სიკეთის გამოწერა არის ფონდში ჩარიცხული თანხა, რომლის ჩამოჭრაც ხდება თვეში ერთხელ.
სიკეთეს თუ გამოიწერთ, თქვენ შეძლებთ ბავშვებისა და მოზრდილების სიცოცხლის გადარჩენას, რადგან ჩვენ ვფარავთ:
თქვენ არ დაუშვებთ, მრავალშვილიანი, შეჭირვებული ოჯახები და მარტოხელა მოხუცები რომ დაიღუპონ, რადგან ჩვენ მათთვის ვყიდულობთ:
დახმარება მარტივია! გამოიწერეთ სიკეთე დღეს.
თვიურად ჩარიცხული 5 ლარი, 60 ლარად გადაიქცევა წელიწადში.
300 გამომწერის დახმარებით კი, წელიწადში 30 ბავშვის სარეაბილიტაციო კურსის საფასურის გადახდას შევძლებთ.
უბრალოდ გახდით სიკეთის გამომწერი, მიუთითეთ თქვენთვის მისაღები შემოწირულობის თანხა, რომელიც თვეში ერთხელ ჩამოიჭრება თქვენი საბანკო ბარათიდან და ჩაირიცხება ფონდში.
ეს ძალიან მოსახერხებელია, რადგან ზოგავს თქვენს დროს - თანხის მორიგი ჩამოჭრის შესახებ შეტყობინება კი, თქვენს ელექტრონულ მისამართზე ყოველთვის იგზავნება.
პირველი გადახდა მიმდინარე პროექტისთვის, შემდგომი გადახდები კი, ჩვენს ბენეფიციარებზე ნაწილდება.
12 წლის ნიკოლოზი უდარდელად დასდევდა ბურთს სხვა ბიჭებთან ერთად, ფეხბურთს თამაშობდა და აქტიურად ვარჯიშობდა. მოახლოებული განსაცდელის შესახებ არავის უგრძნობდა გული, მაგრამ მორიგი შეჯიბრების წინ გეგმიური გამოკვლევის დროს ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ ბიჭს თანდაყოლილი თირკმლის დაავადება — ჰიდრონეფროზი აქვს. აღმოჩნდა, რომ მარცხენა თირკმელი დაშლილია და მისი ამოკვეთა ერთადერთი გამოსავალია.
ფონდი
მიიღე მონაწილეობა