რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

შვიდი წლის, მშვენიერ როზალინდას სასწაულების ჯერ კიდევ სჯერა. ნეტა, სასწაული თუ მოხდება?

calendar დეკემბერი 2, 2020

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

„მჯეროდა, ძალიან, ძალიან მჯეროდა და გელოდით“ – წკრიალა ხმით შემომეგება მშვენიერი როზალინდა (7 წლის).
„სასწაულები არ ხდება… 13 წლის ვარ და ზუსტად ვიცი… თუ ხდება?“ – გაკვირვებით მკითხა ხათუნამ (13 წლის) და გაუბედავად შემომხედა.
გული მეტკინა სრული უიმედობისგან, რომელიც თვალწინ გადამეშალა.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

    მარტოხელა დედა, ნინო, – რომელსაც ხვედრად ისეთი გამოცდა ერგო, რასაც ბევრი კაცი ვერ გაუძლებდა, –  და სამი ბავშვი, ძალიან ღარიბულ, თბილისურ ოჯახში, ერთმანეთს ეკვროდნენ და ფართოდ გახელილი, უზარმაზარი თვალებით მიყურებდნენ.

  „უთქვენოდ, არაფერი გამოგვივა… თქვენი და ფონდის მეგობრების დახმარება ჩვენ ძალიან გვჭირდება“, – იმედიანი ხმით თქვა ნინომ, თავი ჩაქინდრა და თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა.

    ამ მშვენიერი ქართველი დედის ცხოვრება ყოველთვის ტანჯვით იყო სავსე, მაგრამ მათ შორის ყველაზე უარესი – მისი შვილების მშიერი თვალების ყურებაა.

  სრულიად სასოწარკვეთილმა, მარტოხელა დედამ, ნინო გაბიდაურმა დახმარებისთვის ჩვენს ფონდს მომართა… ჩვენს გულმოწყალებას ხომ შეუძლია, რომ მის შვილებს ჯადოსნობის რწმენა დაუბრუნოს?! დაუბრუნოს რწმენა იმისა, რომ მათი ბედი ხალხისთვის სულ ერთი არ არის!

ნინო, თუ შეიძლება, მოგვიყევით, რა გასაჭირმა გაიძულათ, დახმარებისთვის ჩვენი ფონდისთვის მოგემართათ?

ნინო:იცით, ძალიან ბევრის გადატანა მომიწია… მაგრამ იმედი არასოდეს დამიკარგავს, ყველანაირ გასაჭირს ყოველთვის მედგრად ვხვდებოდი და მასთან გამკლავების ძალებს საკუთარ თავში ყოველთვის ვპოულობდი. მაგრამ ახლა… ჩვენი მდგომარეობა სრულიად გაუსაძლისი გახდა. როგორ, მითხარით, როგორ შეიძლება, უყურო მშიერი ბავშვების თვალებს, ყოველდღე იცოდე, რომ მათ საჭმელი არ აქვთ და არც არავინ არის დამხმარე? უმცროსი ბიჭი, ალეკო, სულ რაღაც ერთი წლისაა, ძალიან მოძრავი და ცელქი ბავშვია და მას ვერავის ვუტოვებ. ნებისმიერ სამსახურზე თანახმა ვარ, არანაირი შრომის არ მერიდება, ადრე ჯართსაც კი ვაგროვებდი…. მაგრამ ახლა, სახლიდან გასვლის შესაძლებლობაც კი არ მაქვს. ყველაფერ ამასთან ერთად, მდგომარეობა პანდემიის გამო ძალიან გართულდა. ჩვენი ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა, 260 ლარის ოდენობით. არადა, ბინის ფულიც გადასახდელია… ჩვენ ვშიმშილობთ და ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით – გადარჩენას ვცდილობთ!

როგორ მოხდა, რომ სამი ბავშვით ხელში, ნაქირავებ ბინაში აღმოჩნდით?

ნინო: ჩემი ისტორია ძალიან სევდიანია, ამაზე საუბარი ძალიან მიჭირს, მაგრამ თუ გინდათ, მოგიყვებით. ხუთი წლის ვიყავი, როდესაც ჩემი 2 წლის ძმა, გიორგი, ხანძარში დაიღუპა. სახლში მარტონი ვიყავით: მე, ჩემი ძმა და 3 წლის და. ტელევიზორის ქვეშ სტაბილიზატორი აალდა, მერე – ფარდებს მოედო და მთელი სახლი ცეცხლში გაეხვია. გონიერი ბავშვი ვიყავი, დის გამოყვანა მოვასწარი, მაგრამ ძმის… ის ტახტის უკან გადავარდა, ტახტს კი ცეცხლი წაეკიდა და მისი იქიდან გამოყვანა ვერაფრით შევძელი. მოგვიანებით, მეხანძრეებმა გამოიყვანეს, ნახევრად დამწვარი…საავადმყოფომდე ვერ იცოცხლა, ხელებში ჩამაკვდა… ეს საშინელი სურათიდღემდე თვალწინ მიდგას. ჩემი შვილი მის საპატივსაცემოდ არის მონათლული, როგორც გიორგი… ამ საშინელი ტრაგედიის შემდეგ, მე და ჩემი და ბებიამ წაგვიყვანა თავისთან, სოფელში და მან გაგვზარდა, ჩვენი მშობლები კი განქორწინდნენ… მათთან დღემდე რთული ურთიერთობა მაქვს.

მგონია, რომ იმ საშინელმა დღემ ჩემი ცხოვრება ორ ნაწილად გაყო: „მდე“ და „შემდეგ“. აღარ ვიყავი მხიარული და უდარდელი ბავშვი. რაღაცნაირად, უცებ გავიზარდე… მაგრამ არ გავტეხილვარ. ვოცნებობდი, გეგმებს ვაწყობდი, სწავლა მინდოდა, მუშაობა… მაგრამ ჩემს ოცნებებს ასრულება არ ეწერა. ჩემს მე-19 დაბადების დღეზე, როდესაც ნათესავებს ვსტუმრობდი, ჩემმა მომავალმა მეუღლემ მომიტაცა. ასე აღმოვჩნდი ზუგდიდში… 

– მაპატიეთ, ალბათ მტკივნეული თემაა, მაგრამ იქნებ დაწვრილებით მოგვიყვეთ?

ნინო: მოგიყვებით… იმ დღემდე, ერთმანეთს არც კი ვიცნობდით. მას მხოლოდ სურათით ვყავდი ნანახი და თავში აზრად მოუვიდა, რომ ცოლად მოვეყვანე. რადგან ეს ადამიანი ცოცხალი აღარ არის, მასზე ცუდს არ ვიტყვი. მისი და ღმერთი მადლობელი ვარ ჩემი მშვენიერი გოგონებისთვის – ჩემი იმედისა და თვალთა სინათლისთვის. მაგრამ პირდაპირ გეტყვით, ურთიერთობა არ აგვეწყო. მეორე გოგონაზე რომ ვიყავი ორსულად – მივატოვე. სოფელში დავბრუნდი, ბებიასთან. მოგვიანებით, როდესაც ბავშვი წამოიზარდა, რუსთავში ბინა ვიქირავე და ცოტ-ცოტას ვმუშაობდი. მეგობრებთან სტუმრად ყოფნისას კი მეორე მეუღლე, ალეკოს მამა გავიცანი. თავიდან ყველაფერი მშვენივრად იყო… მაგრამ შემდეგ, ყველაფერი აირია და დავშორდით. მატერიალურმა სირთულეებმა მაიძულეს, რომ ორსულს, დამლაგებლად დამეწყო მუშაობა. მეექვსე თვეში, ავარიაში მოვყევი… ქმარმა ჯერ კიდევ შვილის დაბადებამდე მიმატოვა.

ღმერთო, ასეთი რამ როგორ შეიძლებოდა, მომხდარიყო, ნინო?

ნინო: სამსახურიდან სახლში მიკროავტობუსით ვბრუნდებოდი, რომელსაც ვიღაც უვიცი მძღოლი დაეჯახა. წინ ვიჯექი და მუცელი დავარტყი. თვალთ დამიბნელდა… საშინელი ტკივილი… ყველაფერი ნისლით იყო მოცული, გარშემო თეთრხალათიანი ადამიანები, რეანიმაცია… ერთი კვირა კომაში ვიყავი. მერე კი, ამ სამყაროს ჩემი არაჩვეულებრივი ბიჭი მოევლინა. მხოლოდ 800 გრამს იწონიდა, სიმაღლე – 28 სანტიმეტრი! პატარა თაგვივით! ახლა კი, ნახეთ, როგორი დევგმირი გაიზარდა! შვიდი თვე საავადმყოფოში გაატარა, მეც ძალიან ცუდად ვიყავი… მაგრამ უფლის შეწევნით, ახლა ორივე სახლში ვართ.

თქვენი ბედი მართლაც რომ სავსეა ტრაგიკული მოვლენებით, ნინო… გულწრფელად თანაგიგრძნობთ. გვითხარით, რა კონკრეტული დახმარება გჭირდებათ ამჟამად?

ნინო: შვილებისთვის საჭმელი არაფერი მაქვს. ჩვენ მხოლოდ სახელმწიფო დახმარებაზე ვცხოვრობთ, ამას დამატებული კვების ვაუჩერი, 90 ლარის ოდენობით. თავადაც ხვდებით, რომ ეს თანხა სამი ბავშვის გამოსაკვებად საკმარისი არ არის. გარდა ამისა, ბინის ფულიც უნდა ვიხადო. ღმერთმა ჯანმრთელობა მისცეს ჩვენს დიასახლისს, კეთილი ქალია, საშუალებას მაძლევს, ნაწილ-ნაწილ გადავიხადო. ხშირად, მე თვითონ მშიერი ვრჩები. ოღონდაც ბავშვებმა ჭამონ. ჩვენ გარე სამყაროს სრულიად მოწყვეტილები ვართ, ტელევიზორიც კი არ გვაქვს. გოგონებმა უნდა ისწავლონ, მე კი ინტერნეტის ფულის გადახდის შესაძლებლობაც არ მაქვს. წელს, როზა სკოლაში წავიდა და იქ მას „ბუქი“ გადასცეს, მაგრამ რა ხეირი, როდესაც ინტერნეტი არ გვაქვს?..

ასევე, ძალიან მინდა, სარეცხი მანქანა მქონდეს. ხომ გესმით, სამი შვილი, სარეცხი ბევრია, ნივთების ცივ წყალში, გაუთბობ შენობაში რეცხვა კი ძალიან ძნელია… მით უმეტეს, რომ ალეკო ცელქია და სულ ყურადღება სჭირდება…

– არავინ გეხმარებათ? მშობლები, ან ნათესავები?

ნინო: როგორც უკვე გითხარით, მშობლები განქორწინებულები არიან, თითოეულ მათგანს ახალი ოჯახი, საკუთარი ცხოვრება აქვს… და არც ჩვენი ურთიერთობაა ძალიან კარგი. მხოლოდ ბებია მყავს, სოფელში, მაგრამ ის უკვე 74 წლისაა და პენსიაზე ცხოვრობს. და მყავს, მაგრამ მას ხუთი შვილი ჰყავს! დახმარება მას თავად სჭირდება. ისე გამოვიდა, რომ მხოლოდ საკუთარი თავისა და უფლის წყალობის იმედი შემიძლია მქონდეს…

– გულწრფელად თანავუგრძნობთ თქვენს მწუხარებას. დახმარებისთვის ვინმესთვის თუ მიგიმართავთ? ადგილობრივი ხელისუფლებისთვის, მაგალითად?

ნინო: სანამ უმცროსი ბიჭი, ალეკო, საავადმყოფოში იწვა, უამრავი ადგილი მოვიარე, ყველა კარზე ვაკაკუნე, ყველას ვუხსნიდი, რომ ბავშვი ასეთ მდგომარეობაში იყო, რომ დახმარება ძალიან გვჭირდებოდა… მაგრამ სამწუხაროდ, ყველაფერი ამაო იყო. დახმარება კი არა, შემწეობა 20 ლარით შეგვიმცირეს. წარმოგიდგენიათ? 

– რა გწამთ? რაში ხედავთ ხსნას?

ნინო: მე მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ. ადრე, ეკლესიაში ხშირად დავდიოდი, მაგრამ ახლა, ალეკოს გამო, აღარ გამოდის. ამას, კორონავირუსიც დაემატა… მაგრამ სახლში ხატების კუთხე მაქვს, სადაც ვლოცულობ და სანთელს ვანთებ ხოლმე. უფალს მივმართავ და ვევედრები, ამ მდგომარეობიდან გამოსვლისა და ჩემი შვილების ფეხზე დაყენების ძალა მომცეს.

– უცხო ადამიანთა სიკეთის თუ გჯერათ?

ნინო: მჯერა… ძალიან მჯერა. საქართველო ხომ კეთილი და კეთილშობილი ადამიანების ქვეყანაა?! ის იმდენად პატარაა, რომ ზოგჯერ გვეჩვენება, თითქოს ერთმანეთისთვის უცხოები არ ვართ… ამის თვალსაჩინო მაგალითია თქვენი ფონდი, რომლის წყალობითაც ჩვენი მოძმის გასაჭირის შესახებ ვიგებთ. მე თვითონ რამდენჯერ წამიკითხავს თქვენი პოსტები ცრემლიანი თვალებით…

– ჩვენ შესახებ სოც. ქსელებიდან შეიტყვეთ?

ნინო: არა, მეზობლებმა მირჩიეს, თქვენთვის მომემართა. მითხრეს, რომ მათ ნაცნობს ძალიან დაეხმარეთ. გული იმედით ამენთო, რომ ამქვეყნად არიან ადამიანები, რომლებიც გულგრილები არ დარჩებიან, როდესაც ჩვენი გასაჭირის შესახებ შეიტყობენ.

– ნინო, თუ შეიძლება, თქვენი გოგონების შესახებ დაწვრილებით რომ მოგვიყვეთ.

ნინო: ხათუნა უკვე საკმაოდ დიდია, ისეთი სერიოზულია…  სწავლა უყვარს. მაგრამ ამ კორონავირუსმა ყველა ბანქო აგვირია. გასული წლის თითქმის მთელი მეორე სემესტრი გამოვტოვეთ. აბა, რა უნდა გვექნა? სამწუხაროდ, როდესაც ბავშვები დისტანციურ სწავლებაზე გადაიყვანეს, ის არ გაითვალისწინეს, რომ ზოგიერთს არათუ ინტერნეტის, საჭმლის ფულიც კი არ აქვს…

როზა კი ძალიან მეხმარება. უმცროს ძმაზე გიჟდება! ხოხვას, სიარულს ასწავლის, სკოლის „ბუქში“ სასწავლო პროგრამებსაც კი ურთავს! ისინი ყველაფერს ერთად აკეთებენ. როზა ამბობს, რომ ალეკო მისი ნაწილია! ჩემი პატარა ენატარტალა და დამხმარე ქალი…

როზალინდა (7 წლის): სულაც არა, ენატარტალა არ ვარ! ჭკვიანი ვარ! და კარგადაც ვსწავლობ! აი, თქვენ თვითონ ნახეთ, სულ ათიანები მყავს!

არც არავინ გეკამათება, როზა. მითხარი, რომ გაიზრდები, ვინ გამოხვალ?

როზალინდა:მინდა, ექიმი გამოვიდე! ოპერაციებს გავაკეთებ ხოლმე. ბევრი ფული მექნება და მერე, დედასთვის და ალეკოსთვის ბევრ საჭმელს ვიყიდი! ვიყიდი ბეეეევრზე ბევრ კანფეტს და სოსისს!

– ეგ შენი საყვარელი საჭმელია?

როზალინდა:რა თქმა უნდა! კანფეტებზე და სოსისებზე გემრიელი რა შეიძლება იყოს? ამაზე გემრიელი რამე გაგისინჯავთ?

– ალბათ, მართალი ხარ… კიდევ რაზე ოცნებობ, როზა?

როზალინდა: ყველაზე მეტად ის მინდა, რომ ჩვენ საკუთრი სახლი გვქონდეს, მე კი – ჩემი ოთახი. ერთ კედელზე ბარბის თოჯინებით მოხატული ქაღალდი იქნება გაკრული, მეორეზე – წითელი სოსისებითა და ძეხვებით…

– რატომ მაინცდამაინც წითელი?

როზალინდა: იმიტომ, რომ წითელი ჩემი საყვარელი ფერია! სოსისი კი ყველაზე გემრიელი საჭმელი! და ჩემს ოთახში ყველაფერი წითელი იქნება! და მეც წითელი კაბები მექნება. და ფეხსაცმელები.

– შენ რაზე ოცნებობ, ხათუნა?

ხათუნა (13 წლის): მე არ ვოცნებობ… სასწაულები არ ხდება. სჯობს, სწავლაზე ვიფიქრო.

– ხათუნა, სასწაულების რატომ არ გჯერა? ნუთუ 13 წლის მანძილზე, ერთი სურვილიც არ აგსრულებია?

ხათუნა: არა! არ მჯეროდა და არც ახლა მჯერა. თოვლის ბაბუა ჩვენთან არასდროს მოსულა. ჩემი სურვილებიც არასდროს ასრულებულა. აი, სწავლისთვის ტელეფონი, პლანშეტი ან კომპიუტერი მჭირდება… გგონიათ, ოდესმე მექნება? არ მჯერა! დედა მათთვის ფულის დაზოგვას ვერასდროს შეძლებს, ასეთ საჩუქრებს კი ისე, უბრალოდ, არავინ ჩუქნის!

– მომავალზე ფიქრობ? ვინ გინდა, რომ გახდე?

ხათუნა: ერთმნიშვნელოვნად – პოლიციელი. ძალიან მინდა, რომ ყველაფერი კანონის შესაბამისად იყოს! რომ ყველაფერი სამართლიანი იყოს! გავხდები! მაგრამ ამისთვის, უნდა ვისწავლო. გაუნათლებელი ვის რაში ვჭირდები?

– ვფიქრობ, შენი უმცროსი ძმა, ალეკო, შენს პირქუშ განწყობას არ იზიარებს. მითხარი, როგორ ფიქრობ, ის რაზე ოცნებობს?

როზალინდა: მე ვიცი! მე ვიცი! იმაზე, რომ ორცხობილები გვქონდეს, რომ მე ჩემი ოთახი მქონდეს, ხათუნას კი – თავისი! ალეკოს და დედასაც – თავისი! და დედიკო რომ ყოველთვის გვეფერებოდეს და ამბობდეს: „გენაცვალოს დედიკო!“

– ალეკო ოცნებობს ამაზე?

როზალინდა: დიახ. თქვენ რა, ჩემი არ გჯერათ? შეგიძლიათ, მას ჰკითხოთ! მას საუბარი არ შეუძლია, მაგრამ მე მისი მესმის!

ხათუნა: კარგი, ერთი! აი, ისევ ტირის, ალბათ შია…

მოდით, დედასაც ვკითხოთ. ნინო, რა არის თქვენი ყველაზე დიდი ოცნება?

ნინა: ის, რომ ბავშვები ჯანმრთელები და ბედნიერები იყვნენ. მათი ბედნიერებისთვის საკუთარი სიცოცხლეს გავიღებ… ის, რომ მათ სწავლის, წარმატებულ ადამიანებად ჩამოყალიბების შესაძლებლობა ჰქონდეთ. ასევე, ის, რომ არასდროს იტანჯებოდნენ დანაკლისისა და შიმშილის გამო, არ ჰქონდეთ ყველაზე ელემენტარულის საჭიროება. ჩემი ოცნებები ძალიან მოკრძალებულია…

ამ წუთას, ყველაზე მეტად რა გჭირდებათ?

ნინო:ღმერთო, როგორ მეუხერხულება თხოვნა… პირადად მე, სარეცხის მანქანა მჭირდება. ბავშვების ნივთების ცივ წყალში, გაუთბობ შენობაში რეცხვა ძალიან რთულია. ხათუნასთვის კომპიუტერი ან პლანშეტი გვჭირდება, რომ მან სწავლა შეძლოს… საკვები პროდუქტები, საფენები…

ჩვენ ნებისმიერი დახმარება გაგვახარებს; იმდენად მარტოხელები და შესაძლებლობებს მოკლებულნი ვართ ამ წუთას, რომ მხარდაჭერის ერთი კეთილი სიტყვაც კი ძალიან ბევრს ნიშნავს ჩვენთვის! 

***

ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ კიდევ ერთი არაჩვეულებრივი ოჯახის ისტორია გაგაცანით. და რა მოხდება ახლა? როგორ შეიცვლება მათი ცხოვრება? მათ შესახებ ხომ თითქმის მთელმა საქართველომ შეიტყო?! იქნებ ისე გავაკეთოთ, რომ ხათუნამ სასწაულის იწამოს, რომ პატარა როზალინდა დახატულ საჭმელზე კი არ ოცნებობდეს, არამედ თვეში ერთხელ მაინც ჭამდეს ყველაზე გემრიელ სოსისებს?!

ამ ოჯახის მისამართია: თბილისი, გოძიაშვილის ქ. №19. მათი მონახულება და შეძლებისდაგვარად დახმარება თავადაც შეგიძლიათ, ან დაურეკეთ ნინოს და გაამხნევეთ იგი კეთილი სიტყვებით. ტელეფონი: 574 02 14 84.

ოჯახში სამი ბავშვია, რომლებსაც კომპიუტერი, საყოფაცხოვრებო ნივთები, სათამაშო და საკვებიც კი სჭირდებათ! ესენი არიან ბავშვები, რომლებიც ჩვენი სიამაყე და ჩვენი მომავალია! ნუ დავრჩებით გულგრილნი ამ ოჯახის გასაჭირის მიმართ! გამოვიჩინოთ გულმოწყალება და ზრუნვა, ერთად დავეხმაროთ, ვისაც როგორ შეუძლია, ვისაც რამდენად ეყოფა სიყვარული და მოწყალება!

ძალიან გთხოვთ,გააზიაროთ ჩვენი პოსტი, რომ გაბიდაურებისოჯახის უბედურებისშესახებ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შეიტყოს!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება ესაჭიროება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: ნინა გაბიდაური).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტის მეშვეობითაც.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ОРРА, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270.

დიახ, თქვენი წყალობით სასწაული შეგვემთხვა!

   „განა ასეთი რამ შესაძლებელია? ნუთუ სიყვარულს და მზრუნველობას ჩვენც ვიმსახურებთ? ამდენწლიანი იმედგაცრუებისა და გულდაწყვეტის შემდეგ, მე და ჩემმა შვილებმა პირველად ვიგრძენით, რომ ვიღაცას ვჭირდებით… ის, რაც ჩემთვის სისხლით ნათესავებს არ მოუციათ, სრულიად უცხო ადამიანებისგან მივიღე!“ – ცრემლებს ვერ იკავებს მრავალშვილიანი დედა, ნინო გაბიდაური.

ეს ამბავი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გაგიზიარეთ (https://chernovetskyifund.ge/ge/projects/657-gabidauri/) და რომელიც ყველასგან მიტოვებულ, სამშვილიან დედას ეხებოდა, სევდიანი და სამწუხარო იქნებოდა, რომ არა მზრუნველი ხალხის დროული დახმარება, რამაც მისი შვილები შიმშილს გადაარჩინა.

„შიმშილს, სიღარიბეს, ყოველდღიურ გაჭირვებას და მარტოობას!“ – აგრძელებს ნინო. – „იცით, შეძლებისდაგვარად ვცდილობდით გადარჩენას… მე კიდევ არა მიშავს, მაგრამ ჩემი საწყალი შვილები… თქვენ რომ არა, არც კი ვიცი, ახლა სად ვიქნებოდით…“

ნინო, თქვენი ამბის გამოქვეყნების შემდეგ ცოტა დრო გავიდა. გვითხარით, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ?

ნინო: მართლაც, პოსტის გამოქვეყნებიდან მხოლოდ რამდენიმე თვეა გასული, მაგრამ ჩვენს ოჯახში უკვე ბევრი რამ შეიცვალა! ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩემი შვილები აღარ შიმშილობენ, დანაყრებულები და კმაყოფილები არიან; ცოტა წონაშიც მოიმატეს, ლოყები შეუვარდისფრდათ… მიმოიხედეთ გარშემო – ჩვენი მოკრძალებული საცხოვრებელი ბევრად მყუდრო გახდა! უკვე აღარ გვცივა, რადგან გამათბობელი გვაქვს; ახალ მაცივარში კი გემრიელობებს ვინახავთ, რომელიც ფონდის მეგობრებმა ბავშვებს მოუტანეს. გაიცანითჩემი მთავარი დამხმარე ოჯახში – სარეცხი მანქანა, რომლის წყალობითაც დროს ვზოგავ; თან ყველაფერი უნაკლოდ სუფთაა და მალე შრება! სიტყვებით ვერ აღგიწერთ, როგორი ბედნიერი ვარ! ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ასეთ მოკლე დროში ჩვენი ცხოვრება ასე გაუმჯობესდებოდა! ყველა თქვენგანის ისეთი მადლიერი ვარ!..

  ნინო, ძალიან გვიხარია, რომ დაგეხმარეთ. გვითხარით, ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდათ? იქნებ მათი სახელები გახსოვთ, ვინც დახმარების ხელი გამოგიწოდათ?

  ნინო:ჩვენი ამბის გამოქვეყნების დღიდან ჩემს ტელეფონზე ზარები არ წყდება. სრულიად უცხო ადამიანები მირეკავენ და აზუსტებენ, რა გვჭირდება, როგორ შეიძლება ჩვენი დახმარება; საკვები, ტანსაცმელი, საყოფაცხოვრებო ქიმია და ბავშვებისთვის სათამაშოები მოაქვთ… როგორ მინდა ყველა იმ ადამიანის შესახებ მოგიყვეთ, ვინც ჩემი შვილების მიმართ თანაგრძნობა და გულმოწყალება გამოიჩინა – ათეულობით კეთილ ადამიანზეა საუბარი… მაგრამ ყველაზე მეტად ალბათ სტუდენტები – ქეთი, ანანო და გიორგი დამამახსოვრდნენ. თითქოს ჯერ კიდევ ბავშვები არიან, მაგრამ ისეთი პასუხისმგებლობის გრძნობით სავსეები!.. მოვიდნენ და საკვები, ტკბილეული, წამლები მოგვიტანეს… სამხედრო პირები – რევაზი, კახა და მათი ამხანაგებიც გვესტუმრნენ, ტანსაცმელი და სურსათი მოგვიტანეს… არადა, იმდენი ხანია ჩემს შვილებს ხორცი, თევზი და თაფლი არ უჭამიათ… მათი გემო საერთოდ დაგვავიწყდა. თითოეული ადამიანი შეძლებისდაგვარად გვეხმარებოდა: ვიღაცას „პამპერსები“ მოჰქონდა ჩემი ბიჭისთვის, ვიღაცას – მზესუმზირას ზეთი… თქვენი უზომოდ მადლიერი ვარ! ძალიან ძნელია იმის სიტყვებით გადმოცემა, თუ როგორ დამეხმარეთ!

  ნინო, ადგილობრივი ხელისუფლება თუ გამოგეხმაურათ?

  ნინო: არა, არ გამოგვხმაურებია…

  ფონდის მეგობრებისგან ასეთ მხარდაჭერას ელოდით? თქვენი ემოციების შესახებ მოგვიყევით.

  ნინო: ხალხის სიკეთის ყოველთვის მჯეროდა; მჯეროდა, რომ საქართველოში მეზობელს შეუძლია შიმშილით სიკვდილისგან გიხსნას და ეს ჩემს ცხოვრებაშიც არაერთხელ მომხდარა! მაგრამ როგორ ვიფიქრებდი, რომ სრულიად უცხო ადამიანები ფულს გამომიგზავნიდნენ, ჩემს შვილებს სათამაშოებს უყიდდნენ და დიდი ჩანთებით საჭმელს მოგვიტანდნენ?! ამის წარმოდგენაც კი არ შემეძლო, მით უმეტეს, ასეთ რთულ დროს და კრიზისის პერიოდში, როდესაც ყველა შეძლებისდაგვარად ცდილობს გადარჩენას… გამათბობლის, მაცივრისა და სარეცხი მანქანის ფულს, მთელი ცხოვრება რომ მემუშავა, ალბათ მაინც ვერ ვიშოვიდი! მე და ჩემი შვილები ასეთი ყურადღებისა და მზრუნველობისაგან უბრალოდ შოკში ვიყავით!  

  ფონდის დახმარების შესახებ ისე ემოციურად ჰყვებით… რას ნიშნავს თქვენთვის ეს დახმარება?

  ნინო: მშვიდად როგორ ვიქნები,როცა საქმე ჩემს შვილებს ეხება?! ბავშვები დღეები შიმშილობდნენ, წარმოგიდგენიათ? მხოლოდ ის დედა გამიგებს, ვისაც ეს ტკივილი და იმედგაცრუება, ეს საზიზღარი უსაშველობის შეგრძნება განუცდია, როცა არ იცი, შეძლებ თუ არა ხვალ ბავშვებს პური მაინც რომ აჭამო! თქვენი დახმარება ჩემთვის ხსნაა, იმის ნიშანი, რომ სასწაული არსებობს და ის ჩვენ შეგვემთხვა. ღმერთმა ჩემი ვედრება შეისმინა და მარტო აღარ ვართ – ჩვენ გვერდით თქვენ ხართ!

  მადლობას გიხდით კეთილი სიტყვებისთვის, ნინო. თუ შეიძლება, როზალინდასაც გავესაუბრები. პატარავ, მოგვიყევი, რა საჩუქრები მიიღე?

  როზალინდა (7 წლის): ყველაზე მაგარი საჩუქარი ექიმის ნაკრებია! ავადმყოფის გასასინჯად მასში უამრავი სხვადასხვა ხელსაწყოა. საღამოობით ვთამაშობთ ხოლმე და დედას და ხათუნას ვმკურნალობ. ისეთი სახალისოა!.. ჩვენი სარეცხი მანქანა ნახეთ? დედამ მასში ჩემი სათამაშოები გარეცხა და ახლა ყველაფერი ისეთი სუფთაა!

  რა მაგარია! ტკბილეული ბევრი ჭამე?

  როზალინდა(7 წლის): დიახ, ძალიან! დედა ამბობს, რომ ამდენი ტკბილის ჭამა არ შეიძლება, მაგრამ იმდენი ხანია შოკოლადი არ მიჭამია… ლამაზი ტანსაცმელიც მაჩუქეს, ამიერიდან სკოლაში მოდურად ჩაცმული ვივლი!

  გვიხარია, რომ საჩუქრები მოგეწონა! ხათუნა, შენ რა დაგამახსოვრდა ყველაზე მეტად?

  ხათუნა (13 წლის): ადრე თოვლის ბაბუის არ მჯეროდა. არც ახლა მჯერა, რადგან გავიზარდე და უკვე ყველაფერი ვიცი… მაგრამ იცით, მივხვდი, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ნამდვილ თოვლის ბაბუად იქცეს და ნებისმიერი სურვილი აგისრულოს! უამრავი საჩუქარი მივიღეთ და ყველაფრისთვის უზომოდ მადლიერი ვარ, მართლა!

  ძალიან კარგი გოგო ხარ, ხათუნა! იცოდე, ყველაზე წარმოუდგენელი სასწაულები ჯერ კიდევ წინაა! ნინო, ჩვენს საუბარს დავუბრუნდეთ! დაგრჩათ თუ არა პრობლემები, რომლის გადაჭრაშიც შეგვიძლია დაგეხმაროთ?

  ნინო: დიახ, სამწუხაროდ, პრობლემები ჯერ კიდევ გვაქვს. ხათუნას ამაზე საუბარი ძალიან ერიდება, მაგრამ ჩვენ არც კომპიუტერი გვაქვს, არც ტელეფონი და არც ინტერნეტი, რომ ონლაინ გაკვეთილებში ჩავერთოთ… ძალიან მრცხვენია თხოვნა, რადგან ისედაც შეუძლებელი შეძელით, მაგრამ ნამდვილად არ მინდა ჩემს შვილს განათლების და უკეთესი ცხოვრების შესაძლებლობა წავართვა. ახლა მას გაკვეთილების გაცდენა უწევს… ასევე, ტელევიზორზეც ვოცნებობთ. წარმომიდგენია, როგორ ვწევართ ოთხივე ერთმანეთს ჩახუტებულები საღამოობით და კომედიას ვუყურებთ, ცხოვრების ყველა სირთულეს ვივიწყებთ და უბრალოდ იმით ვტკბებით, რომ ერთმანეთი გვყავს! მაგრამ ყველაზე მტკივნეული საკითხი ის არის, რომ ყოველთვიურად ბინისა და კომუნალური მომსახურებების თანხა მაქვს გადასახდელი და ყოველი თვის ბოლოს თითქოს მიწა მეცლება ფეხქვეშ, როდესაც არჩევანს ვაკეთებ: შუქის ფული გადავიხადო თუ ბავშვს საჭმელი ვუყიდო? არც ერთ დედას არ ვუსურვებ ამ ტკივილს! გემუდარებით, ნუ მიგვატოვებთ!  

***

  ძვირფასო მეგობრებო, გაბიდაურების ოჯახს ძალიან უჭირს და ისინი მეტად რთულ მდგომარეობაში იმყოფებიან. მარტოხელა, საბრალო ქალი მთელი ძალებით ცდილობს შვილები შიმშილით სიკვდილს გადაარჩინოს. ერთხელ ჩვენ უკვე შევძელით, რომ მათთვის გავერთიანებულიყავით და დავხმარებოდით. მჯერა, რომ ჩვენი თანამოქალაქეების მხარდაჭერას ახლაც შევძლებთ! მათ ნებისმიერი დახმარება გაახარებთ, მაგრამ ყველაზე მთავარი მათი მატერიალური დახმარება, ბავშვისთვის ტელეფონის ან ლეპტოპის ჩუქება და ოჯახისთვის ინტერნეტის გაყვანაა, რომ ბავშვებმა სწავლა და განვითარება შეძლონ! ერთად ჩვენ შეუძლებელს შევძლებთ!

და თუკი გიმძიმთ ყოფითი სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით გადაიტანეთ თქვენი ყურადღება ჩვენ FB პოსტებზე; ან უმჯობესია, დაურეკოთ ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როცა მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გთხოვთ, განაგრძოთ ამ ოჯახების დახმარება. სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!

თქვენი სიკეთე – ეს არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!

კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, მეგობრებო!

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000.

(დანიშნულება: გაბიდაურების ოჯახი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/657-gabidauri.

 ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია OPPA, TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს – 0901 200 270

დაფიქრდით იმაზე, რომ ჩვენ სწორედ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2021 იან 12
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
1200.00₾
2021 თებ 25
გაზის გამათბობელი
155.00₾
2021 თებ 26
ფონდის ზედნადები ხარჯები
360.00₾
2021 მარ 19
მედიკამენტები,პამპერსები
140.00₾
2021 ივნ 01
პროდუქტები
84.00₾

სულ ხარჯები:

1939.00₾

დარჩა:

0.13₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
კარანაძე რევაზი
13.06.2021 20:00:00
₾10.00
დავით გაროზაშვილი
13.06.2021 20:00:00
₾3.00
ხვიჩა ზაგაშვილი
31.05.2021 20:00:00
₾20.00
ხრიკაძე ნოდარი
30.05.2021 20:00:00
₾5.00
ივანიძე გელა
30.05.2021 20:00:00
₾20.00
ზურაბ შაიშმელაშვილი
30.05.2021 20:00:00
₾1.00
ბერიძე გიორგი
29.05.2021 20:00:00
₾5.00
ჯალიაშვილი გოგიტა
29.05.2021 20:00:00
₾5.00
ჩალაძე ილია
29.05.2021 20:00:00
₾1.00
ზურაბ სამხარაძე
28.05.2021 20:00:00
₾10.00
ნინო ლეონიძე
28.05.2021 20:00:00
₾0.50
ზუხბაია ალექსი
15.03.2021 20:00:00
₾50.00
ქეთევან დიასამიძე
11.03.2021 20:00:00
₾1.00
სალომე ბულისკერია
07.03.2021 20:00:00
₾2.00
კეთილი გული
03.03.2021 16:09:40
₾10.00
Giorgi Modebadze
18.02.2021 15:48:46
₾170.00
თუმანიშვილი შალვა
29.01.2021 20:00:00
₾1.00
ზუხბაია ალექსი
17.01.2021 20:00:00
₾50.00
ზუხბაია ალექსი
14.01.2021 20:00:00
₾50.00
კეთილი გული
31.12.2020 12:52:07
₾150.00

შემოწირულია:

₾1,939.13

140 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾1,939.13

140 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება