რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

სამი წლის საბას მაღალი ტემპერატურა აქვს. გაციებულ ბავშვს თვალცრემლიანი დედა მხოლოდ თბილი წყლით მკურნალობს. არც წამლების ფული აქვთ და არც ტანსაცმლის. ღმერთო, რა ბედი ელის მამისგან მიტოვებულ ხუთ მცირეწლოვანს ამ ცივ ზამთარში?

calendar ნოემბერი 18, 2024

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram
ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

სამი წლის საბას მაღალი ტემპერატურა აქვს. გაციებულ ბავშვს თვალცრემლიანი დედა მხოლოდ თბილი წყლით მკურნალობს. არც წამლების ფული აქვთ და არც ტანსაცმლის. ღმერთო, რა ბედი ელის მამისგან მიტოვებულ ხუთ მცირეწლოვანს ამ ცივ ზამთარში?

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი!

დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

გაციებული სამი წლის საბა ცხელ წყალს სვამს, რადგან უფულობის გამო დედამ მედიკამენტები ვერ უყიდა

ეს 3 წლის საბაა. კარგად დააკვირდით ბავშვის მაისურს. ნაგავსაყრელზეც კი უკეთესს ნახავთ. მაგრამ ყველაზე უარესი ისაა, რომ საბას მაღალი ტემპერატურა აქვს. სამწუხაროდ, საბრალო მარტოხელა დედას აფთიაქში მედიკამენტების ყიდვაც კი არ შეუძლია უფულობის გამო.

შეხედეთ, პატარა ბიჭუნა ცხელ წყალს სვამს შაქრისა და მურაბის გარეშე. სამწუხაროდ, არ მოგეჩვენათ: ფინჯანში მხოლოდ ცხელი წყალია. მეორე ხელში კი ამ ანგელოზს პურის ხმელი ნატეხი უჭირავს. ერთი ნატეხი ყველიც კი არ არის სახლში. ხუბაშვილების ოჯახში 5 მცირეწლოვანია. ბავშვების სახეზე ღიმილს თითქმის ვერასდროს ნახავთ. ღმერთო, ღმერთო! ეს ხომ საშინელებაა!

რვა წლის ნინო. მამისგან მიტოვებული პატარა ანგელოზი

ამ პატარა ანგელოზმა ფონდის კორესპონდენტს გული გადაუშალა. გოგონა განიცდის, რომ სხვა ბავშვებისგან განსხვავებით, მამა მის გვერდით არ არის. გგონიათ, გარდაიცვალა? არა! გგონიათ, ავად არის! არა! უბრალოდ, აი ასე მიატოვა საკუთარი სისხლი და ხორცი და ერთხელაც არ დაინტერესებულა, ბავშვებს შიოდათ თუ სციოდათ.

სამი წლის საბას სევდიანი თვალები

შვიდი წლის დაჩის გული საშინლად აქვს ნატკენი. გაჭირვებაზე მეტად ბავშვი უმამობას განიცდის

სამყაროში ხომ არცერთი ენერგია იკარგება უკვალოდ. ადრე თუ გვიან, ადამიანს ბუმერანგივით უბრუნდება უკან ყველაფერიმით უფრო, უდანაშაულო, პატარა ანგელოზების გულისტკენას, სამყარო არავის პატიობს. არა, ამას სამაგიეროდ გადახდა არ ჰქვია! ეს სამყაროს კანონზომიერებაა! ბავშვების მიტოვების შემდეგ სამყარომ კიდევ მისცა შანსი მამას, რომ თავის შეცდომას მიმხვდარიყო და ოდნავი მზრუნველობა მაინც გამოეჩინა. ფულით? არა! ფულით მზრუნველობას ვერავინ იყიდის! ფულით მხოლოდ უსულო ნივთების ყიდვაა შესაძლებელი. ბავშვების გულის გასახარებლად კი მხოლოდ ერთი რამ არის საჭიროყოველთვის გვერდით ჰყავდეს მშობელი, ჭირშიც და ლხინშიც. ამ პატარა ანგელოზებმა მამას აპატიეს ყველაფერი, თუმცა სამყარომ ასე ადვილად არ აპატიაის ამჟამად საპატიმროში სასჯელს იხდის

დაჩი (7 წლის): სხვა ბავშვებისგან განსხვავებით, თავს დაჩაგრულად ვგრძნობ. ჯერ კიდევ დედიკოს მუცელში ვიყავი, როცა დედიკო და მამიკო დაცილდნენ. ახლა მე შვიდი წლის ვარ და მამიკო საერთოდ არ მინახავს. ხუთი ბავშვი ვართ სახლში. ხშირად მშივრები ვიძინებთ. ძალიან მიყვარს ხორციანი საჭმელები, მაგრამ არ გვაქვს ხოლმე. მე რომ დიდი ბიჭი გავიზრდები, ჩემსავით გაჭირვებულ ბავშვებს დავეხმარები. იმიტომ რომ მე ვიცი, მათ გულში რა ხდება.

რამდენი გაჭირვება და დამცირება გადაიტანა საბრალო დედამ

გაყინულ პატარა ხელებში საბას პური უჭირავს, თვალებით კი წვნიანს ეძებს

სამი წლის საბა დედამ დასაძინებლად უნდა დააწვინოს. ბავშვს თბილი პიჟამოც კი არ აქვს

საბა მალე დაიძინებს. ლოგინში კი ისევ ეს თხელი და ძველი მაისური ეცმევა. ბავშვს ერთი წყვილი თბილი პიჟამოც კი არ აქვს, რომ ძილის დროს მაინც იყოს მოსვენებული. რატომ, ღმერთო, რატომ??? როგორ უძლებს ამდენს ეს პატარა ანგელოზი? კარგად დააკვირდით ბავშვის თვალებს. იმდენი სევდაა მათში, რომ ეს მხოლოდ ცხოვრებაგამოვლილი, ზრდასრული ადამიანის თვალებში შეიძლება იყოს. ღმერთო, ღმერთო

შეხედეთ, ამ ჟანგიან გამათბობელს. გაყინული ბავშვებიეხუტებიან“, მაგრამ მაინც ვერ თბებიან. ეს სახლი ნაქირავებია. საბრალო დედა წვალებით აკოწიწებს თვიდან თვემდე ფულს, რათა ხუთი პატარა ბავშვით ღია ცის ქვეშ არ დარჩეს ყინვიან ზამთარში.

 

ქალი ცხოველთა თავშესაფარში ვოლიერებს ასუფთავებს, რომ მცირეოდენი თანხა გამოიმუშაოს და ქირის ფული გადაიხადოს. ყოველ საღამოს სახლში დაბრუნებულ დაღლილ დედას პატარა დაჩი ასე ეხუტება და ეფერება: „დედიკო, როცა დიდი გავიზრდები, ვიმუშავებ და ლამაზ კაბებს გიყიდი. შენს თვალებზე ცრემლები არ უნდა იყოს, დედიკო“. სწორედ ეს სიტყვები უთხრა ამ საოცარმა ბიჭუნამ დედიკოს და ძლიერად შემოხვია კისერზე ხელები.

დაჩიმ ფონდის კორესპონდენტს გაანდო, რომ მას და მის დედმამიშვილებს ერთ საწოლზე სძინავთ და ზოგჯერ მძინარე ბავშვებიდან რომელიმე იატაკზე ვარდება ხოლმე. ღმერთო, ღმერთო, ეს ხომ წარმოუდგენელია

მარტოხელა დედა ყოველდღე ხატების წინ სანთელს ანთებს და შვილებს ავედრებს უფალს. არადა, თავად ქალს საკმაოდ შერყეული აქვს ჯანმრთელობა. კორონავირუსის შედეგ საბრალო ქალს გულზე პრობლემები დაეწყო, სუნთქვაც უჭირს, მაგრამ ექიმთან მისასვლელად ფული არ აქვს. უფრო სწორად, ყველა კაპიკს მხოლოდ შვილებისთვის აგროვებს საბრალო დედა. ღმერთო, მხოლოდ შენ იცი, რა ცეცხლი ტრიალებს მარტოხელა, საბრალო დედის გულში.

ხუბაშვილების ოჯახში დაძმების გულები უფლის სიყვარულით ძგერს. ბავშვების სევდიანი თვალების მიღმა დიდ კეთილშობილებას დაინახავთ

უკვე აცივდა. მალე ზამთარიც დადგება. პატარა ნინოს კი, სხვა ბავშვებისგან განსხვავებით, ახალი წლის მოსვლა არ უხარია, რადგან სკოლაში საახალწლო ზეიმზე ლამაზ კაბას ვერ ჩაიცვამს სხვა გოგოებივით. გოგონა ზოგჯერ სხვა ბავშვებისგან დაცინვასაც გრძნობს, მაგრამ ეს პატარა ანგელოზი ისეთი კეთილია, რომ დაცინვას სიკეთით პასუხობს. ღმერთო, რამხელა მადლია ამ პატარა გოგონაში, რომელიც წმინდა ნინოს მოსახელეა!

კეთილო ადამიანებო, ეს პატარა ანგელოზები ახლა მხოლოდ ბედის ანაბარა არიან დარჩენილი. ყველაზე საშინელება კი ისაა, რომ ისინი დღითი დღე კარგავენ რწმენას. ჩვენ არ უნდა დავუშვათ ეს! კეთილო ადამიანებო, მოდი ნუ მივატოვებთ მამისგან ისედაც მიტოვებულ ბავშვებს. წინ გრძელი ზამთარია პირქუში დღეებითმაგრამ სიკეთეს, მზრუნველობასა და სიყვარულს შეუძლია, ყველაზე ღრუბლიანი დღეც კი გააფერადოს ამ პატარებისთვის

თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: . გორი, ანწუხელიძის ქუჩა.

ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

  • საქართველოს ბანკი #GE64BG0000000470458000
  • თი ბი სი ბანკი #GE15TB7194336080100003
  • ლიბერთი ბანკი #GE42LB0115113036665000 

(დანიშნულება: ხუბაშვილების ოჯახი).

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

https://chernovetskyifund.ge

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავშიქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლებამოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

ერთად, ჩვენ დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

სპეციალურ ნომერზე: 0901 200 270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.



თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი

სულ ხარჯები:

დარჩა:

შემოწირულობის გაღება
თანხა
კეთილი გული
18.11.2024 23:10:00
₾20.00

შემოწირულია:

₾20.00

1 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾20.00

1 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება