დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

SOS! SOS! გთხოვთ, სვანეთში მცხოვრები, შვიდი შვილის დედის – ნათია პაკელიანის სიცოცხლის გადარჩენაში დაგვეხმაროთ! ის მხოლოდ 31 წლისაა. ექიმებმა მოულოდნელად აღმოაჩინეს (ჰოი, უბედურებავ!) სასიკვდილო დაავადება – ტვინის ანევრიზმა. ვერაგი დაავადება ახალგაზრდა ქალის სიცოცხლეს ყოველ წამს ემუქრება! უმცროსი შვილი მხოლოდ ორი წლისაა. რამდენჯერ უნახავთ საბრალო ბავშვებს საკუთარი თვალით დედიკოს გულყრები… რამდენჯერ შეუძრავს ამ ლამაზი ოჯახის სახლი შეშინებული ბავშვების კივილსა და ცრემლებს. უფალო, დაეხმარე! თურქეთში პირველი და ძალიან ძვირადღირებული გამოკვლევის დროს, ექიმებმა ნათიასთვის ზუსტი დიაგნოზის დასმა ვერ შეძლეს. საჭირო გახდა ახალი გამოკვლევების ჩატარება, რისთვისაც ჯანდაცვის სამინისტრომ თანხა არ გამოყო. ამის გამო, ქალს არ შეუძლია მკურნალობის დაწყება, რომელიც შესაძლოა, მის სიცოცხლეს გადაარჩენს და შვიდი ქართველი ანგელოზი აღარ დარჩება ობლად! ოჯახი შორს, ძალიან შორს, სვანეთის ულამაზეს მთებში ცხოვრობს. ნუთუ, ნათია და მისი შვილები ჩვენს ულამაზეს ქვეყანას ვერასოდეს იხილავენ! შენ მარტო არ ხარ, ნათია! შენი სამშობლოს – საქართველოს – ყველა ღვთისმოშიში მოქალაქე შენ გვერდით დგას! შენი ავადმყოფობის დეტალებს დაუყოვნებლივ გამოვაქვეყნებთ! ჩვენ უბრალოდ ვალდებულები ვართ, გადავარჩინოთ შენი სიცოცხლე!

შემოწირულია

₾3,743.17

დონორი

286

დიახ! მსურს დახმარება!
1 14

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

წაიკითხეთ იმ ადამიანების ისტორიები, ვისაც უკვე დაეხმარეთ! მაგრამ ერთი წუთითაც ნუ დაივიწყებთ, მეგობრებო, რომ ამ საბრალო ბავშვებისა და მოხუცების ცხოვრება გრძელდება. არასოდეს დატოვოთ ისინი მარტო. დაუმეგობრდით მათ. ამისთვის საჭირო არ არის ფულის ხარჯვა. ფინანსურ საკითხებს კი, ერთობლივი ძალისხმევით მოვაგვარებთ.

Project

ავადმყოფი ზრდასრულები

შენ დაეხმარე

მკვლელი ექიმი!!! ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კლინიკის ექიმების შეცდომის გამო, გიორგი კაპანაძე დღეს სიკვდილს ებრძვის. ერთი წლის წინ, მამაკაცს ინფარქტი დაემართა. გულის სტენტირების დროს, ექიმის დაუდევრობის გამო, ორგანიზმში ინფექცია შეიჭრა. შედეგად, აორტის სარქველზე გაჩნდა ცხრა სანტიმეტრიანი წარმონაქმნი, რის გამოც, მამაკაცმა ნახევარ წელიწადში სამი ინსულტი გადაიტანა. დიახ, სწორედ ექიმის დაუდევრობის გამო ორ სამყაროს შორისაა „გამოკიდული“ ეს მშრომელი ადამიანი. ეს ხომ, სიკვდილზე უარესია!

შემოწირულია

₾6,540.63

დონორი

528

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
181 - 186 of 305 items
1 29 30 31 32 33 51

გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!

close


    გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის

    open
    close
    logo
    მოგვწერეთ
    logo
    გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!




      გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის