რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

Project icon

გაჭირვებულები

მხოლოდ დაობებული პურითა და წყლით რამდენ ხანს უნდა იარსებოს ადამიანმა? ჩვენი შვილისთვის საკვები არ გვაქვს! ყველაზე საშინელი განსაცდელია იმის ყურება, შენი შვილი შიმშილისგან რომ ტირის!

ეს გახლავთ ახალგაზრდა გოგონას, ნათია ტოლიაშვილის სიტყვები, მისი შვილი ალექსანდრე შიმშილისგან ტირის და ერთი წუთითაც ვერ ჩუმდება. რამდენიმე დღეა ბავშვს არაფერი უჭამია და დედა ჩაის „აჭმევს“ კუჭის მოსატყუებლად… დიახ, არ მოგჩვენებიათ: ჩაი ერთადერთი „საჭმელია“ ამ ოჯახში. და კიდევ პური, რომლსაც ნათიამ ობი მოაშორა, საშინელი შესახედავი რომ აღარ იყოს. მიუხედავად იმისა, რომ სუნსა და გემოს არაფერი ეშველებოდა. მაგრამ, ბავშვი მაინც ხელს არ უშვებს და გამწარებული ჭამს. ეს მისთვის ერთადერთი გემრიელობა იქნება, სანამ სოციალური შემწეობის თანხა არ ჩაირიცხება. მერე დედამისი ფაფას აჭმევს რამდენიმე დღის განმავლობაში, მაკარონს მოუხარშავს, შესაძლოა კომბოსტოს და მწვანილის წვნიანის მომზადებაც კი მოახერხოს. მერე კი, ისევ პური და ჩაი ექნებათ საჭმელად… დედა კი უმღერებს, რომ რამდენიმე წუთით მაინც გადაატანინოს შვილის ყურადღება.

შემოწირულია

₾24,273.54

დონორი

1830

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

გაჭირვებულები

ახალგაზრდა ქალი მშობიარობას გადაჰყვა. მას დარჩა შესანიშნავი ბიჭი — საქართველოს სიამაყე, რომელიც 9 წლის ასაკში ავადმყოფ ბებიასა და ეზო-კარს უვლის! მაგრამ ბავშვი ვეღარ უმკლავდება საქმეს და დახმარებას გვთხოვს!

„ულამაზესი ლიკა მშობიარობას გადაჰყვა. ის მხოლოდ 18 წლის იყო. არადა, მთელი გულით სურდა, გიორგის დედიკო ყოფილიყო!..ჩავიკრავდი და არასდროს გავუშვებდი! „ქურთუკს ნუ გაიხდი, ჩვენთან სიცივეა, – მიმართავს კორესპონდენტს. – გარეთ უფრო თბილა, ვიდრე ჩვენს სახლში. ზამთარში, მზიან ამინდში, მე და ბებო ხანდახან მზეზე ვთბებით. სახლში კი, ყველაფერი გვაცვია, რაც გვაქვს და საბანს ვიფარებთ!“ სრულიად მარტონი არიან ამქვეყნად, მოხუცი, ავადმყოფი ელზა ბებო და 9 წლის გიორგი. დედის დაღუპვის შემდეგ, მამამ დალევა დაიწყო, თავს იკლავდა, მერე კი სხვა ქალი გაიცნო და მეორედ დაოჯახდა! „ერთმანეთის გარდა საერთოდ არავინ გვყავს ამქვეყნად, მე ვარ მისთვის დედაც, მამაც და დაც.“

შემოწირულია

₾19,605.82

დონორი

1251

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

გაჭირვებულები

დედიკო, ვის ანაბარა დაგვტოვე?! დედის სიკვდილის შემდეგ სამი ბავშვი სრულიად მარტო დარჩა. მათი მამა ახლა ციხეშია. უნდა დავეხმაროთ ობლებს!

ის ნაძირალა ციხეშია, მაგრამ ბავშვებს ეს მოსიყვარულე დედას ხომ, ვერ დაუბრუნებს?! ეკატერინეს 2 წლის წინ საშინელი დიაგნოზი დაუსვეს – კიბო! მკერდი მოჰკვეთეს, ჩაუტარდა ქიმიო თერაპია. დაავადება ხან უკან იხევდა, ხან ბრუნდებოდა. ღმერთო, ღმერთო, როგორ იტანჯებოდა ეს საბრალო ქალი! რაოდენ მძიმეა, სიკვდილის წინ საყვარელ და მოსიყვარულე შვილებთან დამშვიდობება! მაგრამ ის, როგორც ეპყრობოდა თავისი ქმარი, კიბოსაც კი ვერ შეედრება. ისე გაამწარა, რომ ამის გამო ციხეშიც აღმოჩნა! ამ ნაძირალას ბავშვებზე არც უფიქრია… მასში ადამიანობა არაყმა ჩაკლა! შორენა (13 წლის): დედიკო ჩვენს დაცვას ცდილობდა და არ გვეუბნებოდა ბევრ რამეს! არავის ეწუწუნებოდა ისევე, როგორც ყველა ქართველი ქალი. მაგრამ მე, საკუთარი თვალით დავინახე, როგორ დაარტყა მამამ ოპერაციის მერე, მთვრალი იყო და ღრიალებდა: „როდის მოკვდები ბოლოს და ბოლოს?!“ როდესაც ვცადე დამეცვა, ხელი მკრა მეც. დედიკო ხშირად ტიროდა. იცოდა, რომ კიბო ჰქონდა, მაგრამ ყველაფერს ითმენდა, გვუბნებოდა, რომ მარტოს არ დაგვტოვებდა, მაგრამ დაპირება ვერ შეასრულა.

შემოწირულია

₾14,958.26

დონორი

1038

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

გაჭირვებულები

დედა, მადონა, ბავშვობიდან ინვალიდია: „მე რომ მოვკვდე, ჩემს შვილებს ვინ მოუვლის? მათ არავინ ჰყავთ!“

7 წლის გიორგის ლამაზ, ქართულ თვალებში მთელი ჩვენი მიწის ტკივილი ჩანს! მას ძალიან შია! მაგრამ მას და მის უფროს ძმას, ლაშას, მთელი დღის საკვებად ერთი ნატეხი პური აქვთ! გიორგის ძალიან ეშინია, რომ ლაშამ სულ არ მიითვისოს ის! ასე ცხოვრობენ ამ დანგრეულ ადგილას, რომელსაც ფარდულსაც ვერ უწოდებ. ფანჯარაც კი არ აქვთ. ოთახში სინათლე მხოლოდ კარიდან შემოდის. ჭერსა და კედლებს იმდენად დიდი ბზარები აქვს, რომ შიგნით ქათმების დაბინავებაც კი საშიში იქნებოდა! აქ ცხოვრობს, თუკი შეიძლება ამას ცხოვრება ეწოდოს, ორი მუდმივად მშიერი ბავშვი — გიორგი (7 წლის) და მისი უფროსი ძმა ლაშა (10 წლის) და მათთან ერთად მათი თითქმის უსინათლო და მძიმედ დაავადებული დედა, მადონა, რომელიც ბავშვობიდან ინვალიდია.

შემოწირულია

₾14,948.37

დონორი

715

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

გაჭირვებულები

უსინათლო ბებია, მისი მძიმედ დაავადებული შვილი და შვილიშვილი განწირულნი არიან მტანჯველი სიკვდილისთვის, თუ ჩვენს მიერ გაწვდილი დახმარების ხელი უფლის წინაშე დაუძლურდება! გმადლობთ, უფალო, ამ კეთილი და სრულიად უმწეო ადამიანების საშინელი ცხოვრება რომ დაგვანახე

საბრალო უსინათლო დარეჯანი! არ აქვს ფული წამლების და თვალის წვეთების საყიდლად, მაგრამ ყველაზე ნაკლებად ადარდებს ეს. საწყალი ქალის სახლი მის თვალწინ ინგრევა: იატაკი დამპალია და ჩავარდნილი, წვიმის დროს კი, წყალი ჭერიდან თქრიალით მოედინება. ფანჯრები იშლება, იმდენად ძველია, შუშის ნაცვლად კი, ფანერა არის გაკრული. უსინათლო ბებიას, მის შვილსა და შვილიშვილს პენსიითა და ბავშვის ობლობის შემწეობით გააქვთ თავი. რაც არ უნდა ეცადონ, სახლის შეკეთებასა და საჭირო ტექნიკას საკუთარი ძალებით შეძენას ვერ მოახერხებენ. ერთადერთი იმედი რჩება იმისა, რომ ოჯახის სევდიანი ისტორია ადამიანების გულებს შეძრავს და დახმარების ხელს გაუწვდიან. მოდით, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენს თანამემამულეებს ცხოვრება შევუმსუბუქოთ! საქართველოს კანონმდებლობა არავის ავალდებულებს დაეხმაროს სნეულ ბავშვებსა და შეჭირვებულებს! მაგრამ, რამხელა სასწაულია, როდესაც უფალი გვჩუქნის იმის შანსს, რომ უბედური ადამიანები გასაჭირისგან ვიხსნათ. მათ მხოლოდ ჩვენი დახმარების იმედი აქვთ!

შემოწირულია

₾11,303.01

დონორი

663

დიახ! მსურს დახმარება!
1 3

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

გაეცანით იმ ადამიანების ისტორიებს, ვისაც უკვე დაეხმარეთ! მაგრამ, ერთი წუთითაც ნუ დავივიწყებთ, რომ ამ საბრალო ბავშვებისა და მოხუცების ცხოვრება გრძელდება, მეგობრებო!

Project icon

გაჭირვებულები

You helped

დეიდა, ჩემს მუცელში ისეთი საშინელი ხმებია! მომადე ყური, მოუსმინე შენ თვითონ!

თქვენც საშინელი ხმები გაქვთ მუცელში? თუ სიჩუმეა, ეს იმას ნიშნავს, რომ ნაჭამი ხართ, თუ საშინელი ხმაური, იმას, რომ გშიათ.
ექვსი წლის სოფიას და მის სამი წლის ძმას ანდრიას, მუცელში ხშირად აქვთ მსგავსი ხმაური. მათი მამა ძალიან ავად არის, – ხუთი წლის წინ სიკვდილს ბეწვზე გადაურჩა. მოგვიანებით გიამბობთ ამ ისტორიას. იმასაც, თუ როგორ აქცია ერთმა უბედურმა შემთხვევამ, ბედნიერი ოჯახის უდარდელი ცხოვრება ჯოჯოხეთად. არა, არა, არ გაშინებთ; უბრალოდ ვცდილობთ, გამოგაფხიზლოთ.

შემოწირულია

₾1,729.00

დონორი

93

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project icon

გაჭირვებულები

You helped

ცეცხლის მეშინია, ცუდია! ნივთები დამიწვა და ჩემი დაწვაც უნდოდა!

ხანძარი ნამდვილად იყო. და თანაც როგორი! მთელ უბანს გაზი და დენი გაუთიშეს, ქარქუსაშვილების ბინაში ცეცხლი რომ ჩაექროთ. ახლა, ისინი ნოლიდან იწყებენ ცხოვრებას, მერიის მიერ გარემონტებულ, მაგრამ სრულიად ცარიელ ბინაში. ახლა, უნდა ეძინოთ იატაკზე, წეროსავით, ცალ ფეხზე დამდგარმა ჭამონ, ითამაშონ სათამაშოების გარეშე. დედა კი, ახალს ვერაფერს იყიდის, მაგის იმედიც არ უნდა ჰქონდეთ – სამსახურს თავი დაანება, „ხიფათიან“ მარის რომ მიხედოს. მამაც ვერ უყიდის, ის ახლა ციხეშია. ამიტომ არის გაბრაზებული ნიკოლოზი მარიზეც და ამ ყველაფერზეც, და ურტყამს თავის დას.

შემოწირულია

₾1,630.00

დონორი

88

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
73 - 78 of 94 items
1 11 12 13 14 15 16