რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

ძალიან სევდიანი ისტორია

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

Project

ავადმყოფი ზრდასრულები

„შეხედეთ, უფეხო ბიჭი მოდის, საწყალი!“ – გამვლელთა ასეთი სიტყვები, დანასავით აპობს ქართველი ახალგაზრდის, ბექას გულს. მეგობრებო, ბექა ხომ, ჩვენგან არაფრით განსხვავდება, ისიც მსოფლიოში ყველაზე ამაყი ერის შვილია!

თავად ბექას, რა თქმა უნდა, არ შეუძლია მუშაობა, მის საბრალო დედას კი პროთეზის ყიდვის საშუალება არ გააჩნია. პროთეზის გარეშე, კიბეებზე ჩასვლა ძალიან რთულია. ხშირად იქცევა და გვერდით არავინ ჰყავს, ხელი რომ გაუწოდოს და წამოაყენოს. რაოდენ უხერხულია ახალგაზრდა მამაკაცისთვის უცნობებს სთხოვოს დახმარება, ხეიბარი რომ წამოაყენონ! კიბეზე ჩასვლა უწევს პროთეზის გარეშე, ხანდახან იქცევა კიდეც, რადგან კორპუსში არ არის ლიფტი?! ერთხელაც რომ წაიქცეს და ვეღარ ადგეს?! ძალიან უჭირს ასეთ კიბეზე ჩასვლა! „მთელი დღე ფანჯარასთან ზის, მისი თანატოლები სეირნობენ, ერთობიან, უყვარდებათ და სამომავლო გეგმებს აწყობენ! ფანჯრის მიღმა კიб ფერადი სამყაროა, რომელიც მისთვის საშიში, გულსატკენი და შავ-თეთრია: „რა მომავალს უნდა ვხედავდე? საერთოდ ვერაფერს ვხედავ, სიცარიელის და სრული უიმედობის გარდა” ნინო (ბექას დედა): „ჩემმა შვილმა 24 წლის ასაკში მწვავე ინფარქტი გადაიტანა. ოპერაცია 9 საათს გაგრძელდა. შედეგად კი მიიღო დიაბეტი. მერე განგრენა, რის გამოც ფეხი დაკარგა ჩემმა შვილმა!”

შემოწირული

₾1,934.50

დონორი

124

მინდა დავეხმარო
Project

გაჭირვებულები

მათი ფილტვები, სისხლი, თვალები, მუდამ მშიერი კუჭები — ყველა ორგანო მომწამვლელი მტვრით არის სავსე! ყურებს კი, როგორც საშინელებათა ფილმებშია, აყრუებს მანქანები, რომლებიც დღედაღამ ლოდებს ამტვრევენ, რომ ბიზნესმენების ჯიბეები ფულით აივსოს! შვიდი ადამიანის, საქართველოს შვიდი მოქალაქის, სიცოცხლე საფრთხეშია!

შვიდი უბედური ადამიანი, მათ შორის ერთ-ერთი მძიმედ არის დაავადებული, ორ არასრულწლოვანს კი ბავშვობა აქვთ წართმეული და მომაკვდინებელი დაავადებები ემუქრებათ! ჩვენ გარდა, მათ ვერავინ დაეხმარება, მეგობრებო!
ხანდახან პატარა ანასტასიას და დარინას ხველა ახრჩობს და ღამით ვერ იძინებენ. მათ ხომ პირდაპირ ქვის სამტეხლო კარიერის ტერიტორიაზე ცხოვრება უწევთ, სადაც, როგორც საშინელებათა ფილმებშია, განუწყვეტლივ, დილიდან დაღამებამდე ხმაურობს და ქვებს ამტვრევს დიდი ჟანგიანი მანქანა… „ჩვენი ფილტვები მტვრით არის სავსე, ყურები გვტკივა ამ ხმაურის გამო. წყალს არ გვაძლევენ და გვაშინებენ, რომ ვაგონს დაგვინგრევენ“, – პატარა გოგონები ფონდის ჟურნალისტს სწორედ ამ სიტყვებით შეეგებნენ.

შემოწირული

₾1,895.35

დონორი

139

მინდა დავეხმარო
Project

გაჭირვებულები

ლოდებისა და რკინის გროვაში, ორი ტკივილი ცოცხლობს! სიცივეს, ავადმყოფობას და შიმშილს ებრძვიან! დახმარებას ითხოვს ეს ორი სული! გვერდს ნუ აუვლით, მეგობრებო!

„ეს ქვებისა და რკინის გროვაა, სახლი კი არა! საშიში ადგილია. ფრთხილად იყავით, ახლოს თუ ჩაუვლით! ნუ შეხვალთ, მაგრამ საკუთარი სულის ნაწილი დატოვეთ! ეს შენელებული მოქმედების ნაღმი ჩვენ უნდა შევაჩეროთ“ აი, ასეთ, ჩვენი ქვეყნისთვის სამარცხვინო დანგრეულ ნაგებობაში ორი მძიმედ დაავადებული ქალი ცხოვრობს: 64 წლის ასმათი და მისი სნეული ქალიშვილი! ერთ დღესაც ასმათი რომ წავიდეს იმ ქვეყნად, მაშინვე თან მიჰყვება თავისი უსაყვარლესი გოგოც, რომელიც სრულიად უმწეოა და ამქვეყნად არავის სჭირდება სხვას. ის სამი წლის ბავშვივით არის! მხოლოდ დედიკოს სიყვარული შეუძლია. დედა კი, რომელსაც თავად სჭირდება მოვლა, აბანავებს, აჭმევს და აძინებს თავის მძიმედ დაავადებულ შვილს.

შემოწირული

₾1,570.00

დონორი

49

მინდა დავეხმარო
Project

მრავალშვილიანი ოჯახები

სასწრაფო

უბედურება ახლოვდება! ეს პირუტყვის სადგომი არ გეგონოთ. აქ, შიმშილისგან დაუძლურებული ხუთი მცირეწლოვანი ცხოვრობს. არ იციან, მომდევნო დილა გაუთენდებათ, თუ ნანგრევებში იპოვნიან მათ ცხედრებს

ამ ხის ქოხს შეხედეთ. პირუტყვსაც კი ვერ გაიმეტებს ადამიანი, ღამის აქ გასათევად. თუმცა, სამწუხაროდ, აქ ეს ხუთი ანგელოზი ბავშვი ცხოვრობს, პირუტყვი კი არა. ქარის ოდნავი დაბერვის დროსაც კი, სახლი აკვანივით ირწევა. ბავშვები ძილის წინ უფალს შესთხოვენ, რომ მომდევნო დილა გაუთენდეთ. ამ ასაკში სათამაშოებზე ფიქრობენ პატარები. ხაჭიპურაძეების ოჯახში კი, ბავშვების ერთადერთი საფიქრალი ისაა, რომ სიცოცხლე შეინარჩუნონ. ეს აგურის კედლები, ადგილობრივი მთავრობის დახმარებით აშენდა ხაჭიპურაძეების ოჯახისთვის (ბაღდათის მუნიციპალიტეტი, სოფელი ობჩა). თუმცა, აქ მხოლოდ კედლებია, არც იატაკი არის, არც ფანჯრები. ბავშვების დედას, ინგა სამადალაშვილს, რომელიც სრულიად მარტო ზრდის ხუთ შვილს, ერიდება, კეთილ ადამიანებს დახმარება რომ სთხოვოს. თუმცა, ამის დიდი სურვილი აქვს. წამოსვლის წინ, ხუთმა პატარა ანგელოზმა აცრემლებული თვალებით სთხოვეს ფონდის კორესპონდენტს: „დეიდა, დედას ფული არ აქვს, ამ სახლის მშენებლობა რომ დასრულდეს. კეთილი ადამიანები თუ დაგვეხმარებიან, თუნდაც, მხოლოდ ჭერის გაკვრასა და იატაკის დაგებაში, პირობას ვდებთ, რომ გავიზრდებით, ვიმუშავებთ და ჩვენც, იმ ადამიანებს სიკეთით გადავუხდით.“

შემოწირული

₾1,475.63

დონორი

89

მინდა დავეხმარო
Project

მრავალშვილიანი ოჯახები

სასწრაფო

თითოეული ბავშვი ღვთის საჩუქარია საქართველოსთვის! უნიკალური თერთმეტშვილიანი ოჯახის ისტორია, რომელიც ლაგოდეხის რაიონში ცხოვრობს! ღმერთო, დაეხმარე მათ გადარჩენაში!

გახდი კეთილი ჯადოქარი და დაეხმარე ამ პატარებს. თითოეული ბავშვი დახმარებას ელის და სასწაულის იმედი აქვს. ჩვენ შეგვიძლია გავახაროთ ეს პატარა ანგელოზები და კომფორტული საცხოვრებელი პირობები შევუქმნათ მათ! უპირველეს ყოვლისა, ამ ბავშვებს სჭირდებათ ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, სკოლისთვის და საბავშვო ბაღისთვის მომზადება. გარდა ამისა, საწოლები და ლეიბები, ტანსაცმლის კარადა უნდა შევუძინოთ და ჭერის შეკეთებაში დავეხმაროთ ამ ოჯახს. ეს კარგად აღზრდილი, გონიერი და მოკრძალებული ბავშვები, არასოდეს დაივიწყებენ სიკეთეს, რომელსაც თქვენ გაუკეთებთ მათ! როდესაც მოყვასს ვეხმარებით, ჩვენ ვუახლოვდებით ღმერთს!

შემოწირული

₾1,431.10

დონორი

91

მინდა დავეხმარო
Project

ავადმყოფი ზრდასრულები

მათ სასწრაფოდ სჭირდებათ დახმარება! მრავალშვილიან ოჯახში დედას დარდი “კლავს” სიდუხჭრისა და შვილების სკოლაში უმოწყალო დაცინვის გამო!

დედა, მისი დაავადებული შვილები და მეუღლე სიკვდილის პირას არიან! წამლების ყიდვის საშუალების არქონა და ბავშვების სკოლაში დამცირება! მეგობრებო, უფალი გვაძლევს შესაძლებლობას, გული და სული გავუხსნათ მას! ვაკეთოთ სიკეთე და ჩვენს თანამემამულეებს დავეხმაროთ: დიდსა თუ პატარას, ვისაც მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ერთი ბედნიერი დღეც კი არ ახსოვს. ყელში ბურთი მეჩხირება. აქ სიტყვები ზედმეტია.

შემოწირული

₾788.17

დონორი

66

მინდა დავეხმარო
127 - 132 of 134 items
1 20 21 22 23

ძალიან სევდიანი ისტორია

დასრულებული პროექტები

Project

მრავალშვილიანი ოჯახები

ან მკურნალობა, ან შიმშილით სიკვდილი!

ბაგალიშვილების ოჯახში ხუთი მცირეწლოვანი ბავშვია, მეექვსე სადაცაა დაიბადება. ოთხი მათგანი ავადაა, მაგრამ ჯერჯერობით სასიკვდილოდ არა; თუმცა მალე იქნებიან. როცა შვილების გამოსაკვებად და ჩასაცმელად ფული არ გაქვს, ვერც ექიმის, ანალიზების, საავადმყოფოში წასასვლელი და წამლების ფულის გამონახვას ახერხებ. ყოველთვიური სოციალური დახმარება ან ფქვილზე და იაფფასიან სურსათზე გეყოფა, ან ერთი ბავშვის მკურნალობაზე. 35 წლის დედა, ნუნუ, სწორედ ამ საშინელებებზე მესაუბრა… და წარმომიდგენია, რა არჩევანის გაკეთება უწევს საბრალო ქალს ყოველდღიურად. „თითქოს ხელში იარაღი მომცეს და მითხრეს: „აირჩიე, ვის მოკლავ!“ თუ გინდა, რომ თამარს და თენგოს უმკურნალო, – თემური, თიკა და თორნიკე შიმშილით მოკვდებიან; ხოლო თუ გინდა, რომ ბავშვები დანაყრებულები იყვნენ (დანაყრებულები – ხმამაღალი ნათქვამია!), მაშინ მათი მკურნალობა არ გამოგივა. აი, ასე!“ ოდესმე მსგავსი არჩევანის წინაშე თქვენ თუ დამდგარხართ? რა აირჩიეთ? იქნებ გვირჩიოთ!

შემოწირული

₾4,922.96

დონორი

314

პროექტი დასრულდა
127 - 132 of 913 items
1 20 21 22 23 24 153