რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

Project icon

ავადმყოფი ბავშვები

ნუთუ პატარა საბა მოკვდება?! ქართველი ექიმები მხრებს იჩეჩავენ… ამჟამად ჩვენს ხელთაა ამ პატარა ბიჭუნას სიცოცხლე, რომელიც საშინელი ტკივილებით იტანჯება! მისი უკანასკნელი იმედი ჩვენ ვართ. ჩვენ კი, უფლის იმედი გვაქვს! საბა ხომ, ჯერ ძალიან პატარაა და თვითონ ვერ ილოცებს…

ქეთევანი (საბას დედა): დამამშვიდეთ, დამამშვიდეთ! მითხარით, ტირილის გამო, ხომ არ კვდებიან ბავშვები. დამეხმარეთ! არ ვიცი, რა სტანჯავს ჩემს შვილს! მთელი დღე ტირის… რომ დაიღლება, ჩაეძინება ხოლმე, მერე კი ყველაფერი თავიდან იწყება… ქეთევანმა ერთბაშად უამრავი კითხვა მომაყარა (კორესპონდენტს): „ხომ არ იცი, ბევრი ტირილის გამო კვდებიან? ბავშვი შეიძლება ტირილით მოკვდეს? და თუ არ ჭამს და მუდმივად ტირის, ეს ძალიან საშიშია? მითხარით… ძალიან გთხოვთ!“.

მე კი ვხვდები, რომ არც ექიმის დასკვნა აქვს, არც თანხა, საზღვარგარეთ ნორმალური გამოკვლევები რომ ჩაუტაროს, და ის წყალწაღებულივით ხავსს ეჭიდება, იქნებ, ჩემგან მაინც გაიგოს ნუგეშის სიტყვა! მაგრამ, მე ვჩუმდები და ვარიდებ თვალს, რომ არ ავტირდე და ისტერიკა არ გამოვიწვიო ოჯახში, სადაც ამდენი დღეების განმავლობაში, უჩემოდაც ნიაღვარივით მოედინება ცრემლები!

შემოწირულია

₾24,906.77

დონორი

1931

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ბავშვები

ნიკოლოზი (7 წლის): „გთხოვთ, სიკვდილისგან გადამარჩინეთ! არ ვიცი, როგორია, მაგრამ ძალიან, ძალიან მეშინია მისი!“

მეგობრებო, უფალი გვაძლევს შანსს, ამქვეყნად ყველაზე ძვირფასი საჩუქარი – სიცოცხლე ვაჩუქოთ ნიკოლოზს!
ბიჭუნას კიბო აქვს. მუცელი ასტკივდა სამი წლის წინ. დედიკოს ეგონა, ბევრი ჩიპსი რომ ჭამა, იმიტომ. მაგრამ, ტკივილი უფრო და უფრო გაუსაძლისი ხდებოდა! ექიმებმა სასიკვდილო „განაჩენი“ გამოუტანეს – თირკმლის კიბო!
ნიკოლოზი (7 წლის): ასეა, დეიდა, კიბო მაქვს. საავადმყოფოში წამიყვანეს და აღარ მიშვებდნენ სახლში. ასე მითხრეს: „თუ გაგიშვებთ, მოკვდებიო“. მეც შემეშინდა! ძალიან, ძალიან შემეშინდა! მერე კი, ექიმებმა სასწრაფოდ „გადამაფრინეს“ გერმანიაში, გადამიღეს რენტგენი, მუცელი გამიჭრეს და იქ, კიბო ნახეს. მე არ მინახავს და არ ვიცი, როგორია, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ საშინელია! თირკმელი ამომაჭრეს. მერე სახლში დავბრუნდი, მაგრამ კიდევ უფრო ცუდად გავხდი, ისევ გერმანიაში მოგვიწია წასვლა, ისევ გამჭრეს და ელენთა და კიდევ რაღაც ამომიღეს… მერე, ძალიან ბევრი წამალი დამალევინეს, რაღაც სხივებს, გადასხმებსა და ქიმიას მიკეთებდნენ, კიბო რომ დაეპატარავებინათ და გაჩერებულიყო. ახლა, უკეთესად ვარ, ხომ არ მოვკვდები?

შემოწირულია

₾117,476.80

დონორი

8003

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

გაჭირვებულები

მხოლოდ დაობებული პურითა და წყლით რამდენ ხანს უნდა იარსებოს ადამიანმა? ჩვენი შვილისთვის საკვები არ გვაქვს! ყველაზე საშინელი განსაცდელია იმის ყურება, შენი შვილი შიმშილისგან რომ ტირის!

ეს გახლავთ ახალგაზრდა გოგონას, ნათია ტოლიაშვილის სიტყვები, მისი შვილი ალექსანდრე შიმშილისგან ტირის და ერთი წუთითაც ვერ ჩუმდება. რამდენიმე დღეა ბავშვს არაფერი უჭამია და დედა ჩაის „აჭმევს“ კუჭის მოსატყუებლად… დიახ, არ მოგჩვენებიათ: ჩაი ერთადერთი „საჭმელია“ ამ ოჯახში. და კიდევ პური, რომლსაც ნათიამ ობი მოაშორა, საშინელი შესახედავი რომ აღარ იყოს. მიუხედავად იმისა, რომ სუნსა და გემოს არაფერი ეშველებოდა. მაგრამ, ბავშვი მაინც ხელს არ უშვებს და გამწარებული ჭამს. ეს მისთვის ერთადერთი გემრიელობა იქნება, სანამ სოციალური შემწეობის თანხა არ ჩაირიცხება. მერე დედამისი ფაფას აჭმევს რამდენიმე დღის განმავლობაში, მაკარონს მოუხარშავს, შესაძლოა კომბოსტოს და მწვანილის წვნიანის მომზადებაც კი მოახერხოს. მერე კი, ისევ პური და ჩაი ექნებათ საჭმელად… დედა კი უმღერებს, რომ რამდენიმე წუთით მაინც გადაატანინოს შვილის ყურადღება.

შემოწირულია

₾24,273.54

დონორი

1830

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ბავშვები

მძიმედ დაავადებულმა ლიკუნამ რიანას სიმღერაზე ცეკვა დაიწყო! თქვენი სიკეთის წყალობით მოხდა ეს სასწაული!

სანამ ლიკუნას ცხოვრებაში ტრაგედია მოხდებოდა, სიმღერა, ცეკვა და ბევრი სელფის გადაღება ძალიან უყვარდა. სანამ, ერთმა ბავშვმა შემთხვევით თავში ქვა არ მოახვედრა თამაშის დროს. მას შემდეგ, ოჯახი მხოლოდ მის გათიშულ სახეს ხედავს, შიშობენ ეპილეფსიური შეტევები რომ ემართება და პამპერსებს უცვლიან გოგონას. მის ცნობიერებას კი, თითქოს სძინავს. მაგრამ, როდესაც ვესტუმრეთ, მარტოხელა დედისთვის თამარისთვის და მისი ოთხი გოგონასთვის თქვენი საჩუქრები რომ გადაგვეცა, ემოციური შოკი გველოდა! ტექნიკის მაღაზიის თანამშრომლებმა სახლში მაცივარი, ახალი გაზქურა და სარეცხი მანქანა შეიტანეს. მხოლოდ ტელევიზორი დარჩა, რომელმაც მიიპყრო ლიკუნას ყურადღება. მერე, რიანას სიმღერა ჩავრთეთლიკუნამ კი, როგორც ადრე, ისე დაიწყო ცეკვა! როგორც ადრე, ისე იღიმოდა! ბედნიერი და ავადმყოფობისგან თავისუფალი ჩანდა! ეს ოთხი წუთიამ ოთხი წუთის განმავლობაში, აცრემლებულები შევცქეროდით სასწაულს, რომელიც თქვენმა სიკეთემ მოახდინა!!! ლიკას მკურნალობის გაგრძელება ესაჭიროება; ცუხიშვილების მთელი ოჯახი აღფრთოვანებულია თქვენი განსაკუთრებული ყურადღებით. რა კარგი იქნებოდა, დაავადებამ უკან რომ დაიხიოს! ლიკას გამოჯანმრთელების იმედს ნუ დავკარგავთ და გავუწიოთ მას დახმარება!

        

 

შემოწირულია

₾9,771.11

დონორი

750

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

მრავალშვილიანი ოჯახები

მძიმედ დაავადებული რვა წლის ზაური სიკვდილის პირას არის იმის გამო, რომ უკვე (წარმოგიდგენიათ?!) სამი თვეა წამლებს ვერ იღებს და ეპილეფსიის უმძიმესი ფორმით იტანჯება!

მეგობრებო, დიდი უბედურება ხდება! რვა წლის ზაურს ეპილეფსია აქვს. წარმოგიდგენიათ, ბავშვს უკვე სამი თვეა წამლები არ მიუღია!!! მის საბრალო მშობლებს არც აბების, არც საკვების ყიდვის საშუალება არ გააჩნიათ და ახლა მუდმივი შიშის ქვეშ ცხოვრობენ, რადგან არ იციან, ზაურს კრუნჩხვები როდის დაეწყება და უსიცოცხლოდ ძირს როდის დაეცემა. პირადად ჩემი და ფონდის სახელით თხოვნით მოგმართავთ: მოდი ამ ოჯახს გავუზიაროთ ჩვენი გულების სითბო და დავანახვოთ, როგორ შეუძლიათ საქართველოში სრულიად უცხო ადამიანების გვერდში დგომა! დიდსულოვნების ძალა ხომ სწორედ ეს არის — სრულიად უცნობ ადამიანებს ვეხმარებით და სამაგიეროდ არაფერს ველით!

შემოწირულია

₾7,824.96

დონორი

449

დიახ! მსურს დახმარება!
49 - 54 of 136 items
1 7 8 9 10 11 23

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

გაეცანით იმ ადამიანების ისტორიებს, ვისაც უკვე დაეხმარეთ! მაგრამ, ერთი წუთითაც ნუ დავივიწყებთ, რომ ამ საბრალო ბავშვებისა და მოხუცების ცხოვრება გრძელდება, მეგობრებო!

Project icon

გაჭირვებულები

You helped

ცეცხლის მეშინია, ცუდია! ნივთები დამიწვა და ჩემი დაწვაც უნდოდა!

ხანძარი ნამდვილად იყო. და თანაც როგორი! მთელ უბანს გაზი და დენი გაუთიშეს, ქარქუსაშვილების ბინაში ცეცხლი რომ ჩაექროთ. ახლა, ისინი ნოლიდან იწყებენ ცხოვრებას, მერიის მიერ გარემონტებულ, მაგრამ სრულიად ცარიელ ბინაში. ახლა, უნდა ეძინოთ იატაკზე, წეროსავით, ცალ ფეხზე დამდგარმა ჭამონ, ითამაშონ სათამაშოების გარეშე. დედა კი, ახალს ვერაფერს იყიდის, მაგის იმედიც არ უნდა ჰქონდეთ – სამსახურს თავი დაანება, „ხიფათიან“ მარის რომ მიხედოს. მამაც ვერ უყიდის, ის ახლა ციხეშია. ამიტომ არის გაბრაზებული ნიკოლოზი მარიზეც და ამ ყველაფერზეც, და ურტყამს თავის დას.

შემოწირულია

₾1,630.00

დონორი

88

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
49 - 54 of 937 items
1 7 8 9 10 11 157