დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

სასწრაფო

ბექას ძალიან უნდა სიცოცხლე!!! გაიზომეთ წნევა… და აკეთეთ ეს ყოველდღე – მაშინ ჩვენ ფონდში უფრო მშვიდად ვიქნებით თქვენს გამო, მეგობრებო! თუ თქვენი მაჩვენებელი წუთში 120-ზე მეტია, უკეთესია ექიმს მიმართოთ. ბექას გულისცემა — წუთში 214 დარტყმაა! ეს წარმოუდგენელია და ის ცხოვრობს ყოველ წუთს, თითქოს ეს უკანასკნელი იყოს. მისი დაავადება გვხვდება ერთ ადამიანს მილიონიდან, მაგრამ განა ჩვენ, კეთილსინდისიერი ადამიანები ამით უფრო მშვიდად ვიქნებით? დაავადება, რომელიც მილიონში მხოლოდ ერთ ადამიანს უვლინდება, ჩვენს თანამემამულეს, 26 წლის ბექას დაუდგინდა. თუ ნორმალური გულისცემის სიხშირე წუთში 60–100 დარტყმაა, ბექას — 214 დარტყმა აქვს. უკვე 13 წელია, რაც ბიჭი ბნელი ოთახიდან არ გამოდის.

შემოწირულია

₾9,267.16

დონორი

731

დიახ! მსურს დახმარება!
1 - 6 of 6 items

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

წაიკითხეთ იმ ადამიანების ისტორიები, ვისაც უკვე დაეხმარეთ! მაგრამ ერთი წუთითაც ნუ დაივიწყებთ, მეგობრებო, რომ ამ საბრალო ბავშვებისა და მოხუცების ცხოვრება გრძელდება. არასოდეს დატოვოთ ისინი მარტო. დაუმეგობრდით მათ. ამისთვის საჭირო არ არის ფულის ხარჯვა. ფინანსურ საკითხებს კი, ერთობლივი ძალისხმევით მოვაგვარებთ.

Project

ავადმყოფი ბავშვები

შენ დაეხმარე

ცამეტი წლის მარიამს არც ლაპარაკი შეუძლია, არც მოძრაობა. დიდება უფალს, ბავშვმა არ იცის, რომ ყოველი დღე, ყოველგვარი გაზვიადების გარეშე, შესაძლოა უკანასკნელი აღმოჩნდეს მისთვის! მარიამის სრულად განკურნება მხოლოდ ღმერთს შეუძლია, თუმცა, საქართველოში რა ვიცით მედიცინის უახლესი მიღწევების შესახებ? და ახლა, ჩვენ ფონდში, ყველამ ერთად უნდა ვეძიოთ სასწაული! ეს ულამაზესი გოგონა კი, უბედურმა შემთხვევამ რომ არ შეიწიროს, სახლში მრავალი უბრალო საყოფაცხოვრებო მოწყობილობა და ნივთია საჭირო. მათ ჩვენი დახმარება სჭირდებათ.

შემოწირულია

₾4,767.05

დონორი

332

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

ავადმყოფი ბავშვები

შენ დაეხმარე

ნიკოლოზი, 11 წლის: „ექვსი წლის ვიყავი, როცა პირველად გავედი გარეთ ყავარჯნებით. ძალიან მინდოდა სხვა ბავშვებთან თამაში! და უცებ, ჩემდა გულის დასაწყვეტად, ბინძურ გუბეში ჩავვარდი. მთლიანად ტალახიანმა და საშინლად ფეხნატკენმა ბავშვებს ვთხოვე, შემდეგ კი ვემუდარე, რომ ადგომაში დახმარებოდნენ!!! უნდა გენახათ, როგორ იცინოდნენ და რაღაც გაუგებარი სიხარულით მიყურებდნენ, როგორ ვეგდე უმწეოდ ტალახში. სიცილით რომ გული იჯერეს, გუბეში დამტოვეს და მშვიდად წავიდნენ! ტკივილი, რომელმაც მუხლი და ფეხი მოიცვა, აუტანელი იყო, მაგრამ რატომღაც მხოლოდ მკერდის ტკივილი დამამახსოვრდა! ალბათ, იქ არის გული“, – და ბავშვმა მკერდზე ადგილი მარცხენა ხელთან ახლოს აჩვენა! „ყველაფერი დამავიწყდა მსოფლიოში. თითქოს ვიღაცამ ბლაგვი დანა ჩამარტყა სულში! ძალიან მტკიოდა! და მხოლოდ წყენა დამრჩა! თითქოს სისასტიკის შხამით დამჭრეს! ნუთუ ყველა ბავშვი ასეთია, დეიდა?“ – გულუბრყვილოდ, მაგრამ სერიოზულად მკითხა 11 წლის ნიკოლოზმა!

შემოწირულია

₾5,119.97

დონორი

302

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
1 - 6 of 13 items
1 2 3

გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!

close


    გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის

    open
    close
    logo
    მოგვწერეთ
    logo
    გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!




      გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის