რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

სამშვილიანი დედის თვითმკვლელობა! მოვასწრებთ თუ არა მის გადარჩენას?!

calendar ოქტომბერი 6, 2021

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

დედა, ინგა, თავისთვის და თავისი სამი შვილისთვის 320-ლარიან დახმარებას იღებს. ეს თანხა ორი კვირა როგორღაც ჰყოფნით, მაგრამ მერე შიმშილი იწყება… კიდევ ცოტაც ასეთ რეჟიმში და საბრალო ქალი, დეპრესიიდან გამოსვლის გარეშე, სიცოცხლეს თვითმკვლელობით დაასრულებდა… მაგრამ მას „გაუმართლა“ – ის სოციალურ სასადილოში ჩაწერეს და ახლა, თავის გოგონებთან ერთად, რაღაც სალაფავით მაინც გააქვს თავი, რომელიც, მართალია, ნორმალურ საჭმელს ნაკლებად ჰგავს, მაგრამ მშიერი დღეებისგან თავის დასაღწევად გამოდგება…

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

კეთილო ადამიანო, ახლავე გააზიარე პოსტი და ღვთისნიერი საქმის კეთებაში შენს მეგობრებსაც დაეხმარე!

დედა, ინგა, თავისთვის და თავისი სამი შვილისთვის 320-ლარიან დახმარებას იღებს. ეს თანხა ორი კვირა როგორღაც ჰყოფნით, მაგრამ მერე შიმშილი იწყება… კიდევ ცოტაც ასეთ რეჟიმში და საბრალო ქალი, დეპრესიიდან გამოსვლის გარეშე, სიცოცხლეს თვითმკვლელობით დაასრულებდა… მაგრამ მას „გაუმართლა“ – ის სოციალურ სასადილოში ჩაწერეს და ახლა, თავის გოგონებთან ერთად, რაღაც სალაფავით მაინც გააქვს თავი, რომელიც, მართალია, ნორმალურ საჭმელს ნაკლებად ჰგავს, მაგრამ მშიერი დღეებისგან თავის დასაღწევად გამოდგება…

გოგონები იმდენად დატანჯულები არიან ამ მდგომარეობით, რომ ნორმალური საკვების გარდა, რამე უფრო მეტზე ოცნებას გადაეჩვივნენ. მათ უბრალოდ აზრადაც კი არ მოსდით, რომ შეუძლიათ ლამაზ ტანსაცმელზე, სათამაშოებზე ან რამე სხვაზე იოცნებონ. „მინდა მალე გავიზარდო და მუშაობა დავიწყო“, – ამბობს 13 წლის თამარი; 15 წლის ლიზის კი ყველაზე მეტად გაყინვის ეშინია, რადგან თბილი ქურთუკი არც აქვს და არც ჰქონია. ბევრი ფიქრის შემდეგ, მხოლოდ 8 წლის მარიამი ხვდება, რომ მისი მთავარი ოცნება დიდი შოკოლადის ტორტია.

შვილებისგან განსხვავებით, მათ დედას, ინგას, ზღაპრული ბავშვობა ჰქონდა. მას სწორედ ეს მოგონებები აძლევს ძალას, რომ ამ ყველაფერს გაუძლოს და სჯეროდეს, რომ მისი გოგონებიც მოასწრებენ ბავშვობით ცოტა ხნით მაინც დატკბნენ, სანამ თავს ზრდასრული ცხოვრება დაატყდებათ. 

 

„ვოცნებობ დიდ შოკოლადის ტორტზე.“

გოგონები სახლში მარტო არიან და დედას ელოდებიან, რომელმაც სოციალური სასადილოდან გემრიელობები უნდა მოიტანოს. პირველად გავიგე, რომ ამ საჭმელს ასე ეძახდნენ. ძირითადად, ყველა ცხვირს იჭმუხნის. სანამ დედას ველოდებით, გოგონებს ვთხოვ, რომ მომიყვნენ, როგორ ცხოვრობენ და რა სურვილები აქვთ. ისინი ერთმანეთს გაკვირვებულები უყურებენ და ვერ ხვდებიან, რა მინდა მათგან.

წარმოიდგინე, რომ ძალიან ბევრი ფული გაქვს და შეგიძლია ყველაფერი იყიდო, რასაც მოინდომებ, იცხოვრო იქ, სადაც მოგეპრიანება და ჩაიცვა ისე, როგორც შენ გაგიხარდება…

თამარი (13 წლის): არასდროს არაფერზე მიოცნებია. რა აზრი აქვს?! სათამაშოებიც არასდროს მქონია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მინდოდა… ახლა კი მხოლოდ ის მინდა, რომ გავიზარდო და ექიმად ან ექთნად ვიმუშაო.

– ხომ იცი, რომ რთული პროფესიაა? ბევრი უნდა ისწავლო…

თამარი: დიახ, ვიცი! როცა დედა ცუდადაა, მე მას ნემსებსაც კი ვუკეთებ. ფეხები სტკივა, ზოგჯერ ადგომაც კი უჭირს, ამიტომ დასახმარებლად მე მეძახის ხოლმე… ოღონდ არ უთხრათ, რომ მოგიყევით. ამბობს, რომ არაფერი სტკივა…

და ამას რატომ ამბობს?

თამარი: სამსახურში რომ წავიდეს… დამლაგებლად მუშაობს. თუ ვერ წავიდა, მერე ძალიან გვიჭირს. თქვენ კი ამბობთ ოცნება, ოცნებაო…

„ზოგჯერ მინდა დავიძინო და უკვე დიდმა გოგომ გავიღვიძო.“

ლიზი (15 წლის): მე ექიმის ხელსაწყოების სათამაშო ნაკრები და ბურთი მინდა… და შოკოლადი, რომელიც ყველს ჰგავს…

შოკოლადი, რომელიც ყველს ჰგავს?

ლიზი: ჰო, არის ეგეთი… და კიდევ… იცით, ალბათ გავიყინები…

რატომ უნდა გაიყინო, ლიზი?

ლიზი: იმიტომ, რომ შარშან გავიყინე.

მარი (8 წლის): დეიდა, მას თბილი ქურთუკი არ აქვს და სცივა… და სულ ეშინია, რომ გაიყინება და ვეღარასდროს გათბება… აი, დედაც მოვიდა!

დედა სოციალური სასადილოდან დაბრუნდა და საჭმელი მოიტანა; საჭმელი, რომელსაც ბავშვები „გემრიელობას“ ეძახიან. ჩემთვის მაშინვე ცხადი გახდა, რომ ოცნება „პაკეტის სუპებზე“ საკმაოდ რეალურია, რადგან როცა ყოველდღე ამ საშინელებას ჭამ, დიდი ალბათობით, „ოცნების ღილაკი“ უბრალოდ აღარ მუშაობს. თავად განსაჯეთ!

აი, საკვები სასადილოდან! ალბათ თვითონ მზარეულმა და ქალაქის მერმაც კი არ იციან, რა მოამზადეს; თუმცა, ვალდებულები იყვნენ, პირველებს გაესინჯათ, რას აჭმევენ ბავშვებს! რა არაადამიანობაა! ამას თუ სადილი ჰქვია?!

  – ინგა, გოგონები ისე გელოდნენ, მეგონა სასადილოდან რამე უჩვეულოს მოიტანდით და არა ამას…

ინგა: რას ამბობთ?! ეს ჩვენთვის ნამდვილი ხსნაა! სანამ სასადილოში ჩამწერდნენ, თავის მოკვლა მინდოდა. საჭმელად მართლა არაფერი გვქონდა. ბავშვების მარტო აღზრდა, მხოლოდ სოციალურ დახმარებაზე, ძალიან რთულია. იქნებ ვინმემ ამიხსნას, 320 ლარი როგორ გადავანაწილო?! ეს თანხა ორი კვირა ძლივს გვყოფნიდა, მერე კი შიმშილი იწყებოდა…   

  – მარტო როგორ დარჩით?

  ინგა: გასაკვირი არაფერია. ჩემმა ქმარმა, ოთხი წლის წინ, ბავშვებთან ერთად გამომაგდო ქუჩაში და ამის შემდეგ მათით საერთოდ აღარ დაინტერესებულა, მათ არც კი ურეკავს. გვერდში დედა დამიდგა, მაგრამ მასაც ძლივს გააქვს თავი. ერთადერთი, რითაც შეუძლია, რომ დამეხმაროს, – ბავშვებთან ზის, სანამ შეკვეთით ვალაგებ სახლებს.

  – გასაგებია… ანუ მუდმივი სამსახურის დაწყებას ვერ ახერხებთ…

  ინგა: რა მუდმივი სამსახური?! ლიზის ჯანმრთელობის პრობლემები აქვს – კი შეამჩნევდით. განვითარების შეფერხება აქვს; ფსიქიატრთან აღრიცხვაზე დგას და ძლიერ დამამშვიდებლებს სვამს. ხანდახან ძალიან აგრესიულია: ყვირის, ჩხუბობს, შეიძლება დაგარტყას კიდეც… გოგოებს ზოგჯერ მისი ეშინიათ. ეგ კი არა, ზოგჯერ მეც მეშინია…

ლიზი: მე კარგი გოგო ვარ! ნახე, ჩემი კატა როგორ მიყვარს!

„თოჯინები არ მაქვს, ამიტომ კატა – ჩემი შვილია“

  კიდევ რის კეთება გიყვარს?

ლიზი: დებთან ერთად ვხატავ ხოლმე. თამუნია ხატავს, მე და მარიკუნა კი ვაფერადებთ. ახლავე განახებ!

„ნახე, რა ლამაზი გოგოები არიან!“

„ეს კატა კი მე დავხატე!“

  – ინგა, გოგოები სკოლაში დადიან?

  ინგა: დიახ, ყველა ერთ სკოლაში სწავლობს, – თუ შეიძლება, რომ ამას სწავლა დავარქვათ. ლიზის ჩვეულებრივ სკოლაში ძალიან უჭირს; თან ბავშვები არ ემეგობრებიან და ძალიან განიცდის…

  ლიზი: ისინი არ მემეგობრებიან, მაგრამ მე ვემეგობრები! მაგრამ ისიც არ ვიცი, როგორ დავიმეგობრო… მე ძლიერი ვარ! ეზოში თამაში მიყვარს, მაგრამ ბურთი არ მაქვს. არც ლურჯი და არც კალათბურთის, – არანაირი!

„მინდა, რომ მემეგობრებოდნენ.“

„მეუბნებიან: „წადი, რა! ძლიერი ხარ და შენთან თამაში არ გვინდა!“

  – ინგა, სანამ გელოდებოდით, თქვენს გოგონებს გავესაუბრე. მარიმ მითხრა, რომ ტორტზე ოცნებობს…

  ინგა: დიახ, ის დაბადების დღის ტორტზე ოცნებობს, რადგან 21 და 22 სექტემბერს ლიზის და თამარს დაბადების დღე ჰქონდათ, მაგრამ მათთვის განსაკუთრებული ვერაფერი გავაკეთე. დაბადების დღე ტორტის გარეშე ძალიან სევდიანი დღესასწაულია. იმედი მქონდა, რომ სასადილოში მაინც მომცემდნენ რამე გემრიელს… არაფრის ფული არ მაქვს. ბავშვებს არც ფეხსაცმელი აქვთ, არც ტანსაცმელი…

  ლიზი: ქურთუკზეც უთხარი, რა!

  ინგა: ჰო და არც თბილი ქურთუკები აქვთ. რა უნდა ვქნა? ეს გადმოგდებული კაპიკები ყველაფერზე რანაირად უნდა გვეყოს? შიმშილით რომ არ ვკვდებით, მაგაზეც მადლობა უნდა ვთქვათ. უბრალოდ წარმოიდგინეთ, ბავშვებს სათამაშოები არასდროს ჰქონიათ. განა ეს ცხოვრებაა?!

  მარიკუნა, რომელი სათამაშო გინდა?

  მარი: არ ვიცი… და რანაირები არსებობს? სიმართლე გითხრათ, არც არავისთან მინახავს… მე ტელევიზორი მინდა. ჩვენი დენს გვირტყამს. დედა ამბობს, რომ არ უნდა შევეხოთ, თორემ შეიძლება მოგვკლას. ასეთი რამ გაგიგიათ – რომ ტელევიზორს შენი მოკვლა შეეძლოს? სანამ ტელევიზორი არ გვაქვს, დებთან ერთად კანფეტის ქაღალდებით ვთამაშობ. იცით ეს თამაში? კანფეტის შესაფუთ ქაღალდს ხელი უნდა დაარტყა და გადმოტრიალდება.  სულელური თამაშია, მაგრამ სხვა გასართობი არაფერი გვაქვს…

ბავშვების ერთადერთი სათამაშო საღეჭი რეზინის შესაფუთი ქაღალდია.

ინგა: დიახ, ჩვენი ტელევიზორი გაფუჭებულია, – შეიძლება დენმა დაგარტყას. არადა, ბავშვების ერთადერთი სიხარული მულტფილმებია… მაგრამ ეს მეორეხარისხოვანი საჭიროებაა. ყველაზე მეტად სურსათი და მაცივარი მჭირდება… და საწოლები გოგოებისთვის. ჩვენები უკვე გატყდა… ტანსაცმელზე უკვე გითხარით…

თამარი: დე, პლანშეტებზე ან ტელეფონებზეც უთხარი, რა…

  საყვარელო, შენ თვითონ მითხარი, რა გჭირდებათ.

  თამარი: სწავლისთვის პლანშეტები ან ტელეფონები გვჭირდება. კომპიუტერზე ხმას არ ვიღებ, – ძვირია.

  გოგოებო, ინგა, დარწმუნებული ვარ, ბევრ ახალ მეგობარს შეიძენთ! ფონდის მეგობრებთან ერთად კი შევძლებთ, რომ ცხოვრება ოდნავ მაინც შეგიმსუბუქოთ!

***

  ინგა ჯერ მხოლოდ 43 წლისაა. თავისი გოგონების ასაკში მას ზღაპრული ცხოვრება ჰქონდა; ჰქონდა სათამაშოები და უდარდელი, გემრიელი მოგონებებით სავსე ბავშვობა. ახლა, როცა ძალიან უჭირს, მას სწორედ ეს მოგონებები აძლევენ ძალას, რომ ცხოვრება გააგრძელოს და არ დანებდეს. ქალი იმაზე ოცნებობს, რომ ნორმალურად და ბავშვურად ცხოვრება მისმა შვილებმაც მოასწრონ.

„ღმერთს ჩემი შვილებისთვის ლამაზ ბავშვობას ვთხოვ.“

  ღმერთმა ეს ოჯახი ჩვენ გადმოგვცა და გვითხრა: „აი, ისინი, – ჩემი შვილები და ვნახოთ, როგორ მოექცევით მათ!“

  ოჯახს ძალიან უჭირს. პირველ რიგში მათ საკვები, საწოლები, სკამები, მაცივარი, ტელევიზორი და გოგონებისთვის პლანშეტები სჭირდებათ.

ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გაიხარეთ იმით, რომ უფალი ვიღაცის ლოცვებს თქვენი საშუალებით პასუხობს!

მოდით, გამოვიჩინოთ გულმოწყალება და დავუმტკიცოთ ბავშვებს, რომ სასწაულები ხდება! მათ ჩვენი სჯერათ, ამიტომ ნუ დააღალატებთ ჩვენს პატარა თანამემამულეებს! აჩვენეთ მათ, თუ რა კეთილი ხალხი ცხოვრობს საქართველოში!

მათი მონახულება და დახმარება პირადად შეგიძლიათ მისამართზე: რუსთავი, მე-17 მკრ/რ-ნი, მე-18 კორპუსი, ბინა 58

დარწმუნებულები ვართ, რომ ერთად ჩვენ მათი ცხოვრების შეცვლას შევძლებთ!

  აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: ინგა ლუხუტაშვილი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.

ასევე, თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთად ჩვენ უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ. მოდი ამ ოჯახსაც გავუმართოთ ხელი! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?!

შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები წაიკითხოთ ინსტაგრამზე: www.instagram.com/chernovetskyi.fund და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund

მხოლოდ ერთ ზარს სპეციალურ ტელეფონის ნომერზე: 0901 200 270 შეუძლია ვიღაცის სიცოცხლე გადაარჩინოს!

დალოცვილები ყოფილიყავით!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2021 ოქტ 29
მაცივარი
650.00₾
2021 დეკ 10
ტელევიზორი
480.00₾
2021 დეკ 30
ფონდის ზედნადები ხარჯები
280.00₾
2022 იან 03
პროდუქტები
279.95₾

სულ ხარჯები:

1689.95₾

დარჩა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.12.2021 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.12.2021 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.12.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.12.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.12.2021 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.12.2021 20:00:00
₾15.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.12.2021 20:00:00
₾200.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.12.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.11.2021 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
31.10.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
31.10.2021 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
31.10.2021 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
31.10.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
31.10.2021 17:42:40
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.10.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.10.2021 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.10.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.10.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.10.2021 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.10.2021 20:00:00
₾30.00

შემოწირულია:

₾1,689.00

87 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾1,689.00

87 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება