ვშიშობ, მალე მე და ჩემს პატარებს ხიდის ქვეშ მოგვიწევს ძილი... როგორც უპატრონო ძაღლებს...
ვაშა!ახალი საწოლები გვაქვს!

„დაღამებისას, დაძინება არ გვინდოდა, იმიტომ რომ ჩვენს საწოლებს ობის სუნი ასდიოდათ და იზნიქებოდნენ, დილით კი ზურგი გვტკიოდა; ახლა კი, ისეთი საწოლები გვაქვს, როგორიც ყველა სხვა ბავშვს“ - მითხრეს მშვენიერმა გოგონებმა, ანიმ და მარიამმა და ახალი საწოლებისკენ წამიყვანეს.
და ეს არ არის ერთადერთი ბედნიერება, რომელიც თქვენ, მეგობრებო, მათ სახლში შეიტანეთ! ახლა ისინი თავს ძალიან კარგად გრძნობენ და იციან, რომ სასწაულები მათთვისაც ხდება, ვისაც ფული არ აქვს!
„წამოდით, რაღაცას გაჩვენებთ, ჩვენს საგანძურს! - გვეუბნება დავითი, - მე მას ძალიან ვუფრთხილდები! ის ისეთი მაგარია! სულ ახალი! ახალი ნივთი არასდროს გვქონია. წარმოგიდგენიათ? ახლა, მე და ჩემს დებს შეგვიძლია, ონლაინ გაკვეთილებს დავესწროთ და მეზობლებში სირბილი და მათთვის ნებართვის თხოვნა აღარ გვიწევს, რომ 15 წუთი ვიმეცადინოთ“.
„მე ფონდის ყველა მეგობრის მადლობელი ვარ. დახმარების იმედი კი მქონდა, მაგრამ არ ველოდი, რომ ამდენი ადამიანი დაგვეხმარებოდა“, - თვალცრემლიანი ამბობს ცირა. თუმცა, თქვენი წყალობით, მეგობრებო, ამ ცრემლებში ბედნიერების მარცვალიც არის იმის გამო, რომ მის შვილებს ახალ საწოლებზე სძინავთ, სუფთა მაგიდასთან მეცადინეობენ, ჭამენ და საკუთარ სახლში იღვიძებენ - ყოველ შემთხვევაში, ახლა.

– ცირა, მოგვიყევით, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც თქვენ შესახებ სტატია გამოვაქვეყნეთ?
ცირა:ყველაზე მთავარი, რაც ჩვენს ცხოვრებაში შეიცვალა ის არის, რომ ახლა, ჩემი შვილები რბილ საწოლებზე იძინებენ და ღამით, მშვიდად ძილი შეუძლიათ. ჩვენი საწოლები უბრალოდ საშინელება იყო. არც კი ვიცი, რამდენი წლის იყვნენ, მათ უკვე ობის სუნი ასდიოდათ, რომელსაც ვერაფრით ვაშორებდი. ბავშვებსაც ძალიან უხერხულად ეძინათ, ყოველდღე წელი სტკიოდათ და ძალიან განვიცდიდი, რომ შეიძლება, ჯანმრთელობის პრობლემები შეჰქმნოდათ. მაგრამ ახლა, მსგავსი პრობლემები აღარ არსებობს.
და როგორც იქნა, ჩემი შვილები ონლაინ გაკვეთილებს ესწრებიან! მანამდე, ჩემი უფროსი გოგონა, ანი, ერთ მეზობელთან გადიოდა სამეცადინოდ, მარი კი - მეორესთან. მათ, გაკვეთილების დროს, კომპიუტერს ვთხოვდით, დავითი კი კომპიუტერის, ან ნოუთბუქის გარეშე რჩებოდა. ვნერვიულობდი, რომ ის განათლების მიღებას ვერ შეძლებდა. არადა, მათი ყველა გაკვეთილი ერთდროულად მიმდინარეობდა. ახლა, სწავლა ჩვენს დავითსაც შეუძლია. მეცადინეობა ძალიან უყვარს და იმედი აქვს, რომ როდესაც გაიზრდება, უნივერსიტეტში ჩააბარებს და ხალხს დაეხმარება. იმედი მაქვს, ჩემი შვილები კეთილი ადამიანები გაიზრდებიან, როგორც ყველა ის, ვინც ჩვენ დაგვეხმარა.

– არის თუ არა ვინმე კეთილმოსურნე ადამიანი, რომელიც ყველაზე მეტად დაგამახსოვრდათ? მათი სახელები თუ გახსოვთ?
ცირა:რა თქმა უნდა. კახა! თქვენი პოსტი მან დაახლოებით სამი თვის წინ წაიკითხა და ჩვენს თხოვნას გამოეხმაურა. პირველად, ვებ-გვერდზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე დამირეკა და მას შემდეგ, ის ყოველთვიურად გვეხმარება. არც კი ვიცი, მადლობა როგორ გადავუხადო. ის საოცრად კეთილი გულის ადამიანია. თანამშრომლებთან ერთად, ხელფასის ნაწილს გვერდზე დებს და ყოველთვიურად, ჩვენთვის სურსათი მოაქვს! ეს ძალიან გვეხმარება. მას ის პროდუქტები მოაქვს, რომლის ყიდვასაც ჩვენ ვერ ვახერხებდით: კარაქი, წიწიბურა, მაკარონი, პური და ორი ქათამიც კი. ეს დაახლოებით ორი კვირა გვყოფნის. ასევე, ყოველთვიურად მირეკავს და მეკითხება, სახლში თუ ვარ და საჭმელი მოაქვს. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ადამიანთა შორის ანგელოზებიც არიან! ძალიან დიდი მადლობა! მადლობა!
– ჩვენს პოსტს ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან თუ მოჰყოლია რაიმე სახის გამოხმაურება?
ცირა: სინამდვილეში, ადგილობრივ ხელისუფლებას თქვენი ფონდიდან დაურეკეს. ისინი კი დამიკავშირდნენ, მაგრამ დახმარება ვერ შეძლეს. ბინის საბოლოოდ გამოსასყიდად კიდევ 3800 დოლარის შეტანაა საჭირო, სახელმწიფოს კი ამის გაკეთება არ შეუძლია, ხომ გესმით? თვითონ თანამშრომლები ხომ არ შეგვიშვებენ თავიანთ ბინაში საცხოვრებლად? ასე რომ არც კი ვიცი, ამ ვითარებაში რა გავაკეთო. პანდემიის გამო, ბანკმა ვადა წლის ბოლომდე გაგვიგრძელა, ყველა სესხის ვადამ გადაიწია, სხვაგვარად, ქუჩაში დიდი ხნის წინ აღმოვჩნდებოდით.
– თქვენი მეუღლე როგორ არის? მისი მდგომარეობა რამენაირად თუ გაუმჯობესდა?
ცირა: მისი მდგომარეობა მძიმეა: სამი ზურგის თიაქარი, რამაც, ფაქტობრივად, ხეიბრად აქცია. მან ხერხემალზე სამი ოპერაცია გადაიტანა, მაგრამ კი ხედავთ, რა მდგომარეობაშია. თუმცა, მკურნალობის შემდეგ, მცირე პროგრესი არის. მას შედარებით მეტხანს შეუძლია ჯდომა, თუმცა წოლითი რეჟიმი აქვს გამოწერილი. მოძრაობა და დგომა უჭირს, მაგრამ არ ნებდება. სამსახურს ვერ ვიწყებ, ბავშვებს მას ვერ დავუტოვებ. ზოგჯერ, შეტევები აქვს, რომლის დროსაც გადაადგილება და საგანგებო მანიპულაციების ჩატარება სჭირდება, ბავშვებს კი ამის გაკეთება არ შეუძლიათ.
ავადმყოფობამდე ის ყოველთვის მუშაობდა, ნებისმიერ საქმეს ეჭიდებოდა, რაც კი შესაძლებელი იყო, მაგრამ ახლა, მისთვის ფიზიკური დატვირთვა არ შეიძლება, 1კგ-საც ვერ წევს. მაგრამ ჩემი და ჩვენი შვილების გამო, ის არ ნებდება. გარდა ამისა, ახლა სულ უფრო და უფრო ცივა და მას მუდმივი წელის ტკივილები აქვს, წამლები სჭირდება; მაგრამ ვცდილობთ, ხელები არ ჩამოვყაროთ.
მისთვის შშმ პირის სტატუსის მოპოვებაც ვცადეთ, რადგან მას მუშაობა საერთოდ არ შეუძლია, მაგრამ უარი გვითხრეს. პასუხი ის იყო, რომ მას ხელ-ფეხის მოძრაობა შეუძლია, ასე რომ მისთვის შშმ პირის სტატუსისა და დახმარების მიცემა არ შეუძლიათ. ასე ვცხოვრობთ, ხელმოკლე ოჯახის დახმარებაზე - თვეში 500 ლარზე... ამ ფულით ოჯახის რჩენა ძალიან რთულია.

– პირადად თქვენთვის რას ნიშნავს ეს დახმარება და მხარდაჭერა?
ცირა:რომ ვთქვა, მადლიერები ვართ მეთქი, მერწმუნეთ, ეს ჩვენს გრძნობებს ბოლომდე ვერ გამოხატავს. ჩვენ უკვე იმედი გვქონდა დაკარგული და სრულიად მარტონი ვიყავით ამ სამყაროში, მაგრამ მოულოდნელად თქვენ გამოჩნდით და ჩვენი ცხოვრება მნიშვნელოვნად შეიცვალა. უკვე იმედიც არ მქონდა, რომ ასეთი ხალხი არსებობდა - კეთილი და გულთბილი. მაგრამ საქართველოში ასეთი ხალხი ბევრია და ბედნიერი ვარ, რომ ჩემი შვილები ქართველები არიან. მინდა, დახმარებისთვის, განსაკუთრებული მადლობა თქვენს ფონდს გადავუხადო. თქვენ ხალხს ჩვენ შესახებ მოუყევით, ახლა კი იმედი გვაქვს, რომ არ დავიკარგებით და შევძლებთ ჩვენი რთული მდგომარეობიდან თავის დაღწევას. მადლობას გიხდით იმისთვის, რომ ჩემს შვილებს თბილად სძინავთ და სკოლაში სწავლისა და განათლების მიღების საშუალება აქვთ. ჩემთვის ეს ყველაზე მთავარია.

– იქნებ კიდევ გაქვთ რაიმე პრობლემა, რომლის გადაჭრაშიც ჩვენს მკითხველებს შეუძლიათ, რომ დაგეხმარონ?
ცირა: თქვენ ჩვენთვის ისედაც ბევრი გააკეთეთ. არც კი ვიცი, მეტი როგორ გთხოვოთ... მაგრამ მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ყველა ადამიანს. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს საბინაო პრობლემა. ჩემს ქმარს მუშაობა არ შეუძლია, მე კი მას და ბავშვებს მარტო ვერ დავტოვებ, რადგან მას მუდმივი მოვლა სჭირდება. ერთი წამითაც არ დავფიქრდებოდი, ისე დავიწყებდი ნებისმიერ სამსახურს, მაგრამ უბრალოდ არ შემიძლია, ამის შესაძლებლობა არ გვაქვს. კეთილ ხალხს ვთხოვთ: თუ შეგიძლიათ, თუ გაქვთ ამის სურვილი, გულთან მიიტანეთ ჩვენი ტკივილი. არ მინდა, რომ ჩემმა შვილებმა ზამთარი ქუჩაში გაატარონ... იქნებ საცხოვრებლის მიღებაში დაგვეხმაროთ, როგორც ხელმოკლე ოჯახს? სოციალურ სააგენტოებსაც მივმართე, მაგრამ იქიდან დახმარება ვერ მივიღე. თუ საბუთებია საჭირო, მზად ვარ ყველაფერი შევაგროვო, ყველაფერს გავაკეთებ, ოღონდაც დახმარების და თუნდაც ძალიან პატარა, მაგრამ ასეთი საჭირო ბინის მიღების იმედი იყოს...
ყველანი უზომოდ მადლიერები ვართ იმისთვის, რომ გვეხმარებით. მთელი სულით და გულით, ყველას მადლობას გიხდით!

– იმედი მაქვს, კვლავ შევძლებთ თქვენს დახმარებას. ახლა მინდა, ორიოდე კითხვა თქვენს შვილებს დავუსვა. დავით, ახალი ნივთები მოგეწონა?
დავითი (9 წლის): ჩვენს კომპიუტერზე ვგიჟდები! სულ განვიცდიდი, რომ გაკვეთილებს ვერ ვესწრებოდი. სწავლა ძალიან მიყვარს. ყველა გაკვეთილზე იყო, ჩემ გარდა. განა ასე შეიძლება? კარგად რომ ისწავლო, ყოველთვის მასწავლებელს უნდა უსმინო, მაგრამ ჩვენ ამის შესაძლებლობა არ გვქონდა. მე და დები მეზობლებთან დავდიოდით და რიგრიგობით ვუსმენდით გაკვეთილებს. ახლა კი შეგვიძლია, ერთად ვისწავლოთ და ამის გამო ძალიან ბედნიერი ვარ. მინდა გავიზარდო და სიკეთე ვაკეთო, მოხუცებს დავეხმარო, რადგან ისინი საკუთარ თავს თავად ვერ ეხმარებიან... ისინი სრულიად მარტონი არიან და მათ მე დავეხმარები.

– დავით, კომპიუტერის გამო დებთან თუ ჩხუბობ?
დავითი:არა, რა თქმა უნდა. განა ასე შეიძლება? რიგრიგობით ვიყენებთ. ნივთების გამო არასოდეს ვიჩხუბებთ. დედა ამბობს, რომ ერთმანეთი უნდა გვიყვარდეს, ერთმანეთს პატივი უნდა ვცეთ და ყოველთვის ყველაფერი გავუზიაროთ. ასე რომ, ჩვენ არასოდეს ვიჩხუბებთ.

– ანი, შენ რა გაგიხარდა ყველაზე მეტად?
ანი (13 წლის):მე ყველაფერი გამიხარდა! ჩემი და მარის საწოლი ძალიან მომწონს, მასზე ძალიან კარგად გვძინავს, წელიც აღარ გვტკივა. დედას საჭმლის კეთებაში ხშირად ვეხმარები, ამიტომ ძალიან გამიხარდა სამზარეულოს მაგიდა და სკამები. ჩვენ ეს ძალიან გვჭირდებოდა. ახლა, როდესაც რამეს ვჭრი, შემიძლია ვიჯდე და ყველაფერი ისე ვაკეთო. ნოუთბუკი კი - ჩვენი ოცნებაა! ის სუპერ-მაგარია! წარმოდგენაც კი არ შემეძლო, რომ გვექნებოდა! ჩვენი საჩუქრები და ახალი მეგობრები ძალიან მიხარია!
მადლობა თქვენ, მეგობრებო, ვინც ამ ოჯახის გვერდით იდექით, ვინც მათ ამ თვეების ჩვეულზე ოდნავ მეტად გამარტივებაში დაეხმარეთ. თქვენი ნებისმიერი დახმარება - ეს არის მხარდაჭერა, როგორც ფინანსური, ასევე მორალური, რომელიც მრავალტანჯული თოდუას ოჯახისთვის არათუ საჭირო, არამედ აუცილებელიცაა.
***
თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით გადაიტანეთ ყურადღება ჩვენ FB პოსტებზე, ან უმჯობესია, დაურეკოთ ნებისმიერ ჩვენს ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმასთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში დაეხმარეთ.
ამასთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გთხოვთ, განაგრძოთ ამ ოჯახების დახმარება. სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
თქვენი სიკეთე – ეს არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს!
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: თოდუების ოჯახი)
თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/606-todua/
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია OPPA, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270.
დაფიქრდით იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
თარიღი | დასახელება | თანხა (GEL) | სტატუსი |
---|---|---|---|
2020 ოქტ 20 | სამზარეულოს ინვენტარ | 370 | transferred |
2020 ოქტ 5 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 640 | paid |
2020 სექ 22 | ლეპტოპი | 890 | transferred |
2020 სექ 10 | საწოლი | 1,300 | transferred |
სულ ხარჯი: 3,200 ₾
დარჩა 0 ₾
შემოწირულობის თარიღი | ქველმოქმედი | თანხა (GEL) | გადახდის სახეობა |
---|---|---|---|
16.12.2020 00:00:00 | გიორგი | 5 | Transfer to account |
15.12.2020 00:00:00 | ქებურია კახაბერ | 7 | Transfer to account |
14.12.2020 00:00:00 | ქებურია კახაბერ | 7 | Transfer to account |
14.12.2020 00:00:00 | ჯიჯელავა გიგა | 1 | Transfer to account |
27.09.2020 00:00:00 | ნინო ნიშნიანიძე | 3 | Transfer to account |
26.09.2020 00:00:00 | ნინო ნიშნიანიძე | 3 | Transfer to account |
17.09.2020 00:00:00 | ნინო ნიშნიანიძე | 3 | Transfer to account |
10.09.2020 00:00:00 | გიორგი გიგატაძე | 10 | Transfer to account |
10.09.2020 00:00:00 | ნინო ნიშნიანიძე | 7 | Transfer to account |
09.09.2020 00:00:00 | გოგა ჯახია | 10 | Transfer to account |
09.09.2020 00:00:00 | ბექა ხაბულიანი | 10 | Transfer to account |
08.09.2020 00:00:00 | გიორგი რაზმაძე | 5 | Transfer to account |
08.09.2020 00:00:00 | თათია მინდაძე | 8 | Transfer to account |
07.09.2020 00:00:00 | ლალიაშვილი მაკა | 20 | Transfer to account |
07.09.2020 00:00:00 | მარიამ გვასალია | 10 | Transfer to account |
07.09.2020 00:00:00 | გეგა ტოფაძე | 50 | Transfer to account |
04.09.2020 21:39:48 | ანონიმი | 5 | PayGe (VISA, MasterCard) |
04.09.2020 04:15:04 | ანონიმი | 10 | PayGe (VISA, MasterCard) |
04.09.2020 00:00:00 | შოთა სუხიშვილი | 10 | Transfer to account |
03.09.2020 00:00:00 | სალომე ჭურაძე | 15 | Transfer to account |
02.09.2020 00:00:00 | ნიბლაძე მარიამ | 10 | Transfer to account |
02.09.2020 00:00:00 | გოჩიტაშვილი თამარა | 30 | Transfer to account |
01.09.2020 23:22:35 | ანონიმი | 20 | PayGe (VISA, MasterCard) |
01.09.2020 00:00:00 | ხუციშვილი გიორგი | 2 | Transfer to account |
01.09.2020 00:00:00 | სამხარაშვილი დავით | 5 | Transfer to account |
01.09.2020 00:00:00 | თეონა მჟავანაძე | 10 | Transfer to account |
31.08.2020 00:00:00 | სულაბერიძე აკაკი | 1 | Transfer to account |
30.08.2020 20:29:09 | ანონიმი | 700 | VISA, MasterCard (Geopay) |
28.08.2020 17:37:04 | ანონიმი | 20 | PayGe (VISA, MasterCard) |
28.08.2020 00:00:00 | გიორგი ნუცუბიძე | 1 | Transfer to account |
27.08.2020 15:16:19 | ანონიმი | 20 | PayGe (VISA, MasterCard) |
27.08.2020 00:00:00 | მარიამ მანგიაშვილი | 10 | Transfer to account |
27.08.2020 00:00:00 | ზვიად ჯარიაშვილი | 3 | Transfer to account |
27.08.2020 00:00:00 | გია კერესელიძე | 50 | Transfer to account |
27.08.2020 00:00:00 | ნატო ზარნაძე | 3 | Transfer to account |
26.08.2020 18:20:22 | ანონიმი | 10 | VISA, MasterCard (Geopay) |
26.08.2020 00:00:00 | ვართანოვი გიორგი | 1 | Transfer to account |
25.08.2020 00:00:00 | სულაბერიძე აკაკი | 1 | Transfer to account |
25.08.2020 00:00:00 | ია ჩუთლაშვილი | 30 | Transfer to account |
25.08.2020 00:00:00 | მარინე მამულია | 10 | Transfer to account |
25.08.2020 00:00:00 | თამილა კოპერინა | 3 | Transfer to account |
24.08.2020 00:00:00 | გუძუაძე გოჩა | 3 | Transfer to account |
24.08.2020 00:00:00 | წელაური ირაკლი | 1 | Transfer to account |
24.08.2020 00:00:00 | გურგენიძე თათია | 15 | Transfer to account |
24.08.2020 00:00:00 | ია დვალიშვილი | 20 | Transfer to account |
24.08.2020 00:00:00 | მამუკა მუჯირი | 30 | Transfer to account |
24.08.2020 00:00:00 | გიორგი ნატრაძე | 10 | Transfer to account |
24.08.2020 00:00:00 | ნინო კვარაცხელია | 50 | Transfer to account |
24.08.2020 00:00:00 | ავთანდილ გოგრიჭიანი | 2 | Transfer to account |
23.08.2020 00:00:00 | ზურაბ შაიშმელაშვილი | 1 | Transfer to account |
22.08.2020 12:26:35 | ანონიმი | 10 | PayGe (VISA, MasterCard) |
22.08.2020 00:00:00 | იანა სამხარაძე | 100 | Transfer to account |
22.08.2020 00:00:00 | ანდრო თავართქილაძე | 1 | Transfer to account |
21.08.2020 12:58:04 | ანონიმი | 5 | PayGe (VISA, MasterCard) |
21.08.2020 00:00:00 | აბაშიძე ირაკლი | 20 | Transfer to account |
21.08.2020 00:00:00 | ლეკიშვილი მარიამ | 15 | Transfer to account |
21.08.2020 00:00:00 | თუმანიშვილი შალვა | 1 | Transfer to account |
21.08.2020 00:00:00 | შოთა სუხიშვილი | 10 | Transfer to account |
21.08.2020 00:00:00 | მზია ვაშაკიძე | 30 | Transfer to account |
21.08.2020 00:00:00 | ლევან კომახიძე | 5 | Transfer to account |
20.08.2020 14:29:26 | ანონიმი | 20 | VISA, MasterCard (Geopay) |
20.08.2020 00:00:00 | კოტორაშვილი მაია | 10 | Transfer to account |
20.08.2020 00:00:00 | ზუხბაია ალექსი | 50 | Transfer to account |
20.08.2020 00:00:00 | მაია ქველიძე | 20 | Transfer to account |
20.08.2020 00:00:00 | სალომე ბულისკერია | 1 | Transfer to account |
20.08.2020 00:00:00 | გიორგი ჯაჯანიძე | 5 | Transfer to account |
19.08.2020 14:19:30 | ანონიმი | 20 | PayGe (VISA, MasterCard) |
19.08.2020 01:24:17 | ანონიმი | 20 | VISA, MasterCard (Geopay) |
19.08.2020 00:00:00 | ლალიაშვილი მაკა | 20 | Transfer to account |
19.08.2020 00:00:00 | ზუხბაია ალექსი | 50 | Transfer to account |
19.08.2020 00:00:00 | ლალიაშვილი მაკა | 20 | Transfer to account |
18.08.2020 00:00:00 | სალომე ჭურაძე | 10 | Transfer to account |
18.08.2020 00:00:00 | ირინე მამულაშვილი | 1 | Transfer to account |
17.08.2020 00:00:00 | ნიკა ნოზაძე | 2 | Transfer to account |
17.08.2020 00:00:00 | გიორგი კანკავა | 10 | Transfer to account |
17.08.2020 00:00:00 | ქუთათელაძე თინათინი | 1 | Transfer to account |
15.08.2020 00:06:42 | ანონიმი | 10 | PayGe (VISA, MasterCard) |
15.08.2020 00:00:00 | პეტრე კარიაული | 5 | Transfer to account |
15.08.2020 00:00:00 | გეგი ჯაფარიძე | 5 | Transfer to account |
15.08.2020 00:00:00 | დავით კანკავა | 10 | Transfer to account |
14.08.2020 11:17:15 | ანონიმი | 10 | VISA, MasterCard (Geopay) |
13.08.2020 20:57:06 | ანონიმი | 10 | PayGe (VISA, MasterCard) |
13.08.2020 19:55:40 | ანონიმი | 5 | PayGe (VISA, MasterCard) |
13.08.2020 12:27:40 | ანონიმი | 5 | VISA, MasterCard (Geopay) |
12.08.2020 00:00:00 | ნინო ჯაფარიძე-პოპოვა | 10 | Transfer to account |
12.08.2020 00:00:00 | ოთარი ხამხაძე | 100 | Transfer to account |
12.08.2020 00:00:00 | სამხარაშვილი დავით | 5 | Transfer to account |
11.08.2020 00:00:00 | მანუკიანი ერნესტ | 10 | Transfer to account |
11.08.2020 00:00:00 | ნინო ჩოქური | 2 | Transfer to account |
10.08.2020 11:35:34 | Mikhailo Masnukha | 1 | VISA, MasterCard (Geopay) |
10.08.2020 00:00:00 | სალამაძე ილია | 2 | Transfer to account |
10.08.2020 00:00:00 | ქორიძე თამთა | 3 | Transfer to account |
10.08.2020 00:00:00 | ქებურია კახაბერ | 7 | Transfer to account |
10.08.2020 00:00:00 | გავაშელიშვილი ზურაბ | 3 | Transfer to account |
10.08.2020 00:00:00 | ლალიაშვილი მაკა | 20 | Transfer to account |
10.08.2020 00:00:00 | გოგა ჯახია | 10 | Transfer to account |
10.08.2020 00:00:00 | ირაკლი გაბაიძე | 10 | Transfer to account |
10.08.2020 00:00:00 | თამარი ტაბატაძე | 5 | Transfer to account |
10.08.2020 00:00:00 | ლევან ახობაძე | 5 | Transfer to account |
10.08.2020 00:00:00 | ანდრო თავართქილაძე | 1 | Transfer to account |
09.08.2020 13:54:07 | ანონიმი | 10 | PayGe (VISA, MasterCard) |
08.08.2020 00:00:00 | თორნიკე გრძელიძე | 20 | Transfer to account |
08.08.2020 00:00:00 | ანდრო თავართქილაძე | 1 | Transfer to account |
07.08.2020 00:00:00 | ზუხბაია ალექსი | 50 | Transfer to account |
07.08.2020 00:00:00 | ანდრო თავართქილაძე | 1 | Transfer to account |
06.08.2020 00:00:00 | ნიკოლოზ ზუბიტაშვილი | 100 | Transfer to account |
06.08.2020 00:00:00 | ნათია ჯახია | 50 | Transfer to account |
06.08.2020 00:00:00 | ჯაბა ალთუნაშვილი | 20 | Transfer to account |
06.08.2020 00:00:00 | შენგელია ამირან | 20 | Transfer to account |
05.08.2020 13:53:41 | ანონიმი | 20 | PayGe (VISA, MasterCard) |
05.08.2020 00:00:00 | ნინო მშვიდობაძე | 15 | Transfer to account |
05.08.2020 00:00:00 | ფარტენაძე მამუკა | 1 | Transfer to account |
05.08.2020 00:00:00 | გიორგი | 5 | Transfer to account |
05.08.2020 00:00:00 | ქებურია კახაბერ | 7 | Transfer to account |
04.08.2020 16:27:44 | ანონიმი | 50 | VISA, MasterCard (Geopay) |
04.08.2020 12:20:50 | ანონიმი | 10 | VISA, MasterCard (Geopay) |
04.08.2020 00:00:00 | გიორგი მწყერაშვილი | 30 | Transfer to account |
04.08.2020 00:00:00 | მონიავა ნათია | 5 | Transfer to account |
04.08.2020 00:00:00 | ლომსიანიძე ლევან | 10 | Transfer to account |
03.08.2020 00:00:00 | ქეთევან კვაჭანტირაძე | 25 | Transfer to account |
03.08.2020 00:00:00 | გიორგი ლორთქიფანიძე | 20 | Transfer to account |
03.08.2020 00:00:00 | სოფიკო ელისაშვილი | 5 | Transfer to account |
03.08.2020 00:00:00 | გიორგი მუხიგულიშვილი | 10 | Transfer to account |
03.08.2020 00:00:00 | სალამაძე ილია | 5 | Transfer to account |
02.08.2020 00:00:00 | მაია ჩაკვეტაძე | 10 | Transfer to account |
31.07.2020 00:00:00 | ჯოჯუა ცირა | 5 | Transfer to account |
31.07.2020 00:00:00 | შოთა სუხიშვილი | 10 | Transfer to account |
30.07.2020 00:00:00 | გორდაძე თეონა | 20 | Transfer to account |
30.07.2020 00:00:00 | ნოზაძე გიორგი | 1 | Transfer to account |
30.07.2020 00:00:00 | მაია ჟორჟიკაშვილი | 5 | Transfer to account |
29.07.2020 21:36:43 | ანონიმი | 30 | PayGe (VISA, MasterCard) |
29.07.2020 18:54:41 | ანონიმი | 20 | PayGe (VISA, MasterCard) |
29.07.2020 00:00:00 | ნიკა ნოზაძე | 1 | Transfer to account |
29.07.2020 00:00:00 | გიორგი ჩიტაძე | 10 | Transfer to account |
29.07.2020 00:00:00 | ირაკლი გაბაიძე | 10 | Transfer to account |
29.07.2020 00:00:00 | წერეთელი ხათუნა | 30 | Transfer to account |
29.07.2020 00:00:00 | გუძუაძე გოჩა | 3 | Transfer to account |
29.07.2020 00:00:00 | ზუხბაია ალექსი | 50 | Transfer to account |
28.07.2020 21:01:20 | ანონიმი | 5 | VISA, MasterCard (Geopay) |
28.07.2020 00:00:00 | ანანო ხეცურიანი | 5 | Transfer to account |
27.07.2020 00:00:00 | ნადარეიშვილი ირაკლი | 10 | Transfer to account |
27.07.2020 00:00:00 | პონსენი ანასტასია | 1 | Transfer to account |
27.07.2020 00:00:00 | გურგენიძე თათია | 11 | Transfer to account |
27.07.2020 00:00:00 | გია კერესელიძე | 30 | Transfer to account |
27.07.2020 00:00:00 | კობა გოგიჩაშვილი | 10 | Transfer to account |
27.07.2020 00:00:00 | ნინო ნიშნიანიძე | 7 | Transfer to account |
25.07.2020 00:00:00 | თეონა მჟავანაძე | 10 | Transfer to account |
24.07.2020 00:00:00 | არჩვაძე მარიამ | 3 | Transfer to account |
24.07.2020 00:00:00 | გოჩიაშვილი ლევან | 7 | Transfer to account |
24.07.2020 00:00:00 | ქვარცხავა მიხეილ | 5 | Transfer to account |
24.07.2020 00:00:00 | მონიავა ნათია | 5 | Transfer to account |
24.07.2020 00:00:00 | ნინო ფარცხალაძე | 30 | Transfer to account |
23.07.2020 00:00:00 | ლევან ახობაძე | 5 | Transfer to account |
23.07.2020 00:00:00 | ჯოჯუა ცირა | 20 | Transfer to account |
23.07.2020 00:00:00 | ფაიქიძე მირანდა | 10 | Transfer to account |
22.07.2020 00:00:00 | მარიამ კაკაბაძე | 10 | Transfer to account |
22.07.2020 00:00:00 | სალომე | 5 | Transfer to account |
22.07.2020 00:00:00 | ნოზაძე გიორგი | 1 | Transfer to account |
21.07.2020 18:01:57 | ანონიმი | 10 | PayGe (VISA, MasterCard) |
21.07.2020 00:00:00 | ანა მამრიკაშვილი | 30 | Transfer to account |
21.07.2020 00:00:00 | გოგა ჯახია | 10 | Transfer to account |
21.07.2020 00:00:00 | ზვიად ჯარიაშვილი | 3 | Transfer to account |
21.07.2020 00:00:00 | ზუხბაია ალექსი | 50 | Transfer to account |
21.07.2020 00:00:00 | შარაშიძე თენგიზ | 2 | Transfer to account |
21.07.2020 00:00:00 | ვართანოვი გიორგი | 1 | Transfer to account |
20.07.2020 19:10:41 | ანონიმი | 20 | VISA, MasterCard (Geopay) |
20.07.2020 19:09:44 | ანონიმი | 50 | VISA, MasterCard (Geopay) |
20.07.2020 00:00:00 | ოთარ ღაღანიძე | 5 | Transfer to account |
20.07.2020 00:00:00 | ლევან კომახიძე | 5 | Transfer to account |
20.07.2020 00:00:00 | ნინო რამიშვილი | 1 | Transfer to account |
20.07.2020 00:00:00 | ანდრო ათოშვილი | 12 | Transfer to account |
20.07.2020 00:00:00 | აბრამიშვილი ნიკა | 1 | Transfer to account |
20.07.2020 00:00:00 | ნადარეიშვილი ირაკლი | 10 | Transfer to account |
20.07.2020 00:00:00 | ქებურია კახაბერ | 7 | Transfer to account |
20.07.2020 00:00:00 | ჯიჯელავა გიგა | 1 | Transfer to account |
19.07.2020 14:23:51 | ანონიმი | 10 | PayGe (VISA, MasterCard) |
19.07.2020 03:52:56 | ანონიმი | 100 | VISA, MasterCard (Geopay) |
19.07.2020 00:00:00 | გოჩა ამირანაშვილი | 5 | Transfer to account |
სულ დარიცხვები (ბანკისა და საგადასახადო სისტემების კომისიის გამოკლებით): 3,200 ₾
დარჩა 0 ₾
მსგავსი პროექტები:
|