რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

Project icon

ავადმყოფი ბავშვები

სასწრაფო

4 800 ევროზეა დამოკიდებული, შეძლებს თუ არა 3 წლის ლუკა სიარულს, ლაპარაკს, მყარი საკვების მიღებას და ცხოვრებით გახარებას ისევე, როგორც ჩვენი შვილები ხარობენ, თუ სამუდამოდ ინვალიდის ეტლს იქნება მიჯაჭვული და შორიდან უყურებს, როგორ თამაშობენ და ხარობენ ცხოვრებით სხვა ბავშვები და მთელი დარჩენილი ცხოვრება ინვალიდი იქნება! ეს ჩვენი გადასაწყვეტია, მეგობრებო! ღმერთი იყოს ჩვენი შემწე!

ეს უსაყვარლესი ბავშვი 3 წლის ლუკაა ქალაქ გორიდან. ბავშვს მალე 4 წელი შეუსრულდება, თუმცა თავის დაბადების დღეს, ბუშტებისა და ფერადი სანთლების ნაცვლად, ტანჯვა ელოდება ბავშვს. საქმე იმაშია, რომ ლუკას არათუ სიარული, ხოხვაც კი არ შეუძლია. უფრო დიდი ტრაგედია კი ისაა, რომ ბავშვი ერთ სიტყვასაც ვერ წარმოთქვამს. მას მყარი საკვების მიღებაც არ შეუძლია. რა საშინელებაა!

ლუკას საბრალო დედას ფული არ აქვს, რომ შვილს შესაბამისი მკურნალობა ჩაუტაროს საზღვარგარეთ. საქართველოში ექიმებმა ვერ შეძლეს მისი გამოჯანმრთელება.

თურქეთის ერთ კლინიკაში გულდასმით შეაფასეს ბავშვის მდგომარეობა და, საბედნიეროდ, ბავშვს ყველა შანსი აქვს, რომ სრულიად გამოჯანმრთელდეს. ამისთვის ეგზომათერაპია სჭირდება. ეს პროცედურა თავის ტვინის უჯრედებს ააქტიურებს.

ერთი პროცედურის ღირებულება 1 200 ევროა. ბავშვს 4 პროცედურა ესაჭიროება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ საბრალო ბავშვის გამოჯანმრთელებას საერთო ჯამში 4 800 ევრო სჭირდება.

შემოწირულია

₾731.15

დონორი

20

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ბავშვები

სასწრაფო

14 წლის მძიმედ დაავადებული ლამარას რეაბილიტაციისთვის სასწრაფოდ ვაგროვებთ თანხას! გოგონა გვთხოვს, გაუსაძლისი ტკივილისგან ვიხსნათ! სქოლიოზის გამო მისი ფილტვები ზეწოლის ქვეშ არის და შეიძლება დაიხრჩოს ბავშვი!

მოსიყვარულე დედისთვის შვილის ყოველდღიური ტანჯვის ყურებაზე დიდი საშინელება არ არსებობს, როდესაც მას ვერაფერს შველის! დედის დახმარების გარეშე ლამარა ერთ წუთსაც ვერ ძლებს. 14 წლისაა, მაგრამ არ შეუძლია არც სიარული, არც დგომა, არც ჯდომა. გოგონა ბავშვობიდან ეტლს და… დედიკოს არის მიჯაჭვული. დიახ, საბრალო დედა წელშია გაწყვეტილი, მაგრამ ის მზადაა, სიცოცხლის ბოლომდე ხელით ატაროს შვილი. ლამარას ხერხემლის საშინელი ტკივილი აწუხებს. მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება, კუზი იზრდება. ტკივილისგან სუნთქვაც კი უჭირს. მკურნალობის დაგვიანების შემთხვევაში მისი შინაგანი ორგანოები საფრთხეშია. სქოლიოზი ფილტვებზე ზეწოლას ახდენს და შეიძლება დაახრჩოს ბავშვი! ოჯახის შემოსავალი მთლიანად ბავშვის მკურნალობაზე იხარჯება. ცოტა ხნის წინ მშობლებმა ერთადერთი ძროხა გაყიდეს, სარეაბილიტაციო კურსის საფასური რომ გადაეხადათ. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. გოგონას უკეთესობა აქვს და მსუბუქი საგნების ხელში დაჭერაც ისწავლა. მაგრამ იძულებული გახდნენ, რომ ვარჯიში შეეწყვიტათ, რადგან თანხა ამოიწურა. სამწუხაროდ, ოჯახს გასაყიდი აღარაფერი აქვს. უკვე ერთი წელია, რაც გოგონას ექიმთან წაყვანის შესაძლებლობაც კი არ გააჩნიათ. იმის იმედით, რომ კეთილი ადამიანები გასაჭირში არ მიატოვებენ, სამკურნალო მასაჟის საფასურის გადახდასა და გოგონასთვის სარეაბილიტაციო კურსის გაგრძელებაში დაეხმარებიან, მშობლებმა ჩვენს ფონდს მიმართეს.

შემოწირულია

₾6,191.27

დონორი

203

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ბავშვები

სასწრაფო

12 წლის ნიკოლოზს სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია — თირკმლის ამოღება! მამა მარტო დარჩა ოთხ შვილთან ერთად და მკურნალობის ხარჯებს ვერ ფარავს. დაეხმარეთ, რომ მძიმედ დაავადებულ შვილზე ზრუნვა შეძლოს!

12 წლის ნიკოლოზი უდარდელად დასდევდა ბურთს სხვა ბიჭებთან ერთად, ფეხბურთს თამაშობდა და აქტიურად ვარჯიშობდა. მოახლოებული განსაცდელის შესახებ არავის უგრძნობდა გული, მაგრამ მორიგი შეჯიბრების წინ გეგმიური გამოკვლევის დროს ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ ბიჭს თანდაყოლილი თირკმლის დაავადება — ჰიდრონეფროზი აქვს. აღმოჩნდა, რომ მარცხენა თირკმელი დაშლილია და მისი ამოკვეთა ერთადერთი გამოსავალია.

შემოწირულია

₾49,849.07

დონორი

2690

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ბავშვები

11 წლის ულამაზეს ნინოს ტერფმრუდობა აქვს. ფეხიდან სისხლი სდის და უტრიალდება, ისეთი ტკივილებით იტანჯება, დიდიც კი ვერ გაუძლებდა! საბრალო, საბრალო ბავშვი! მის ოჯახს ხომ ერთი თეთრიც კი არ აქვს ზედმეტად, რომ ექიმთან წაიყვანოს! გოგონას სასწრაფო ოპერაცია სჭირდება!

11 წლის ნინოსთვის ყოველი ნაბიჯის გადადგმა რთულია და საშინელ ტკივილს აყენებს. ბავშვს ტერფმრუდობა აქვს. სიარულის დროს ფეხები უბრუნდება. საშინლად კოჭლობს და მალე იღლება, ზედმეტი დატვირთვისგან ფეხები უკანკალებს და ეკეცება. ქუსლებზე უჩნდება ნახეთქები, რომლებიც უჩირქდება და სისხლი სდის. ნინო, 11 წლის: „ფეხები და მუხლები ძალიან მტკივა. ვერ აგიხსნით, რა ტკივილია! თითქოს გავარვარებულ ტაფაზე დადიხარ! ტერფები ხშირად მეკრუნჩხება და ერთ ნაბიჯსაც კი ვეღარ ვდგამ. შეხედეთ ჩემს ქუსლებს, დახეთქილი მაქვს, ჩირქი და სისხლი მდის, მაღალი სიცხე მაქვს“. ამ ლამაზ გოგონას რაც შეიძლება მალე თუ არ დავეხმარებით, რომ ფეხებზე ოპერაცია გაიკეთოს, ის შეიძლება სიცოცხლის ბოლომდე ხეიბრად დარჩეს. ოჯახს მკურნალობის საშუალება არ გააჩნია. ფაქტობრივად, სოციალური შემწეობითა და შვილის პენსიით არსებობენ. მეგობრებო, ახლა მათ ძალიან სჭირდებათ ჩვენი თანადგომა!

შემოწირულია

₾15,660.24

დონორი

1017

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ბავშვები

„სიკვდილის მეშინია, დეიდა“, – ეს სულისშემძვრელი სიტყვები უთხრა 11 წლის მარიამმა ფონდის კორესპონდენტს. გონიერი და კეთილი გოგონას დრამატული ისტორია გულს აგიტირებთ. პატარა ბავშვი ყოველდღე საკუთარი ხელით იკეთებს ინსულინის ნემსს. ღმერთო, ეს ხომ საშინელებაა!

აი, ასეთი საშინელი სურათი დაგვხვდა, როდესაც ჯაველიძეების ოჯახში მივედით. 11 წლის მარიამს ისეთი შეტევა დაემართა, რომ ბავშვს ამოსუნთქვაც აღარ შეეძლო. მადლობა უფალს, კეთილი მეზობლები დროულად მოვიდნენ და დედას დაეხმარნენ საბრალო ბავშვის მოსულიერებაში (მარიამის დედა მე-2 ჯგუფის ინვალიდია). გგონიათ, ეს საშინელი შეტევები გოგონას ერთადერთი პრობლემაა? სამწუხაროდ, არა. მოემზადეთ, ყველაზე უარესი ახლა უნდა გითხრათ. გოგონას ისეთი დაავადება აქვს, რომელიც ამ ასაკის ბავშვს, წესით, არ უნდა ჰქონდეს. 11 წლის მარიამს შაქრიანი დიაბეტის რთული ფორმა აქვს. ეს საშინელი დაავადება ერთი წლის წინ დაემართა. თუმცა, რასაც ახლა გეტყვით, ძარღვებში სისხლს გაგიყინავთ. ინსულინის ნემსს ყოველდღე 11 წლის ბავშვი საკუთარი ხელით იკეთებს. ღმერთო, ეს ხომ წარმოუდგენელია!

შემოწირულია

₾12,010.86

დონორი

842

დიახ! მსურს დახმარება!
43 - 48 of 52 items
1 6 7 8 9

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

გაეცანით იმ ადამიანების ისტორიებს, ვისაც უკვე დაეხმარეთ! მაგრამ, ერთი წუთითაც ნუ დავივიწყებთ, რომ ამ საბრალო ბავშვებისა და მოხუცების ცხოვრება გრძელდება, მეგობრებო!

Project icon

ავადმყოფი ბავშვები

შენ დაეხმარე

როდესაც ირგვლივ მხოლოდ მწუხარებაა და დახმარებას არსაიდან ელი!

ხანდახან იცით როგორ ხდება? მიჰყვები ცხოვრების დინებას, მთელი გულით გიყვარს ადამიანი, მასთან მთელი ცხოვრების გატარება გსურს, ჭირსა და ლხინში, მწუხარებასა და სიხარულში, სანამ სიკვდილი არ დაგაშორებთ… მერე კი, უცებ სიკვდილი კი არა, ვიღაც მესამე დგება თქვენს შორის! და რაღა მნიშვნელობა აქვს, ყველაფერი როგორ იყო, ან როგორ იქნება, როდესაც იმ წუთში, გინდა, რომ უბრალოდ მოკვდე… იმის გამო, რომ გიღალატეს, თუ იმის გამო, რომ თავს არარაობად გრძნობ, სხვაში გაგცვალეს… ან იმის გამო, რომ აზრი უკვე აღარაფერს აქვს.

შემოწირულია

₾9,572.45

დონორი

704

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project icon

ავადმყოფი ბავშვები

შენ დაეხმარე

როდესაც დედას შვილი უკვდება, ის თვითონაც კვდება მასთან ერთად. ხოლო როდესაც მეორე შვილია სიკვდილის პირას, დედა ვალდებულია მკვდრეთით აღდგეს!

„როგორ ავუხსნა დედიკოს სიყვების გარეშე, რომ მომშივდა? როგორ ვუთხრა რომ მწყურია? და თავი რომ მტკივა? ჩახუტება რომ მინდა ძალიან? მე შემიძლია ვთქვა მხოლოდ „უუუ“. დედიკო მიხვდება? არ გამიბრაზდება რომ სულ „უუუ“-ს ვიძახი?“
როდესაც ხათუნამ ფონდს დახმარება სთხოვა, მივხვდით, რომ ჩვენს გარეშე ის ვერ გადარჩებოდა. დღეს ხათუმა და მისი შვილი – ნიკა უნდა გაგაცნოთ.

შემოწირულია

₾2,932.79

დონორი

253

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
43 - 48 of 212 items
1 6 7 8 9 10 36