მიწას მივაბარე ჩემი ოჯახის ყველა წევრი, მერე კი, ინსულტმა დამარტყა. არც კი ვიცი, რატომ ვარ დღემდე ცოცხალი! ილოცეთ ჩემთვის, კეთილო ადამიანებო! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

Главное меню

მიწას მივაბარე ჩემი ოჯახის ყველა წევრი, მერე კი, ინსულტმა დამარტყა. არც კი ვიცი, რატომ ვარ დღემდე ცოცხალი! ილოცეთ ჩემთვის, კეთილო ადამიანებო!

page info icon
2022 აგვისტო 29
page info icon
882
„ჩემს ფეხებს მიწა როგორ ენატრებათ, არ იცი. რამდენი ხანია, მიწაზე ფეხი არ დამიდგამს. როგორ მინდა, ჩემი ეზო ვნახო, სოფელს გადავხედო. მაგრამ, მთელი დღე მარტო ვგდივარ, ლოგინში. ამ წყეული რადიოს ხმასაც კი ვერ დავუწიე, გუშინს აქეთია ღრიალებს, ჭკუიდან გადავყავარ. მოვეკალი ინსულტს, არ ჯობდა? ახლა კი, არც იქით ვარ, არც აქეთ. არც ცოცხალი ვარ, არც მკვდარი.“(ტირის მარინა.)
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
GE15TB7194336080100003
GE42LB0115113036665000
GE64BG0000000470458000
შეგროვებულია:
2,345.67 ₾
( 166 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:
მიწას მივაბარე ჩემი ოჯახის ყველა წევრი, მერე კი, ინსულტმა დამარტყა. არც კი ვიცი, რატომ ვარ დღემდე ცოცხალი! ილოცეთ ჩემთვის, კეთილო ადამიანებო!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
ყველა ოჯახის წევრი გარდაეცვალა, ის კი, ავადმყოფი და უმწეოა
 „ჩემს ფეხებს მიწა როგორ ენატრებათ, არ იცი. რამდენი ხანია, მიწაზე ფეხი არ დამიდგამს. როგორ მინდა, ჩემი ეზო ვნახო, სოფელს გადავხედო. მაგრამ, მთელი დღე მარტო ვგდივარ, ლოგინში. ამ წყეული რადიოს ხმასაც კი ვერ დავუწიე, გუშინს აქეთია ღრიალებს, ჭკუიდან გადავყავარ. მოვეკალი ინსულტს, არ ჯობდა? ახლა კი, არც იქით ვარ, არც აქეთ. არც ცოცხალი ვარ, არც მკვდარი.“(ტირის მარინა.)
მომაკითხოს სიკვდილმა და წამიყვანოს ჩემს ნანასთან და მეუღლესთან. მათ გარეშე, რა მინდა აქ? სხვებს ტვირთად ვაწევარ. საჭმელს აღარ მოვითხოვ, პამპერსიც აღარ დამჭირდება, ძაღლივით აღარ ვიცახცახებ ყინვაში. სიცოცხლე ისედაც არ მინდა, კიდევ, ამაზე უნდა ვიდარდო. ჩემი ტანჯვაც დასრულდებოდა“.
რამხელა დარდი და ტკივილია!
- როდის ჩავარდით ლოგინად, მარინა?
მარინა: წელიწადნახევარია, ლოგინში ვგდივარ. მარჯვენა ფეხი მამწარებს, არ მემორჩილება. ოდნავ  ვამოძრავებ მარჯვენა ხელის თითებს. აი, ნახე.
იმ ღამეს გამეღვიძა და ვიგრძენი, რომ რაღაც მჭირდა. ადგომა ვცადე და წავიქეცი, თავი დავარტყი. ცხვირიდან სისხლი წამსკდა, ნიკაპი გავიხეთქე. ისევ ჩემით ავდექი. ვინ მყავდა ამყენებელი? მეორე დღეს, კიდევ უფრო ვბარბაცებდი, მაგრამ ვითმენდი, სასწრაფოში არ ვრეკავდი. სად მქონდა ფული? ბოლოს და ბოლოს, საკაცით წამიყვანეს. მტერს არ ვუსურვებ, ინსულტის გადატანას და ჩაწოლას.
ინსულტის მერე, პარალიზებული აქვს სხეულის მარჯვენა მხარე. მარინა ვერ დადის
- მკურნალობით შეიძლება რამის გამოსწორება?
მარინა: გამომჯობინება იმათ შეუძლიათ, ვისაც ფული აქვს. მე სად მაქვს მასაჟის ფული? უიმე, სოციალური დახმარება - 50 ლარი, მთლიანად მიდის პამპერსში, სიბინძურეში რომ არ ვიწვე. პენსიას, 240 ლარს, მეზობელს ვაძლევ, რამე საჭმელი რომ გამიმზადოს. ისიც პენსიონერია, გულკეთილი ქალი. შევეცოდე და მივლის. პამპერსსაც ის მიცვლის, არ თაკილობს. მაჭმევს კიდევაც, მე ხომ ჩემი ხელით ვერ ვჭამ. მარცხენა ხელით კი ვისვრები, მიკანკალებს.
 „მარცხენა ხელით როგორღაც ვჭამ, მაგრამ მალე მეღლება“
ოთახსაც მეზობელი მილაგებს, როცა სცალია. მას ხომ საკუთარი ოჯახიც ჰყავს, მეც არ მტოვებს. არსებობენ ღვთის ადამიანები.
ამ სახლშიც, მე და ჩემი ცხონებული მეუღლე ერთმა ღვთისნიერმა კაცმა შემოგვიშვა. ათი წელია აქვ ვარ, არ მაგდებს. მას ეს ხუხულა არ სჭირდება, მე კი, თავზე ჭერი მაქვს. თუნდაც შუქის, წყლისა და გაზის გარეშე.
აქ, ჩამოსული წვიმის წყლისგან განადგურებულ, გახუნებულ კედლებში ატარებს მთელ დღეებს
მარინას ღვთისნიერი ადამიანების რწმენა არ დაუკარგავს. ყოველდღე მათთვის მადლობას სწირავს უფალს და ყველა წმინდანს
- კი, მაგრამ როგორ ცხოვრობთ ამ ყველაფრის გარეშე?
მარინა: შუქი მეზობლისგან მაქვს გადმოყვანილი, იმ ქალბატონისგან, ვინც ჩემზე ზრუნავს. არაფერს მართმევს. წყალი აი, იმ ბოთლებში მაქვს, შორიდან არის მოსატანი. ადრე, მე თვითონ მომქონდა სკოლიდან. პირადად დირექტორმა დამრთო ნება შევსულიყავი და იქ ამევსო. ასე მითხრა: „შენ, მარინა, სუფთა ქალი ხარ, მოდი და აავსე, როცა დაგჭირდებაო“. იცი, როგორი სისუფთავის მოყვარული ვარ? სანამ ფეხზე დგომა შემეძლო, ყველაფერი დაწკრიალებული მქონდა. ახლა კი, პამპერსით ვგდივარ და ველოდები, როდის შემოვა მეზობელი და გამომიცვლის. აბა, ეს ცხოვრებაა, დაო, მითხარი? ეს ცხოვრება კი არა, ძაღლის ხვედრია. ვის შევჩივლო? გარდაცვლილ მეუღლესთან ვჩივი და ვტირი. ვესაუბრები მის სურათს მთელი დღე. დამლაპარაკებელი სხვა არავინ მყავს.
ეზოში მშვენიერი ხეხილია, მაგრამ მარინა, დიდი ხანია ვერ გადის ბაღში
- ახლობელი არავინ დაგრჩათ?
მარინა: ახლობლები რომ მყავდეს, ასე ხომ არ ვეგდებოდი, მარტოდმარტო და ყველასგან მივიწყებული? ყველა გარდაიცვალა, ყველამ დამტოვა. (ტირის.) ახლა, ჩემი შვილი შენხელა იქნებოდა, შეიძლება, ერთი-ორი წლით პატარა. მოზარდი შვილიშვილები მეყოლებოდა. და ბედნიერად ვიცხოვრებდით. მაგრამ, არ არის ჩემთვის ბედნიერება. იმის მერე, რაც ჩემი ნანა მოკვდა, ჩემთვის ბედნიერება არ არსებობს! (გულამოსკვნილი ტირის.)
- მარინა, მაპატიეთ, ყველაზე მტკივნეულ თემას რომ შევეხე. მთელი გულით გითანგრძნობთ. მაგრამ რატომ? ეს როგორ მოხდა?
მარინა: შენს გამო არ ვტირი. ისედაც ვტირი ყოველდღე. საფიქრალი დრო ბევრი მაქვს, მტანჯავენ ეს წყეული ფიქრები. ყველაფერი მახსენდება... აი, ჩემი ულამაზესი... აი, როგორი გამომეცალა ხელიდან. (მაჩვენებს შვილის სურათს, ტირის.) რატომ მე არ მოვკვდი, შვილო? (ტირის.) ჯანმრთელი იყო. რას ვიფიქრებდი, კბილის ამოღების გამო რომ მოკვდებოდა?! კბილის გამო...
 „არ არის ჩემი ნანა და ბედნიერებაც არ არის ჩემთვის!“
- გაგიჟება შეიძლება!..
მარინა: გაგიჟებული არ ვარ, თუ? გგონია, ნორმალური ვარ იმის მერე? სეფსისი დაემართა ჩემს ნანას, ვერ გადაარჩინეს. რატომ იყო ჩემს გვერდით 15 წელი, მერე კი, მიმატოვა და წამართვა სიცოცხლის აზრიც? ქვესკნელში ჩამაგდო...
 „ჩემი გოგო ჩემთან ასე ცოტა ხანს რატომ იყო? რატომ დამტოვა?“
- კი მაგრამ, მარინა, ხომ იყო ბედნიერებაც. იქნებ მან გიხსნათ სასოწარკვეთილებისგან.
მარინა: ძალიან ცოტა იყო. (ტირის.) რატომ, ასე ცოტა? ჩემი პაწაწინა გოგო დედას რომ მეძახდა, ბედნიერებისგან დავფრინავდი.
მეუღლე კი, სამი წლის და ხუთი თვის წინ, უცებ გარდაიცვალა კიბოთი. დამტოვეს, სურათებიდან შემომცქერიან ორივე. ყოველდღე ვეუბნები, აი, შემომხედეთ, რას დავემსგავსე. შეშლილი, უმწეო, მოხუცი ქალი ვარ. როდესაც ძალიან ცუდად ვარ, ვეხვეწები, რომ წამიყვანონ. ალბათ, უკეთესია იმქვეყნად.
„მტირალა მოხუცი ყოველთვის კი არ ვყოფილვარ“. მარინა ახალგაზრდობაში
- სახელმწიფო თუ გკითხულობთ? რამით გეხმარებათ?
მარინა: არა, ვინ? ჩვენ ხომ არავის ვჭირდებით. არც მე, არც შენ, არავინ. ვინ გვყავს პატრონი? ეჰ...
- მაგრამ, სამაგიეროდ საქართველოში ვცხოვრობთ და ერთმანეთი გვყავს. ერთმანეთის დახმარება შეგვიძლია. მიმართეთ ჩვენი ფონდის მკითხველებს და აუცილებლად დაგეხმარებიან.
მარინა: მართალია. ყველანი ღვთის შვილები ვართ. ჩვენს ხალხში ეჭვი არ მეპარება. საქართველოში ბევრია ნათელი, კეთილშობილი ადამიანი. ორი ასეთი ღვთის ადამიანის წყალობით, ახლა ცოცხალი ვარ და გელაპარაკებით.
ყველაზე მეტად მჭირდება პამპერსი და სველი ხელსახოცები. ჯერ არ მოვკვდი, ამიტომ, პროდუქტიც მჭირდება. მე ხომ ვხვდები, რომ ჩემი პენსია არაფერს ჰყოფნის და თვითონ მაჭმევს ჩემი მეზობელი. ხომ ვერ მეტყვის: „მარინა, გათავდა შენი ფულიო“. ოქროს გული აქვს. ზეთს, მაკარონს, კარტოფილს თუ მისცემთ...
ტელევიზორზე ვოცნებობ. ყურადღებას გადამატანინებდა. მაცივრის წყალს როგორი სიამოვნებით დავლევდი ახლა. მაგრამ, არ მაქვს. სხვა სურვილები არ დამრჩა. ყველა სხვა ოცნება ტკივილით დასრულდა ჩემთვის...                           
***
რა განწირული ვედრებაა - არ დავტოვოთ მარტო ამ პატარა ოთახში! სითბოს და მზრუნველობის რამხელა წყურვილი, ბავშვური შიში და უმწეობა. მაგრამ ჯერ კიდევ დარჩა ხელჩასაჭიდი, რომ იცოცხლოს - კეთილი ადამიანების რწმენა. მარინას ისინი ორნი კი არა, ბევრად მეტი ჰყავს! ის დაინახავს, რამდენი გულკეთილი ადამიანი ჰყავს გარშემო.
მოვალთ და დაგეხმარებით!
მარინასთვის პირადი ვიზიტები ძალიან მნიშვნელოვანია, დამლაპარაკებელიც კი არ ჰყავს! ძალიან გაუხარდება ყურადღება და საუბარი. მარინა მიჩიტაშვილის მისამართია: გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი ფოლადაანთკარი.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გამოვიჩინოთ გულმოწყალება და დავუმტკიცოთ, რომ სასწაულები ხდება, და მარინასაც შეიძლება ჰქონდეს სითბო, სიმყუდროვე და ბევრი საჭმელი! მას სჯერათ ჩვენი! იმედს ნუ გავუცრუებთ. დავანახოთ, რაოდენ კეთილი ხალხი ცხოვრობს საქართველოში!
გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ, დაუვიწყარი შთაბეჭდილებები ვაჩუქოთ მას!
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: მიჩიტაშვილების ოჯახი)
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
        ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
თქვენს მიერ სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს კი, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901 200 270!
დალოცვილები ყოფილიყავით!

აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
GE15TB7194336080100003
GE42LB0115113036665000
GE64BG0000000470458000

მსგავსი პროექტები:

Главное меню

Как помочь როგორ დავეხმაროთ How to help How to help