რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

136 ძალიან სევდიანი ისტორია

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

Project

ავადმყოფი ბავშვები

ორი წლის გაბრიელს ნაღმი აქვს პირში! როდის “აფეთქდება”, არავინ იცის. ბიჭს იშვიათი დაავადება აქვს – სასის ნაპრალი და შეიძლება, წყლის ერთმა ყლუპმა კი მოკლას. სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია!

ორი წლის გაბრიელი, შეიძლება ერთმა ყლუპმა წყალმაც კი მოკლას! მისთვის ტირილი საერთოდ არ შეიძლება! ამ ბავშვს აქვს თანდაყოლილი გულის მანკი და რბილი სასის შეხორცება. უკვე ორი წელია, დენთის კასრზე ზის, რომელიც არავინ იცის, როდის იფეთქებს. მისი მარტო დატოვება ერთი წამითაც არ შეიძლება, შესაძლოა, ტირილის დროს ცრემლებმა დაახრჩოს ან გონება დაკარგოს. ღმერთო, ყველა დედა დაიფარე ასეთი განსაცდელისგან!

შემოწირული

₾8,344.09

დონორი

833

მინდა დავეხმარო
Project

ავადმყოფი ზრდასრულები

ამ ოჯახში ავად არის სამივე შვილი. იშვიათი გენეტიკური დაავადება აქვთ. დავეხმაროთ მათ ამ ვერაგი დაავადების დამარცხებაში!

გენეტიკურმა დაავადებამ, რომლისგანაც საშველი არ არის, დაისადგურა ამ ოჯახში. ტკივილი, გაუსაძლისი ტანჯვა და სიკვდილი – ეს არის მათი ცხოვრების სცენარი. ამ დაავდებით სამი „ბავშვი“ იტანჯება და ის მათ სიცოცხლეს ართმევს! უფროსი შვილი, 29 წლის ზაქრო წლებია ვერ დგება საწოლიდან, 22 წლის ანას, გაჭირვებით, მაგრამ ჯერჯერობით, გადაადგილება შეუძლია. მთელი დღის განმავლობაში სკამზე ზის, ხმას არ იღებს, მერე კი მოულოდნელად კივილს იწყებს, ხელებს იშენს თავში. დედა ვერ ხვდება, რა ელანდება მას. ერთი წლის წინ, ჯერ კიდევ ჰქონდა იმედი, რომ დაავადება გვერდს აუვლიდა მის უმცროს შვილს, მაგრამ მასაც უკვე ასტკივდა ზურგი და სიარულიც უჭირს. თამარი მალე იღლება. რა უნდა ქნას საბრალო დედამ? კიდევ რამდენ ხანს გაუძლებს მისი გული საკუთარი შვილების ტანჯვის ყურებას?

შემოწირული

₾16,634.42

დონორი

1219

მინდა დავეხმარო
Project

ავადმყოფი ზრდასრულები

მთელი ცხოვრება ოთხზე დადის!!! იამზეს თავისი მეუღლე იმდენად უყვარდა, რომ მისი სიკვდილის შემდეგ, მუხლებზე დაეცა და ვეღარ ადგა!

„უკვე ათი წელია, იამზე გადაადგილდება ხოხვით.“ წვიმაშიც კი, ტალახსა და გუბეებში! საპირფარეშო ხომ, ეზოშია! სახლში პირის დაბანის საშუალებაც კი არ აქვს! წყალი არ არის შეყვანილი! ეს საშინელებაა! კეთილო ადამიანო, წაიკითხე, მიიტანე გულთან ახლოს ეს ტრაგედია და აუცილებლად გააზიარე პოსტი! თუ შეგიძლია, გაუწიე დახმარება ამ საბრალო ქალს, შენს მეგობრებს კი დაეხმარე მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
„ძაღლური ცხოვრებაა და მეც ძაღლივით ვცხოვრობ. ჩემს დღეში ყოფნას მტერსაც არ ვუსურვებ…“ – იამზე ბებია ძლივს ლაპარაკობს. თითოეული სიტყვის წარმოთქმა უჭირს, პაუზებით საუბრობს, მძიმედ სუნთქავს, მაგრამ ლაპარაკს აგრძელებს. ხანდახან, წარმოდგენაც კი რთული, რაოდენ გაუსაძლისი სატანჯველი ხვდება ცხოვრებაში ადამიანს. იშვიათად ვუფიქრდებით, რამხელა გამძლეობა გააჩნია ადამიანის სულს, სანამ საკუთარი ყურით არ მოვისმენთ ისეთ გასაოცარ ამბებს, როგორიც იამზეს ცხოვრების ისტორია გახლავთ. ოთხზე დადის და მისი სამყარო აღსავსეა შიშით, ტკივილითა და გაუსაძლისი ტანჯვით.

შემოწირული

₾8,400.05

დონორი

706

მინდა დავეხმარო
Project

მარტოხელა მოხუცები

როგორ მტკივა, ღმერთო!

მეგობრებო, გაიცანით, ეს შუშანა ბებოა. და ეს დაავადებები, სამწუხაროდ, მისი მძიმე დიაგნოზების სრული ჩამონათვალი არ არის. სამი წლის წინ, მთლიანად მოჰკვეთეს მარცხენა ფეხი. „მას შემდეგ, გადაადგილება სახლშიც კი მიჭირს! სასეირნოდ კი, თვეში ერთხელ ჩავყავარ ეზოში ჩემს კიბოთი დაავადებულ შვილს!“ ეს ქალბატონი 72 წლისაა, ისევე, როგორც ჩვენი ფონდის დამფუძნებელი, ლეონიდ ჩერნოვეცკი, რომელიც ამ საშინელ ისტორიას პირადად გაეცნო და აი, რა თქვა: „სიკვდილის პირას არიან დედა-შვილი! არაადამიანურ ტანჯვას უძლებენ ორივე! მინდა, ავუხსნა ჩვენს გამომწერებს, რა გრძნობა მეუფლება, ასეთ ასაკში ავად რომ ვხდები! ამ დროს ადამიანი ფიქრობს: აი, ჩემი აღსასრულიც დადგა! ნეტავ, რა მელის? ცივი მიწა, მატლები, თუ უფალთან შეხვედრა?! უფალს თუ შევხვდი, ნეტავ ყველა ცოდვის გამოსყიდვა თუ მოვასწარი, რაც ახალგაზრდობაში მაქვს ჩადენილი?! ნეტავ, ღვთის ნება თუ აღვასრულე?! ხომ არ გამომრჩა რამე?!“

შემოწირული

₾7,680.32

დონორი

574

მინდა დავეხმარო
Project

ავადმყოფი ზრდასრულები

„ვინმეს ჩემთვის „მაწანწალას დაემსგავსებიო“, რომ ეთქვა, ვერასდროს დავიჯერებდი…“ – მაიამ აჩუქა სიცოცხლე შვილს, თავად კი სიარულის უნარი დაკარგა… ნუ მივატოვებთ მას გასაჭირში!..

მძიმედ დაავადებული მაიასთვს სიკვდილი იქნებოდა ყველაზე მარტივი გამოსავალი, მაგრამ უდიდესი დარტყმა, მისი პატარა შვილისთვის. როდესაც მაია ორსულად იყო და ამ ანგელოზს ელოდებოდა, ფეხები წაერთვა. ექიმები ეუბნებოდნენ, რომ მშობიარობას ვერ გადაიტანდა. მაგრამ მაიამ გადაწყვიტა, თუ მაინც სიკვდილი უწერია, აჯობებს თვითონ მოკვდეს, ვიდრე მოკლას შვილი, რომელიც ჯერ არ დაბადებულა.თავად ცოცხალი გადარჩა და ულამაზეს საბასაც აჩუქა სიცოცხლე. მაგრამ, ბავშვის შენარჩუნების გადაწყვეტილებამ, მისი ცხოვრება ნამდვილ კოშმარად აქცია. უკვე სამი წელია, ის გაუსაძლისი ტკივილებით იტანჯება, რომლის გამოც, ხანდახან ფეხზეც ვერ დგება. მხოლოდ შვილის მოფერებით დაძახებული „დედიკო“ აცოცხლებს.

შემოწირული

₾5,182.53

დონორი

364

მინდა დავეხმარო
Project

გაჭირვებულები

მხოლოდ დაობებული პურითა და წყლით რამდენ ხანს უნდა იარსებოს ადამიანმა? ჩვენი შვილისთვის საკვები არ გვაქვს! ყველაზე საშინელი განსაცდელია იმის ყურება, შენი შვილი შიმშილისგან რომ ტირის!

ეს გახლავთ ახალგაზრდა გოგონას, ნათია ტოლიაშვილის სიტყვები, მისი შვილი ალექსანდრე შიმშილისგან ტირის და ერთი წუთითაც ვერ ჩუმდება. რამდენიმე დღეა ბავშვს არაფერი უჭამია და დედა ჩაის „აჭმევს“ კუჭის მოსატყუებლად… დიახ, არ მოგჩვენებიათ: ჩაი ერთადერთი „საჭმელია“ ამ ოჯახში. და კიდევ პური, რომლსაც ნათიამ ობი მოაშორა, საშინელი შესახედავი რომ აღარ იყოს. მიუხედავად იმისა, რომ სუნსა და გემოს არაფერი ეშველებოდა. მაგრამ, ბავშვი მაინც ხელს არ უშვებს და გამწარებული ჭამს. ეს მისთვის ერთადერთი გემრიელობა იქნება, სანამ სოციალური შემწეობის თანხა არ ჩაირიცხება. მერე დედამისი ფაფას აჭმევს რამდენიმე დღის განმავლობაში, მაკარონს მოუხარშავს, შესაძლოა კომბოსტოს და მწვანილის წვნიანის მომზადებაც კი მოახერხოს. მერე კი, ისევ პური და ჩაი ექნებათ საჭმელად… დედა კი უმღერებს, რომ რამდენიმე წუთით მაინც გადაატანინოს შვილის ყურადღება.

შემოწირული

₾24,269.54

დონორი

1829

მინდა დავეხმარო
115 - 120 of 137 items
1 18 19 20 21 22 23

136 ძალიან სევდიანი ისტორია

დასრულებული პროექტები

Project

ავადმყოფი ზრდასრულები

ღმერთმა დაგიფაროთ, თვეში 50 ლარად მოგიწიოთ ცხოვრება ინსულტით და მკერდის კიბოთი!

„ამბობენ, ადამიანი შიმშილს 30 დღე უძლებსო. მე შვიდი დღე ვიყავი მშიერი, მეტს ვერ გავუძელი. მერე კი, გული წამივიდა. რა ვქნა, ვერავის ვთხოვე პური… მომერიდა. ვიყავი ასე, ჩემთვის… ცუდად რომ ვიგრძენი თავი, გარეთ გამოვედი, მერე აღარაფერი მახსოვს…“ – გვიყვება 52 წლის ქალი – ლელა ოსეფაშვილი, რომელიც ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად სრულიად დაუძლურებულია, მარტოობის შედეგად კი – უიმედოდ დარჩენილი. მისი სხეული სულ რაღაც 42 კილოგრამს იწონის. ლელას მკერდის კიბო აქვს. ასევე გადატანილი აქვს ინსულტი. რის შედეგადაც, ბოლომდე ვერ აღუდგა მეტყველების უნარი. გარდა ამისა, მას სხვა უამრავი დაავადებაც აწუხებს: ნაღვლის ბუშტის ანთება, რევმატიზმები, ვენების დაავადება. დაბალი იმუნიტეტის გამო, ხშირად ცივდება და ემართება ფილტვების ანთება.

შემოწირული

₾1,735.02

დონორი

81

პროექტი დასრულდა
Project

ავადმყოფი ზრდასრულები

როდესაც სიკვდილი სიცოცხლეზე ტკბილია

„მეზობელს ვუნახივარ იატაკზე უგონოდ დავარდნილი. კატასტროფის ცენტრის ავტომობილს წავუყვანივარ… მე არაფერი მახსოვს… ოპერაციას შვიდ საათზე მეტხანს აკეთებდნენ ქირურგები. საიქიოდან მომაბრუნეს… მაგრამ იქნებ, ასეთ ცხოვრებას ისევ სიკვდილი სჯობდა?!“ – გვითხრა ინტერვიუს დაწყებამდე ქალბატონმა ლეილამ – „ეს უკვე რიგით მეორე ოპერაცია იყო, რაც გასულ წელს გამიკეთდა – ჯერ მუცელი გამომფატრეს, მერე თავის ქალა გადამიხსნეს. ახლა, აი ასე, უღონოდ ვარ, დაჩიავებული. ორ კილოიან ტვირთსაც ვერ ვწევ.“

შემოწირული

₾862.23

დონორი

51

პროექტი დასრულდა
Project

გაჭირვებულები

უბრალოდ წაიკითხეთ: „წვიმა ლამაზად ხატავს ჭერზე, წყალი რომ ჩამოდის საწოლებს ადგილს ვუცვლით ხოლმე, რომ არ დავსველდეთ. ძალიან სახალისოა!” ნუ დავუშვებთ, რომ ამ ანგელოზმა გაიგოს ცხოვრების სასტიკი სინამდვილე!

„იცი, რაზე ვოცნებობ ყველაზე მეტად? ბევრი საჭმელი რომ გვქონდეს, კარგად რომ ვჭამოთ, და გავსუქდეთ. მერე კი, ბევრს ვივარჯიშებ, გავხდები „ხუთასი წონა“ და ყველას მოვერევი, ვინც ახლა გვაბრაზებს მე და ჩემს დას. ჯერ არ შემიძლია. ნახე როგორი სუსტი ვარ. ყველა ბავშვს შეუძლია ცუდი სიტყვები მითხრას და თავშიც კი ჩამარტყას, მე კი, მათ პასუხს ვერ ვცემ. ანისაც აბრაზებენ, ეუბნებიან, რომ ლამაზი არ არის. მე კი ვერ ვიცავ მას. დედიკოსაც ვერ ვიცავდი… – ექვსი წლის გიორგი თავის მძიმე ბავშვურ ცხოვრებაზე თვალცრემლიანი ყვება, მძიმედ ამოისუნთქა და დაამატა: – ნეტა, მალე გავიზარდო“.

შემოწირული

₾1,787.40

დონორი

81

პროექტი დასრულდა
115 - 120 of 904 items
1 18 19 20 21 22 151