დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

Projects/Beneficiaries Needs

Project

შეჭირვებულები

ქართველები დედამიწაზე ყველაზე კეთილი ადამიანები არიან!

შორს, მაღალ მთებში, თიანეთის რაიონში, სოფელი ბოჭორმა მდებარეობს, სადაც კარგად მხოლოდ ველური ცხოველები ცხოვრობენ… ხალხს კი უჭირს. გუჩაშვილების ოჯახში სამი საბრალო ადამიანი, – ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, – საშინელი სიღარიბისგან კვდება! ისინი მოწყალებას ვერსად ითხოვენ! თუ არ ჩავთვლით ტყეს და ცხოველებს!
როდესაც ამ ოჯახის შესახებ მოგიყევით, ეჭვიც არ გვეპარებოდა, რომ მათი დახმარების ძახილს ნამდვილი ადამიანები გამოეხმაურებოდნენ! ნამდვილი ქართველები! ისინი, ვისაც ესმით, რომ სწორედ ქართული სოფლებია ჩვენი კულტურის აკვანი.

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

შეჭირვებულები

4. 5 малышей могут остаться сиротами (Абуладзе) Пост отчет написан и опубликован на ФБ

ქველმოქმედება – ეს არის სიკეთის კეთების, უძლური ადამიანების დახმარებისა და სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლის შინაგანი, ამაღლებული სურვილი.
როდესაც გასაჭირში მყოფი აბულაძეების ოჯახის შესახებ პირველად გიამბეთ, მათმა სატკივარმა და მწუხარებამ ჩვენს უამრავ მკითხველს ატკინა გული. სწორედ თქვენი დახმარების წყალობით ჩაუტარდა ხუთი მცირეწლოვანი ბავშვის დედას – ლალი აბულაძეს, ონკოლოგიური დაავადების მკურნალობის კურსი. ამან ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე დროებით გაახანგრძლივა, თუმცა სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა… მისი სიკვდილის შემდეგ, ჩვენი ერთგული მკითხველები კვლავაც აგრძელებდნენ ამ ოჯახის, ხუთი პატარა ბიჭუნას დახმარებას, რომლებიც დედობრივი სიყვარულის, სითბოსა და მზრუნველობის გარეშე დარჩნენ.

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

შეჭირვებულები

პატარა გოგონა მთელი ძალებით იბრძვის სიცოცხლისთვის

მამა, რომელმაც მიატოვა, ძილის წინ ზღაპრებს არასდროს წაუკითხავს; არც ბებია და ბაბუა დაპატიჟებენ ოდესმე სტუმრად. ერთადერთი, რაც 2 წლის პრინცესას, ანა-მარიას გააჩნია, მტირალი დედა და სოციალური სასადილოდან მოტანილი პურია. ახლობლებმა და ნათესავებმა მის სიცოცხლეზე უარი ჯერ კიდევ მის დაბადებამდე თქვეს!
„ნათესავებმა არ მიმიღეს, მითხრეს: „ბავშვის გაჩენა თუ გინდა – ქმარი დაიბრუნე, თუ არ დაიბრუნებ – ბავშვი მოიშორე“. რა უნდა მექნა? თქვენ რას იზამდით?“

შემოწირულია

$3229.49

დონორი

204

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

შეჭირვებულები

დედა ყოველ ზამთარს ჩემი გადარჩენისთვის იბრძვის!

„მართალია, ბიძია“, – მწარედ ოხრავს მშვენიერი 12 წლის სალომე და თავისი ასაკისთვის შეუფერებლად სერიოზულ და ნაღვლიან თვალებს მალავს. – „თავზე საბანს ვიფარებ და დედას ვეკრობი, მაგრამ ვერაფრით ვთბებით!“
ამ ოჯახს რომ ვესტუმრეთ, ერთი პატარა, უბადრუკი ოთახის ზღურბლზე აღმოვჩნდით, რომელსაც საბრალო თინათინი ორ მშვენიერ გოგონასთან – 1 წლის ნინისთან და 12 წლის სალომესთან ერთად აფარებს თავს. „ქურთუკებს ნუ გაიხდით. ჩვენთან ისე ცივა, როგორც გარეთ; ბავშვები მუდამ ავად არიან… ამის აღიარება მრცხვენია, მაგრამ ჩვენ საწოლებიც კი არ გვაქვს; მე და ჩემს გოგოს იატაკზე გვძინავს“, – თვალცრემლიანი გვიყვება საბრალო დედა, სანამ მე ამ შემზარავ შენობას ვათვალიერებ ჩამოფლეთილი კედლებით და ჩამოშლილი ჭერით. თავში საშინელი კითხვა მიტრიალებს: „აქ ბავშვები როგორ ცხოვრობენ?“

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
1 22 23 24 25 26 27

გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!

close


    გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის

    open
    close
    logo
    მოგვწერეთ
    logo
    გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!




      გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის