ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

ng ng ng ng ng ng

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

Project icon

მრავალშვილიანი ოჯახები

ჩემი შვილები ობლად დარჩნენ. პურს ვჭამთ და ცრემლებს ვყლაპავთ!

ახალგაზრდა ქალის, ინგასა და მისი სამი მცირეწლოვანი ვაჟის ცხოვრება გადარჩენისთვის ბრძოლად იქცა. ექვსი თვის წინ ერთადერთი მარჩენალი დაკარგა ოჯახმა. სიკვდილმა საყვარელი მამა წამებში წაართვა ბავშვებს, თრომბით გარდაიცვალა. სასაფლაოს ზედამხედველად მუშაობდა. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი მოკრძალებულად ცხოვრობდა, ბავშვებს არაფერი აკლდათ. ინგა, დედა (39 წლის): „ჩემთვის ძალიან რთულია ოჯახის საქმესთან მარტო გამკლავება, გაუსაძლისი. მაგრამ ახლა ჩემს შვილებს დედობაც და მამობაც მე უნდა გავუწიო. სხვა გზა არ არის. ქმარი გვერდით რომ მყავდა, ძლიერი ვიყავი. ერთად ნებისმიერ პრობლემას მარტივად ვუმკლავდებოდით. მეც და ბავშვებსაც მის გარეშე ცხოვრება ძალიან გვიჭირს. არაჩვეულებრივი მამა და მეუღლე იყო. რა სამწუხაროა, რომ მახო, უზომოდ გულკეთილი ადამიანი, ასე უდროოდ გარდაიცვალა. უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი“. ამჟამად, ოჯახს თვიდან თვემდე სოციალური შემწეობითა და ასთმით დაავადებული ბავშვის პენსიით გააქვს თავი, რაც საკვებისა და მედიკამენტების საყიდლად ძლივს კმარა. გიორგის კი ძვირადღირებული მედიკამენტები სჭირდება ყოველთვე.

შემოწირულია

₾3,227.30

დონორი

186

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

მრავალშვილიანი ოჯახები

ღმერთო, ნუ დაუშვებ, რომ ბავშვებს ისეთი მშობლები ჰყავდეთ, ვინც სასიკვდილოდ სცემს მათ და აიძულებს, პური მოიპარონ, რათა შიმშილით არ დაიხოცონ. ეს პატარები იძულებული იყვნენ, პური მოეპარათ! რა საშინელებაა!

ეს საბრალო ბავშვები ყოველდღე მადლობას სწირავენ უფალს, რომ საკუთარი დედისგან თავის დაღწევა მოახერხეს, რომელიც მათ სცემდა და შიმშილით ხოცავდა! რა საშინელებაა! მარიამი, ნიკოლოზი და თენგო ანტისანიტარიულ პირობებში, სრულიად მოუწესრიგებელ სახლში ცხოვრობდნენ, სადაც თითქმის არაფერი ჰქონდათ! ამ დროს მათი მამა ციხეში იჯდა, რადგან სწორედ ამ უმსგავსო დედამ ოჯახური ძალადობა დააბრალა და უჩივლა. მან არაფერი იცოდა ბავშვების მდგომარეობის შესახებ. ყოველივე ის, რაც ამ ბავშვებმა უამბეს ფონდის კორესპონდენტს, გულს მოგიკლავთ! მარიამი (11 წლის): „როგორ შეიძლება, იმ ქალს დედა რომ დავუძახოთ? მე მას დედად არ ვთვლი! ძალიან ცუდად მექცეოდა. გვცემდა, მეც და ჩემს უმცროს ძმებსაც! საჭმელს არ გვაჭმევდა, მხოლოდ პურითა და ჩაით ვიკვებებოდით ყოველდღე! გვშიოდა! მაცივარში პროდუქტები იდო, მაგრამ უფლება არ გვქონდა, გვეჭამა. ღამით მარტოებს გვტოვებდა ხოლმე და მეზობლებთან მიდიოდა. არც კი ვიცი, რას აკეთებდა იქ!“

შემოწირულია

₾3,608.71

დონორი

188

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

მრავალშვილიანი ოჯახები

უბედურება ახლოვდება! ეს პირუტყვის სადგომი არ გეგონოთ. აქ, შიმშილისგან დაუძლურებული ხუთი მცირეწლოვანი ცხოვრობს. არ იციან, მომდევნო დილა გაუთენდებათ, თუ ნანგრევებში იპოვნიან მათ ცხედრებს

ამ ხის ქოხს შეხედეთ. პირუტყვსაც კი ვერ გაიმეტებს ადამიანი, ღამის აქ გასათევად. თუმცა, სამწუხაროდ, აქ ეს ხუთი ანგელოზი ბავშვი ცხოვრობს, პირუტყვი კი არა. ქარის ოდნავი დაბერვის დროსაც კი, სახლი აკვანივით ირწევა. ბავშვები ძილის წინ უფალს შესთხოვენ, რომ მომდევნო დილა გაუთენდეთ. ამ ასაკში სათამაშოებზე ფიქრობენ პატარები. ხაჭიპურაძეების ოჯახში კი, ბავშვების ერთადერთი საფიქრალი ისაა, რომ სიცოცხლე შეინარჩუნონ. ეს აგურის კედლები, ადგილობრივი მთავრობის დახმარებით აშენდა ხაჭიპურაძეების ოჯახისთვის (ბაღდათის მუნიციპალიტეტი, სოფელი ობჩა). თუმცა, აქ მხოლოდ კედლებია, არც იატაკი არის, არც ფანჯრები. ბავშვების დედას, ინგა სამადალაშვილს, რომელიც სრულიად მარტო ზრდის ხუთ შვილს, ერიდება, კეთილ ადამიანებს დახმარება რომ სთხოვოს. თუმცა, ამის დიდი სურვილი აქვს. წამოსვლის წინ, ხუთმა პატარა ანგელოზმა აცრემლებული თვალებით სთხოვეს ფონდის კორესპონდენტს: „დეიდა, დედას ფული არ აქვს, ამ სახლის მშენებლობა რომ დასრულდეს. კეთილი ადამიანები თუ დაგვეხმარებიან, თუნდაც, მხოლოდ ჭერის გაკვრასა და იატაკის დაგებაში, პირობას ვდებთ, რომ გავიზრდებით, ვიმუშავებთ და ჩვენც, იმ ადამიანებს სიკეთით გადავუხდით.“

შემოწირულია

₾2,385.63

დონორი

123

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

მრავალშვილიანი ოჯახები

სამი წლის საბას მაღალი ტემპერატურა აქვს. გაციებულ ბავშვს თვალცრემლიანი დედა მხოლოდ თბილი წყლით მკურნალობს. არც წამლების ფული აქვთ და არც ტანსაცმლის. ღმერთო, რა ბედი ელის მამისგან მიტოვებულ ხუთ მცირეწლოვანს ამ ცივ ზამთარში?

ეს 3 წლის საბაა. კარგად დააკვირდით ბავშვის მაისურს. ნაგავსაყრელზეც კი უკეთესს ნახავთ. მაგრამ ყველაზე უარესი ისაა, რომ საბას მაღალი ტემპერატურა აქვს. სამწუხაროდ, საბრალო მარტოხელა დედას აფთიაქში მედიკამენტების ყიდვაც კი არ შეუძლია უფულობის გამო. შეხედეთ, პატარა ბიჭუნა ცხელ წყალს სვამს შაქრისა და მურაბის გარეშე. სამწუხაროდ, არ მოგეჩვენათ: ფინჯანში მხოლოდ ცხელი წყალია. მეორე ხელში კი ამ ანგელოზს პურის ხმელი ნატეხი უჭირავს. ერთი ნატეხი ყველიც კი არ არის სახლში. ხუბაშვილების ოჯახში 5 მცირეწლოვანია. ბავშვების სახეზე ღიმილს თითქმის ვერასდროს ნახავთ. ღმერთო, ღმერთო! ეს ხომ საშინელებაა! კეთილო ადამიანებო, ეს პატარა ანგელოზები ახლა მხოლოდ ბედის ანაბარა არიან დარჩენილი. ყველაზე საშინელება კი ისაა, რომ ისინი დღითი დღე კარგავენ რწმენას. ჩვენ არ უნდა დავუშვათ ეს! კეთილო ადამიანებო, მოდი ნუ მივატოვებთ მამისგან ისედაც მიტოვებულ ბავშვებს. წინ გრძელი ზამთარია პირქუში დღეებით… მაგრამ სიკეთეს, მზრუნველობასა და სიყვარულს შეუძლია, ყველაზე ღრუბლიანი დღეც კი გააფერადოს ამ პატარებისთვის. 

შემოწირულია

₾5,594.38

დონორი

349

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

მრავალშვილიანი ოჯახები

მძიმედ დაავადებული რვა წლის ზაური სიკვდილის პირას არის იმის გამო, რომ უკვე (წარმოგიდგენიათ?!) სამი თვეა წამლებს ვერ იღებს და ეპილეფსიის უმძიმესი ფორმით იტანჯება!

მეგობრებო, დიდი უბედურება ხდება! რვა წლის ზაურს ეპილეფსია აქვს. წარმოგიდგენიათ, ბავშვს უკვე სამი თვეა წამლები არ მიუღია!!! მის საბრალო მშობლებს არც აბების, არც საკვების ყიდვის საშუალება არ გააჩნიათ და ახლა მუდმივი შიშის ქვეშ ცხოვრობენ, რადგან არ იციან, ზაურს კრუნჩხვები როდის დაეწყება და უსიცოცხლოდ ძირს როდის დაეცემა. პირადად ჩემი და ფონდის სახელით თხოვნით მოგმართავთ: მოდი ამ ოჯახს გავუზიაროთ ჩვენი გულების სითბო და დავანახვოთ, როგორ შეუძლიათ საქართველოში სრულიად უცხო ადამიანების გვერდში დგომა! დიდსულოვნების ძალა ხომ სწორედ ეს არის — სრულიად უცნობ ადამიანებს ვეხმარებით და სამაგიეროდ არაფერს ველით!

შემოწირულია

₾7,824.96

დონორი

449

დიახ! მსურს დახმარება!
1 3
ng

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

გაეცანით იმ ადამიანების ისტორიებს, ვისაც უკვე დაეხმარეთ! მაგრამ, ერთი წუთითაც ნუ დავივიწყებთ, რომ ამ საბრალო ბავშვებისა და მოხუცების ცხოვრება გრძელდება, მეგობრებო!

Project icon

მრავალშვილიანი ოჯახები

შენ დაეხმარე

სამი ბავშვი შიმშილისგან გონებას კარგავს! ხმელი პური, წყალი და 500 გრამი მაკარონი – მათი საკვების დღიური ულუფა უფრო მცირეა, ვიდრე საკონცენტრაციო ბანაკში!

დაიწყევლოს სიღარიბე! ნახეთ, რა ლამაზები და რა ნაზები არიან! ამ პაწაწუნებს არაფერი უნდათ, მაგრამ მათ თვალებში უკვე დიდი სევდაა.. ინგა (დედა): ყოველ დღე ჩემი სამი შვილის მშიერ თვალებს ვუყურებ. ნუთუ არსებობს ამაზე საშინელი ჯოჯოხეთი? ღმერთმა დაგიფაროთ, კეთილო ხალხო!!! მაგრამ იცოდეთ, რომ ჩემს შვილებს ყოველ დღე შიმშილი და მუცლის ტკივილი აღვიძებს. ხმელი პური, წყალი და 500 გრამი მაკარონი ერთხელ დღეში, არის ჩემი სამი შვილის ყოველდღიური კვების რაციონი. ყველაზე უმცროსი, 4 წლის გიორგი, ბოლო დროს შიმშილისგან გონებას კარგავს… ღმერთო! ღმერთო!

შემოწირულია

₾5,948.95

დონორი

451

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project icon

მრავალშვილიანი ოჯახები

შენ დაეხმარე

როცა ჩემი ძმა შიმშილისგან ტირის, მე მას ვუმღერი…

როცა 4 თვის გაბრიელი შიმშილისგან გულამოსკვნილი ტირის, ცხრა წლის მარიამი თავისი ძმის დამშვიდებას ყველანაირად ცდილობს… როგორ უნდა აუხსნა ახალშობილს, რომ მათ არც საჭმელი აქვთ და არ მისი ყიდვის საშუალება? ამ დროს კი მისი საბრალო დედა შეშლილივით აქეთ-იქით აწყდება და ცდილობს ფული იშოვოს, ისესხოს, ხვეწნით გამოართვას ვინმეს, რომ მორიგი შეკვრა იყიდოს, რომელიც მხოლოდ სამი დღე ეყოფა…
„ღმერთი ჩემს შვილებს შიმშილით სიკვდილისთვის არ გაწირავს, მე ამის მჯერა!“ – ცრემლებს ძლივს იკავებს მზრუნველი, მოსიყვარულე დედა, სოფიო. – „მარიამი უკვე დიდი და შეგნებული გოგოა, არც აღარაფერს ითხოვს, პატარები კი… საბა 2 წლისაა; არ ესმის, კანფეტებს და სათამაშოებს რატომ ვერ ვყიდულობ და მწარედ ტირის. გაბრიელი კი საერთოდ 4 თვისაა. რძე არ მაქვს, საჭმელი კი დღითიდღე ძვირდება… ღმერთო, შენ გვიშველე!“

შემოწირულია

₾7,900.98

დონორი

522

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project icon

მრავალშვილიანი ოჯახები

შენ დაეხმარე

როცა საყვარელი შვილი ყვირის, – დედის გული იფლითება! ხოლო თუ ოთხი ბავშვი ყვირის და ყველა იმას კითხულობს “დედიკო რატომ არ გვაჭმევო”?! რა გულმა უნდა გაუძლოს?

„ყურებზე ხელები მაგრად მიიფარე და მალე შემოდი, თორემ ახლა დაიწყება!“ – მეუბნება ექვსი წლის ამირანი. „მორჩა, უკვე დაიწყო! დიდხანს გაგრძელდება, უნდა შეეგუოთ“, – მეუბნება რეზიკო და ხელებს ყურებზე იფარებს. ხუთი თვის ნინო და სამი წლის ლუკა ერთხმად, უნისონში ტირიან. ნინოს შია, ლუკა კი ბანს აძლევს. „ეგ ოღონდ ატირე“. – მეუბნება ამირანი და ბიჭუნა ოთახიდან გაჰყავს, რომ დაელაპარაკოს და დაამშვიდოს.

შემოწირულია

₾3,860.39

დონორი

246

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project icon

მრავალშვილიანი ოჯახები

შენ დაეხმარე

როდესაც შიმშილისგან კუჭი გეწვის

„იცი, რა არასასიამოვნოა, როდესაც გაკვეთილზე ზიხარ, შენი მუცელი კი უცებ ხმამაღლა იწყებს ბუყბუყს და პურის ნაჭერს გთხოვს! ბიჭები ჩემკენ ბრუნდებიან. ფიქრობენ, რომ უკულტურო ვარ… ყოველთვის ისე უდროოდ მთხოვს: „მომეცი, მომეცი“. მან ხომ არ იცის, რომ დღეს დილით ჩემი ძმების ჯერი იყო, ეჭამათ. ისინი პატარები არიან, – უხერხულად გვეუბნება 9 წლის მილენა, უცებ წითლდება (რამე სისულელე ხომ არ თქვა?) და თვალებს ხრის. – მე დიდი ვარ და შემიძლია, მოვითმინო. დათოს და დანის კი არ შეუძლიათ. არაფერი იფიქრო, დეიდა, ისინი კეთილები არიან, უბრალოდ ჯერ ვერ ხვდებიან, რომ მეც მშიერი ვარ, დედას კი ფული არ აქვს! მაგრამ შენ? ჩვენი საჩუქრების ფული შენ საიდან მოგაქვს? შენ არ გიბუყბუყებს? – გულუბრყვილოდ მეკითხება ბავშვი და რატრატს აგრძელებს: – მაგრამ სხვა რა გზაა? მე ხომ დიდი ვარ. დედას თანადგომა სჭირდება. მას ძალიან ვუყვარვართ და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ კარგად ვიყოთ. დედის გარდა, ჩვენ არავინ გვყავს.“

შემოწირულია

₾1,560.65

დონორი

100

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
61 - 66 of 229 items
1 9 10 11 12 13 39