რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

ძალიან სევდიანი ისტორია

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

Project

ავადმყოფი ბავშვები

ნიკოლოზი (7 წლის): „გთხოვთ, სიკვდილისგან გადამარჩინეთ! არ ვიცი, როგორია, მაგრამ ძალიან, ძალიან მეშინია მისი!“

მეგობრებო, უფალი გვაძლევს შანსს, ამქვეყნად ყველაზე ძვირფასი საჩუქარი – სიცოცხლე ვაჩუქოთ ნიკოლოზს!
ბიჭუნას კიბო აქვს. მუცელი ასტკივდა სამი წლის წინ. დედიკოს ეგონა, ბევრი ჩიპსი რომ ჭამა, იმიტომ. მაგრამ, ტკივილი უფრო და უფრო გაუსაძლისი ხდებოდა! ექიმებმა სასიკვდილო „განაჩენი“ გამოუტანეს – თირკმლის კიბო!
ნიკოლოზი (7 წლის): ასეა, დეიდა, კიბო მაქვს. საავადმყოფოში წამიყვანეს და აღარ მიშვებდნენ სახლში. ასე მითხრეს: „თუ გაგიშვებთ, მოკვდებიო“. მეც შემეშინდა! ძალიან, ძალიან შემეშინდა! მერე კი, ექიმებმა სასწრაფოდ „გადამაფრინეს“ გერმანიაში, გადამიღეს რენტგენი, მუცელი გამიჭრეს და იქ, კიბო ნახეს. მე არ მინახავს და არ ვიცი, როგორია, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ საშინელია! თირკმელი ამომაჭრეს. მერე სახლში დავბრუნდი, მაგრამ კიდევ უფრო ცუდად გავხდი, ისევ გერმანიაში მოგვიწია წასვლა, ისევ გამჭრეს და ელენთა და კიდევ რაღაც ამომიღეს… მერე, ძალიან ბევრი წამალი დამალევინეს, რაღაც სხივებს, გადასხმებსა და ქიმიას მიკეთებდნენ, კიბო რომ დაეპატარავებინათ და გაჩერებულიყო. ახლა, უკეთესად ვარ, ხომ არ მოვკვდები?

შემოწირული

₾117,205.80

დონორი

7998

მინდა დავეხმარო
Project

ავადმყოფი ბავშვები

პამპერსი, საკვების ფული და ლოცვა, სულ ეს არის, ორი მძიმედ დაავადებული ბავშვის დედა რასაც გვთხოვს. ერთ შვილს ვერ ტოვებს, საავადმყოფოში მეორე რომ ინახულოს…

თუ გინდათ ვინმე დაწყევლოთ, უნდა უთხრათ: „გისურვებ შვილების ავადმყოფობას“. მორჩა, ის იქნება ყველაზე უბედური ადამიანი ამ პლანეტაზე. „არც კი ვიცი, სად ვნახულობ ძალას, ცხოვრება რომ გავაგრძელო. მიკვირს, ჭკუიდან რომ არ შევიშალე. ალბათ, ღმერთი აძლევს ღონეს იმ დედებს, ვისაც ავად ჰყავთ შვილები. მე ორი ბიჭი მყავს ავად. ხუთი წლის გაბრიელი და წლინახევრის ლაშა-გიორგი. გაბრიელს ცერებრული დამბლა აქვს, ვერ გადაადგილდება, დამოუკიდებლად ვერაფერს აკეთებს. ყოველთვე ან საავადმყოფოში ვართ, ან სარეაბილიტაციო ცენტრში. ლაშა-გიორგი ტანჯულია, დაბადებიდან რეანიმაციაში წევს, აპარატზეა შეერთებული. ხელშიც ვერ ავიყვანე, ვერ ჩავიხუტე გულში. ალბათ ჰგონია, რომ დედა არ ჰყავს“.

შემოწირული

₾41,663.18

დონორი

3413

მინდა დავეხმარო
Project

ავადმყოფი ბავშვები

მოსიყვარულე დედისთვის არ არსებობს იმაზე დიდი საშინელება, ვიდრე ექიმებისგან იმის მოსმენა, რომ მისი შვილი ჯანმრთელი ვერასოდეს იქნება! და იმაზე უფრო დიდი სიყვარულიც არ არსებობს, ვიდრე დედის, რომელიც მძიმედ დაავადებული შვილის ცხოვრებით ცხოვრობს!

მერაბი ყოველ საღამოს ეხვეწება დედას, წამალი დაალევინოს. ვერ ხსნის, რა სტკივა, ამბობს, რომ ფეხებზე ცეცხლი ეკიდება! უკვე 14 წელია, დედა შვილთან ერთად იტანჯება, სულ ხელით დაჰყავს. ხანდახან, ეტლში ჯდომისას, ისეთ კრუნჩხვებში ვარდება, დედას ეშინია, ძვლები არ დაემტვრეს.
მადონა: მერაბი დღენაკლული დაიბადა, შვიდთვიანი, ორ კილოგრამსაც არ იწონიდა. ინკუბატორში დააწვინეს და მითხრეს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მე კი, რატომღაც მეფიქრებოდა, რომ არაფერი გველოდა კარგი წინ. წლამდე გაუჩერებლად ტიროდა! ექიმებიც კი ვერ იგებდნენ, რა სჭირდა, რა აწუხებდა. მერე კი, დაუსვეს ყველაზე საშინელი დიაგნოზი – ბავშვთა ცერებრული დამბლა. აქ დაგვაიმედეს, რომ ოპერაცია უშველიდა, თურქეთში კი გვითხრეს, რომ ეს მხოლოდ დაამძიმებდა მდგომარეობას, რომ ცერებრული დამბლა არ იკურნება. ჩვენც შევეგუეთ ბედს…

შემოწირული

₾41,141.88

დონორი

2843

მინდა დავეხმარო
Project

ავადმყოფი ბავშვები

გიორგი: „მხოლოდ 14 წლის ვარ და ექიმების შეცდომის გამო, მთელი 7 წელია, გაუნძრევლად ვწევარ და სიკვდილს ველოდები!“

„ჯარისკაცობაზე ვოცნებობდი. ჩემი სამშობლოს დაცვა ძალიან მინდოდა. ახლა კი ვიცი, რომ სიცოცხლის ბოლომდე საწოლს ვიქნები მიჯაჭვული“ – სწორედ ეს სიტყვები, უდიდესი გულის ტკივილით მითხრა პატარა გიორგიმ და მისი დარდიც, თითქოს, ჩაიღვარა ჩემს გულში. ამ გულის ტკივილმა მაშინვე დამავიწყა ყველა ის სიტყვა, რომელიც მომზადებული მქონდა ბიჭუნას სანუგეშოდ. 14 წლის გიორგის დიუშენის კუნთოვანი დისტროფია აქვს (პროგრესირებადი). ბავშვს ეტლით გადაადგილებაც კი არ შეუძლია. მისი ყველა ორგანოს კუნთი განლეულია. მხოლოდ გულის კუნთს ჯერ არ შეეხო ეს დაავადება. თუმცა, არსებობს დიდი რისკი იმისა, იქაც რომ მიაღწიოს. „რა მოხდება? დაიღუპება ბავშვი,“ – მიპასუხა ნანამ, გიორგის დედამ და ცხარე ცრემლით ატირდა. – „საჭმელსაც კი მწოლიარე მდგომარეობაში ვაჭმევ… სპეციალური საწოლი რომ გვქონდეს, ჭამის დროს მაინც შეძლებდა წამოჯდომას.“

შემოწირული

₾39,889.78

დონორი

2565

მინდა დავეხმარო
Project

ავადმყოფი ბავშვები

„მზად ვარ თვალები დავითხარო, ჩემი შვილების წამებას რომ არ ვუყურო. მტანჯველი დაავადებებისთვის მათ ვერ გავწირავ.”

თუ არ დავეხმარებით, ციცი ნელი სიკვდილით მოკვდება. მისი პატარა ძმა ნიკოლოზი კი, უფლის შექმნილ სამყაროს ვერასდროს ნახავს! ეს თვალები ვერასდროს დაინახავენ სინათლეს. ნიკოლოზი ვერასდროს გაიგებს რა ლამაზი დედა და დაიკოები ჰყავს. ვერ დაინახავს იმ გაჭირვებასაც, რომელშიც ცხოვრობს. ვერ დაინახავს, რა საშინელი გულის შეტევები ემართება მის საყვარელ მამას, როგორ ეცემა მიწაზე და სუნთქვა ეკვრის. ვერ დაინახავს, რა საშინელი ნაწიბური აქვს დარჩენილი სახეზე ოპერაციის შემდეგ მის დას, რომელსაც ორი წლის წინ უშველებელი სიმსივნე ამოკვეთეს თავის ტვინიდან.

ღმერთო! როგორ უმკლავდებიან ეს საბრალო ადამიანები ამდენ განსაცდელს? როგორ ახერხებენ იმას, რომ არ გაბოროტდნენ და ადამიანობა შეინარჩუნონ? ამ პოსტს რომ წაიკითხავთ, საკუთარი თავი ერთი წამით მაინც წარმოიდგინეთ ლიას ადგილზე. რამდენ ხანს გაუძლებდით ამას და არ შეიშლებოდით ჭკუიდან?

შემოწირული

₾38,300.76

დონორი

2594

მინდა დავეხმარო
1 9

ძალიან სევდიანი ისტორია

დასრულებული პროექტები

Project

ავადმყოფი ბავშვები

ნატა, ნიცა, სანდრო, ლალი ისე ტიროდნენ! ისე ტიროდნენ! სახლი დაიწვა და მასთან ერთად ყველაზე საყვარელი ნივთებიც. დათუნია ტასოც კი, ხანძრის დროს დაიღუპა!!!

„ვკიოდი, ვტიროდი, სახლში კი, იწვოდნენ და ტიროდნენ ნატა, ნიცა, სანდრო, ლალი და დათუნია ტასო. ჩემი ველოსიპედიც კი, იწვოდა და ტიროდა – მესმოდა!“ – ამბობს 4 წლის ნია და თავს მალავს. ტრაგედიის შემდეგ, უკვე რამდენიმე თვე გავიდა, გოგონა კი, დღემდე ღამით კივილით იღვიძებს და ჰგონია, რომ ცეცხლი უკიდია… და სულ ეკითხება დედას: „შეიძლება, ადამიანებს ცეცხლი ორჯერ რომ წაეკიდოთ?“

შემოწირული

₾1,430.97

დონორი

104

პროექტი დასრულდა
Project

ავადმყოფი ბავშვები

17 წლიანი საშინელი ტანჯვა მხოლოდ ერთი ნემსის გამო

17 წლის ბუბა 5 წლიდან დამხმარე ეტლს არის მიჯაჭვული… მან არ იცის, რა არის სირბილი, ხტუნვა და ბიჭებთან ერთად ფეხბურთის თამაში… მას ამაზე მხოლოდ ოცნება შეეძლო.
ბავშვთა ცერებრალური დამბლა – აი, ექიმების უმოწყალო დასკვნა. განაჩენივით ჟღერს, არა? მაგრამ არა ბუბას გაბედული დედისათვის – ლელასთვის (47 წლის). კეთილი ქალისა და ნამდვილი ქართველისთვის ამ სიტყვებმა ბრძოლის მოწოდებად გაიჟღერეს. იმ წუთიდან, მან მთელი თავისი სასიცოცხლო ძალა შვილის ფეხზე წამოყენებისკენ მიმართა. დედობრივი სიყვარულისთვის კი არანაირი წინაღობა არ არსებობს.

შემოწირული

₾1,414.20

დონორი

83

პროექტი დასრულდა
133 - 138 of 181 items
1 21 22 23 24 25 31