ციალა (დედა): „ოპერაციის წინ, ექიმმა თქვა: „მიმყავს და გაითვალისწინეთ, რომ სიმაღლეში ორჯერ გაზრდილი დაგიბრუნდებათ“. საოცარი შეგრძნებაა, ჩემს შვილს წელში გამართულს რომ ვხედავ!“ მთელი მისი ცხოვრების განმავლობაში, 17 წელი, ცერებრული დამბლის გამო შალვა ნახევრად მოხრილი ფეხებით დადიოდა. მთელი 17 წელი იმაზე ოცნებობდა, რომ ოდესმე, წელში გამართული, სწორი ფეხებით სიარულს შეძლებდა. რამდენიმე დღის წინ ეს ამაღელვებელი, ნანატრი მომენტი დადგა ამ ოჯახისთვის. დედამ, ბებიამ, მთელმა ოჯახმა შალვა ისეთი დაინახა, როგორიც უფალმა ჩაიფიქრა — მაღალი, ალვის ხესავით ტანადი ყმაწვილი, უბედნიერესი ღიმილით. მთელი ჩვენი ქვეყნის დამსახურებით, შალვამ ფეხზე დადგომა შეძლო! ჩერნოვეცკის ფონდის მეგობრებმა ერევანში ჩატარებული ოპერაციის საფასური გადაიხადეს. „ახლა ჩემზეც და დედაზეც უფრო მაღალია! — ამბობს მანანა ბებო. — ეს უდიდესი დღეა ჩვენს ცხოვრებაში!“