ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

ng ng ng ng ng ng

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

Project icon

მრავალშვილიანი ოჯახები

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

ჩვენს საყვარელ საქართველოში, უამრავი ადამიანი იმყოფება არა მხოლოდ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, არამედ უკიდურესად უჭირს! ყველაზე ცუდი კი ისა არის, რომ ჩვენს გარდა ამქვეყნად არავის იმედი აქვთ! ჩვენი დახმარების გარეშე, ზოგი ცხოვრების ბოლომდე განუკურნებელ ხეიბრად დარჩება, ზოგი მოკვდება, ზოგიც წარმოუდგენელი ტანჯვით დალევს სულს! სკოლის მოსწავლეები ვერ ივლიან სკოლაში, იმის გამო, რომ ტანსაცმელიც კი არ გააჩნიათ. ელემენტარული გაჯეტებიც კი არ აქვთ! ისინი სრულიად მარტონი არიან, თითქოს, უსიცოცხლო უდაბნოში… მარტონი საკუთარი ტანჯვისა და ტკივილის პირისპირ! სოციალური შემწეობა საქართველოში უფრო მცირეა, ვიდრე აფრიკის ბევრ ქვეყანაში! ქვეყანა ცარიელდება: არ არის არც სამუშაო, არც მომავალი… ჩვენი დახმარების გარეშე არაფერი იქნება, მეგობრებო! ჩვენ კი უბრალოდ უნდა ვაჩუქოთ შანსი, იცოცხლონ და იამაყონ საკუთარი ქვეყნით და კეთილი ხალხით, რომელიც ისტორიულად, ათასწლეულების განმავლობაში ეხმარებოდა ყველას, ვინც ჩვენს ქვეყანას სტუმრობდა!

შემოწირულია

₾645,782.59

დონორი

48623

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ბავშვები

ნიკოლოზი (7 წლის): „გთხოვთ, სიკვდილისგან გადამარჩინეთ! არ ვიცი, როგორია, მაგრამ ძალიან, ძალიან მეშინია მისი!“

მეგობრებო, უფალი გვაძლევს შანსს, ამქვეყნად ყველაზე ძვირფასი საჩუქარი – სიცოცხლე ვაჩუქოთ ნიკოლოზს!
ბიჭუნას კიბო აქვს. მუცელი ასტკივდა სამი წლის წინ. დედიკოს ეგონა, ბევრი ჩიპსი რომ ჭამა, იმიტომ. მაგრამ, ტკივილი უფრო და უფრო გაუსაძლისი ხდებოდა! ექიმებმა სასიკვდილო „განაჩენი“ გამოუტანეს – თირკმლის კიბო!
ნიკოლოზი (7 წლის): ასეა, დეიდა, კიბო მაქვს. საავადმყოფოში წამიყვანეს და აღარ მიშვებდნენ სახლში. ასე მითხრეს: „თუ გაგიშვებთ, მოკვდებიო“. მეც შემეშინდა! ძალიან, ძალიან შემეშინდა! მერე კი, ექიმებმა სასწრაფოდ „გადამაფრინეს“ გერმანიაში, გადამიღეს რენტგენი, მუცელი გამიჭრეს და იქ, კიბო ნახეს. მე არ მინახავს და არ ვიცი, როგორია, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ საშინელია! თირკმელი ამომაჭრეს. მერე სახლში დავბრუნდი, მაგრამ კიდევ უფრო ცუდად გავხდი, ისევ გერმანიაში მოგვიწია წასვლა, ისევ გამჭრეს და ელენთა და კიდევ რაღაც ამომიღეს… მერე, ძალიან ბევრი წამალი დამალევინეს, რაღაც სხივებს, გადასხმებსა და ქიმიას მიკეთებდნენ, კიბო რომ დაეპატარავებინათ და გაჩერებულიყო. ახლა, უკეთესად ვარ, ხომ არ მოვკვდები?

შემოწირულია

₾117,694.30

დონორი

8020

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

სასწრაფო

გიო საშინელ ავარიაში მოყვა და კომაში ჩავარდა! ნუ დავუშვებთ ამ ახალგაზრდა ბიჭის დაღუპვას, ის მხოლოდ 21 წლისაა! მას ახლავე სჭირდება დახმარება!

უკვე სამი თვეა, გიო კომაშია. სიცოცხლის ერთადერთი ნიშანწყალი ისაა, რომ თვალებს ახელს და ხუჭავს. დაფიქრდით, რაოდენ აუტანელ მდგომარეობაშია – 21 წლის ბიჭი იძულებულია, მთელი დღეები საავადმყოფოს საწოლს მიჯაჭვულმა გაატაროს და აპარატის მეშვეობით ისუნთქოს. წყალი და საკვები კი ზონდის მეშვეობით მიიღოს. მაგრამ ყველაზე საშინელება არის კრუნჩხვები, რომლებიც გიოს ტანჯავს. შეტევები იმდენად ძლიერია, რომ მკლავები და ფეხები ეკრუნჩხება. როგორ უძლებს ამხელა ტანჯვას? როგორ ახერხებს, სიცოცხლე შეინარჩუნოს? დედა მუდმივად მის გვერდით არის, 24 საათის განმავლობაში: შვილს გულში იკრავს, სანამ შეტევა არ დასრულდება. გულმოკლული ქალი შვილის ხელს მაგრად უჭერს და გამუდმებით ელაპარაკება იმის იმედით, რომ გაიგებს მის სიტყვებს: „გიო, შვილო! გონს მოდი!“ გიოს ახალგაზრდულ და ბედნიერ ცხოვრებას წამში მოეღო ბოლო. 2024 წლის 15 სექტემბერს ბიჭი საშინელ ავარიაში მოყვა გერმანიაში, სადაც სამუშაოდ იყო ჩასული. სხეულისა და ორგანოების მრავალი დაჟეჟილობა არც ისე საშიში აღმოჩნდა, როგორც გულმკერდის არეში დარტყმა. მას გული გაუჩერდა. გადარჩენის შანსს, გარანტიას ან ცრუ იმედებს არავინ იძლეოდა. სასწაული მოხდა. გიო გადარჩა. გერმანელმა ექიმებმა ბიჭის „საიქიოდან“ დაბრუნება მოახერხეს. გული ამუშავდა, მაგრამ გონს ვერ მოვიდა და კომაში ჩავარდა. დიაგნოზი არასანუგეშოა – თავის ტვინის ინფარქტი. საბედნიეროდ, გიოს აქვს შანსი, სიცოცხლეს დაუბრუნდეს, რადგან მთავარი ბრძოლა უკვე მოიგო. გთხოვთ, ეს ახალგაზრდა ბიჭი გადაარჩინოთ! თქვენი დახმარების გარეშე, ვერ გაუმკლავდება!

შემოწირულია

₾57,693.87

დონორი

2998

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

სასწრაფო

ნათია საქართველოში ცოცხალი და ჯანმრთელი დავაბრუნოთ! თურქეთის კლინიკაში მყოფ ჩვენს თანამემამულეს ჩვენი დახმარება სასწრაფოდ ესაჭიროება. ნათიას მხოლოდ 1 კვირა აქვს ვადა, რომ გადარჩეს. თქვენ მიერ გაღებული თითოეული ლარი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია!

მეორე ურთულესი ოპერაციისთვის, 15 ათასი დოლარი არის საჭირო. კეთილო ადამიანებო, ამ საბრალო დედა-შვილის იმედი, მხოლოდ თქვენ ხართ! დრო ძალიან ცოტაა. თურქი ექიმების თქმით, იმ შემთხვევაში თუ ნათიას, რამდენიმე დღეში მეორე ოპერაცია არ ჩაუტარდა, „ჩაიყრება წყალში“ არა მხოლოდ პირველი ოპერაციის კარგი შედეგი, არამედ უფრო დამძიმდება ნათიას მდგომარეობა. ექიმებმა დეტალურად აგვიხსნეს რატომ, თუმცა, ძვირფასო მკითხველო, თქვენ აღარ შეგაწყენთ თავს. გახსოვდეთ, რომ თქვენ მიერ გაღებული ერთ ლარსაც კი, არა მხოლოდ ნათიას სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია, არამედ მისი საბრალო გმირი დედისაც, რომელმაც ტანჯვაში გაატარა მთელი ახალგაზრდობა და მოხუცებულობა შვილის ჯოჯოხეთური წამების შემხედვარე. მოდით, სიცოცხლის უკანასკნელ წლებში მაინც მივანიჭოთ სიხარული ამ გმირ ქალს.

შემოწირულია

₾53,259.83

დონორი

2763

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ბავშვები

სასწრაფო

12 წლის ნიკოლოზს სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია — თირკმლის ამოღება! მამა მარტო დარჩა ოთხ შვილთან ერთად და მკურნალობის ხარჯებს ვერ ფარავს. დაეხმარეთ, რომ მძიმედ დაავადებულ შვილზე ზრუნვა შეძლოს!

12 წლის ნიკოლოზი უდარდელად დასდევდა ბურთს სხვა ბიჭებთან ერთად, ფეხბურთს თამაშობდა და აქტიურად ვარჯიშობდა. მოახლოებული განსაცდელის შესახებ არავის უგრძნობდა გული, მაგრამ მორიგი შეჯიბრების წინ გეგმიური გამოკვლევის დროს ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ ბიჭს თანდაყოლილი თირკმლის დაავადება — ჰიდრონეფროზი აქვს. აღმოჩნდა, რომ მარცხენა თირკმელი დაშლილია და მისი ამოკვეთა ერთადერთი გამოსავალია.

შემოწირულია

₾49,486.02

დონორი

2673

დიახ! მსურს დახმარება!
1 22
ng

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

გაეცანით იმ ადამიანების ისტორიებს, ვისაც უკვე დაეხმარეთ! მაგრამ, ერთი წუთითაც ნუ დავივიწყებთ, რომ ამ საბრალო ბავშვებისა და მოხუცების ცხოვრება გრძელდება, მეგობრებო!

Project icon

ავადმყოფი ბავშვები

შენ დაეხმარე

ხუთი წელია, სიკვდილი ფეხდაფეხ დაგვყვება!

„მე და ჩემი და ძმას ისე ველოდებოდით, მას სახელიც კი მოვუფიქრეთ; მასზე ზრუნვა და მასთან თამაში გვინდოდა… გვეგონა, რომ ის ჩვენი დამცველი იქნებოდა… მაგრამ ის ისეთი უმწეოა, ისეთი სნეული… დამოუკიდებლად ვერაფერს აკეთებს“, – გვეუბნება 11 წლის ანა. ის და მისი უფროსი და – 13 წლის მარი – 5 წლის ლუკასთვის მხოლოდ დები კი არა, დედებიც გახდნენ! ზოგჯერ, ისინი თავიანთ ძმას დედაზე უკეთესადაც კი უვლიან!
ბიჭი დამოუკიდებლად ვერაფერს აკეთებს, მას წყლის თხოვნაც კი არ შეუძლია.

შემოწირულია

₾4,344.54

დონორი

326

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project icon

გაჭირვებულები

შენ დაეხმარე

დედამ ჩვენი მესამე და დაახრჩო, მამამ კი ვეღარ გაუძლო და მალევე, მას გადაჰყვა

კითხვაზე – „შეგიძლიათ, რამე კარგი გაიხსენოთ?“ გოგონებმა ერთმანეთს გადახედეს და მხრები აიჩეჩეს. მათ ცხოვრებაში ერთი ნათელი მოგონებაც კი არ აქვთ, არადა, ისინი უკვე ზრდასრულები არიან: ანა 17 წლის არის, ბარბარე კი 16-ის. მათ დედა არ ახსოვთ, მამასაც ძლივს იხსენებენ; ახსოვთ ბებია – მოხუცი, ავადმყოფი… ეს ერთადერთი ახლობელი ადამიანი მათ ხელებში ჩააკვდათ.
ეს საახალწლო ამბავი არ არის; ის ვერც სულს გაგვითბობს და ვერც ამ დების წარსულის შეცვლას შეგვაძლებინებს, მაგრამ იქნებ, მათი მომავალის შეცვლა შევძლოთ… ვინ იცის? შობის წინა დღეებში ხომ სასწაულები ხდება?
ტრაგედია მაშინ დაიწყო, როდესაც ანას და ბარბარეს და შეეძინათ… დიახ, არ მოგესმათ! კვების დროს, მათმა დედამ ბავშვი დაახრჩო. „ალბათ შემთხვევით“, – ამბობს ანა. „ან შეიძლება, არა…“, – ამატებს ბარბარე. 2006 წელს, მათი დედა 9 წლით დააპატიმრეს. მას შემდეგ, ის გოგონებს აღარც უნახავთ.

შემოწირულია

₾4,305.48

დონორი

267

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

შენ დაეხმარე

ჩემთან მეგობრობა არავის უნდა! მაგრამ, მე ხომ ადამიანი ვარ!

ხათუნა 29 წლის არის. გაჭირვებით იხსენებს, ბოლოს როდის დადგა მიწაზე ფეხი, იმდენი ხანი გავიდა მას შემდეგ. „სიზმარშიც კი ვერ ვიხსენებ, როგორ დავდიოდი. – დანანებით ამბობს ხათუნა. – ის კი მახსოვს, რომ არაჩვეულებრივი შეგრძნება იყო!“ დედა გახდა მისი ხელებიც და ფეხებიც. დედა გახდა მთელი სამყარო საბრალო ხათუნასთვის. თანატოლები, ისე ექცევიან, როგორც პატარას, ბავშვებს ეშინიათ და თითს იშვერენ მისკენ… ეს ძალიან მტკივნეულია. რამდენჯერ მოუკლა ამ ყველაფერმა, ხათუნას და მის მფარველ ანგელოზს – დედას, დარეჯანს, ისედაც ნატანჯი გული.

შემოწირულია

₾4,295.15

დონორი

296

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project icon

მარტოხელა მოხუცები

შენ დაეხმარე

მოხუცი, კეთილი ქართველი ხსნას ითხოვს

ყოველ დილით, 90 წლის გიორგი თვალებს ახელს და ცდილობს მიხვდეს, ცოცხალია თუ მკვდარი? ის ხომ სრულიად უსინათლოა?! გარშემო კი ჯოჯოხეთურად ცივა, როგორც სამარეში!
ცოცხალი ადამიანი ცოცხლად არის დამარხული… და გარშემო საერთოდ არავინ არის! ნუთუ, ჩვენც დავხუჭავთ თვალს იმ მოხუცის უზარმაზარ ადამიანურ მწუხარებაზე, რომელიც შეიძლებოდა, ჩვენი შვილების ბაბუა ყოფილიყო?
„არ მინდა იმქვეყნად უსინათლო წავიდე. დამეხმარეთ, ერთხელ მაინც დავინახო მზე! ამის შესახებ უფალს აუცილებლად მოვუყვები!“

შემოწირულია

₾4,275.50

დონორი

134

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
199 - 204 of 968 items
1 32 33 34 35 36 162