დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

მეგობრებო, უფალმა სული შთაგვბერა, უკიდურესად შეჭირვებულ ადამიანებს რომ ვუთანაგრძნოთ! დღეს, ახალგაზრდა და მოსიყვარულე დედის – 21 წლის მარიამის ძალიან, ძალიან გულის ამაჩუყებელი ისტორია უნდა გიამბოთ. ის საშინლად იტანჯება. აღსანიშნავია, რომ ეს, სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც უფალმა მოგვცა ძალა და საშუალება, ამ მომაკვდინებელი ტკივილებისგან ვიხსნათ საბრალო ქალი! მარიამის „წასვლა“ არ შეიძლება. მას ხომ, საოცარი სამი თვის ქართველი ბიჭუნა ელოდება! დედის გარეშე, დაიღუპება ბავშვი! ჩვენ კი, ვერასოდეს ვაპატიებთ ამ დანაკარგს საკუთარ თავს!

შემოწირულია

₾3,144.62

დონორი

182

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

სასწრაფო

დავითი – კეთილშობილი და გულისხმიერი ახალგაზრდა ქართველი ბიჭია, რომელმაც გვერდი ვერ აუარა ბანდიტებს, რომლებიც გამვლელს უმოწყალოდ სცემდნენ! გონება რომ დაკარგა, მთვრალმა ნაძირლებმა პირდაპირ საძილე არტერიაში ჩაარტყეს მინის ნამსხვრევი. საშინელებაა! ასე გაწირეს გარდაუვალი სიკვდილისთვის 23 წლის ბიჭი – ორი მცირეწლოვანის მამა. მეგობრებო, ეს ნამდვილი მკვლელობაა! ჩვენ, ფონდის თანამშრომლები, თქვენი დახმარებით, სასამართლოსგან მკვლელებისთვის მაქსიმალურ სასჯელს მოვითხოვთ! მეგობრებო, დაწერეთ კომენტარები და თანხის შეგროვებაში დაგვეხმარეთ, დავითი თურქეთში რეაბილიტაციაზე რაც შეიძლება მალე უნდა გავგზავნოთ, რადგან, ჯანდაცვის სამინისტროს თუ დაველოდებით, სანამ გამოყოფს თანხას, დავითი შეიძლება უბრალოდ მოკვდეს… ქართველი ექიმები მხოლოდ ერთ პროცენტს აძლევენ გადარჩენის შანსს. რა თქმა უნდა, ადგილობრივ კლინიკებში მკურნალობაზე, საუბარიც კი ზედმეტია. სახლში კი, დავითს მისი ვაჟი იოანე და ულამაზესი გოგონა ნიკოლი ელოდებიან… დავითი ოჯახის ერთადერთი მარჩენალია. უფალო, ახალგაზრდა მამას გადარჩენაში დაეხმარე! დაეხმარე, უფალო! აუცილებლად გავიგებთ, დამნაშავეებს რამდენ წელს მიუსჯიან და მოგახსენებთ. მით უმეტეს, რომ ჩვენი ფონდის დამფუძნებელი უკრაინის პროკურატურის ყოფილი, უდიდესი გამოცდილების მქონე უფროსი გამომძიებელი და სამართლის დოქტორი გახლავთ. მაგრამ, საქმე მარტივად არ არის, მეგობრებო! დავითის სიცოცხლის ფასი, მისი შეჭირვებული ოჯახის წევრების თქმით, დღეს, 50 000 დოლარია. ეს დიდი უბედურებაა, მეგობრებო!უდიდესი ადამიანური უბედურება!

შემოწირულია

₾9,647.06

დონორი

549

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

SOS! SOS! გთხოვთ, სვანეთში მცხოვრები, შვიდი შვილის დედის – ნათია პაკელიანის სიცოცხლის გადარჩენაში დაგვეხმაროთ! ის მხოლოდ 31 წლისაა. ექიმებმა მოულოდნელად აღმოაჩინეს (ჰოი, უბედურებავ!) სასიკვდილო დაავადება – ტვინის ანევრიზმა. ვერაგი დაავადება ახალგაზრდა ქალის სიცოცხლეს ყოველ წამს ემუქრება! უმცროსი შვილი მხოლოდ ორი წლისაა. რამდენჯერ უნახავთ საბრალო ბავშვებს საკუთარი თვალით დედიკოს გულყრები… რამდენჯერ შეუძრავს ამ ლამაზი ოჯახის სახლი შეშინებული ბავშვების კივილსა და ცრემლებს. უფალო, დაეხმარე! თურქეთში პირველი და ძალიან ძვირადღირებული გამოკვლევის დროს, ექიმებმა ნათიასთვის ზუსტი დიაგნოზის დასმა ვერ შეძლეს. საჭირო გახდა ახალი გამოკვლევების ჩატარება, რისთვისაც ჯანდაცვის სამინისტრომ თანხა არ გამოყო. ამის გამო, ქალს არ შეუძლია მკურნალობის დაწყება, რომელიც შესაძლოა, მის სიცოცხლეს გადაარჩენს და შვიდი ქართველი ანგელოზი აღარ დარჩება ობლად! ოჯახი შორს, ძალიან შორს, სვანეთის ულამაზეს მთებში ცხოვრობს. ნუთუ, ნათია და მისი შვილები ჩვენს ულამაზეს ქვეყანას ვერასოდეს იხილავენ! შენ მარტო არ ხარ, ნათია! შენი სამშობლოს – საქართველოს – ყველა ღვთისმოშიში მოქალაქე შენ გვერდით დგას! შენი ავადმყოფობის დეტალებს დაუყოვნებლივ გამოვაქვეყნებთ! ჩვენ უბრალოდ ვალდებულები ვართ, გადავარჩინოთ შენი სიცოცხლე!

შემოწირულია

₾3,743.17

დონორი

286

დიახ! მსურს დახმარება!
67 - 72 of 83 items
1 10 11 12 13 14

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

წაიკითხეთ იმ ადამიანების ისტორიები, ვისაც უკვე დაეხმარეთ! მაგრამ ერთი წუთითაც ნუ დაივიწყებთ, მეგობრებო, რომ ამ საბრალო ბავშვებისა და მოხუცების ცხოვრება გრძელდება. არასოდეს დატოვოთ ისინი მარტო. დაუმეგობრდით მათ. ამისთვის საჭირო არ არის ფულის ხარჯვა. ფინანსურ საკითხებს კი, ერთობლივი ძალისხმევით მოვაგვარებთ.

67 - 72 of 304 items
1 10 11 12 13 14 51

გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!

close


    გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის

    open
    close
    logo
    მოგვწერეთ
    logo
    გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!




      გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის