შვიდი წლის, მშვენიერ როზალინდას სასწაულების ჯერ კიდევ სჯერა. ნეტა, სასწაული თუ მოხდება?
დიახ, თქვენი წყალობით სასწაული შეგვემთხვა!
„განა ასეთი რამ შესაძლებელია? ნუთუ სიყვარულს და მზრუნველობას ჩვენც ვიმსახურებთ? ამდენწლიანი იმედგაცრუებისა და გულდაწყვეტის შემდეგ, მე და ჩემმა შვილებმა პირველად ვიგრძენით, რომ ვიღაცას ვჭირდებით... ის, რაც ჩემთვის სისხლით ნათესავებს არ მოუციათ, სრულიად უცხო ადამიანებისგან მივიღე!“ - ცრემლებს ვერ იკავებს მრავალშვილიანი დედა, ნინო გაბიდაური.
ეს ამბავი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გაგიზიარეთ (https://chernovetskyifund.ge/ge/projects/657-gabidauri/) და რომელიც ყველასგან მიტოვებულ, სამშვილიან დედას ეხებოდა, სევდიანი და სამწუხარო იქნებოდა, რომ არა მზრუნველი ხალხის დროული დახმარება, რამაც მისი შვილები შიმშილს გადაარჩინა.
„შიმშილს, სიღარიბეს, ყოველდღიურ გაჭირვებას და მარტოობას!“ - აგრძელებს ნინო. – „იცით, შეძლებისდაგვარად ვცდილობდით გადარჩენას... მე კიდევ არა მიშავს, მაგრამ ჩემი საწყალი შვილები... თქვენ რომ არა, არც კი ვიცი, ახლა სად ვიქნებოდით...“
– ნინო, თქვენი ამბის გამოქვეყნების შემდეგ ცოტა დრო გავიდა. გვითხარით, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ?
ნინო: მართლაც, პოსტის გამოქვეყნებიდან მხოლოდ რამდენიმე თვეა გასული, მაგრამ ჩვენს ოჯახში უკვე ბევრი რამ შეიცვალა! ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩემი შვილები აღარ შიმშილობენ, დანაყრებულები და კმაყოფილები არიან; ცოტა წონაშიც მოიმატეს, ლოყები შეუვარდისფრდათ... მიმოიხედეთ გარშემო - ჩვენი მოკრძალებული საცხოვრებელი ბევრად მყუდრო გახდა! უკვე აღარ გვცივა, რადგან გამათბობელი გვაქვს; ახალ მაცივარში კი გემრიელობებს ვინახავთ, რომელიც ფონდის მეგობრებმა ბავშვებს მოუტანეს. გაიცანითჩემი მთავარი დამხმარე ოჯახში - სარეცხი მანქანა, რომლის წყალობითაც დროს ვზოგავ; თან ყველაფერი უნაკლოდ სუფთაა და მალე შრება! სიტყვებით ვერ აღგიწერთ, როგორი ბედნიერი ვარ! ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ასეთ მოკლე დროში ჩვენი ცხოვრება ასე გაუმჯობესდებოდა! ყველა თქვენგანის ისეთი მადლიერი ვარ!..

–ნინო, ძალიან გვიხარია, რომ დაგეხმარეთ. გვითხარით, ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდათ? იქნებ მათი სახელები გახსოვთ, ვინც დახმარების ხელი გამოგიწოდათ?
ნინო:ჩვენი ამბის გამოქვეყნების დღიდან ჩემს ტელეფონზე ზარები არ წყდება. სრულიად უცხო ადამიანები მირეკავენ და აზუსტებენ, რა გვჭირდება, როგორ შეიძლება ჩვენი დახმარება; საკვები, ტანსაცმელი, საყოფაცხოვრებო ქიმია და ბავშვებისთვის სათამაშოები მოაქვთ... როგორ მინდა ყველა იმ ადამიანის შესახებ მოგიყვეთ, ვინც ჩემი შვილების მიმართ თანაგრძნობა და გულმოწყალება გამოიჩინა - ათეულობით კეთილ ადამიანზეა საუბარი... მაგრამ ყველაზე მეტად ალბათ სტუდენტები - ქეთი, ანანო და გიორგი დამამახსოვრდნენ. თითქოს ჯერ კიდევ ბავშვები არიან, მაგრამ ისეთი პასუხისმგებლობის გრძნობით სავსეები!.. მოვიდნენ და საკვები, ტკბილეული, წამლები მოგვიტანეს... სამხედრო პირები - რევაზი, კახა და მათი ამხანაგებიც გვესტუმრნენ, ტანსაცმელი და სურსათი მოგვიტანეს... არადა, იმდენი ხანია ჩემს შვილებს ხორცი, თევზი და თაფლი არ უჭამიათ... მათი გემო საერთოდ დაგვავიწყდა. თითოეული ადამიანი შეძლებისდაგვარად გვეხმარებოდა: ვიღაცას „პამპერსები“ მოჰქონდა ჩემი ბიჭისთვის, ვიღაცას - მზესუმზირას ზეთი... თქვენი უზომოდ მადლიერი ვარ! ძალიან ძნელია იმის სიტყვებით გადმოცემა, თუ როგორ დამეხმარეთ!

– ნინო, ადგილობრივი ხელისუფლება თუ გამოგეხმაურათ?
ნინო: არა, არ გამოგვხმაურებია...
–ფონდის მეგობრებისგან ასეთ მხარდაჭერას ელოდით? თქვენი ემოციების შესახებ მოგვიყევით.
ნინო: ხალხის სიკეთის ყოველთვის მჯეროდა; მჯეროდა, რომ საქართველოში მეზობელს შეუძლია შიმშილით სიკვდილისგან გიხსნას და ეს ჩემს ცხოვრებაშიც არაერთხელ მომხდარა! მაგრამ როგორ ვიფიქრებდი, რომ სრულიად უცხო ადამიანები ფულს გამომიგზავნიდნენ, ჩემს შვილებს სათამაშოებს უყიდდნენ და დიდი ჩანთებით საჭმელს მოგვიტანდნენ?! ამის წარმოდგენაც კი არ შემეძლო, მით უმეტეს, ასეთ რთულ დროს და კრიზისის პერიოდში, როდესაც ყველა შეძლებისდაგვარად ცდილობს გადარჩენას... გამათბობლის, მაცივრისა და სარეცხი მანქანის ფულს, მთელი ცხოვრება რომ მემუშავა, ალბათ მაინც ვერ ვიშოვიდი! მე და ჩემი შვილები ასეთი ყურადღებისა და მზრუნველობისაგან უბრალოდ შოკში ვიყავით!

–ფონდის დახმარების შესახებ ისე ემოციურად ჰყვებით... რას ნიშნავს თქვენთვის ეს დახმარება?
ნინო: მშვიდად როგორ ვიქნები,როცა საქმე ჩემს შვილებს ეხება?! ბავშვები დღეები შიმშილობდნენ, წარმოგიდგენიათ? მხოლოდ ის დედა გამიგებს, ვისაც ეს ტკივილი და იმედგაცრუება, ეს საზიზღარი უსაშველობის შეგრძნება განუცდია, როცა არ იცი, შეძლებ თუ არა ხვალ ბავშვებს პური მაინც რომ აჭამო! თქვენი დახმარება ჩემთვის ხსნაა, იმის ნიშანი, რომ სასწაული არსებობს და ის ჩვენ შეგვემთხვა. ღმერთმა ჩემი ვედრება შეისმინა და მარტო აღარ ვართ - ჩვენ გვერდით თქვენ ხართ!
–მადლობას გიხდით კეთილი სიტყვებისთვის, ნინო. თუ შეიძლება, როზალინდასაც გავესაუბრები. პატარავ, მოგვიყევი, რა საჩუქრები მიიღე?
როზალინდა (7 წლის): ყველაზე მაგარი საჩუქარი ექიმის ნაკრებია! ავადმყოფის გასასინჯად მასში უამრავი სხვადასხვა ხელსაწყოა. საღამოობით ვთამაშობთ ხოლმე და დედას და ხათუნას ვმკურნალობ. ისეთი სახალისოა!.. ჩვენი სარეცხი მანქანა ნახეთ? დედამ მასში ჩემი სათამაშოები გარეცხა და ახლა ყველაფერი ისეთი სუფთაა!

–რა მაგარია! ტკბილეული ბევრი ჭამე?
როზალინდა(7 წლის): დიახ, ძალიან! დედა ამბობს, რომ ამდენი ტკბილის ჭამა არ შეიძლება, მაგრამ იმდენი ხანია შოკოლადი არ მიჭამია... ლამაზი ტანსაცმელიც მაჩუქეს, ამიერიდან სკოლაში მოდურად ჩაცმული ვივლი!

–გვიხარია, რომ საჩუქრები მოგეწონა! ხათუნა, შენ რა დაგამახსოვრდა ყველაზე მეტად?
ხათუნა (13 წლის): ადრე თოვლის ბაბუის არ მჯეროდა. არც ახლა მჯერა, რადგან გავიზარდე და უკვე ყველაფერი ვიცი... მაგრამ იცით, მივხვდი, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ნამდვილ თოვლის ბაბუად იქცეს და ნებისმიერი სურვილი აგისრულოს! უამრავი საჩუქარი მივიღეთ და ყველაფრისთვის უზომოდ მადლიერი ვარ, მართლა!
–ძალიან კარგი გოგო ხარ, ხათუნა! იცოდე, ყველაზე წარმოუდგენელი სასწაულები ჯერ კიდევ წინაა! ნინო, ჩვენს საუბარს დავუბრუნდეთ! დაგრჩათ თუ არა პრობლემები, რომლის გადაჭრაშიც შეგვიძლია დაგეხმაროთ?
ნინო: დიახ, სამწუხაროდ, პრობლემები ჯერ კიდევ გვაქვს. ხათუნას ამაზე საუბარი ძალიან ერიდება, მაგრამ ჩვენ არც კომპიუტერი გვაქვს, არც ტელეფონი და არც ინტერნეტი, რომ ონლაინ გაკვეთილებში ჩავერთოთ... ძალიან მრცხვენია თხოვნა, რადგან ისედაც შეუძლებელი შეძელით, მაგრამ ნამდვილად არ მინდა ჩემს შვილს განათლების და უკეთესი ცხოვრების შესაძლებლობა წავართვა. ახლა მას გაკვეთილების გაცდენა უწევს... ასევე, ტელევიზორზეც ვოცნებობთ. წარმომიდგენია, როგორ ვწევართ ოთხივე ერთმანეთს ჩახუტებულები საღამოობით და კომედიას ვუყურებთ, ცხოვრების ყველა სირთულეს ვივიწყებთ და უბრალოდ იმით ვტკბებით, რომ ერთმანეთი გვყავს! მაგრამ ყველაზე მტკივნეული საკითხი ის არის, რომ ყოველთვიურად ბინისა და კომუნალური მომსახურებების თანხა მაქვს გადასახდელი და ყოველი თვის ბოლოს თითქოს მიწა მეცლება ფეხქვეშ, როდესაც არჩევანს ვაკეთებ: შუქის ფული გადავიხადო თუ ბავშვს საჭმელი ვუყიდო? არც ერთ დედას არ ვუსურვებ ამ ტკივილს! გემუდარებით, ნუ მიგვატოვებთ!
***
ძვირფასო მეგობრებო, გაბიდაურების ოჯახს ძალიან უჭირს და ისინი მეტად რთულ მდგომარეობაში იმყოფებიან. მარტოხელა, საბრალო ქალი მთელი ძალებით ცდილობს შვილები შიმშილით სიკვდილს გადაარჩინოს. ერთხელ ჩვენ უკვე შევძელით, რომ მათთვის გავერთიანებულიყავით და დავხმარებოდით. მჯერა, რომ ჩვენი თანამოქალაქეების მხარდაჭერას ახლაც შევძლებთ! მათ ნებისმიერი დახმარება გაახარებთ, მაგრამ ყველაზე მთავარი მათი მატერიალური დახმარება, ბავშვისთვის ტელეფონის ან ლეპტოპის ჩუქება და ოჯახისთვის ინტერნეტის გაყვანაა, რომ ბავშვებმა სწავლა და განვითარება შეძლონ! ერთად ჩვენ შეუძლებელს შევძლებთ!
და თუკი გიმძიმთ ყოფითი სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით გადაიტანეთ თქვენი ყურადღება ჩვენ FB პოსტებზე; ან უმჯობესია, დაურეკოთ ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როცა მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გთხოვთ, განაგრძოთ ამ ოჯახების დახმარება. სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
თქვენი სიკეთე – ეს არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!
კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, მეგობრებო!
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000.
(დანიშნულება: გაბიდაურების ოჯახი).
თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/657-gabidauri.
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია OPPA, TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს - 0901 200 270
დაფიქრდით იმაზე, რომ ჩვენ სწორედ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
თარიღი | დასახელება | თანხა (GEL) | სტატუსი |
---|---|---|---|
2021 ივნ 1 | პროდუქტები | 84 | transferred |
2021 მარ 19 | მედიკამენტები,პამპერსები | 140 | transferred |
2021 თებ 26 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 360 | paid |
2021 თებ 25 | გაზის გამათბობელი | 155 | transferred |
2021 იან 12 | საყოფაცხოვრებო ტექნიკა | 1,200 | transferred |
სულ ხარჯი: 1,939 ₾
დარჩა 0.13 ₾
შემოწირულობის თარიღი | ქველმოქმედი | თანხა (GEL) | გადახდის სახეობა |
---|---|---|---|
14.06.2021 00:00:00 | კარანაძე რევაზი | 10 | Transfer to account |
14.06.2021 00:00:00 | დავით გაროზაშვილი | 3 | Transfer to account |
01.06.2021 00:00:00 | ხვიჩა ზაგაშვილი | 20 | Transfer to account |
31.05.2021 00:00:00 | ხრიკაძე ნოდარი | 5 | Transfer to account |
31.05.2021 00:00:00 | ივანიძე გელა | 20 | Transfer to account |
31.05.2021 00:00:00 | ზურაბ შაიშმელაშვილი | 1 | Transfer to account |
30.05.2021 00:00:00 | ბერიძე გიორგი | 5 | Transfer to account |
30.05.2021 00:00:00 | ჯალიაშვილი გოგიტა | 5 | Transfer to account |
30.05.2021 00:00:00 | ჩალაძე ილია | 1 | Transfer to account |
29.05.2021 00:00:00 | ზურაბ სამხარაძე | 10 | Transfer to account |
29.05.2021 00:00:00 | ნინო ლეონიძე | 0.5 | Transfer to account |
16.03.2021 00:00:00 | ზუხბაია ალექსი | 50 | Transfer to account |
12.03.2021 00:00:00 | ქეთევან დიასამიძე | 1 | Transfer to account |
08.03.2021 00:00:00 | სალომე ბულისკერია | 2 | Transfer to account |
03.03.2021 20:09:40 | ანონიმი | 10 | VISA, MasterCard (Geopay) |
18.02.2021 19:48:46 | Giorgi Modebadze | 170 | PayPal |
30.01.2021 00:00:00 | თუმანიშვილი შალვა | 1 | Transfer to account |
18.01.2021 00:00:00 | ზუხბაია ალექსი | 50 | Transfer to account |
15.01.2021 00:00:00 | ზუხბაია ალექსი | 50 | Transfer to account |
31.12.2020 16:52:07 | ანონიმი | 150 | VISA, MasterCard (Geopay) |
28.12.2020 00:00:00 | გავაშელიშვილი ზურაბ | 4 | Transfer to account |
28.12.2020 00:00:00 | სალომე ჭურაძე | 15 | Transfer to account |
25.12.2020 00:00:00 | ლევან ახობაძე | 5 | Transfer to account |
25.12.2020 00:00:00 | ლეკიშვილი მარიამ | 10 | Transfer to account |
24.12.2020 00:00:00 | ნათია კობახიძე | 30 | Transfer to account |
23.12.2020 00:00:00 | ნათელა მარიდაშვილი | 2 | Transfer to account |
22.12.2020 00:00:00 | ხრიკაძე ნოდარი | 5 | Transfer to account |
21.12.2020 00:00:00 | გრძელიძე ბაქარი | 5 | Transfer to account |
21.12.2020 00:00:00 | სულაბერიძე აკაკი | 1 | Transfer to account |
21.12.2020 00:00:00 | ლალიაშვილი მაკა | 20 | Transfer to account |
21.12.2020 00:00:00 | დუღაშვილი გიორგი | 5 | Transfer to account |
21.12.2020 00:00:00 | ზურაბ შაიშმელაშვილი | 1 | Transfer to account |
20.12.2020 00:00:00 | დავით კანკავა | 10 | Transfer to account |
20.12.2020 00:00:00 | გიორგი ნატრაძე | 10 | Transfer to account |
20.12.2020 00:00:00 | ლევან ბოხუა | 5 | Transfer to account |
20.12.2020 00:00:00 | სოფიო გეწაძე | 20 | Transfer to account |
18.12.2020 00:00:00 | მელიქიშვილი ხვიჩა | 5 | Transfer to account |
14.12.2020 00:00:00 | ღადუა სოფიო | 2 | Transfer to account |
14.12.2020 00:00:00 | ლალიაშვილი მაკა | 20 | Transfer to account |
14.12.2020 00:00:00 | ქებურია კახაბერ | 7 | Transfer to account |
13.12.2020 00:00:00 | მარიამ ფალავანდიშვილი | 30 | Transfer to account |
12.12.2020 22:40:45 | ანონიმი | 20 | PayGe (VISA, MasterCard) |
12.12.2020 00:00:00 | დავით კანკავა | 10 | Transfer to account |
12.12.2020 00:00:00 | დავით კანკავა | 10 | Transfer to account |
12.12.2020 00:00:00 | დავით კანკავა | 10 | Transfer to account |
11.12.2020 23:31:08 | ანონიმი | 5 | PayGe (VISA, MasterCard) |
11.12.2020 17:05:46 | ანონიმი | 50 | PayGe (VISA, MasterCard) |
11.12.2020 00:00:00 | ქებურია კახაბერ | 7 | Transfer to account |
11.12.2020 00:00:00 | აბაშიძე ირაკლი | 10 | Transfer to account |
11.12.2020 00:00:00 | თამლიანი იოსებ | 3 | Transfer to account |
11.12.2020 00:00:00 | მარინა ბუნტური-თოთიაური | 10 | Transfer to account |
11.12.2020 00:00:00 | მაია ჩაკვეტაძე | 10 | Transfer to account |
10.12.2020 00:00:00 | ლაშაური ირაკლი | 2 | Transfer to account |
10.12.2020 00:00:00 | ქებურია კახაბერ | 7 | Transfer to account |
10.12.2020 00:00:00 | ანდრო თავართქილაძე | 1 | Transfer to account |
10.12.2020 00:00:00 | თეონა მჟავანაძე | 10 | Transfer to account |
08.12.2020 00:00:00 | ნადიმაშვილი გურამ | 2.8 | Transfer to account |
08.12.2020 00:00:00 | გიორგაძე თამარ | 5 | Transfer to account |
08.12.2020 00:00:00 | ხუციშვილი ნინო | 20 | Transfer to account |
07.12.2020 00:00:00 | ნუცუბიძე გიორგი | 1 | Transfer to account |
07.12.2020 00:00:00 | ნოზაძე გიორგი | 1 | Transfer to account |
07.12.2020 00:00:00 | ლომსაძე ლევან | 20 | Transfer to account |
07.12.2020 00:00:00 | ვართანოვი გიორგი | 1 | Transfer to account |
06.12.2020 23:47:55 | ანონიმი | 20 | VISA, MasterCard (Geopay) |
06.12.2020 00:00:00 | ნინო მეტონიძე | 2 | Transfer to account |
06.12.2020 00:00:00 | თორნიკე მინაძე | 1 | Transfer to account |
06.12.2020 00:00:00 | თამარი თუთარაშვილი | 1 | Transfer to account |
05.12.2020 00:00:00 | ია ლობჟანიძე | 5 | Transfer to account |
05.12.2020 00:00:00 | ანა კობერიძე | 5 | Transfer to account |
05.12.2020 00:00:00 | ლაშა შეყილაძე | 1 | Transfer to account |
05.12.2020 00:00:00 | გიორგი ქოჩიაშვილი | 27 | Transfer to account |
05.12.2020 00:00:00 | მარიკა ცინცქილაძე | 10 | Transfer to account |
05.12.2020 00:00:00 | გიორგი ხარაიშვილი | 20 | Transfer to account |
05.12.2020 00:00:00 | დავით ხოშტარია | 1 | Transfer to account |
05.12.2020 00:00:00 | გიორგი ჭკადუა | 5 | Transfer to account |
05.12.2020 00:00:00 | ვიქტორ საიაპინი | 10 | Transfer to account |
05.12.2020 00:00:00 | სალომე ამაღლობელი | 5 | Transfer to account |
05.12.2020 00:00:00 | ლევან ნიკოლაიშვილი | 3 | Transfer to account |
05.12.2020 00:00:00 | ეკატერინე ბერიძე | 20 | Transfer to account |
05.12.2020 00:00:00 | მაია ცისკარაძე | 5 | Transfer to account |
04.12.2020 00:00:00 | მექერიშვილი გიორგი | 10 | Transfer to account |
04.12.2020 00:00:00 | მიმინოშვილი ლევანი | 2 | Transfer to account |
04.12.2020 00:00:00 | მელაძე დიმიტრი | 10 | Transfer to account |
04.12.2020 00:00:00 | გოგორელიანი გიორგი | 2 | Transfer to account |
04.12.2020 00:00:00 | ოთანაძე ლევანი | 5 | Transfer to account |
04.12.2020 00:00:00 | გოგილაშვილი შმაგი | 2 | Transfer to account |
04.12.2020 00:00:00 | ხუჯაძე ნინო | 2 | Transfer to account |
04.12.2020 00:00:00 | ფუტკარაძე ავთანდილ | 1 | Transfer to account |
04.12.2020 00:00:00 | ანდღულაძე ნანი | 3 | Transfer to account |
04.12.2020 00:00:00 | თამარი ჟორჟოლიანი | 5 | Transfer to account |
04.12.2020 00:00:00 | ეთერ ხარებაშვილი | 5 | Transfer to account |
04.12.2020 00:00:00 | მარიამი პაპუკაშვილი | 2.77 | Transfer to account |
04.12.2020 00:00:00 | ზვიადი ყვავაძე | 10 | Transfer to account |
04.12.2020 00:00:00 | გიორგი მელაძე | 100 | Transfer to account |
04.12.2020 00:00:00 | კახაბერ ნარჩემაშვილი | 10 | Transfer to account |
04.12.2020 00:00:00 | ლევან ნიკოლაიშვილი | 5 | Transfer to account |
04.12.2020 00:00:00 | ნანა კილასონია | 1 | Transfer to account |
04.12.2020 00:00:00 | დავით მანჯგალაძე | 2 | Transfer to account |
04.12.2020 00:00:00 | თამარი თუთარაშვილი | 1 | Transfer to account |
04.12.2020 00:00:00 | პილილიანი არაქელ | 50 | Transfer to account |
04.12.2020 00:00:00 | ხუციშვილი გიორგი | 3 | Transfer to account |
04.12.2020 00:00:00 | სამხარაშვილი დავით | 5 | Transfer to account |
03.12.2020 04:13:54 | ანონიმი | 100 | VISA, MasterCard (Geopay) |
03.12.2020 00:00:00 | მიმინოშვილი ლევანი | 3 | Transfer to account |
03.12.2020 00:00:00 | ჯაჭვაძე თინათინი | 10 | Transfer to account |
03.12.2020 00:00:00 | ქირია გიორგი | 6 | Transfer to account |
03.12.2020 00:00:00 | მიმინოშვილი ლევანი | 3.06 | Transfer to account |
03.12.2020 00:00:00 | კვარაცხელია მამუკა | 20 | Transfer to account |
03.12.2020 00:00:00 | კობოსნიძე გიგა | 20 | Transfer to account |
03.12.2020 00:00:00 | ქაშიაშვილი ავთანდილ | 5 | Transfer to account |
03.12.2020 00:00:00 | მარიამ ჟვანია | 50 | Transfer to account |
03.12.2020 00:00:00 | თამთა ბოგვერაძე | 10 | Transfer to account |
03.12.2020 00:00:00 | ლევან ვეშაპური | 5 | Transfer to account |
03.12.2020 00:00:00 | ირინე სალუქვაძე | 25 | Transfer to account |
03.12.2020 00:00:00 | რატი ლილუაშვილი | 1 | Transfer to account |
03.12.2020 00:00:00 | თორნიკე მინაძე | 1 | Transfer to account |
03.12.2020 00:00:00 | თეონა ხაჭაპურიძე | 1 | Transfer to account |
03.12.2020 00:00:00 | მარიამ შარმიაშვილი | 5 | Transfer to account |
03.12.2020 00:00:00 | ნინო ახობაძე | 10 | Transfer to account |
03.12.2020 00:00:00 | თუმანიშვილი შალვა | 2 | Transfer to account |
03.12.2020 00:00:00 | თამარ ჯაში | 50 | Transfer to account |
02.12.2020 20:23:56 | ანონიმი | 100 | PayPal |
02.12.2020 20:20:48 | Anthony Melchett | 20 | PayPal |
02.12.2020 00:00:00 | ღვედაშვილი ნანა | 5 | Transfer to account |
02.12.2020 00:00:00 | აბრამიშვილი დავით | 5 | Transfer to account |
02.12.2020 00:00:00 | გაფრინდაშვილი ნიკო | 2 | Transfer to account |
02.12.2020 00:00:00 | მიმინოშვილი ლევანი | 3 | Transfer to account |
02.12.2020 00:00:00 | უსენაშვილი ნინო | 3 | Transfer to account |
02.12.2020 00:00:00 | მიმინოშვილი ლევანი | 3 | Transfer to account |
02.12.2020 00:00:00 | კალაძე ვალერი | 8 | Transfer to account |
02.12.2020 00:00:00 | ანჯაფარიძე ეკატერინე | 5 | Transfer to account |
02.12.2020 00:00:00 | ნათია ლაღაძე | 2 | Transfer to account |
02.12.2020 00:00:00 | ხარაზიშვილი ჯონი | 20 | Transfer to account |
02.12.2020 00:00:00 | ანიჩკა ბაბუნაშვილი | 2 | Transfer to account |
02.12.2020 00:00:00 | ზეზვა კეკოშვილი | 3 | Transfer to account |
02.12.2020 00:00:00 | გიორგი ვარძუკაშვილი | 20 | Transfer to account |
02.12.2020 00:00:00 | ნინო ჯორბენაძე | 30 | Transfer to account |
02.12.2020 00:00:00 | გაბრიელი გაზდელიანი | 5 | Transfer to account |
02.12.2020 00:00:00 | ჯიჯელავა გიგა | 1 | Transfer to account |
02.12.2020 00:00:00 | გოჩა ამირანაშვილი | 5 | Transfer to account |
სულ დარიცხვები (ბანკისა და საგადასახადო სისტემების კომისიის გამოკლებით): 1,939.13 ₾
დარჩა 0.13 ₾
მსგავსი პროექტები:
|