ქართველი ბავშვები ყველაზე ლამაზები არიან!
მაგრამ სამწუხაროდ სიდუხჭირეში უწევთ ცხოვრება! უფალო, ნუ მიატოვებ შენს ანგელოზებს!
„მუხლებზე დაჩოქილები მოხვალთ ჩემთან, შიმშილით სული რომ ამოგხდებათ”. – ემუქრებოდა მარიამს გამხეცებული ქმარი, როდესაც ის, როგორც კრუხი წიწილებს, ისე იცავდა მისგან ბავშვებს. მათ დაღუპვას, სიკვდილი ერჩივნა.
მეგობრებო, ჩახედეთ თვალებში ამ უცოდველ ბავშვებს! შიშითა და სევდით არის სავსე! დედას რამე რომ დაემართოს, მერე?.. ჩვენ უბრალოდ ვალდებულები ვართ, ბედნიერი ბავშვობა ვაჩუქოთ მათ. გულგრილობას ჩვენს თავს ვერ ვაპატიებთ !
სამწუხაროდ, არავის ადარდებს მათი ბედი ჩვენსა და უფლის გარდა, არც სოფლის ადმინისტაციას, არც დეპუტატებს. მათ შვილებს ხომ აწყობილი აქვთ ცხოვრება… მეტი რა უნდათ… სამარცხვინოა, რომ ადამიანები ასეთი უგულოები ხდებიან, როცა ხელთ ძალაუფლებას ჩაიგდებენ!
– ოდესღაც ხომ ნორმალური იყო, – ჩურჩულით ყვება მარიამი, არ უნდა ბავშვების შეშინება! „არ შეიძლება, შვილებს საკუთარი მამა სძულდეთ“, ასე ჰკარნახობს მისი კეთილი გული. ჯერ ძალიან პატარები არიან. მარტო ღმერთმა უწყის ცოცხლები როგორ გადარჩნენ! ხშირად ახსენებენ მამას, ისე განიცდიან, საწყლები…
– მარიამ, რა არის თქვენი ოჯახის მთავარი პრობლემა?
მარიამი: მარტოს ძალიან მიჭირს, ბავშვებს საჭმელი არ აქვთ! ავად რომ გახდნენ? რა გავაკეთო? ვისთან გავიქცე? მაგრამ მუდმივ დამცირებასა და ცემის შიშს, მაინც ასე ცხოვრება სჯობს.
-რას აჭმევთ ბავშვებს? როგორია მათი ყოველდღიური რაციონი?
მარიამი: ლობიო, მწვანილი, პური, წყალწყალა სუპი… სოციალური დახმარება რაზეც მყოფნის. დედაჩემიც ავად არის. წამალს ყოველდღე თუ არ მიიღებს, მოკვდება! როგორღაც ვცდილობ გამოვძვრე, რაღაც საჭმელებს ჩემით ვიგონებ, ეხლახანს ბავშვებს სუპი პურით გავუკეთე…( ტირის)
– სახლი რომელშიც ცხოვრობთ თქვენი საკუთრებაა?
მარიამი: დედაჩემს ერგო მემკვიდრეობით. მისი მშობლების სიკვდილის მერე, აქ არაფერი შეცვლილა. იშლება, ისეთი ძველია. საერთოდ არ ვარგა საცხოვრებლად. სახურავი ჩამოიშალა, კედლებიც, როგორც ხედავთ, არაფერი გვაქვს, არც მაცივარი, არც სარეცხი მანქანა, ტელევიზორიც კი არ აჩვენებს, ბავშვები მულტფილმებს მხოლოდ უსმენენ… ავეჯი კი ბებიაჩემის მზითვებიდანაა შემორჩენილი. ზამთარში ღუმელით ვთბებით, თუ სადმე ხმელ ტოტებს ვიპოვით…
– გეტყობათ, რომ მორწმუნე ხართ, ბევრი ხატი გაქვთ სახლში…
მარიამი: ჩვენი სოფლის ეკლესიის მრევლი ვარ. სულ ვლოცულობ ჩემი შვილების ბედნიერებისთვის, ღმერთს ვთხოვ, მშიერი არ დამიტოვოს, თავზე ჭერი და სწავლის საშუალება რომ ჰქოდეთ. მხოლოდ იმაზე ფიქრით ვიძინებ, უფლის დახმარებით შვილები გავზარდო.
– გამოიძებნება ისეთი ხალხიც, ვინც თვლის, რომ ბავშვი მხოლოდ მაშინ უნდა გააჩინო, როცა მისი შენახვის საშუალება გაქვს. რას იტყვით ამაზე?
მარიამი: კი, ვიცი. ასეთ კომენტარებსაც ვკითხულობ და გული მტკივა… სწორედ ამის გამო, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, თავს ვიკავებდი, რომ თქვენთვის მომეწერა. მაგრამ მე მათ არ ვადანაშაულებ! ღმერთი ზემოდან გვიყურებს, ის ხედავს, ჩემი შვილებისთვის ყოველდღე როგორ ვწვალობ! მე მთელი გულით მჯერა, რომ ღმერთის წყალობით ჩემი შვილები ყველაზე კარგები და ბედნიერები გაიზრდებიან! გჯერათ?
-რა თქმა უნდა, მარიამ! უფალი ყოვლისშემძლეა. მაგრამ ის მხოლოდ ადამიანების მეშვეობით მოქმედებს. და ჩვენ მისი გვწამს! ძალიან მალე, თქვენ უამრავი ახალი მეგობარი და დამცველი გეყოლებათ. გულგრილი არავინ დარჩება. მზრუნველი დედა ხართ და ულამაზესი შვილები გყავთ. გვითხარით, რა არის თქვენი მთავარი ოცნება?
მხოლოდ ჩემი შვილების ბედნიერება მინდა! მჯერა, რომ უფალი არ მიგვატოვებს და გაჭირვებას გადაგვატანინებს!
-იქნებ რაიმე მატერიალურზეც ოცნებობთ? რა გჭირდებათ ყველაზე მეტად?
მარიამი; მსგავსი არაფერი არასდროს უკითხავთ ჩემთვის… დავიბენი… სარეცხი მანქანა ძალიან გვჭირდება, მაცივარიც არ გვაქვს…
ქეთი(10 წლის) – დედა, არც გაზქურა და არც საწოლები არ გვაქვს…
– ახლა კი ბავშვებს გავესაუბრები. ქეთი, შენ ამბობ იმას, რაც დედას სჭირდება, შენ რაზე ოცნებობ?
ქეთი(10 წლის) – ბურთი მინდა… სხვა არაფერზე ვოცნებობ. მთავარია საჭმელი გვქონდეს, მე კი ბურთს ვითამაშებ ჩემს დებთან ერთად, ვიმხიარულებთ!
– დედიკოს ეხმარები?
ქეთი: რა თქმა უნდა, ჩემს პატარა დას ვუვლი, შეშას ვჩეხავ, სახლს ვალაგებ…
-თამარ, შენ რაზე ოცნებობ?
თამარი(8 წლის): მე ლამაზი თოჯინა მინდა! ჩემზე მეტი ჩასაცმელები, რომ ჰქონდეს!
ნინო(4 წლის): მე ბაჭია მინდა!
– სათამაშო ბაჭია გინდა?
ნინო(8 წლის): არააა, რა სათამაშო? ნამდვილი ბაჭია მინდა… რომ დარბოდეს, ყურებს ამოძრავებდეს, მინდა ჩავიხუტო! ნამდვილ ბაჭიაზე ვოცნებობ! ძალიან, ძალიან მინდა!
მეგობრებო, როგორც ხედავთ, მოსეშვილების ოჯახს ძალიან უჭირს. ძალაინ სჭირდებათ პროდუქტი, მედიკამენტები, საბავშვო ტანსაცმელი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ინვენტარი, ავეჯი!
გამოვიჩინოთ გულისხმიერება, ხელი გავუმართოთ მათ და მივცეთ ბავშვებს შესაძლებლობა ნორმალურად განვითარდნენ და ბედნიერი ბავშვობა ჰქონდეთ. შეგიძლიათ თავად ეწვიოთ ამ ოჯახს და გაუწიოთ დახმარება. მერწმუნეთ, ბავშვებს ძალიან გაახარებთ! დაურეკეთ მარიამს, ჰკითხეთ რა სჭირდება, გაამხნევეთ და უთხარით, რომ გასაჭირში არ მივატოვებთ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მათი მისამართია: გურჯაანის რაიონი, სოფელი ბაკურციხე, ტელეფონის ნომერი: 597 03 68 43.
მეგობრებო, ჩერნოვეცკის ფონდი იწყებს საქველმოქმედო აქციას მოსეშვილების ოჯახის დასახმარებლად. როგორც იცით, ჩვენი ფონდის დახმარება ერთჯერადი როდია. ბავშვების გარეშე, ქვეყანას არ აქვს მომავალი! გავუფრთხილდეთ მომავალ თაობას! დაეხმარეთ გადარჩენაში! „ჩაწერეთ“ ისინი თქვენი ნათესავების სიაში და ეჭვიც არ გვეპარება, უფალი დაგლოცავთ.
აუცილებლად გააზიარეთ ეს ინფორმაცია, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის უბედურების შესახებ! ეს მნიშვნელოვანია!
უფალი გვაძლევს საშუალებას ვიზრუნოთ იმ ადამიანებზე, ვისაც ამის ძალა თავად არ შესწევთ. ყველა ერთნაირად კეთილი ვერ იქნება. გვერდს ნუ აუვლით გაჭირვებულს, თითოეული მათგანი უფლისგანაა ნაბოძები, რათა შევძლოთ ღმერთს ჩვენი რწმენა არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ კეთილი საქმით დავუმტკიცოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს, თუ კი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობლს დახმარება სჭირდება, გთხოვთ, გამოიჩინეთ გულისხმიერება და მოგვწერეთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge.
ჩვენი ფონდის საბანკო ანგარიშებია: GE15TB7194336080100003, GE42LB0115113036665000 ან GE64BG0000000470458000. (დანიშნულება:მოსეშვილების ოჯახი) ასევე შეგიძლიათ ჩარიცხოთ თანხა ჩვენს ვებგვერდზე:
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია nova technology, tbcpay и expresspay ტერმინელების მეშვეობით, მოძებნეთ ჩვენი ფონდის სახელი განყოფილებაში „ქველმოქმედება“. ფონდის დამატებითი ვალდებულებებსა და უფლებებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus )