რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

სასწრაფო

ამქვეყნად ყველაზე შეჭირვებული ადამიანები საქართველოში, გორში ცხოვრობენ, მათი სახლი სამარეს ჰგავს, სადაც შპალერის ნაცვლად, კედლებზე შხამიანი სოკოა მოდებული, რომელიც ყველა ცოცხალ არსებას ნელ-ნელა კლავს! კორესპონდენტი: მე დემონების არსებობის არ მჯერა, მაგრამ, სულ რამდენიმე წუთში დავრწმუნდი, რომ ამ სახლში, უმწეო, ძალიან კეთილი ადამიანების გვერდით, თავად სატანამ დაიდო ბინა და ყოველდღე, ყოველ წუთს ჯერ კიდევ ახალგაზრდა ქართველი ცოლ-ქმრის ტანჯვით ტკბება, რომელიც მწუხარებამ და საშინელმა სიღატაკემ დავრდომილ მოხუცებად აქცია!

მეგობრებო, ამ ოჯახის ისტორია ნამდვილი ტრაგედიაა! საერთო დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება, უფლის ნათელი სული ამ სახლში რომ აღვადგინოთ!

ეს, ჯეირანაშვილების უსაზღვროდ უბედური ოჯახია, სრული შემადგენლობით. ტახტის კიდეზე 48 წლის თინაა ჩამომჯდარი, რომელიც ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო, როდესაც ექიმების უპასუხისმგებლობის გამო, პირველი შვილი გარდაეცვალა!

თქვენ მიერ გაღებული ერთი ლარიც კი, დიდი წვლილის შეტანას ნიშნავს იმაში, რომ ამ საშინელ ოთახში პირველ რიგში, დეზინფექცია გაკეთდეს, შპალერი გაეკრას, იატაკი დაიგოს, ჩატეხილი ფანჯრებიდან კი, აღარ შედიოდეს წვიმა და ქარი. შემდეგ, აუცილებლად გაგიზიარებთ ვიდეო მასალას, რათა თავად დარწმუნდეთ იმაში, რომ ეს განწირული ოჯახი სწორედ თქვენ გადაარჩინეთ.

ეს დიდი სიკეთე კი, თქვენი ცხოვრების ყველაზე რთულ გზაზე, აუცილებლად დაგხვდებათ წინ. უკვალოდ ხომ, არაფერი იკარგება…

შემოწირულია

₾10.00

დონორი

1

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

სასწრაფო

ორი მოხუცი, ორივე რთული ბედის, დამხმარე კი, საერთოდ არავინ ჰყავთ… გივი ბაბუა 75 წლისაა, გლაუკომის გამო, უსინათლოა თითქმის. მისი მეუღლე ოლღა კი, 85 წლისაა. ამჟამად, მისი თვალები ის არის. მეგობრებო, ჩვენი დახმარების გარეშე, ისინი ამ სასტიკ სამყაროში ვერ გადარჩებიან!

გივი (75 წლის): „არც კი ვიცი, მხედველობის დაკარგვაზე უარესი უბედურება რა უნდა იყოს. ისე ვიტანჯები, მირჩევნია, ფეხები არ მქონდეს და ნორმალურად ვხედავდე. თვალის წვეთების საყიდელი ფული არ მაქვს, რომელიც აუცილებლად მჭირდება, საბოლოოდ რომ არ დავბრმავდე. განა, ეს ცხოვრებაა?“
ოლღა (85 წლის): „სოფელ ტყვიავში ჩვენზე მეტად შეჭირვებულ ოჯახს ვერ ნახავთ.“
მოხუცები მთელი კვირის დაძველების პურს ჭამენ. წარმოგიდგენიათ? დამხმარე არავინ ჰყავთ! ამიტომ, კეთილო ადამიანებო, მათი ერთადერთი იმედი თქვენ ხართ!ოლღა ცოტა ხნის წინ დაეცა და ხელი მოიტეხა. საბრალო ქალს სერიოზული ოპერაცია ჩაუტარდა, ხელის ფაქტობრივად ხელახლა აწყობა და ლითონის კონსტრუქციის ჩადგმა დასჭირდა.
ოლღას გამოკვლევა ესაჭიროება, მაგრამ ოჯახს რენტგენის გადაღების საშუალებაც კი არ გააჩნია. სარეცხი მანქანაც არ აქვთ. ალბათ გესმით, ბებიას ცალი ხელით სარეცხის რეცხვა და გაწურვა როგორ უჭირს.

შემოწირულია

₾153.50

დონორი

17

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

ლიკა (11 წლის): „ჩემი საყვარელი დედა და დაიკო ეტლს არიან მიჯაჭვული და სიარული არ შეუძლიათ. თუ შეგიძლიათ, დაგვეხმარეთ! ძალიან რთულია, გული მაქვს დამძიმებული…“

უბრალოდ წარმოიდგინეთ, რას გრძნობს ახალგაზრდა და ლამაზი ქეთევანი, რომელიც 26 წლის ასაკში ეტლში ჩაჯდა! იმ საბედისწერო დღეს მან ერთი ნაბიჯის გადადგმაც კი ვერ მოახერხა — ფეხები აღარ ემორჩილებოდა. მისი მდგომარეობა დღითი დღე უარესდება, თუმცა ოჯახს გამოკვლევების ფული არ აქვს. სანამ სწორი დიაგნოზი არ გაირკვევა, მკურნალობასაც ვერ დაიწყებენ. იმ დაავადების დიაგნოსტირებისთვის, რომელიც ქეთევანს აწუხებს, სასწრაფოდ უნდა ჩატარდეს თავის ტვინისა და ხერხემლის მრტ კვლევა. ეს უბრალოდ წარმოუდგენელი თანხაა სოფელში მცხოვრები ოჯახისთვის ორი მცირეწლოვანი შვილით, რომელთაგან ერთ-ერთი მძიმედ არის დაავადებული.

შემოწირულია

₾12,200.05

დონორი

927

დიახ! მსურს დახმარება!

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

გაეცანით იმ ადამიანების ისტორიებს, ვისაც უკვე დაეხმარეთ! მაგრამ, ერთი წუთითაც ნუ დავივიწყებთ, რომ ამ საბრალო ბავშვებისა და მოხუცების ცხოვრება გრძელდება, მეგობრებო!

Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

შენ დაეხმარე

41 წლის გულკეთილ ქართველ ქალს, ლანას, თირკმელი თავისით მოსწყდა, მერე კი ექიმები რამდენიმე დღე-ღამის განმავლობაში სერავდნენ მის სხეულს და ეძებდნენ ორგანოს!

კეთილო ადამიანებო,  ახალგაზრდა ქალი ყველამ უარყო, ყველამ გაწირა და ყველამ მიატოვა ამქვეყნად.  ის ხომ ჯერ კიდევ სამყაროში მოვლინების პირველივე წამიდან უარყო მისმა დედამ. მას შემდეგ ლანას ცხოვრებაში ერთი ბედნიერი დღეც კი არ ყოფილა. ანომალიური დაავადება, სიღატაკე, შიმშილი, დამცირება — რით დაიმსახურა ეს ყოველივე ამ საწყალმა ქალმა? 4 წელი იცხოვრა მონასტერში. მერე კი, გარკვეული მიზეზის გამო, იძულებული გახდა  მონასტერი დაეტოვებინა და მას შემდეგ აღარასოდეს გაიხედავს იმ მონასტრისკენ  (ფონდის კორესპონდენტს ნამდვილი მიზეზი გაანდო, თუმცა სთხოვა, რომ ის საიდუმლოდ დარჩენილიყო). გაუსაძლისი გაჭირვების მიუხედავად (როგორც მატერიალური, ასევე ჯანმრთელობის), ქალს სინდისი არასდროს დაუკარგავს. დღეს კი ყველასგან მიტოვებული ლანა კვდება ჩუმად, უხმოდ. როგორც მისი ამქვეყნად მოსვლა არავის გახარებია, ალბათ, ასევე არავის დაამწუხრებს მისი წასვლა ამ სამყაროდან. ვერც კი შეამჩნევენ….

შემოწირულია

₾2,977.17

დონორი

182

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

შენ დაეხმარე

აფხაზეთში მებრძოლის სიკვდილთან თამაში საქართველოში

ჩვენი გმირების ისტორიების მოსმენისას ზოგჯერ გგონია, რომ ეშმაკი მათ ბოროტ თამაშს ეთამაშება გადარჩენისთვის.
„საცხოვრებლის გარეშე გადარჩებით? საჭმლის გარეშე? სიცივეში? იქნებ დამატებით ავადმყოფობაც გაჩუქოთ?“ – სიკვდილი მათ გვერდით დგას და უფრო და უფრო ართულებს სასტიკი თამაშის წესებს, რომელშიც ადამიანები უბრალოდ უნდა დაიღუპონ. ისინი კი, ყველაფრის მიუხედავად, სიცოცხლეს მაინც აგრძელებენ; არ უნდათ ეშმაკს მის სასიკვდილო თამაშში აჰყვნენ.

შემოწირულია

₾1,645.00

დონორი

92

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!