რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ქართველი ბავშვები ყველაზე ლამაზები არიან!

calendar იანვარი 17, 2020

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

„მუხლებზე დაჩოქილები მოხვალთ ჩემთან, შიმშილით სული რომ ამოგხდებათ”

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
ქართველი ბავშვები ყველაზე ლამაზები არიან!
მაგრამ სამწუხაროდ სიდუხჭირეში უწევთ ცხოვრება! უფალო, ნუ მიატოვებ შენს ანგელოზებს!
„მუხლებზე დაჩოქილები მოხვალთ ჩემთან, შიმშილით სული რომ ამოგხდებათ”. – ემუქრებოდა მარიამს გამხეცებული ქმარი, როდესაც ის, როგორც კრუხი წიწილებს, ისე იცავდა მისგან ბავშვებს. მათ დაღუპვას, სიკვდილი ერჩივნა.
მეგობრებო, ჩახედეთ თვალებში ამ უცოდველ ბავშვებს! შიშითა და სევდით არის სავსე! დედას რამე რომ დაემართოს, მერე?.. ჩვენ უბრალოდ ვალდებულები ვართ, ბედნიერი ბავშვობა ვაჩუქოთ მათ. გულგრილობას ჩვენს თავს ვერ ვაპატიებთ !
სამწუხაროდ, არავის ადარდებს მათი ბედი ჩვენსა და უფლის გარდა, არც სოფლის ადმინისტაციას, არც დეპუტატებს. მათ შვილებს ხომ აწყობილი აქვთ ცხოვრება… მეტი რა უნდათ… სამარცხვინოა, რომ ადამიანები ასეთი უგულოები ხდებიან, როცა ხელთ ძალაუფლებას ჩაიგდებენ!
– ოდესღაც ხომ ნორმალური იყო, – ჩურჩულით ყვება მარიამი, არ უნდა ბავშვების შეშინება! „არ შეიძლება, შვილებს საკუთარი მამა სძულდეთ“, ასე ჰკარნახობს მისი კეთილი გული. ჯერ ძალიან პატარები არიან. მარტო ღმერთმა უწყის ცოცხლები როგორ გადარჩნენ! ხშირად ახსენებენ მამას, ისე განიცდიან, საწყლები…
– მარიამ, რა არის თქვენი ოჯახის მთავარი პრობლემა?
მარიამი: მარტოს ძალიან მიჭირს, ბავშვებს საჭმელი არ აქვთ! ავად რომ გახდნენ? რა გავაკეთო? ვისთან გავიქცე? მაგრამ მუდმივ დამცირებასა და ცემის შიშს, მაინც ასე ცხოვრება სჯობს.
-რას აჭმევთ ბავშვებს? როგორია მათი ყოველდღიური რაციონი?
მარიამი: ლობიო, მწვანილი, პური, წყალწყალა სუპი… სოციალური დახმარება რაზეც მყოფნის. დედაჩემიც ავად არის. წამალს ყოველდღე თუ არ მიიღებს, მოკვდება! როგორღაც ვცდილობ გამოვძვრე, რაღაც საჭმელებს ჩემით ვიგონებ, ეხლახანს ბავშვებს სუპი პურით გავუკეთე…( ტირის)
– სახლი რომელშიც ცხოვრობთ თქვენი საკუთრებაა?
მარიამი: დედაჩემს ერგო მემკვიდრეობით. მისი მშობლების სიკვდილის მერე, აქ არაფერი შეცვლილა. იშლება, ისეთი ძველია. საერთოდ არ ვარგა საცხოვრებლად. სახურავი ჩამოიშალა, კედლებიც, როგორც ხედავთ, არაფერი გვაქვს, არც მაცივარი, არც სარეცხი მანქანა, ტელევიზორიც კი არ აჩვენებს, ბავშვები მულტფილმებს მხოლოდ უსმენენ… ავეჯი კი ბებიაჩემის მზითვებიდანაა შემორჩენილი. ზამთარში ღუმელით ვთბებით, თუ სადმე ხმელ ტოტებს ვიპოვით…
– გეტყობათ, რომ მორწმუნე ხართ, ბევრი ხატი გაქვთ სახლში…
მარიამი: ჩვენი სოფლის ეკლესიის მრევლი ვარ. სულ ვლოცულობ ჩემი შვილების ბედნიერებისთვის, ღმერთს ვთხოვ, მშიერი არ დამიტოვოს, თავზე ჭერი და სწავლის საშუალება რომ ჰქოდეთ. მხოლოდ იმაზე ფიქრით ვიძინებ, უფლის დახმარებით შვილები გავზარდო.
– გამოიძებნება ისეთი ხალხიც, ვინც თვლის, რომ  ბავშვი მხოლოდ მაშინ უნდა  გააჩინო, როცა მისი შენახვის საშუალება გაქვს. რას იტყვით ამაზე?
მარიამი: კი, ვიცი. ასეთ კომენტარებსაც ვკითხულობ და გული მტკივა… სწორედ ამის გამო, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, თავს ვიკავებდი, რომ თქვენთვის მომეწერა. მაგრამ მე მათ არ ვადანაშაულებ! ღმერთი ზემოდან გვიყურებს, ის ხედავს, ჩემი შვილებისთვის ყოველდღე როგორ ვწვალობ! მე მთელი გულით მჯერა, რომ ღმერთის წყალობით ჩემი შვილები ყველაზე კარგები და ბედნიერები გაიზრდებიან! გჯერათ?
-რა თქმა უნდა, მარიამ! უფალი ყოვლისშემძლეა. მაგრამ ის მხოლოდ ადამიანების მეშვეობით მოქმედებს. და ჩვენ მისი გვწამს! ძალიან მალე, თქვენ უამრავი ახალი მეგობარი და დამცველი გეყოლებათ. გულგრილი არავინ დარჩება. მზრუნველი დედა ხართ და ულამაზესი შვილები გყავთ. გვითხარით, რა არის თქვენი მთავარი ოცნება?
მხოლოდ ჩემი შვილების ბედნიერება მინდა! მჯერა, რომ უფალი არ მიგვატოვებს და გაჭირვებას გადაგვატანინებს!
-იქნებ რაიმე მატერიალურზეც ოცნებობთ? რა გჭირდებათ ყველაზე მეტად?
მარიამი; მსგავსი არაფერი არასდროს უკითხავთ ჩემთვის… დავიბენი… სარეცხი მანქანა ძალიან გვჭირდება, მაცივარიც არ გვაქვს…
ქეთი(10 წლის) – დედა, არც გაზქურა და არც საწოლები არ გვაქვს…
– ახლა კი ბავშვებს გავესაუბრები.  ქეთი, შენ ამბობ იმას, რაც დედას სჭირდება, შენ რაზე ოცნებობ? 
ქეთი(10 წლის) – ბურთი მინდა… სხვა არაფერზე ვოცნებობ. მთავარია საჭმელი გვქონდეს, მე კი ბურთს ვითამაშებ ჩემს დებთან ერთად, ვიმხიარულებთ!
   – დედიკოს ეხმარები?
ქეთი: რა თქმა უნდა, ჩემს პატარა დას ვუვლი, შეშას ვჩეხავ, სახლს ვალაგებ…
-თამარ, შენ რაზე ოცნებობ?
თამარი(8 წლის): მე ლამაზი თოჯინა მინდა! ჩემზე მეტი ჩასაცმელები, რომ ჰქონდეს!
ნინო(4 წლის): მე ბაჭია მინდა!
– სათამაშო ბაჭია გინდა?
ნინო(8 წლის): არააა, რა სათამაშო? ნამდვილი ბაჭია მინდა… რომ დარბოდეს, ყურებს ამოძრავებდეს, მინდა ჩავიხუტო! ნამდვილ ბაჭიაზე ვოცნებობ! ძალიან, ძალიან მინდა!
მეგობრებო, როგორც ხედავთ, მოსეშვილების ოჯახს ძალიან უჭირს. ძალაინ სჭირდებათ პროდუქტი, მედიკამენტები, საბავშვო ტანსაცმელი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ინვენტარი, ავეჯი! 
გამოვიჩინოთ გულისხმიერება, ხელი გავუმართოთ მათ და მივცეთ ბავშვებს შესაძლებლობა ნორმალურად განვითარდნენ და ბედნიერი ბავშვობა ჰქონდეთ. შეგიძლიათ თავად ეწვიოთ ამ ოჯახს და გაუწიოთ დახმარება. მერწმუნეთ, ბავშვებს ძალიან გაახარებთ! დაურეკეთ მარიამს, ჰკითხეთ რა სჭირდება, გაამხნევეთ და უთხარით, რომ გასაჭირში არ მივატოვებთ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მათი მისამართია: გურჯაანის რაიონი, სოფელი ბაკურციხე, ტელეფონის ნომერი: 597 03 68 43.
მეგობრებო, ჩერნოვეცკის ფონდი იწყებს საქველმოქმედო აქციას მოსეშვილების ოჯახის დასახმარებლად. როგორც იცით, ჩვენი ფონდის დახმარება ერთჯერადი როდია. ბავშვების გარეშე, ქვეყანას არ აქვს მომავალი! გავუფრთხილდეთ მომავალ თაობას! დაეხმარეთ გადარჩენაში! „ჩაწერეთ“ ისინი თქვენი ნათესავების სიაში და ეჭვიც არ გვეპარება,  უფალი დაგლოცავთ.
აუცილებლად გააზიარეთ ეს ინფორმაცია, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის უბედურების შესახებ! ეს მნიშვნელოვანია!
უფალი გვაძლევს საშუალებას ვიზრუნოთ იმ ადამიანებზე, ვისაც ამის ძალა თავად არ შესწევთ. ყველა ერთნაირად კეთილი ვერ იქნება. გვერდს ნუ აუვლით გაჭირვებულს, თითოეული მათგანი უფლისგანაა ნაბოძები, რათა შევძლოთ ღმერთს ჩვენი რწმენა არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ კეთილი საქმით დავუმტკიცოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს, თუ კი შეიტყობთ, რომ  თქვენს ნაცნობს ან მეზობლს დახმარება სჭირდება, გთხოვთ, გამოიჩინეთ გულისხმიერება და მოგვწერეთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე:  office-fsp@fsp.ge.
ჩვენი ფონდის საბანკო ანგარიშებია: GE15TB7194336080100003, GE42LB0115113036665000 ან GE64BG0000000470458000. (დანიშნულება:მოსეშვილების ოჯახი) ასევე შეგიძლიათ ჩარიცხოთ თანხა ჩვენს ვებგვერდზე: 
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია nova technology, tbcpay и expresspay ტერმინელების მეშვეობით, მოძებნეთ ჩვენი ფონდის სახელი განყოფილებაში „ქველმოქმედება“. ფონდის დამატებითი ვალდებულებებსა და უფლებებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus )

ცხოვრება მშვენიერია!

სამწუხაროდ ყველაფერი დროებითია… მეგობრებო, რომ შევჩერდეთ, ბავშვები დაიღუპებიან!
როდესაც პირველად მივედით და შევპირდით, რომ მათი ცხოვრება შეიცვლებოდა, ამ გოგონების თვალებში მხოლოდ შიში და სევდა დავინახეთ. არ დაიჯერეს… ახლა კი, მათ მომღიმარ სახეებს ვეღარ იცნობთ.
მარიამი: როგორ გაგვახარეთ, მადლობა როგორ გადაგიხადოთ? შეხედეთ ჩემს გოგონებს, ვეღარ იცნობთ… გახსოვთ რა შეშინებულები იყვნენ? ახლა კი კარებზე ყოველი დაკაკუნება ახარებთ! ვერ დავთვლი, იმდენი კარგი ადამიანი გვესტუმრა! ასეთი თბილი მადლიერების სიტყვებით გაგვიღო კარი მარიამმა.
ალბათ იცანით მოსეშვილების ულამაზესი გოგონები. გახსოვთ, მარტოხელა დედა და მისი სამი მცირეწლოვანი შვილი რა საშინელ პირობებში ცხოვრობდა. დანგრეულ ქოხში, სადაც წყალი ჩამოდიოდა, დაობებული ჭერით, დაბზარული კედლებითა და დანგრეული ავეჯით.
მიზერული სოციალური დახმარება, საჭმელზეც კი არ ყოფნიდათ. ბავშვები ხშირად შიმშილობდენენ. ცუდ ამინდში, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის უქონლობის გამო, სკოლას აცდენდნენ და მთელ დღეებს ცივ, ნესტიან ოთახში ატარებდნენ.
სტატიის გამოქვეყნების შემდეგ ამ ოჯახის ცხოვრება შეიცვალა! გურჯაანის რაიონის სამმართველოს წევრებმა, ბატონმა ვახტანგ ბერიძიშვილმა, გოგა ბერიძიშვილმა და არჩილ ქანდამაშვილმა, ოჯახი შეშით მოამარაგეს, რომელიც მთელი ზამთარი ეყოთ. გვანცა ნიკურაძემ, მეგობრებთან ერთად, თბილისიდან – როგორც 10 წლის, უფროსმა გოგომ, ქეთიმ თქვა – „ზღვა“ პროდუქტი და „მილიონი“ ტანსაცმელი ჩამოუტანა. კიდევ ძალიან ბევრი ადამიანი დაეხმარა, რომელთა სახელებიც, სამწუხაროდ, ვერ დაიმახსოვრეს. მაგრამ მთავარი ისაა, რომ ქართველი ხალხი, ყველაზე კეთილია მსოფლიოში. ჩვენ კი შევძელით, მათთვის ხმა მიგვეწვდინა და ყველა ერთად შეგვეკრიბა.
– მარიამ, გვიამბეთ, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება სტატიის გამოქვეყნების შემდეგ?
მარიამი: მცხვენია, მაგრამ უნდა გამოგიტყდეთ, როდესაც მოხვდეით და დახმარებას შეგვპირდით, მეგონა, რომ ჩემი გაჭირვებით ისევ ვიღაც იხეირებდა! მაგრამ ყველაფერი შეიცვალა!
– კიდევ რით დაგეხმარნენ, მარიამ? ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდათ?
მარიამი: იცით, როგორ მჭირდებოდა შეშა? გახსოვთ, ბავშვები როგორ იყინებოდნენ? სტატიის გამოქვეყნებიდან მეორე დღესვე, იმდენი შეშა გვქონდა, რომ სიცივე სულ დაგვავიწყდა! ტანსაცმელზე, ფეხსაცმელსა და პროდუქტზე, აღარაფერი რომ ვთქვათ!
– შეგიძლიათ მიმართოთ ჩვენს მკითხველებს, მარიამ, კიდევ რამეზე ოცნებობთ?
მარიამი: მერიდება, ამდენი გააკეთეთ ჩემთვის, მეტი რა უნდა გთხოვოთ. კიდევ უამრავი ოჯახია, ვისაც გადაარჩენს თქვენი დახმარება. ისევე, როგორც მე გადამარჩინა!
– ბავშვებს საჩუქრებიდან ყველაზე მეტად რა მოეწონათ?
მარიამი: ნეტავ იცოდეთ, გოგონები სარეცხ მანქანასა და მაცივარს როგორ ელოდნენ! რომ მოიტანეს, მეგონა ვერ მოვაშორებდი.
ქეთი(10 წლის): ერთი სული მაქვს, მაცივარში პროდუქტს ლამაზად როდის შევაწყობ! შევხედავ და დავტკბები! ნახეთ, რა ლამაზია!
ნინო(4 წლის): მეც! ცხელ ამინდში, ჩემს თოჯინას მაცივარში ჩავსვავ!
– თამარ, გახსოვს, თოჯინები რომ გვთხოვე, მაგრამ მერე თქვი, რომ აღარ გჭირდება, რატომ?
თამარი(8 წლის): იცით რამდენი თოჯინა მომიტანეს? მეზობელ გოგოებსაც კი ეყოთ!
აი, მეგობრებო, კიდევ ერთმა ოჯახმა გაიგო ბედნიერებისა და სიხარულის გემო! თქვენი დახმარებით, კიდევ ერთ ოჯახს შეუმსუბუდა ცხოვრება! ამაზე მშვენიერი, რა უნდა იყოს?
და თუ კი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, – რამდენიმე წამით გადაიტანეთ ყურადღება ჩვენს პოსტებზე… ამასთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! გახსოვდეთ, თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა ყველას!
ამ ოჯახის პრობლემები ჯერ არ დამთავრებულა. გთხოვთ, შემდგომშიც დაეხმარეთ მათ. თქვენი სიკეთე – შანსია თქვენც ყოველთვის და ყველაფერში ბედნიერი იყოთ!
ჩვენი ფონდის საბანკო ანგარიშებია: GE15TB7194336080100003, GE42LB0115113036665000 ან GE64BG0000000470458000. (დანიშნულება: მოსეშვილების ოჯახი) ასევე შეგიძლიათ ჩარიცხოთ თანხა ჩვენს ვებგვერდზე: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/543-moseshvili1
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია OPPA, TBCpay დაExpressPay. ტერმინელების მეშვეობით, მოძებნეთ ჩვენი ფონდის სახელი განყოფილებაში „ქველმოქმედება“. ფონდის დამატებითი ვალდებულებებსა და უფლებებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus)
ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს სულზე და ვუახლოვდებით უფალს

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2020 მარ 10
პროდუქტები
229.08₾
2020 აპრ 06
ფონდის ზედნადები ხარჯები
320.00₾
2020 აპრ 23
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
1770.00₾

სულ ხარჯები:

2319.08₾

დარჩა:

0.29₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
მარინე მამულია
17.04.2020 20:00:00
₾10.00
კეთილი გული
10.04.2020 14:18:41
₾20.00
სოსელია დავით
07.04.2020 20:00:00
₾10.00
ხათუნა ბუხნიკაშვილი
06.04.2020 20:00:00
₾3.00
სოფიო გაჩეჩილაძე
30.03.2020 20:00:00
₾20.00
ეთერი წელაური
30.03.2020 20:00:00
₾20.00
ზუხბაია დავითი
30.03.2020 20:00:00
₾53.57
კვეტენაძე დავით
30.03.2020 20:00:00
₾100.00
ობოლაძე ანანო
29.03.2020 20:00:00
₾20.00
ტერმინალი
29.03.2020 20:00:00
₾39.20
ვაჟა ნემსაძე
29.03.2020 20:00:00
₾50.00
ფენაშვილი ჯონი
29.03.2020 20:00:00
₾10.00
ნინო პატარიძე
27.03.2020 20:00:00
₾40.00
ეკა იანტბელიძე
25.03.2020 20:00:00
₾1.00
ტაკიძე მინდია
25.03.2020 20:00:00
₾20.00
ღარიბაშვილი ნინო
25.03.2020 20:00:00
₾50.00
ღარიბაშვილი ნინო
25.03.2020 20:00:00
₾50.00
ქეთევანი გრძელიძე
25.03.2020 20:00:00
₾64.00
თოლორდავა ბაჩუკი
25.03.2020 20:00:00
₾5.00
თამარ არაგვიშვილი
24.03.2020 20:00:00
₾100.00

შემოწირულია:

₾2,319.37

139 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾2,319.37

139 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება