რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

სასწრაფო

ლევანი, რომელსაც სამი შესანიშნავი პატარა ჰყავს, სასწაულით გადარჩა საშინელ ავარიაში, მაგრამ მრავლობითი დაზიანება მიიღო! ის მთელი ძალებით ცდილობდა, შვილებისთვის ზედმეტი თეთრის გამომუშავებას… მაგრამ მეოთხე და ყველაზე უბედური შვილი გახდა საყვარელი ცოლისთვის, რომელიც არამხოლოდ ქმრის გარეშე დარჩა, არამედ საყვარელი ადამიანისგან ფულისა და დახმარების გარეშეც!

მეგობრებო, უფალი სცდის ჩვენ გულებს აღდგომის დღესასწაულზე და შესაძლებლობას გვაძლევს, რომ დახმარების ხელი გავუწოდოთ ლევანს ამ უდიდესი ადამიანური განსაცდელის დროს! ასეთ დიდებულ დღეებში ჩვენ გვწამს, რომ ადამიანთა გულები იხსნება და სასწაული ხდება! მეგობრებო, ყოველდღე სამი პატარა ევედრება ღმერთს, რომ მამიკო გამოჯანმრთელდეს. ის, რაც ჩვენთვის შეუძლებელი ჩანს, უფლისთვის შესაძლებელია და ოჯახი სასწაულის მოლოდინშია. მაგრამ ის რომ მოხდეს, თქვენი დახმარებაა საჭირო! გამოკვლევების გარდა, ლევანს რეაბილიტაციის, ფიზიოთერაპიისა და მასაჟის ხანგრძლივი კურსი ესაჭიროება. ოჯახი ვერ გაუმკლავდება ამას ჩვენ გარეშე! სულ მცირე თანხამაც კი, რომელსაც თქვენ გაიღებთ ლევანის გამოსაჯანმრთელებლად, შეიძლება მისი სიცოცხლე გადაარჩინოს!

შემოწირულია

₾7,801.06

დონორი

477

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

სასწრაფო

SOS! SOS! 26 წლის გურამ ხაჩიძე, ჯან-ღონით სავსე ბიჭი, ახლა უგონო მდგომარეობაშია და კლინიკებიც კი არ იღებენ. წმინდა ბარბარეს დღესასწაული საბედისწერო აღმოჩნდა გურამისთვის. მისი სასოწარკვეთილი დედა მუხლმოდრეკილი გევედრებათ, ღვთისნიერო ადამიანებო, რომ შვილის გადარჩენაში დაეხმაროთ.

4 თვის წინ, 17 დეკემბერს, წმინდა ბარბარეს დღესასწაული საბედისწერო აღმოჩნდა გურამისთვის. ბიჭმა დღესასწაული აღნიშნა. ყველამ, როგორც საქართველოშია მიღებული, სვეს, ჭამეს, მაგრამ სტუმრებიდან მხოლოდ გურამი მოიწამლა. ღრმად ჩაეძინა, ღამე კი ღებინება დაეწყო! თითქოს უმნიშვნელოა, მაგრამ ნერწყვმა სასუნთქი გზები გადაუკეტა. ჟანგბადი ტვინს აღარ მიეწოდებოდა და საბრალო ბიჭი კომაში ჩავარდა.

მოსიყვარულე დედა დღეებისა და საათების განმავლობაში ასე ეფერება საყვარელ შვილს. სახლიდან უკვე ყველაფერი დიდი ხანია გაყიდეს! უკანასკნელი ფულით კი დედა 6 600 ლარს იხდის თვეში მთელი თავისი ცხოვრების სიყვარულისთვის სიცოცხლის შესანარჩუნებლად!

მეგობრებო, არც ისე დიდი ხნის წინ გაჩნდა ბიჭის ფეხზე დაყენების იმედი. ეს არის იმპლანტი, რომელიც ტვინის განსაკურნად გამოიყენება! მაგრამ ის 3 000 დოლარი ღირს, რაც ოჯახს არ აქვს! დღეს ეს ბიჭის სიცოცხლის საფასურია! ნუ დაივიწყებთ!

შემოწირულია

₾4,408.22

დონორი

247

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

სასწრაფო

ანა-მარია (6 წლის): „ჩემი დედიკო ძალიან ავად არის, სადაცაა, დამბლა დაეცემა. როგორ მოვუვლი მარტო?.. ჯერ პატარა ვარ!.. დედას სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია!!!! ფული არ ჰყოფნის, მე კი, ამის არაფერი მესმის… გთხოვთ, დამეხმარეთ!“

შორენას კუჭის შემცირების ოპერაცია ესაჭიროება სასწრაფოდ. მისი ღირებულება კი, 12 500 ლარია. თანხის ნახევარს სახელმწიფო აფინანსებს, მაგრამ, დარჩენილი თანხა საიდან უნდა ჰქონდეს, როდესაც მხოლოდ სოციალური შემწეობით – 320 ლარით ცხოვრობს ოჯახი?

ანამარია: „კეთილო ადამიანებო, გთხოვთ, ჩემი დედიკო გადაარჩინეთ!“

როგორ შეიძლება, ექვსი წლის ბავშვს თხოვნაზე უარი ვუთხრათ, როდესაც მისი დედიკოს გადარჩენას ეხება საქმე? მეგობრებო, ამ პატარა ანგელოზის ვედრება შეისმინეთ! გოგონას ჩვენი დიდი იმედი აქვს!

შემოწირულია

₾7,123.55

დონორი

430

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

სასწრაფო

არამზადებმა ლაშას დანა პირდაპირ გულში გაუყარეს! მისი სიცოცხლე ბეწვზე კიდია!

მეგობრებო, ამ ბიჭის მომავალი ბედი და სიცოცხლე ფულზეა დამოკიდებული. ასეთია სასტიკი სინამდვილე. ტანჯვისგან ღონემიხდილ ლაშას, მენჯ-ბარძაყის სახსარზე ორი რთული ოპერაციის გაკეთება ესაჭიროება, მოძრაობა რომ შეძლოს. ამჟამად, მისი სხეული პირდაპირი გაგებით, ერთ პოზაში არის გაშეშებული. საქართველოში, ერთი ფეხის ოპერაციის ღირებულება 18 000 ლარია. სამ თვეში კი, ასეთივე ოპერაცია მეორე ფეხზეც დასჭირდება. მერე, ხანგრძლივი რეაბილიტაცია იქნება საჭირო. ეჭვიც არ შეგეპაროთ, თითოეული შემოწირული ლარი, ლაშას მკურნალობას მოხმარდება და პირდაპირ კლინიკაში გადაირიცხება. მთელი საქართველო ამ კეთილი საქმისთვის უნდა გაერთიანდეს!  თქვენს მეგობრებსა და ახლობლებს უამბეთ ლაშას შესახებ. ძალა ერთობაშია და ერთად, ჩვენ შეგვიძლია, ეს ბიჭი ფეხზე დავაყენოთ და სრულფასოვანი ცხოვრება ვაჩუქოთ მას. წარმოიდგინეთ, მას ხომ, ეს მთელი გულით სწადია!

შემოწირულია

₾8,324.84

დონორი

546

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

სარძევე ჯირკვლის კიბო სასიკვდილო განაჩენია ბევრი ქართველი ქალისთვის. ღმერთო, დაეხმარე ამ ქართველ ქალს, ლიანას, აირიდოს ასეთი ხვედრი! ცოტა დრო გვაქვს, მეგობრებო! არა, მას ხელში ვერ ჩავუგდებთ სიკვდილს! ლიანა მოუთმენლად ელის ჩვენგან დახმარებას და ნამდვილი მოწამესავით უძლებს ტანჯვას!

ლიანასთვის ყოველი დღე სიცოცხლისთვის ბრძოლაა. ყოველი მოძრაობა მას ტკივილს აყენებს – ფიზიკურსაც და მორალურსაც, მაგრამ არ ნებდება. ჯოჯოხეთი მას შემდეგ დაიწყო, რაც ქალმა იგრძნო, რომ რაღაც ბურთულასავით გაუჩნდა მკერდში. გამოკვლევის შედეგებმა შოკში ჩააგდო – ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ მას მეოთხე სტადიის კიბო ჰქონდა…

ლიანა (59 წლის): „არაერთხელ ვიწექი საავადმყოფოში. გამუდმებით მიკეთებდნენ გადასხმებსა და ნემსებს. გარდა ამისა, სეფსისი დამემართა – სისხლის მოწამვლა, მაგრამ სასწაულებრივად გადავურჩი სიკვდილს! მართალია, ერთ-ერთი კლინიკის რეანიმაციაში მკურნალობისთვის ჯერ კიდევ დავალიანება მაქვს დარჩენილი – 700 ლარი. წარმოდგენა არ მაქვს, როგორ უნდა გადავიხადო. გარდა ამისა, მჭირდება საკონტროლო გამოკვლევების ჩატარება, მაგრამ ფული არ მაქვს. 30 წელი ვიმუშავე კინოლოგად, მაგრამ ახლა ძალა აღარ შემწევს, რომ ვიმუშაო. ჩემი ერთადერთი იმედი თქვენი ფონდია და კეთილი ადამიანების თანადგომა“.

ლიანას სხივური თერაპიის ათი კურსი აქვს ჩატარებული. თუმცა სიმსივნე იმდენად აგრესიული აღმოჩნდა, რომ თავსა და ძვლებში გავრცელდა მეტასტაზები.

ლიანას მდგომარეობა დღითი დღე მძიმდება. ყოველი წუთი მნიშვნელოვანია. ქალი ტკივილითა და სისუსტით იტანჯება…

ქალი პრაქტიკულად ვერ დგება საწოლიდან. ძლიერი თავბრუსხვევის გამო, მას დახმარების გარეშე გადაადგილება არ შეუძლია. თითქმის სამი თვეა, ლიანას მზის შუქი არ უნახავს…

შემოწირულია

₾2,463.94

დონორი

226

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

გთხოვთ, დახმარების ძახილი შეისმინოთ! კიბო სამი შვილის დედას შიგნიდან წვავს! კუჭის ავთვისებიანი სიმსივნის გამო, ნანა თითქმის ვერაფერს ჭამს. მას სასწრაფოდ სჭირდება დახმარება! მძიმედ დაავადებულმა ქალმა ჯანდაცვის სამინისტროსგან ქიმიოთერაპიისთვის თანხის გამოყოფაზე უარი მიიღო! დრო აღარ რჩება! ჩვენი ვალია, სამი შვილის დედას სიცოცხლე შევუნარჩუნოთ! რადგან, საბრალო ქალის ბედი სახელმწიფოს ნაკლებად ადარდებს!

დიდი გაჭირვებით, ნანამ გაიარა თურქეთში ქიმიოთერაპიის 12 კურსი. რამდენიმე დღეში კი შემდეგი ბლოკი უნდა დაიწყოს. საბრალო ქალის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროსგან დაფინანსებაზე უარი მიიღო. სამკურნალოდ წასვლა როგორ უნდა მოახერხოს? უბედური ქალის თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ უარი უთხრა დაფინანსებაზე. რა სახსრებით წავიდეს ქალი სამკურნალოდ? მადლობა ღმერთს, რომ საქართველოში ყველა სნეულსა და უბედურს ვყავართ ჩვენ – ჩვენი ქვეყნის უბრალო მოქალაქეები. უფალი ყველაფერს ხედავს და დიდება მას, ჩვენ კიდევ გვექნება დრო, ვისაუბროთ იმაზე, თუ ვინ უფრო მოსწონს მინისტრს და ვინ არა და რა მიზეზით! სამინისტროში ასეთ მწუხარებას არავის ვუსურვებთ! დღეისთვის, ყველაფერი, რაც ოჯახს ჰქონდა, დახარჯულია. ჩვენ გარდა, მას სხვა არავის იმედი არ აქვს! მეგობრებო, გესმით, რას ნიშნავს ქიმიოთერაპიის შეწყვეტა იმ დროს, როდესაც მისი ერთი დღით გადადებაც კი არ შეიძლება? ქალს დახმარება ახლავე სჭირდება! ეს ერთადერთი შანსია, რომლის ხელიდან გაშვებაც არ შეიძლება, რათა ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინოთ!

შემოწირულია

₾16,084.73

დონორი

1172

დიახ! მსურს დახმარება!
1 2 3

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

გაეცანით იმ ადამიანების ისტორიებს, ვისაც უკვე დაეხმარეთ! მაგრამ, ერთი წუთითაც ნუ დავივიწყებთ, რომ ამ საბრალო ბავშვებისა და მოხუცების ცხოვრება გრძელდება, მეგობრებო!

19 - 21 of 21 items
1 2 3 4