რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

Project icon

მრავალშვილიანი ოჯახები

დამცირებული, ღატაკი, მუდამ მშიერი და ავადმყოფი ოთხი ქართველი ბავშვი და მათი დაქვრივებული დედა. არ აქვთ არც საჭმელი, არც ტანსაცმელი, არც ელემენტარული საცხოვრებელი პირობები, მათი სახლის კედლები კი, დაფარულია საზიზღარი, სლიკინა ობით, რომელიც საშინლად შხამიანია!

ყველაზე დიდი საშინელება არის ის, რომ აქ ბავშვები იტანჯებიან! მათ არა მხოლოდ ეს ობით მოწამლული ჰაერი ახრჩობთ, არამედ ისიც, რომ ზემოდან უყურებენ თანატოლები და ზოგიერთი მასწავლებელიც კი! შორენა (დედა): როგორ ავუხსნა მასწავლებელს, რომ ჩემი შვილისთვის ვერ ვყიდულობ კომპიუტერს? რომ, ცხოვრების ბოლომდე ვერ შევძლებ ამხელა თანხის შეგროვებას? მეუბნება: „ყველამ შეძლო და შენც უნდა უყიდო“. ეს სისასტიკეა! როდესაც ფული არ გაქვს, ყველა ზემოდან გიყურებს და ადამიანადაც არ გთვლის… ნინო (13 წლის): ბავშვები დამცინიან, მაჩვენებენ თავიანთ ახალ ტანსაცმელს და ხითხითებენ. ჩვენ კი, არაფერი გვაქვს. საერთოდ არაფერი. ახლახან ყველას სიცხე გვქონდა, დედაჩემი კი წამლებსაც ვერ ყიდულობდა. – შორენა, იმ წუთიდან, რაც თქვენს სახლში შემოვდგი ფეხი, მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, აქ როგორ ცხოვრობთ?
შორენა: თუ შეიძლება, ამას ცხოვრება დავარქვათ… უბრალოდ ვცდილობთ, არ დავიხოცოთ. გავუძლებთ, რამდენსაც შევძლებთ. მაგრამ, უკვე აღარ შეგვიძლია. ჩემი ქმრის გარდაცვალების შემდეგ, უკუღმართად წავიდა ჩვენი საქმე.

შემოწირულია

₾9,199.18

დონორი

539

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

მრავალშვილიანი ოჯახები

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

ჩვენს საყვარელ საქართველოში, უამრავი ადამიანი იმყოფება არა მხოლოდ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, არამედ უკიდურესად უჭირს! ყველაზე ცუდი კი ისა არის, რომ ჩვენს გარდა ამქვეყნად არავის იმედი აქვთ! ჩვენი დახმარების გარეშე, ზოგი ცხოვრების ბოლომდე განუკურნებელ ხეიბრად დარჩება, ზოგი მოკვდება, ზოგიც წარმოუდგენელი ტანჯვით დალევს სულს! სკოლის მოსწავლეები ვერ ივლიან სკოლაში, იმის გამო, რომ ტანსაცმელიც კი არ გააჩნიათ. ელემენტარული გაჯეტებიც კი არ აქვთ! ისინი სრულიად მარტონი არიან, თითქოს, უსიცოცხლო უდაბნოში… მარტონი საკუთარი ტანჯვისა და ტკივილის პირისპირ! სოციალური შემწეობა საქართველოში უფრო მცირეა, ვიდრე აფრიკის ბევრ ქვეყანაში! ქვეყანა ცარიელდება: არ არის არც სამუშაო, არც მომავალი… ჩვენი დახმარების გარეშე არაფერი იქნება, მეგობრებო! ჩვენ კი უბრალოდ უნდა ვაჩუქოთ შანსი, იცოცხლონ და იამაყონ საკუთარი ქვეყნით და კეთილი ხალხით, რომელიც ისტორიულად, ათასწლეულების განმავლობაში ეხმარებოდა ყველას, ვინც ჩვენს ქვეყანას სტუმრობდა!

შემოწირულია

₾530,455.05

დონორი

40828

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ბავშვები

გიორგი: „მხოლოდ 14 წლის ვარ და ექიმების შეცდომის გამო, მთელი 7 წელია, გაუნძრევლად ვწევარ და სიკვდილს ველოდები!“

„ჯარისკაცობაზე ვოცნებობდი. ჩემი სამშობლოს დაცვა ძალიან მინდოდა. ახლა კი ვიცი, რომ სიცოცხლის ბოლომდე საწოლს ვიქნები მიჯაჭვული“ – სწორედ ეს სიტყვები, უდიდესი გულის ტკივილით მითხრა პატარა გიორგიმ და მისი დარდიც, თითქოს, ჩაიღვარა ჩემს გულში. ამ გულის ტკივილმა მაშინვე დამავიწყა ყველა ის სიტყვა, რომელიც მომზადებული მქონდა ბიჭუნას სანუგეშოდ. 14 წლის გიორგის დიუშენის კუნთოვანი დისტროფია აქვს (პროგრესირებადი). ბავშვს ეტლით გადაადგილებაც კი არ შეუძლია. მისი ყველა ორგანოს კუნთი განლეულია. მხოლოდ გულის კუნთს ჯერ არ შეეხო ეს დაავადება. თუმცა, არსებობს დიდი რისკი იმისა, იქაც რომ მიაღწიოს. „რა მოხდება? დაიღუპება ბავშვი,“ – მიპასუხა ნანამ, გიორგის დედამ და ცხარე ცრემლით ატირდა. – „საჭმელსაც კი მწოლიარე მდგომარეობაში ვაჭმევ… სპეციალური საწოლი რომ გვქონდეს, ჭამის დროს მაინც შეძლებდა წამოჯდომას.“

შემოწირულია

₾39,935.78

დონორი

2569

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ბავშვები

გიო: „კეთილმა ადამიანებმა ყველაფერი მაჩუქეს, რაც სხვა ბავშვებს აქვთ!“

თქვენ დაეხმარეთ დაქვრივებულ ქალს და მის ორ შვილს და საგრძნობლად გააუმჯობესეთ მათი საცხოვრებელი პირობები. გიო და ნინო ბედნიერები არიან და საჩუქრების დღეს ზეიმობენ! თეონას კი კვლავაც სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა, შვილის ავადმყოფობის გამო ვერ იმუშავებს. იმისთვის, რომ ამდენ სიკეთეს აკეთებთ, მადლობას გიხდით და გლოცავთ! თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენი ფეისბუქის პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ. მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.

შემოწირულია

₾17,779.93

დონორი

1167

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ბავშვები

ბოლო ბრძოლა ყველაზე რთულია! ვინ გაიმარჯვებს: სიცოცხლე თუ სიკვდილი?!

დაავადებასთან ბრძოლით დაღლილი გოგონა საავადმყოფოს საწოლზე წევს და ქერა კულულებს ცრემლები უსველებს. მას იამზე ჰქვია. მის, ჩვეულებრივ, ნათელ და სიცოცხლით სავსე თვალებში ახლა მხოლოდ შიში გამოკრთის. „წინ ბოლო ოპერაცია მელოდება…! ცხოვრებაში ბოლო…!” — ნაღვლიანად ამბობს 15 წლის იამზე. მას ძალიან უნდა სიცოცხლე, თანატოლებთან მეგობრობა და ურთიერთობა…! „ახლა არ შეიძლება, რომ გარეთ გავიდე. არ შეიძლება სკოლაში სიარული, რადგან უბრალო ვირუსითაც რომ გავხდე ავად, მოვკვდები! აი, ამიტომ ვაკრავ სახლის კედლებზე გულებს. იქნებ, ღმერთმა დაინახოს!“ იამზე: ექიმები ამბობენ, რომ ყველფერი კარგად იქნება…! ძალიან გვინდა, მათი გვჯეროდეს, მეგობრებო! მაგრამ უკეთესია, — ვთვლით ფონდში, — კიდევ ერთხელ ვილოცოთ! ღვთის გარეშე ხომ ვერც ერთ მნიშვნელოვან საქმეში ვერაფერს გავხდებით! აქ კი… უბრალო საქმე არ არის! აქ საქმე სიკვდილ-სიცოცხლეს ეხება და ერთ კეთილ გოგონას…!!!

შემოწირულია

₾14,469.09

დონორი

933

დიახ! მსურს დახმარება!
91 - 96 of 133 items
1 14 15 16 17 18 23

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

გაეცანით იმ ადამიანების ისტორიებს, ვისაც უკვე დაეხმარეთ! მაგრამ, ერთი წუთითაც ნუ დავივიწყებთ, რომ ამ საბრალო ბავშვებისა და მოხუცების ცხოვრება გრძელდება, მეგობრებო!

Project icon

გაჭირვებულები

You helped

შიმშილისგან ხმამაღლა რომ არ ეტირა, ბავშვმა პირზე სკოჩი დაიკრა…

“ჩემს ოჯახს ძალიან უჭირს. დედა სულ მარტოა ამდენი პრობლემის წინაშე. მინდა, მოვითმინო შიმშილი, სიცივე… და იმ ყველაფრის გარეშე ცხოვრება ვისწავლო, რაც არ მაქვს, თუმცა აუცილებელია არსებობისთვის… მეუბნებიან, რომ ნაადრევად გავიზარდე, რადგან ასე ვიბრძვი… მაგრამ, რა ვქნა?! არ მინდა, დედა უფრო მეტად შევაწუხო… ერთხელ, როდესაც უფრო პატარა ვიყავი, შიმშილისგან ხმამაღლა რომ არ მეტირა, პირზე სკოჩი გადავიკარი… ვიფიქრე, ასე, ჩემს ხმას არავინ გაიგებდა…“ – გული მოგვიკლა საოცრად უჭკვიანესი გოგონას, ნათიას ამ სიტყვებმა. ღმერთო, ნუთუ შეიძლება, ჩემს საქართველოში მოზარდები ასეთ თემებზე საუბრობდნენ?! მათ ხომ ყველაფერი უნდა ჰქონდეთ ნორმალური ცხოვრებისათვის?!

შემოწირულია

₾3,678.66

დონორი

288

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project icon

გაჭირვებულები

You helped

შიმშილით რომც დავიხოცოთ, ვერავინ გაიგებს…

ციცქნა ბარბარე, უკვე ორი დღეა ტირის სიცივისგან და შიმშილისგან. ბალონში გაზი აღარ არის, ელექტრო გამათბობელს კი ვერ რთავენ – ბევრი დენი იხარჯება და ვეღარ გადაიხდიან კომუნალურს. საჭმლის ფულიც აღარ აქვთ. სოციალური დახმარება თვეში ერთხელ ერიცხებათ, მაგრამ, ერთი კვირაც კი ძლივს ჰყოფნით. როგორ უნდა ეყოს ოთხ ადამიანს 250 ლარი მთელი თვე, როდესაც 100 ლარს მხოლოდ ქირაში იხდიან.
იცით პასუხი? ყველანაირად გადავითვალე – არ გამოდის. მაგრამ, ეს ოთხი ადამიანი, მათ შორის ორი წლის ბარბარე, რომელიც საერთოდ ვერ ხვდება როგორ გაუძლოს შიმშილს და სიცივეს, როგორღაც ახერხებს არსებობას.

შემოწირულია

₾2,965.10

დონორი

222

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
91 - 96 of 944 items
1 14 15 16 17 18 158