ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

ng ng ng ng ng ng

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

Project icon

მრავალშვილიანი ოჯახები

დამცირებული, ღატაკი, მუდამ მშიერი და ავადმყოფი ოთხი ქართველი ბავშვი და მათი დაქვრივებული დედა. არ აქვთ არც საჭმელი, არც ტანსაცმელი, არც ელემენტარული საცხოვრებელი პირობები, მათი სახლის კედლები კი, დაფარულია საზიზღარი, სლიკინა ობით, რომელიც საშინლად შხამიანია!

ყველაზე დიდი საშინელება არის ის, რომ აქ ბავშვები იტანჯებიან! მათ არა მხოლოდ ეს ობით მოწამლული ჰაერი ახრჩობთ, არამედ ისიც, რომ ზემოდან უყურებენ თანატოლები და ზოგიერთი მასწავლებელიც კი! შორენა (დედა): როგორ ავუხსნა მასწავლებელს, რომ ჩემი შვილისთვის ვერ ვყიდულობ კომპიუტერს? რომ, ცხოვრების ბოლომდე ვერ შევძლებ ამხელა თანხის შეგროვებას? მეუბნება: „ყველამ შეძლო და შენც უნდა უყიდო“. ეს სისასტიკეა! როდესაც ფული არ გაქვს, ყველა ზემოდან გიყურებს და ადამიანადაც არ გთვლის… ნინო (13 წლის): ბავშვები დამცინიან, მაჩვენებენ თავიანთ ახალ ტანსაცმელს და ხითხითებენ. ჩვენ კი, არაფერი გვაქვს. საერთოდ არაფერი. ახლახან ყველას სიცხე გვქონდა, დედაჩემი კი წამლებსაც ვერ ყიდულობდა. – შორენა, იმ წუთიდან, რაც თქვენს სახლში შემოვდგი ფეხი, მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, აქ როგორ ცხოვრობთ?
შორენა: თუ შეიძლება, ამას ცხოვრება დავარქვათ… უბრალოდ ვცდილობთ, არ დავიხოცოთ. გავუძლებთ, რამდენსაც შევძლებთ. მაგრამ, უკვე აღარ შეგვიძლია. ჩემი ქმრის გარდაცვალების შემდეგ, უკუღმართად წავიდა ჩვენი საქმე.

შემოწირულია

₾9,199.18

დონორი

539

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ბავშვები

რამდენ ხანს შეძლებს მძიმედ დაავადებული რეზიკო შიმშილის მოთმენას? უბედური დედა ბავშვს მხოლოდ წყალში დამბალ პურს აჭმევს და ცხარე ცრემლებით ტირის!

რეზიკო გამუდმებით ტირის. ამას ტირილსაც ვერ დავარქმევთ, ბავშვი კვნესის ხერხემლის ტკივილის გამო. მას არც დიდხანს წოლა შეუძლია და არც ჯდომა. ბიჭუნას მუდმივი დაჭიმულობა აქვს და თითების გაშლაც კი არ შეუძლია. დაუჯერებელია, თუმცა რეზიკო სრულიად ჯანმრთელი დაიბადა. ექიმის შეცდომის გამო კი, პირდაპირი გაგებით, ერთ წუთში დაინვალიდდა. გულო (დედა, 33 წლის): რეზიკო ჩემი პირველი, დიდი ხნის ნანატრი ვაჟია. რამხელა ბედნიერება იყო ეს ჩვენთვის! გონიერი ბავშვი იზრდებოდა. მაგრამ რვა თვისა ავად გაგვიხდა, ძალიან სტკიოდა ყურები… ბოდიშს გიხდით, ცრემლების გარეშე არ შემიძლია ჩემი საბრალო ბიჭის ისტორიის მოყოლა, ყელში ბურთივით მაქვს გაჩხერილი.

შემოწირულია

₾8,937.41

დონორი

544

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

ბავშვებს ეშინოდათ, ჩემს ზურგს უკან იმალებოდნენ და კითხულობდნენ: „ეს ძია ვინ არის?“

35 წლის გიორგიმ ერთი წლის განმავლობაში ექვსი ოპერაცია გადაიტანა და სიკვდილის მოტყუება მისი მთავარი მიზანი გახდა. ვერც თვითონ და ვერც ექიმები ხვდებიან, დღემდე ცოცხალი როგორ არის. კიბო, ძლიერი შინაგანი სისხლდენა, სისხლის დაკარგვა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოების გაჩერება – მედიცინისა და საღი აზროვნების ყველა წესის თანხმად, დიდი ხანია აღარ უნდა იყოს ამქვეყნად, მაგრამ მისმა პატარა გოგონებმა, ნიცამ და ანიტამ მოახერხეს არა მხოლოდ სიკვდილის, არამედ მეცნიერების ყველა კანონის მოტყუება, საყვარელი მამიკოსთვის „ახალი კანონი“ დაწერეს, რომლის თანახმად, მას სიკვდილის უფლება არ აქვს. მიუხედავად იმ ყველაფრისა, რის გადატანაც მოუხდა! „უკვე ერთი წელია, გიორგი სიკვდილს ატყუებს… ამჟამად, 6:0 გახლავთ ანგარიში გიორგის სასარგებლოდ“

შემოწირულია

₾8,869.91

დონორი

496

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

„ნაგვის ურნაში ჩააგდე!“ – მხეცმა ქმარმა მომცა ასეთი რჩევა. საკუთარი შვილი სანაგვეზე როგორ უნდა გადააგდო?! ნუთუ, ასეთი ადამიანები არსებობენ ამქვეყნად? და ამის მერე, თავს ადამიანებად თვლიან? დავუჯერე, ოღონდ შვილი კი არა ის მოვიშორე, მე და ჩემმა გოგონამ კი, ცალკე დავიწყეთ ცხოვრება! ნაგვის ურნაში კი, მისი ნამუსი და ღირსება აღმოჩნდა! დაე, ამის შესახებ იცოდეს ყველამ! „ან მე, ან ის!“ – ასე მითხრა და წავიდა სამუდამოდ. თავის ცხოვრებიდან მხოლოდ მე კი არა, საკუთარი ღირსება და ნამუსი ამოშალა!

ეს ჩემი სიყვარულია! მას თამთა ჰქვია! ჩვენ ერთმანეთი მთელი გულით გვიყვარს! მე მას არასდროს მივატოვებ! გულკეთილი ადამიანების დახმარება ძალიან, ძალიან გვჭირდება! „მეც, რა თქმა უნდა, ჩემი მძიმედ დაავადებული და უსუსური გოგონა ავირჩიე! მე ხომ, დედა ვარ! ის ერთადერთია ჩემთვის! – გვიამბობს როზა, მძიმედ დაავადებული გოგონას დედა. – უკვე 33 წელია ერთნი ვართ და ვერ ვძლებთ უერთმანეთოდ!“ როზა (დედა): სანამ თამთა 7 წლის გახდებოდა, მთელი ძალებით მისი ჯანმრთელობისთვის ვიბრძოდი. გავყიდე ყველაფერი, რაც ძვირფასი გამაჩნდა, ჭურჭელიც კი. მაგრამ, ჩემს გოგონას ცერებრული დამბლა აქვს დაბადებიდან. ვერ დადის, ვერ ლაპარაკობს და ხელებს ვერ ამოძრავებს. მაგრამ, ასეთი დაავადების მიუხედავად, მოხდა სასწაული! გონიერია და ყველაფერი ესმის! მოსიყვარულე გული აქვს! ჩემი საბრალო გოგონა! როგორია იმისი ცოდნა, რომ ეტლში უნდა იჯდე ცხოვრების ბოლომდე!..

შემოწირულია

₾8,757.37

დონორი

663

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

გაჭირვებულები

ჯავარაშვილების ოჯახში სასწაული მოხდა! ყველაზე უბედური სამი გოგონა ახლა ყველაზე ბედნიერია თქვენი წყალობით, კეთილო ადამიანებო!

კახეთში, ჯავარაშვილების ოჯახში, დიდი უბედურება ტრიალებდა წლების განმავლობაში. ბნელ კედლებში სიკვდილი დააბიჯებდა და ცდილობდა, ანგელოზი დები წაეყვანა. სამი ლურჯთვალება გოგონა ავადმყოფობისა და შიმშილისგან ისე იყო დაუძლურებული, რომ სამარიდან ამოღებულს ჰგავდნენ. მაგრამ, საბედნიეროდ, ბავშვების ბებომ თანასოფლელებს სთხოვა, რომ ჩერნოვეცკის ფონდთან დაეკავშირებინათ ის, რათა კეთილი ადამაინების ყურამდე მისულიყო ბავშვების გასაჭირი. თქვენ კი, კეთილო ადამიანებო, იმაზე ბევრად დიდი სასწაული მოახდინეთ, ვიდრე წარმოვიდგენდით. ახლა კი ფოტოებით გიამბობთ იმას, რასაც ვერცერთი სიტყვა ვერ გადმოსცემს. თავად დარწმუნდებით, რომ ბავშვების ბედნიერებას ჰორიზონტი არ აქვს.

შემოწირულია

₾8,720.67

დონორი

572

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

21 წლის გიორგის სულის შემძვრელი ისტორია. რეალური ამბავი, რომელიც გაცილებით უფრო მძაფრია, ვიდრე საშინელებათა ჟანრის ფილმის სიუჟეტი!

მანიაკი მამა ქუჩაში მათხოვრობას აიძულებდა მძიმედ დაავადებულ შვილს. შეგროვებული ფულით კი, პირუტყვივით სვამდა და რკინის ჯოხით სცემდა ბიჭს. ეს ჩვენი ახალი პრობლემაა მეგობრებო! ძალიან რთული შემთხვევაა! 21 წლის გიორგი დაუნის სინდრომით დაიბადა. ვერ დადის, ვერ ლაპარაკობს, გონებრივი განვითარება კი, დაახლოებით სამი წლის ბავშვის აქვს. ბიჭის საცხოვრებელი ნესტიანი სარდაფია, სადაც ვირთხები ბუდობენ. მისი საწოლი კი ისეთია, რომ ქუჩის ძაღლიც არ დაწვებოდა. ჟანგიანი საწოლიდან ამოშვერილი მავთულები ტკივილს აყენებს გიორგის. ჭერიდან ჩამოსული წვიმის წყალი ასველებს, როდესაც სძინავს.

შემოწირულია

₾8,502.80

დონორი

520

დიახ! მსურს დახმარება!
61 - 66 of 125 items
1 9 10 11 12 13 21
ng

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

გაეცანით იმ ადამიანების ისტორიებს, ვისაც უკვე დაეხმარეთ! მაგრამ, ერთი წუთითაც ნუ დავივიწყებთ, რომ ამ საბრალო ბავშვებისა და მოხუცების ცხოვრება გრძელდება, მეგობრებო!

Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

შენ დაეხმარე

ნინა: „ნუ გეშინია, დეიდა, უბრალოდ ახლა ჩემი დედიკო არის პატარა ბაიასავით! ცრემლებს ვწმენდ, რომ ტირის. კოვზით ვაჭმევ! ასე ვთამაშობთ ხოლმე! ვერ დადის და ვერ ლაპარაკობს, მაგრამ მე ვიცი, რომ ჩემს დედიკოს ძალიან, ძალიან ვუყვარვარ!“

„ნუ გეშინია, ნუ გეშინია, მართლა კი არ ტირის ჩემი დედიკო, ეს თამაშია, – ამბობს 4 წლის ნინა. – „დედა-შვილობანას“ ვთამაშობთ, ოღონდ ახლა, დედაა ჩემი შვილი. ადრე კი, შვილი მე ვიყავი… ის ახლა, პატარა ბაიასავით არის. საერთოდ ვერ დადის და ძალიან ნელა ლაპარაკობს, ზუსტად ისე, როგორც პატარა ბაია, მაგრამ მე მისი მესმის. წყალი უნდა დავალევინო, საწოლზეც ვერ წვება თვითონ… ასე ვთამაშობთ ხოლმე.“
პატარა ულამაზესი ნინა ეშმაკობს, უბრალოდ არ უნდა, ფონდის ჟურნალისტს გული რომ ეტკინოს. დაიღალა იმით, რომ ყველა ტირის მის გარშემო! ბოლო ერთი წლის განმავლობაში, დეიდებისგან და ბიძიებისგან ისმენს მხოლოდ იმას, თუ როგორ ეცოდებათ იმის გამო, რომ მისი საყვარელი დედიკო, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ხელში აყვანილს დაატარებდა, ცუდად არის, ძალიან ავად გახდა და სასოწარკვეთილებისგან, მხოლოდ კვნესა შეუძლია.

შემოწირულია

₾10,731.75

დონორი

846

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

შენ დაეხმარე

37 წლის ქართველ ქალს მკერდის მომაკვდინებელი სიმსივნე ცოცხლად ჭამს. მძიმედ დაავადებული შვილის მომავლის შიში და მტანჯველი ტკივილები წამლების არქონის გამო, გაუსაძლისს ხდის მის ყოფას!

ეს საბრალო ქალი ნაძირალა ქმარმა მაშინვე მიატოვა, როგორც კი გაიგო, რომ შვილს საშინელი თანდაყოლილი დაავადება —აუტიზმი ჰქონდა! გიორგი პატარა ბიჭუნასავით ეხუტება დედას. მისი სიყვარულის გარეშე ხომ ერთი დღეც კი ვერ იცოცხლებს! ეს მომხიბვლელი ვაჟკაცი, იმავდროულად, ძალიან უბედურია! ორი უსაზღვროდ უბედური ადამიანის ტკივილი: დედა და შვილი ამ დაუნდობელ სამყაროში სრულიად მარტო არიან დარჩენილნი, უსახსროდ, წამლებისა და საჭმლის გარეშე, რასაც თან ერთვის ბინის მეპატრონის სასტიკი მუქარა, რომ ძაღლებივით ქუჩაში გამოყრის. ეთერი (37 წლის): „უკანასკნელი ძალები მოვიკრიბე და, მიუხედავად მკერდის გაუსაძლისი ტკივილებისა, ვეჭიდები ამ უხალისო ცხოვრებას. მე რომ მოვკვდე, გიორგის რა ბედი ელის?! მამამისს და ჩემს მეორე შვილს, გოგოს, ხომ დიდი ხანია ჩვენი არსებობაც კი არ ახსოვთ“. ხანდახან ეთერი სევდით უყურებს ფოტოებს, სადაც ჯერ კიდევ ბედნიერია! გიორგის გარდა, ჰყავდა უსაყვარლესი გოგონა, ნინი. პატარა მერცხალა გოგო! რომ წამოიზარდა, დაახლოებით 14 წლის ასაკში გაბოროტდა!

შემოწირულია

₾10,712.75

დონორი

873

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project icon

მრავალშვილიანი ოჯახები

შენ დაეხმარე

გიო სისაური: „მე მივხვდი! ჩერნოვეცკის ფონდი ვისთანაც მიდის, იმასთან მივა ბედნიერებაც!“

ძალიან გვიხარია, რომ ჩვენს ვიდეოებსა და პოსტებს მყისიერი რეაქცია მოსდევს ყოველთვის! გიო სისაური მრავალშვილიან ოჯახში იზრდება და მისი ოცნება იყო, საკუთარი დაბადების დღე ტორტით სტუმრებთან ერთად აღენიშნა. ამ პოსტმა სულის სიღრმემდე შეძრა მისი საოცარი მასწავლებელი ანი ბუზალაძე, რომელმაც გიოს თანაკლასელები მაშინვე შეკრიბა. დაბადების დღეზე გიოს მოულოდნელად ესტუმრა მისი კლასი, ყველანი ჩაეხუტნენ და საჩუქრები მიართვეს! ანი მასწ-ის ჟესტმა გული აგვიჩუყა და უდიდეს მადლობას ვუხდით მას. ასევე სიხარულით აცრემლებულნი მადლობას ვუხდით ფონდის ყველა იმ მეგობარს, ვინც მოკლე დროში მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია სისაურების ოჯახს.

შემოწირულია

₾10,607.80

დონორი

678

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
61 - 66 of 977 items
1 9 10 11 12 13 163