რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

Project icon

მრავალშვილიანი ოჯახები

სამი წლის საბას მაღალი ტემპერატურა აქვს. გაციებულ ბავშვს თვალცრემლიანი დედა მხოლოდ თბილი წყლით მკურნალობს. არც წამლების ფული აქვთ და არც ტანსაცმლის. ღმერთო, რა ბედი ელის მამისგან მიტოვებულ ხუთ მცირეწლოვანს ამ ცივ ზამთარში?

ეს 3 წლის საბაა. კარგად დააკვირდით ბავშვის მაისურს. ნაგავსაყრელზეც კი უკეთესს ნახავთ. მაგრამ ყველაზე უარესი ისაა, რომ საბას მაღალი ტემპერატურა აქვს. სამწუხაროდ, საბრალო მარტოხელა დედას აფთიაქში მედიკამენტების ყიდვაც კი არ შეუძლია უფულობის გამო. შეხედეთ, პატარა ბიჭუნა ცხელ წყალს სვამს შაქრისა და მურაბის გარეშე. სამწუხაროდ, არ მოგეჩვენათ: ფინჯანში მხოლოდ ცხელი წყალია. მეორე ხელში კი ამ ანგელოზს პურის ხმელი ნატეხი უჭირავს. ერთი ნატეხი ყველიც კი არ არის სახლში. ხუბაშვილების ოჯახში 5 მცირეწლოვანია. ბავშვების სახეზე ღიმილს თითქმის ვერასდროს ნახავთ. ღმერთო, ღმერთო! ეს ხომ საშინელებაა! კეთილო ადამიანებო, ეს პატარა ანგელოზები ახლა მხოლოდ ბედის ანაბარა არიან დარჩენილი. ყველაზე საშინელება კი ისაა, რომ ისინი დღითი დღე კარგავენ რწმენას. ჩვენ არ უნდა დავუშვათ ეს! კეთილო ადამიანებო, მოდი ნუ მივატოვებთ მამისგან ისედაც მიტოვებულ ბავშვებს. წინ გრძელი ზამთარია პირქუში დღეებით… მაგრამ სიკეთეს, მზრუნველობასა და სიყვარულს შეუძლია, ყველაზე ღრუბლიანი დღეც კი გააფერადოს ამ პატარებისთვის. 

შემოწირულია

₾5,205.38

დონორი

331

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

მრავალშვილიანი ოჯახები

სასწრაფო

ერთი წლის ლიას ბოთლში რძე გაუთავდა და ისე გულამოსკვნით ტირის, რომ გოგონას ცრემლები სულს აგიფორიაქებთ. მანუკიანების მრავალშვილიან ოჯახში, სადაც შვიდი მცირეწლოვანია, ბავშვებს საწოლიც კი არ აქვთ, ცივ ზამთარს კი თბილი ქურთუკისა და თბილი ფეხსაცმლის გარეშე ხვდებიან. ღმერთო, ეს ხომ საშინელებაა!

შეხედეთ ამ ანგელოზ გოგონას, როგორი ცხარე ცრემლებით ტირის. გგონიათ, სათამაშო ძირს დაუვარდა ან კანფეტი უნდა და ამის გამო ტირის? ეჰ, ნეტა მართლა ასე იყოს. გოგონა იმის გამო ტირის, რომ ბოთლში რძე გაუთავდა და კიდევ შია. დიახ, კიდევ შია, მაგრამ… ღმერთო, როგორი ძნელია ამ სიტყვების დაწერა, მაგრამ სიტყვები საჭირო არც არის, რადგან ეს კადრები ყველა სათქმელზე მეტს ამბობს. ეს მანუკიანების მრავალშვილიანი ოჯახია. შვიდი მცირეწლოვანი ბავშვი… შვიდი პატარა ანგელოზი, უფლის მიერ დედამიწაზე მოვლენილი. შვიდი ბავშვის სევდიანი თვალები… რატომ? რატომ? დედამიწა, როგორ ითმენ ამდენ უსამართლობას?! ზოგს ყველაფერი იმდენად ბევრი აქვს, რომ სიხარულის შეგრძნებაც კი აქვთ დაკარგული. ზოგი ადამიანი კი მხოლოდ იმაზე ოცნებობს, რომ თბილი საწოლი ჰქონდეს. კეთილო ადამიანებო, ამ ბავშვების მთავარი ოცნება სათბურის გადახურვაა. იმ შემთხვევაში, თუ ამ მშრომელ ბავშვებს სათბური ექნებათ, მაშინ ოჯახისთვისაც მოიყვანენ პროდუქციას და მცირეოდენის გაყიდვასაც შეძლებენ. საარსებო წყარო გაუჩნდებათ მანუკიანებს და ვინ იცის, იქნებ ერთ დღეს ამ ბავშვებიდან რომელიმე ისეთი მეწარმე გამოვიდეს, რომ თავად დაეხმაროს გაჭირვებულ ბავშვებს. თუმცა მანამდე ჯერ ჩვენ უნდა გავუწოდოთ მანუკიანებს დახმარების ხელი. ეს ანგელოზი ბავშვები ამ სიკეთეს არასდროს დაგვივიწყებენ. და მერე, როცა მრავალი წელი გავა და ჩვენ სადღაც ზემოთ, სხვა სამყაროში, უფლის წინაშე წარვდგებით, მამა ღმერთი სასუფევლის კარს გაგვიღებს და იმ წამიდან მარადიულად უფლის მფარველობის ქვეშ ვიქნებით…

შემოწირულია

₾1,590.62

დონორი

156

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

მრავალშვილიანი ოჯახები

მეგობრებო, უბედურება ხდება! ოთხი ბავშვი ერთადერთი მარჩენალის გარეშე დარჩა! მამა დედას სასიკვდილოდ სცემდა შვილების თვალწინ და ახლა ამის გამო ციხეში არის! მაგრამ, ვინ უნდა აჭამოს და ჩააცვას ბავშვებს, სათამაშოებს ვინ აჩუქებს და სკოლისთვის ვინ მოამზადებს?! მეგობრებო, არავინ ჰყავთ ჩვენ გარდა! დედა მარტო ვერ უმკლავდება. ამჟამად ისინი ჩვენი შვილებიც არიან!

სოფიო, დედა (38 წლის): „ამჟამად ჩემი მეუღლე ციხეშია. ოჯახური ძალადობის გამო პოლიციაში ვუჩივლე. გამუდმებით მცემდა და მამცირებდა ბავშვების თვალწინ. ვერ ვიმუშავებ, რადგან არავინ მყავს, ბავშვები რომ დავუტოვო. ქირა რომ გადავიხადოთ, იძულებული ვარ, პროდუქტებზე გავაკეთო ეკონომია. ამჟამად ჩემთვის მთავარი არის ის, რომ ჭერი ჰქონდეთ ჩემს პატარა ანგელოზებს და ქუჩაში არ დარჩნენ“. თქვენ შეგიძლიათ ახლავე გაიღოთ ნებისმიერი ოდენობის შემოწირულობა. მხარში ამოუდექით ოჯახს რთულ პერიოდში, აჩუქეთ მათ ახალი ცხოვრება, სადაც მეტი სიხარული, სინათლე, სიკეთე იქნება, ტკივილი და ტანჯვა კი – ნაკლები. თქვენზეა დამოკიდებული ამ არაჩვეულებრივი ბავშვების მომავალი!

შემოწირულია

₾3,086.31

დონორი

164

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

მრავალშვილიანი ოჯახები

სასწრაფო

ჩემი შვილები ობლად დარჩნენ. პურს ვჭამთ და ცრემლებს ვყლაპავთ!

ახალგაზრდა ქალის, ინგასა და მისი სამი მცირეწლოვანი ვაჟის ცხოვრება გადარჩენისთვის ბრძოლად იქცა. ექვსი თვის წინ ერთადერთი მარჩენალი დაკარგა ოჯახმა. სიკვდილმა საყვარელი მამა წამებში წაართვა ბავშვებს, თრომბით გარდაიცვალა. სასაფლაოს ზედამხედველად მუშაობდა. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი მოკრძალებულად ცხოვრობდა, ბავშვებს არაფერი აკლდათ. ინგა, დედა (39 წლის): „ჩემთვის ძალიან რთულია ოჯახის საქმესთან მარტო გამკლავება, გაუსაძლისი. მაგრამ ახლა ჩემს შვილებს დედობაც და მამობაც მე უნდა გავუწიო. სხვა გზა არ არის. ქმარი გვერდით რომ მყავდა, ძლიერი ვიყავი. ერთად ნებისმიერ პრობლემას მარტივად ვუმკლავდებოდით. მეც და ბავშვებსაც მის გარეშე ცხოვრება ძალიან გვიჭირს. არაჩვეულებრივი მამა და მეუღლე იყო. რა სამწუხაროა, რომ მახო, უზომოდ გულკეთილი ადამიანი, ასე უდროოდ გარდაიცვალა. უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი“. ამჟამად, ოჯახს თვიდან თვემდე სოციალური შემწეობითა და ასთმით დაავადებული ბავშვის პენსიით გააქვს თავი, რაც საკვებისა და მედიკამენტების საყიდლად ძლივს კმარა. გიორგის კი ძვირადღირებული მედიკამენტები სჭირდება ყოველთვე.

შემოწირულია

₾3,127.30

დონორი

185

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

მრავალშვილიანი ოჯახები

მთლიანად დაიწვა სახლი, სადაც 8 ბავშვი ცხოვრობდა. ზამთარი ახლოვდება, ბავშვებს კი საწოლებიც კი არა აქვთ, იატაკზე წვანან. მაღალმთიან სოფელში დიდთოვლობის დროს მათ საშინელ ყინვაში მოუწევთ ბანაობა. ღმერთო, ეს ხომ წარმოუდგენელია! პატარა ანგელოზებს თქვენი იმედი აქვთ, კეთილო ადამიანებო!

ერთ ავბედით დღეს ხარაგაულის რაიონის ულამაზესი სოფელი ბაბი ხანძრის საშინელმა ხმამ მოიცვა. სახლი, სადაც 8 ბავშვი ცხოვრობდა, მთლიანად ცეცხლის ალში გაეხვა. დიდება უფალს, ყველა ბავშვი უვნებელი გადარჩა, თუმცა წარმოიდგინეთ, როგორი ძნელია, როცა საყვარელ სახლს, შენს საყვარელ ნივთებს, წიგნებს, სათამაშოებს, ცეცხლში დაფერფლილს ხედავ. მართალია, ოჯახი გაჭირვებით ცხოვრობდა და ძვირადღირებული ერთი ნივთიც კი არ ჰქონდათ სახლში, მაგრამ ნივთებისადმი ჩვენს სიყვარულს რომ ფასი არ განსაზღვრავს. ზოგჯერ ზვირადღირებული ნივთები არაფრად ფასობს ადამიანისთვის. ზოგჯერ კი იაფფასიანი ნივთი გაცილებით ღირებულია ჩვენთვის. ფონდის მეგობრებო, მაღალმთიან სოფელში მალე აცივდება. ეს პატარა ანგელოზები კი ყინვაში გარეთ იბანავებენ. მერე შემცივნულები თბილი ლოგინის ნაცვლად, იატაკზე გაფენილ ქვეშაგებზე დაწვებიან, რადგან საწოლი არა აქვთ. სიცხიან ბავშვებს კი მინებჩამტვრეული ფანჯრიდან ყინვიანი ქარი დაუბერავთ. სოფელში აფთიაქი არ არის. შარშანდელი ზამთარი როგორღაც გადაიტანეს ამ პატარებმა. კიდევ ერთ ზამთარს უკვე ვეღარ გაუძლებენ…. 

შემოწირულია

₾2,882.76

დონორი

114

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

მრავალშვილიანი ოჯახები

თითოეული ბავშვი ღვთის საჩუქარია საქართველოსთვის! უნიკალური თერთმეტშვილიანი ოჯახის ისტორია, რომელიც ლაგოდეხის რაიონში ცხოვრობს! ღმერთო, დაეხმარე მათ გადარჩენაში!

გახდი კეთილი ჯადოქარი და დაეხმარე ამ პატარებს. თითოეული ბავშვი დახმარებას ელის და სასწაულის იმედი აქვს. ჩვენ შეგვიძლია გავახაროთ ეს პატარა ანგელოზები და კომფორტული საცხოვრებელი პირობები შევუქმნათ მათ! უპირველეს ყოვლისა, ამ ბავშვებს სჭირდებათ ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, სკოლისთვის და საბავშვო ბაღისთვის მომზადება. გარდა ამისა, საწოლები და ლეიბები, ტანსაცმლის კარადა უნდა შევუძინოთ და ჭერის შეკეთებაში დავეხმაროთ ამ ოჯახს. ეს კარგად აღზრდილი, გონიერი და მოკრძალებული ბავშვები, არასოდეს დაივიწყებენ სიკეთეს, რომელსაც თქვენ გაუკეთებთ მათ! როდესაც მოყვასს ვეხმარებით, ჩვენ ვუახლოვდებით ღმერთს!

შემოწირულია

₾1,958.90

დონორი

130

დიახ! მსურს დახმარება!
1 3

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

გაეცანით იმ ადამიანების ისტორიებს, ვისაც უკვე დაეხმარეთ! მაგრამ, ერთი წუთითაც ნუ დავივიწყებთ, რომ ამ საბრალო ბავშვებისა და მოხუცების ცხოვრება გრძელდება, მეგობრებო!

Project icon

მრავალშვილიანი ოჯახები

You helped

დედობას და მამობას მე ვუწევ. მოხუცი ბაბუა სამ ობოლ შვილიშვილთან ერთად სულ მარტო დარჩა. დავეხმაროთ და ერთად ვიზრუნოთ მათზე!

ამ ისტორიისთვის, ბევრი, ერთი მეორეზე საშინელი სათაურის მოფიქრება შეიძლებოდა! მაგალითად: „მამამ შემწეობის თანხა მოპარა შვილებს და მიატოვა! ბაბუა კი, გმირია!“, ან „უნამუსო და დაუნდობელი მამები! ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ისტორია!“, ან კიდევ: „ნუ დავუშვებთ, რომ სამმა ბავშვმა გაჭირვებაში დამცირებულებმა იცხოვრონ, მოხუცი კი მოკვდეს.“
მეგობარო, უმჯობესი იქნება, სათაური თავად რომ მოიფიქრო, მაგრამ აუცილებლად ბოლომდე წაიკითხე ეს ისტორია და შენს შვილებსაც აჩვენე. ნორმალური ადამიანი საკუთარ შვილებს ასე არ მოექცევა!

შემოწირულია

₾14,831.12

დონორი

851

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project icon

მრავალშვილიანი ოჯახები

You helped

„ჩვენი სახლიც ტირის ხოლმე წვიმის დროს … მალე მოკვდება, არა?“ – ხმამაღლა ფიქრობს ოთხი წლის პატარა გოგონა

სახლი, რომელშიც მახარაშვილების მრავალშვილიანი ოჯახი ცხოვრობს, ძალიან ძველია და დანგრევის პირას არის. სახურავიდან ისე ჩამოდის წყალი, როგორც გარეთ წვიმს. ოთხი წლის სალომემ, თავის ციცქნა ხელის გულებს უშვერს გახვრეტილი ჭერიდან მომდინარე წვიმის წყალს და გვეუბნება: „აი, ნახეთ რა მალე გამევსოს, ჩემი სახლი ტირის. მალე მოკვდება. როდესაც ღამით ქარი და წვიმაა, მე ვერ ვიძინებ იმიტომ, რომ მეშინია…“ საბასაც ეშინია. დედა გვერდითაა ყოველთვის, მაგრამ ისეთი საშინელი ხმები ისმის, როგორც გამოქვაბულში…

შემოწირულია

₾1,355.90

დონორი

91

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project icon

მრავალშვილიანი ოჯახები

You helped

სიღატაკე და ავადმყოფობა გადარჩენის არცერთ შანსს არ უტოვებს ამ ბავშვებს… მათი ერთადერთი იმედი ჩვენ ვართ!

გელა 6 წლის არის, მისი ეშინია არა მხოლოდ მის ძმებს და დას, არამედ, დედას და მამასაც… ეპილეფსიის შეტევა რომ ემართება, ძირს ეცემა, კანკალებს და მხეცივით ღრიალებს. წამლები, რომელიც ექიმმა დაუნიშნა, უკვე აღარ შველის, ეს ხომ ისეთი დაავადებაა, რომელსაც მუდმივი კონტროლი სჭირდება, მათ კი, ფული არ აქვთ, გამოკვლევაზე რომ წაიყვანონ! ჰოდა, წვალობენ ასე. ფული არაფერში ჰყოფნით! სოციალური დახმარების თანხა მიდის ქირაში, წამლებსა და პამპერსში… სხვა არაფერში ჰყოფნით. როგორ უნდა იარსებოს დღეში 3 ლარით ოჯახმა, სადაც 7 ბავშვია? წაიკითხეთ, იქნებ, თქვენ იცოდეთ…

შემოწირულია

₾1,992.55

დონორი

138

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project icon

მრავალშვილიანი ოჯახები

You helped

ბედნიერებას ამ სახლთან მიახლოებაც ეშინია!

„აი, ამ ფანჯრებიდან, ოთახში საშინელი ღამურები შემოდიან, შეიძლება, თმაშიც ჩაგაფრინდნენ… ხანდახან მგონია, რომ თვალებს ამომჩიჩქნიან“, – ამბობს 8 წლის მარიამი და გვაჩვენებს ფანჯრებს, რომელზეც ცელოფნებია გაკრული. ამ ფანჯრებს მიღმა კი, ჩანს სხვა ბავშვების ცხოვრება, ისეთი ტკბილი და ლამაზი… ზოგჯერ, ძალიან მოუნდება ხოლმე, გადაიქცეს სხვა გოგონად, ერთი საათი მაინც იცხოვროს სხვა ბავშვებივით. ალბათ, ცხოვრების ბოლომდე ეყოფა ეს შთაბეჭდილებები და მოგონებები… მაგრამ მარიამს, აქვს მისი საკუთარი, მძიმე ცხოვრება… ცელოფანში გამოკრული ცხოვრება, ღამურებით, ნესტის სუნითა და ხმელი პურის გემოთი.

შემოწირულია

₾2,315.27

დონორი

145

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project icon

მრავალშვილიანი ოჯახები

You helped

ჩემ შვილს, ანას, ორასჯერ გაუკერეს მუცელი! მეც ექიმი ვიყავი! მაგრამ ახლა მას მაინც რაღაცეები სცვივა!

ანა, უამრავჯერაა გაკერილი, მას დაუკემსეს მუცელი და იღლია, მაგრამ ის მაინც ნაწილებად იშლება. გვერდებიდან ბამბები სცვივა. „მისი შეკერვა უკვე აღარ შეიძლება, თორემ საერთოდ დაიხევა, მუცელში აღარაფერი დარჩება“ – ფრთხილად ეხუტება 6 წლის მილენა თავის ერთადერთ თოჯინას. ამ სახლში არა მხოლოდ თოჯინა, ყველაფერი ძველი, ათასჯერ გადაკერებული და შეკეთებულია. აქ მილენას და მისი დახეული თოჯინას გარდა კიდევ 7 წლის ნატა, 8 წლის მაქსი და მათი დედა – მარიკა ცხოვრობენ.

შემოწირულია

₾2,076.50

დონორი

152

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
25 - 30 of 228 items
1 3 4 5 6 7 38