ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

პროექტები / ბენეფიციარების საჭიროებები

Project

ავადმყოფი ბავშვები

ბრმა სიყვარული!

„რაში გჭირდებათ ასეთი ბავშვი?“ – არაერთხელ უკითხავთ მისი დედისთვის. „ის ხომ, დიდხანს ვერ იცოცხლებს! შეხედეთ მშობლებს, რომლებმაც ჩააბარეს ასეთი ბავშვი, ისინი ახლა ბედნიერად გააგრძელებენ ცხოვრებას. ვერც კი წარმოიდგენთ, უნარშეზღუდული ბავშვის აღზრდა რამხელა ტვირთია, მითუმეტეს, რომ უკვე გყავთ ჯანმრთელი გოგონა. წარმოიდგინეთ, იმას როგორ გაუჭირდება. როგორ შერცხვება, ასეთი და რომ ჰყავს.“ იმის ნაცვლად, რომ ახალგაზრდა დედიკო გაემხნევებინათ, თითქოს, ყველამ პირი შეკრა და სურდათ, რომ ბავშვი ხორცის ნაჭერივით ჩაებარებინა.

შემოწირულია

$7718.63

დონორი

563

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

ავადმყოფი ბავშვები

„ქედს ვიხრი ყველა იმ დედის წინაშე, ვინც შვილის გამო თავს წირავს!“ – სოფია, ბიჭუნას დედა

დედამ თავისი ცხოვრების საუკეთესო წლები შვილს შესწირა. ეს უსაზღვრო სიყვარულია! თავგანწირვა! მხოლოდ დედებმა იციან, რას ნიშნავს ეს! გიორგი რვათვიანი დაიბადა და ექიმების დაუდევრობის გამო, სეფსისი დაემართა, რომელმაც დააზიანა ბიჭუნას ტვინი! ეს ყველაფერი კი, უმნიშვნელო ინფექციამ გამოიწვია! ექიმები ამბობდნენ, რომ ვერ იცოცხლებდა. მაგრამ, უფალი მფარველობდა. სამჯერ კინაღამ დაიღუპა, მაგრამ ღმერთმა შეისმინა სოფიას ლოცვა და საიქიოდან დააბრუნა!

შემოწირულია

$12691.71

დონორი

1055

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

ავადმყოფი ბავშვები

განგებამ ის ტანჯვისთვის გაწირა!

როდესაც პატარა დავითი კრუნჩხვებში ვარდება და პირიდან დუჟი გადმოსდის, მისი დედიკო, რუზანა უფალს ევედრება, რომ ეს შეტევა მისთვის უკანასკნელი არ აღმოჩნდეს! ექიმებს ვერ გაუგიათ, დღემდე საერთოდ როგორ ცოცხლობს?! მისი ტვინის დაზიანებები ხომ სიცოცხლესთან შეუთავსებელია. დავითი ვერ დადის, ვერ ლაპარაკობს, ხშირად ტირის… კვნესის. ვინმე მუდმივად უნდა იყოს მის გვერდით, ხელს არ უშვებდეს და ესაუბრებოდეს. ამ ბოლო დროს, მხედველობაც დაუქვეითდა და ყველაზე მეტად ეშინია მარტო დარჩენის! თავისი დედიკოს, მამიკოს და დაიკოს გარეშე!

შემოწირულია

$4124.69

დონორი

373

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
1 12 13 14 15 16 42