დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

Projects/Beneficiaries Needs

Project

შეჭირვებულები

მეგობრებო, გვაპატიეთ, მაგრამ ასე, შეიძლება გამოიყურებოდეს მხოლოდ სურათი სახელწოდებით „სიკვდილის სუნთქვა ახლოსაა…“ ჩვიდმეტი წლის ეპილეფსიით დაავადებული ციცი ყოველ ღამით ღმერთს ევედრება, რომ ცოცხალმა გაიღვიძოს და თუნდაც, ერთი დღე იცოცხლოს კიდევ. რადგან ყველაფერი შეიძლება მოხდეს: ჭერი ჩამოინგრეს ან დედამ მძიმე შეტევის დროს მისი მოსულიერება ვერ მოახერხოს!

მეგობრებო, გვაპატიეთ, მაგრამ ასე, შეიძლება გამოიყურებოდეს მხოლოდ სურათი სახელწოდებითსიკვდილის სუნთქვა ახლოსაა…“ ჩვიდმეტი წლის ეპილეფსიით დაავადებული ციცი ყოველ ღამით ღმერთს ევედრება, რომ ცოცხალმა გაიღვიძოს და თუნდაც, ერთი დღე იცოცხლოს კიდევ. რადგან ყველაფერი შეიძლება მოხდეს: ჭერი ჩამოინგრეს ან დედამ მძიმე შეტევის დროს მისი მოსულიერება ვერ მოახერხოს!

შემოწირულია

$2723.34

დონორი

215

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

შეჭირვებულები

მსოფლიოში უფრო ტკბილ და ლამაზ ბავშვებს, ვიდრე ჩვენს საყვარელ საქართველოში ვერსად ნახავთ! როგორ მოხდა, რომ ამ ოჯახს არც მაცივარი, არც ტელევიზორი, საერთოდ არაფერი გააჩნია და პრეისტორიული ცხოველებივით გამოქვაბულში ცხოვრობენ? – ახლა, ხელ-პირს დავბან და მანამ მოვეფერები, სანამ დედიკო უფლებას მომცემს…

ამ საბრალო ბავშვებს ჩახედეთ თვალებში და მათი ტკივილი გულთან ახლოს მიიტანეთ! მეგობრებო, გაიცანით, ჩვენი ბენეფიციარები ხაშურის რაიონის სოფელ გომიდან – პაპუაშვილების შეჭირვებული ოჯახი. წარმოგიდგენიათ, რომ ოჯახს, სადაც ორი ბავშვი იზრდება, საერთოდ არაფერი გააჩნია? არც საწოლები, არც მაცივარი, არც სარეცხი მანქანა, არც გაზქურა, არც ტელევიზორი. ამ სახლში კი, სადაც ისინი ცხოვრობენ, ქირის გადახდა უწევთ. ამ სახლში სახურავიდან წყალი ჩამოდის, ოთახებში ისევე წვიმს, როგორც გარეთ. ოჯახი ქირას იხდის – 300 ლარს, რაც სოციალური შემწეობის თანხის თითქმის ნახევარს შეადგენს. ჩვენ, ფონდში გვჯერა, რომ გოგონები გაიზრდებიან და ღირსეულ ვაჟკაცებს აჩუქებენ ჩვენს საყვარელ სამშობლოს, საქართველოს. რაც მთავარია, ისინი თქვენს სიკეთეს არასდროს დაივიწყებენ! დარწმუნებული ვართ, რომ ეს საბრალო ოჯახი ძალიან მალე მიიღებს დახმარებას! მჟამად, ეს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია! ბავშვები ელიან თქვენს მხარდაჭერას!

შემოწირულია

$3115.48

დონორი

285

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

შეჭირვებულები

28 წლის ფეხმძიმე მედეას ორი დღეა პურის ნამცეცი არ უჭამია… უფალო, ნუთუ არავის სჭირდება ეს ბავშვი საქართველოში?! ღმერთი ყველაფერს ხედავს! უფალო, დაეხმარე ამ უბედურ ქალს…

საკმარისია, თუნდაც წამიერად შეხედოთ ბავშვის თვალებს და ჟრუანტელი დაგივლით ტანში. ეს ის გამოხედვაა, რომელიც ძარღვებში სისხლს გაგიყინავთ. ბავშვმა ორი დღის წინ ჭამა საჭმელი ბოლოს. დღეს კი მხოლოდ ერთი ნატეხი პური აქვს ნაჭამი. რძის მაგივრად კი წყალი დალია. ღმერთო, ეს ხომ საშინელებაზე უარესია! სიცივისა და შიმშილისგან დაუძლურებულ ბავშვს ტირილის ძალაც კი აღარ შესწევს.

ღონემიხდილ ბავშვს ფეხზე დგომის ძალაც კი აღარ აქვს და აი, ასე საწყლად ჩამოადო თავი დედიკოს მხარზე და სიმწრის ცრემლებიც დედიკოს გახუნებული ჯემპრით შეიმშრალა. დედის თვალებში კი, შეხედეთ, რამხელა ტკივილია. ამას სულის ტკივილი ჰქვია…

ეს 28 წლის მედეაა. უკვე ორი შვილის დედაა ეს ახალგაზრდა გოგო. უფალმა კი მას ზეციდან მესამე ანგელოზიც გამოუგზავნა. ბავშვი ხომ ღვთის ყველაზე დიდი საჩუქარია.

შემოწირულია

$4867.31

დონორი

420

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
1 5 6 7 8 9 27

გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!

close


    გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის

    open
    close
    logo
    მოგვწერეთ
    logo
    გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!




      გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის