
153.97₾
2023 ივლ 17
პამპერსები,ჰიგიენური საშუალებები
174.50₾
2023 აგვ 09
მედიკამენტები
127.80₾
2023 აგვ 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
100.00₾
2023 სექ 20
პამპერსები,სველი ხელსახოცები
96.00₾
2023 ოქტ 14
მედიკამენტები
47.79₾

სულ ხარჯები:

19542.98₾

დარჩა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
31.07.2023 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.07.2023 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.07.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.07.2023 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.07.2023 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.07.2023 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
20.07.2023 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
17.07.2023 20:00:00
₾15.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
15.07.2023 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.07.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.07.2023 20:00:00
₾7.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.07.2023 20:00:00
₾200.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.07.2023 20:00:00
₾3.50
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.06.2023 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
18.06.2023 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
16.06.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
13.06.2023 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
31.05.2023 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.05.2023 20:00:00
₾200.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.04.2023 20:00:00
₾1.00

შემოწირულია:

₾19,542.35

1092 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾19,542.35

1092 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება