რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

წარმოიდგინეთ, მეგობრებო, თაბაშირისგან დამზადებულ აი ასეთ კორსეტს ატარებდა ჩვენი სტატიის გმირი, გაწამებული ანა 6 წლის ასაკიდან. ექვსი რთული ოპერაცია, „დიდი“ ქართველი პროფესორების ექვსი მტკიცე დაპირება. როგორ გადაიტანე ეს ყველაფერი, პატარავ?! იცოდე, რომ ჩვენი გულები ნაწილ-ნაწილ იფლითება შენდამი თანაგრძნობით!

ეს ლამაზი გოგო ეს-ესაა დაიბრუნებს თავის ბუნებრივ სილამაზეს. თურქი ექიმები, მადლობა ღმერთს, გარანტიას იძლევიან! თუ ახლა არ დავეხმარებით, შეიძლება ხერხემალი გადაუტყდეს და ნეკნებმა გოგონას ფილტვები გაუგლიჯოს. გატანჯული ანა (24 წლის): არაადამიანური ტკივილი ღამითაც არ მაძლევს თვალის დახუჭვის საშუალებას! არ მეძინება, მაგრამ როცა თვალებს ოდნავ ვხუჭავ, ვიგუდები! ხერხემალი გამუდმებით მრუდდება და მრუდდება, დღეს კი წყლის ყლუპსაც ვეღარ ვსვამ დამოუკიდებლად! მთელი ჩემი სხეული იმდენად დეფორმირებული გახდა მთელი ჩემი წამების წლების განმავლობაში, რომ ხერხემალი შეიძლება გადატყდეს და ნეკნებმა, სასიკვდილო შუბებივით, ფილტვები და გული გამიხვრიტოს. და ამქვეყნად, ოპერაციის გარდა, ვერაფერი ვერ დააყუჩებს ამ ტკივილს და დამიბრუნებს სიცოცხლეს! თორემ ფონდს და მის მეგობრებს არ დავუკავშირდებოდი! ჩემ გარდა, საქართველოში ისედაც ბევრი იტანჯება. ანას დამოუკიდებლად საწოლიდან ადგომაც კი არ შეუძლია.

შემოწირულია

₾12,418.48

დონორი

998

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

სასწრაფო

ცოცხალი მუმია! 40 წლის ულამაზესი შორენა 34 კილოგრამს იწონის… თანაც, ორი წლის შვილი არ შორდება გვერდიდან… მისთვის ამქვეყნად ყველაზე საყვარელი ადამიანის, დედის მდგომარეობა როგორ უნდა გაიგოს პატარამ? საბრალო ქალი ჟანგბადის აპარატის ქირას ვერ იხდის. თუ არ დავეხმარებით შორენას, შესაძლოა, ათიოდე დღეში სულაც უკანასკნელად ჩაისუნთქოს ჰაერი… და ვეღარ ამოისუნთქოს… პატარა გოგონას გარდა, შორენას ჰყავს სამი შვილი და მეუღლე, რომელიც დღედაღამ მუშაობს კაპიკებზე! მათი ცოდვით, ქვებიც კი ატირდებოდნენ… დიდება უფალს, დასახმარებლად ამდენი კეთილი ადამიანი რომ გამოგზავნა…

40 წლის გმირმა დედამ, მეოთხე ანგელოზი, ბარბარე მოუვლინა სამყაროს და ჩვენს პატარა საქართველოს. სამწუხაროდ, მისი ბედნიერება ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდა. ახლა კი, ორი წლის ბარბარე ასე უწევს მკერდზე მომაკვდავ ქალს. ღმერთო, ღმერთო…

გოგონას დაბადებიდან ძალიან მალე, შორენამ კატასტროფული სისწრაფით დაიწყო წონაში კლება. ექიმთან არ მიდიოდა, რადგან უკანასკნელ კაპიკებსაც კი შვილების კვებაში ხარჯავდა გმირი დედა. აი, საშინელი შედეგიც დადგა. ქალს ანორექსია დაუდგინდა და ფაქტობრივად, ჩონჩხად არის ქცეული.

შემოწირულია

₾46,886.34

დონორი

2415

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

სასწრაფო

ჩემი საყვარელი დედიკოს სიკვდილს ნუ დაუშვებთ! არ მოკვდე, დედა! დაეხმარეთ, წამლებისა და გამოკვლევების ხარჯებს რომ გაუმკლავდეს! დედა საშინელ ავტოკატასტროფაში სასწაულით არის გადარჩენილი!

მარიამი საშინელ ავტოკატასტროფაში სასწაულით არის გადარჩენილი. ის ტაქსით მგზავრობა საბედისწერო აღმოჩნდა მისთვის – მანქანას დიდი სიჩქარით სხვა მანქანა დაეჯახა. ორი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ახალგაზრდა ქალი კი, შეიძლება ითქვას, ნაწილ-ნაწილ ააწყვეს ექიმებმა. თითქმის ყველა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შინაგანი ორგანო დაუზიანდა, საჭირო გახდა ელენთისა და ნაღვლის ბუშტის ამოკვეთა. შეხედეთ ამ შემზარავ სურათებს შემთხვევის ადგილიდან! მარიამი ამბობს, რომ უფლის მფარველობის ქვეშ რომ არ ყოფილიყო, ასეთ დალეწილ მანქანაში ვერ გადარჩებოდა. ახალგაზრდა ქალმა ამხელა განსაცდელი გადაიტანა, მაგრამ კიდევ ერთი დარტყმა ელოდა წინ – ექიმებმა მარიამის ელენთაში წარმონაქმნი აღმოაჩინეს. საშინელი ტკივილები აწუხებს, რომელიც დღითი დღე ძლიერდება, მაგრამ ყველაფერს ითმენს და ცრემლებს მალავს. ოჯახი ძალიან გაჭირვებულად ცხოვრობს, მხოლოდ სოციალური შემწეობით. არც წამლების, არც გამოკვლევების ფული არ აქვთ.

შემოწირულია

₾3,136.29

დონორი

241

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

ჩემთან ერთად დამარხავენ ჩემს შვილიშვილს, იმ დღესვე

„მე თუ დღეს მოვკვდი, ჩემი შვილიშვილიც მეორე დღეს მომყვება უკან ან შეიძლება, ცოცხლად დამარხონ ჩემთან ერთად. იმიტომ, რომ ის არავის სჭირდება ჩემს გარდა! არავის უნდა… დედამაც და მამამაც, ორივემ მიატოვეს. მიაგდეს ავადმყოფი ბავშვი და ბედნიერება სხვაგან ნახეს.“ – ამბობს მალარდო და თვალებს მალავს. რცხვენია მძიმედ ავადმყოფი სოსოს მშობლების საქციელის გამო. ვის რაში სჭირდება ავადმყოფი? ისინი კი, ჯერ ახალგაზრდები არიან, კიდევ ეყოლებათ ჯანმრთელი შვილები!

შემოწირულია

₾6,903.39

დონორი

565

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

შეიბრალეთ მოხუცი მშობლები, რომლებმაც მძიმედ დაავადებული შვილი მთელი ცხოვრება მხრებით ატარეს. ნუთუ ვერასდროს დაინახავენ, მათი გოგონა როგორ დადგება ფეხზე?! ნუთუ არ დავეხმარებით?!

ნონა (34 წლის): ბავშვობიდან ეტლს ვარ მიჯაჭვული. ძალიან მიმძიმს ამაზე საუბარი, მაგრამ სიარული საერთოდ არ შემიძლია. ვინმეს დახმარებითაც კი. რაც არ უნდა ვეცადო, ერთი ნაბიჯის გადადგმასაც კი ვერ მოვახერხებ. ოთხ კედელს შუა ვარ გამომწყვდეული და ფაქტობრივად, ვერსად გავდივარ. ამიტომ გადავწყვიტე, დამერეკა თქვენს ფონდში. იმდენი მეგობარი გყავთ, მინდა, მათ დავუმეგობრდე და მათი დახმარების იმედი მაქვს!

შემოწირულია

₾9,232.92

დონორი

515

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

ყოველ დილით, 12 წლის მაგდა მამის საწოლთან მიდის. იმის შიშით, რომ ეს საყვარელ მამასთან ერთად გატარებული უკანასკნელი დღე აღმოჩნდება, საბრალო ბავშვი თავს ადებს ძალიან ჩუმად და ამოწმებს, ისევ ფეთქვას მისი გული, თუ…

ვინ იცის, იქნებ მამა-შვილის უკანასკნელი ჩახუტება აღმოჩნდეს ეს…
12 წლის მაგდა საყვარელ მამიკოს ასე ეხუტება. თითქოს, ამ ჩახუტებით, ბავშვი ცდილობს, რომ სიკვდილს არ გაატანოს ის ადამიანი, რომელიც ყველაზე მეტად უყვარს ამ ქვეყნად.გოგონამ იცის, რომ გულის გადანერგვის გარეშე, სიკვდილი საყვარელ მამიკოს წაართმევს. მაგდას მამას, 49 წლის ჯუმბერს, დილატაციური კარდიომიოპათია დაუდგინდა. ამ საბრალო მშრომელ კაცს 3 წლის წინ აღმოაჩნდა გულის საშინელი დაავადება, მაგრამ უფულობის გამო ვერ იმკურნალა, ვერც შესაბამისი მედიკამენტების ყიდვა შეძლო. დღეს კი, უკვე დამებულია მისი მდგომარეობა. საბრალო კაცს ისეთი შეგრძნება აქვს, თითქოს ვიღაც ახრჩობს, ვერ სუნთქავს, ჰაერი არ ჰყოფნის, გული კი საშინლად სტკივა, პირდაპირი და ირიბი მნიშვნელობითაც. წყეული უფულობის გამო, მამა, რომელიც სიკვდილს ებრძვის, წამალს ვერ ყიდულობს. ნუთუ, ამაზე დიდი გულისტკივილი, რამე არსებობს?!

შემოწირულია

₾5,098.53

დონორი

307

დიახ! მსურს დახმარება!
1 8

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

გაეცანით იმ ადამიანების ისტორიებს, ვისაც უკვე დაეხმარეთ! მაგრამ, ერთი წუთითაც ნუ დავივიწყებთ, რომ ამ საბრალო ბავშვებისა და მოხუცების ცხოვრება გრძელდება, მეგობრებო!

Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

შენ დაეხმარე

41 წლის გულკეთილ ქართველ ქალს, ლანას, თირკმელი თავისით მოსწყდა, მერე კი ექიმები რამდენიმე დღე-ღამის განმავლობაში სერავდნენ მის სხეულს და ეძებდნენ ორგანოს!

კეთილო ადამიანებო,  ახალგაზრდა ქალი ყველამ უარყო, ყველამ გაწირა და ყველამ მიატოვა ამქვეყნად.  ის ხომ ჯერ კიდევ სამყაროში მოვლინების პირველივე წამიდან უარყო მისმა დედამ. მას შემდეგ ლანას ცხოვრებაში ერთი ბედნიერი დღეც კი არ ყოფილა. ანომალიური დაავადება, სიღატაკე, შიმშილი, დამცირება — რით დაიმსახურა ეს ყოველივე ამ საწყალმა ქალმა? 4 წელი იცხოვრა მონასტერში. მერე კი, გარკვეული მიზეზის გამო, იძულებული გახდა  მონასტერი დაეტოვებინა და მას შემდეგ აღარასოდეს გაიხედავს იმ მონასტრისკენ  (ფონდის კორესპონდენტს ნამდვილი მიზეზი გაანდო, თუმცა სთხოვა, რომ ის საიდუმლოდ დარჩენილიყო). გაუსაძლისი გაჭირვების მიუხედავად (როგორც მატერიალური, ასევე ჯანმრთელობის), ქალს სინდისი არასდროს დაუკარგავს. დღეს კი ყველასგან მიტოვებული ლანა კვდება ჩუმად, უხმოდ. როგორც მისი ამქვეყნად მოსვლა არავის გახარებია, ალბათ, ასევე არავის დაამწუხრებს მისი წასვლა ამ სამყაროდან. ვერც კი შეამჩნევენ….

შემოწირულია

₾2,977.17

დონორი

182

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

შენ დაეხმარე

37 წლის ქართველ ქალს მკერდის მომაკვდინებელი სიმსივნე ცოცხლად ჭამს. მძიმედ დაავადებული შვილის მომავლის შიში და მტანჯველი ტკივილები წამლების არქონის გამო, გაუსაძლისს ხდის მის ყოფას!

ეს საბრალო ქალი ნაძირალა ქმარმა მაშინვე მიატოვა, როგორც კი გაიგო, რომ შვილს საშინელი თანდაყოლილი დაავადება —აუტიზმი ჰქონდა! გიორგი პატარა ბიჭუნასავით ეხუტება დედას. მისი სიყვარულის გარეშე ხომ ერთი დღეც კი ვერ იცოცხლებს! ეს მომხიბვლელი ვაჟკაცი, იმავდროულად, ძალიან უბედურია! ორი უსაზღვროდ უბედური ადამიანის ტკივილი: დედა და შვილი ამ დაუნდობელ სამყაროში სრულიად მარტო არიან დარჩენილნი, უსახსროდ, წამლებისა და საჭმლის გარეშე, რასაც თან ერთვის ბინის მეპატრონის სასტიკი მუქარა, რომ ძაღლებივით ქუჩაში გამოყრის. ეთერი (37 წლის): „უკანასკნელი ძალები მოვიკრიბე და, მიუხედავად მკერდის გაუსაძლისი ტკივილებისა, ვეჭიდები ამ უხალისო ცხოვრებას. მე რომ მოვკვდე, გიორგის რა ბედი ელის?! მამამისს და ჩემს მეორე შვილს, გოგოს, ხომ დიდი ხანია ჩვენი არსებობაც კი არ ახსოვთ“. ხანდახან ეთერი სევდით უყურებს ფოტოებს, სადაც ჯერ კიდევ ბედნიერია! გიორგის გარდა, ჰყავდა უსაყვარლესი გოგონა, ნინი. პატარა მერცხალა გოგო! რომ წამოიზარდა, დაახლოებით 14 წლის ასაკში გაბოროტდა!

შემოწირულია

₾10,712.75

დონორი

873

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
181 - 186 of 215 items
1 29 30 31 32 33 36