ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

პროექტები / ბენეფიციარების საჭიროებები

Project

მრავალშვილიანი ოჯახები

ლამაზი კაბა რომ არ მაქვს, როგორ შევუყვარდები ვინმეს?!

როგორ უნდა შეუყვარდეს ვინმეს გოგონა, რომელსაც არ აქვს ლამაზი კაბა? ან როგორ უნდა იმეგობრონ მასთან სხვა გოგონებმა, როდესაც საკუთარი სათამაშოები არ გააჩნია? როდესაც ისეთ სახლში ცხოვრობს, სადაც პატარა გოგონები არ უნდა ცხოვრობდნენ? ეს კითხვები ძალიან ადარდებს პატარა ლიზას. ის ოცნებობს იმაზე, რომ რაც შეიძლება მალე გაიზარდოს. იქნებ მას ჰგონია, რომ დიდებს ასეთი პრობლემები არ აწუხებთ? ან ფიქრობს, რომ გაიზრდება და თავად შეძლებს სათამაშოების და კაბების ყიდვას?

შემოწირულია

$1685.90

დონორი

98

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

მრავალშვილიანი ოჯახები

ტანჯვისთვის გაჩენილს, გახარება არ უწერია!

არა, ასეთ საწოლზე არ უნდა ეძინოთ არც გოგონებს, არც ბიჭებს და არც მათ მშობლებს. მაგრამ, როდესაც სხვა არაფერი გააჩნიათ რა უნდა ქნან? როდესაც სოციალური დახმარების თანხა ჰყოფნით მხოლოდ ფქვილსა და მაკარონზე, სხვა რამეებისთვის კი, ფული უბრალოდ არ რჩებათ. სურაჯის და ნატალიას ექვსი შვილი ჰყავთ: ხუთი გოგო და ერთი ბიჭი – შმაგი. ორმა უფროსმა გოგომ ოჯახები შექმნეს და ცალკე ცხოვრობენ. ანა, ნუცა, ელენე და მათი პატარა ძმა შმაგი კი, დედ-მამასთან ერთად ცხოვრობენ საშინელ პირობებში, თვითნებურად დაკავებულ შენობაში. და ყველაფერი, რაც ამ ბინაში გააჩნიათ, არის ნაგავსაყრელზე ნაპოვნი ნივთები, რომელიც გადაყარეს სხვებმა.

შემოწირულია

$1615.00

დონორი

90

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

მრავალშვილიანი ოჯახები

როცა საყვარელი შვილი ყვირის, – დედის გული იფლითება! ხოლო თუ ოთხი ბავშვი ყვირის და ყველა იმას კითხულობს “დედიკო რატომ არ გვაჭმევო”?! რა გულმა უნდა გაუძლოს?

„ყურებზე ხელები მაგრად მიიფარე და მალე შემოდი, თორემ ახლა დაიწყება!“ – მეუბნება ექვსი წლის ამირანი. „მორჩა, უკვე დაიწყო! დიდხანს გაგრძელდება, უნდა შეეგუოთ“, – მეუბნება რეზიკო და ხელებს ყურებზე იფარებს. ხუთი თვის ნინო და სამი წლის ლუკა ერთხმად, უნისონში ტირიან. ნინოს შია, ლუკა კი ბანს აძლევს. „ეგ ოღონდ ატირე“. – მეუბნება ამირანი და ბიჭუნა ოთახიდან გაჰყავს, რომ დაელაპარაკოს და დაამშვიდოს.

შემოწირულია

$3860.39

დონორი

246

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
1 7 8 9 10 11 41