ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ციალა ბებოს, რომელსაც ორივე ფეხი მოკვეთილი აქვს, 75 წელი შეუსრულდა. ჩერნოვეცკის ფონდის თანამშრომლებმა მოხუცს სიურპრიზი გაუკეთეს და კახეთში ჩავიდნენ საჩუქრებით. ბებოს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.

calendar ნოემბერი 10, 2022

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

ალბათ, ყველას გახსოვთ ციალა ბებო კახეთიდან, რომელსაც ორივე ფეხი მოკვეთილი აქვს. საბრალო მოხუცს ტრაგიკული ბედი ჯერ კიდევ დაბადებიდან დაჰყვა. 3 წლის იყო, როდესაც დაობლდა. არც  დედა, არც მამა….  ხომ წარმოგიდგენიათ, ობლად დარჩენა ბავშვისთვის რამხელა საშინელება არის. მოგვიანებით კი, საბრალო ქალმა ძმა და ძმიშვილებიც დაკარგა. ტრაგიკული ბედის მოხუცს  75 წელი ისე შეუსრულდა, რომ იუბილე ერთხელაც კი არ გადაუხდია. ჩერნოვეცკის ფონდის თანამშრომლებმა მოხუცს სიურპრიზი გაუკეთეს და კახეთში ჩააკითხეს. მოხუცი თვალებს არ უჯერებდა. ბედნიერების ცრემლებით ატირდა ბებო. სადღესასწაულო სუფრაც გაიშალა, გულისხმიერი მეზობლებიც შემოუერთდნენ და 75 წლის იუბილე ციალა ბებოსთვის ნამდვილ დღესასწაულად იქცა. ალბათ, თავადაც დარწმუნდით, რამხელა ძალა აქვს სიკეთეს. კეთილო ადამიანებო, სწორედ თქვენი დამსახურებით, ცრემლების ნაცვლად, სიხარულის ღიმილს ვხედავთ ციალა ბებოს სახეზე. ბებო ბედნიერია, რადგან თითქმის მთელი საქართველო მის დასახმარებლად გაერთიანდა. უდიდესი ძალა აქვს სიკეთეს. მხოლოდ კეთილი საქმეები მიგვიყვანს უფალთან. თუ გსურთ, სხვა მოხუცების სახეზეც ცრემლები ბედნიერების ღიმილით შეცვალოთ, აუცილებლად დაგვიკავშირდით

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

ციალა: დიაბეტის გამო, მეხსიერება ძალიან დამიქვეითდა… მხოლოდ ის მახსოვს, რომ ობოლი ვიყავი. მახსოვს, როგორ გარდაიცვალა მამაჩემი, როგორ დავმარხე დედა, მეუღლე, ძმა და მისი შვილი. მახსოვს, ჩემს შვილს, ახალგაზრდა გოგოს სიმსივნე რომ აღმოაჩნდა და მკერდი მოჰკვეთეს… ახლა კი, მეც ასეთ დღეში ვარ! და თანაც, ასეთ საშინელ სიღატაკეში!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

         – გაუჩერებლად ტირით… ნუთუ, კარგი მოგონებები საერთოდ არ გაქვთ? 
         ციალა: ალბათ, მაქვს, მაგრამ ისეთი ვერაგია ჩემი დაავადება, ყველაფერი მავიწყდება. უფრო სწორად, ყველაფერი კარგი, რაც იყო ჩემს ცხოვრებაში. ხანდახან ვფიქრობ, იქნებ, არც ყოფილა? მახსოვს, როგორ დავობლდი. როგორ გარდაიცვალა მამაჩემი, მახსოვს დედაჩემის გასვენება… ძმის… მისი შვილის. მახსოვს, რომ ჩემს ახალგაზრდა გოგოს  კიბო აღმოაჩნდა და მკერდი მოკვეთეს, ბიჭს კი, დიაბეტი აქვს ჩემსავით. დიაბეტის გამო 2011 წელს ფეხები მომკვეთეს. ერთი რომ მომაჭრეს, ჩემი საყვარელი მეუღლე ისე განიცდიდა, რომ ინფარქტით გარდაიცვალა, გულმა ვერ გაუძლო. მერე კი, მეორე ფეხიც მომკვეთეს.
        სცადეთ, მუხლებზე დაჩოქილმა აკეთოთ ჩვეულებრივი, ყოველდღიური საქმე: დაისხით წყალი, მოამზადეთ სადილი, ქუჩაში გადით… ამის წარმოდგენაც რთულია, ციალა აბელიშვილი კი ასე ცხოვრობს. მას შემდეგ, რაც ორივე ფეხი მოკვეთეს მუხლს ზემოთ, მისი ცხოვრება ნამდვილ კოშმარად იქცა. თუმცა, დალხენილად არც ავადმყოფობამდე უცხოვრია, უამრავი სტრესისა და ნერვიულობის ფონზე კი, დიაბეტი დაემართა, რომელმაც გაანადგურა საბრალო ქალი.

„რომ გადავადგილდე, ფეხების ქვეშ ამ ფიცარს ვიდებ, ჯერ ერთს, მერე მეორეს“

         – ახლა, სულ მარტო ცხოვრობთ?
         ციალა: კი, ჩემი გოგო ავად არის, კიბო აქვს. თავად სჭიდება მოვლა და დახმარება. არ მუშაობს, ფული არ აქვს, თბილისში ცხოვრობს და ათასში ერთხელ ვნახულობთ ერთმანეთს. მე ვერ მივდივარ მასთან და ისიც ვერ ჩამოდის. თუ აქვს მობილურზე თანხა მირეკავს, მეუბნება, როგორ ვუყვარვარ, როგორ უნდა ჩამოსვლა და ჩემი ჩახუტება… ერთად ვტირით ტელეფონში. ბიჭი კი მოდის ჩემს სანახავად, მაგრამ მასაც არ გაუმართლა, დიაბეტის გამო ვერ მუშაობს და საკუთარ ოჯახსაც ვერ ინახავს.

„გამოვძვრები ხოლმე ჩემი ლოკოკინის სახლიდან, პირს დავიბან, სუფთა ჰაერს ჩავისუნთქავ და ისევ შევძვრები…“

       – მარტო როგორ უმკლავდებით ყველაფერს, თან ფეხების გარეშე?
       ციალა: ადამიანი „ამტანი ცხოველია“… შევეგუე. დავხოხავ როგორღაც… ხის ფიცარს დავდებ, გადავხოხდები, მერე მეორეს – და შემდეგ „ნაბიჯს“ გადავდგამ… დილაობით ასე მივხოხდები ხოლმე პირსაბანთან, მერე ქურასთან – რამე რომ მოვამზადო. მაგრამ, პროდუქტი ყოველთვის არ მაქვს, მეზობლებს მოაქვთ პური. ისე, ფქვილი თუ მაქვს, პურს  მე თვითონ ვაცხობ. მაგრამ ახლა, გაფუჭებული მაქვს საცხობი. მაცივარიც ცუდად მუშაობს, ტელევიზორიც… მეზობლად ძალიან კეთილი გოგო ცხოვრობს. ყოველდღე, მაღაზიაში რომ მიდის, მეკითხება ხოლმე, რა მომიტანოს. ხანდახან, პური უკითხავადაც მოაქვს. ძირს, აი, ამ პატარა უჯრაში, მიდევს კარტოფილი, ხახვი. პროდუქტს ყოველთვის ძირს ვდებ. ეზოს დალაგებასაც კი ვახერხებ, როდესაც თბილა. საწოლის გვერდით ლურსმანი მივაჭედე, იქ ჩამოვკიდე სავარცხელი და მაკრატელი. ყველაფერი ახლოს მაქვს… ლოკოკინასავით ვარ ჩემს პატარა სახლში… ისიც დახოხავს და მეც!
       – რამ შეიძლება „დაატკბოს“ თქვენი სიბერე?
        ციალა: როგორ მიყვარს გამოთქმა „ტკბილი სიბერე“, ყველას ამას ვუსურვებ. ბევრი არაფერი მჭირდება. ჩემს პატარა ოთახში ყველაფერი მოხერხებულად მაქვს მოწყობილი. აი, გაზქურა რომ მქონდეს, პურს გამოვაცხობდი. და სულ პატარა მაცივარი მჭირდება. თბილი საბანი… ალბათ, სულ ეს არის. ვაიმე, კიდევ ერთი დიდი თხოვნა მაქვს, თბილი შარვალი მინდა. გადავჭრი ჩემს ზომაზე და აღარ შემცივდება, რომ ვიხოხებ. ძალიან მალე ცვდება და ძონძები მაცვია მერე. მოსაკითხად თუ შემოვიდა ვინმე, არ ვიცი, სად წავიდე ხოლმე სირცხვილით. ყველაზე იაფფასიანი მიყიდეთ, ნუ დაიხარჯებით ჩემთვის.

„ადამიანს შეუძლია გაუძლოს და შეეგუოს ნებისმიერ ფიზიკურ ტკივილს, მაგრამ საყვარელი ადამიანების დაკარგვა არის აუტანელი ტანჯვა“

        – ძალიან ძლიერი ქალი ხართ! ძალას რა გმატებთ, სასოწარკვეთილებას რომ არ მიეცეთ? 
         ციალა: ვლოცულობ. ასე, ჩემი სული ცოტა ხნით მაინც ნახულობს შვებას, აღარ მეშინია… სანთლებს ვანთებ, ღმერთს ვევედრები, რომ ჩემს შვილებს ცხოვრება დაულაგდეთ, ყველაფერი კარგად რომ ჰქონდეთ.
       – რა არის თქვენი საარსებო წყარო, ციალა?
       ციალა: ჩემი პენსია – 300 ლარი და სოციალური დახმარება – 50 ლარი. რაზე უნდა მეყოს ეს თანხა? უმეტესი ნაწილი კომუნალურ გადასახადებში მიდის. ეს რა ცხოვრებაა – არადა, როგორ მინდა, სანამ მოვკვდები, ცოტა ხანს მაინც ვიცხოვრო ადამიანურად.

„ციალა თავის „ლოკოკინის სახლში“

* * *
        ჩვენი თანამემამულე ციალა აბელიშვილი ნამდვილად გაუსაძლის მდგომარეობაშია. მძიმე ცხოვრება აქვს გავლილი, ადრე დაობლდა, დაქვრივდა, საყვარელი ადამიანები დაკარგა, ავადმყოფობის გამო ფეხები მოკვეთეს… მთელი ცხოვრება მძიმედ შრომობდა. ახლა კი, ეს საბრალო ქალი ცხოვრობს საშინელ პირობებში, სიცივესა და შიმშილში, ღამით არ ასვენებს სულის შემძვრელი მოგონებები. ჩვენ ვართ მისი უკანასკნელი იმედი!
        ამ საბრალო ქალს სჭირდება ნებისმიერი სახის დახმარება, განსაკუთრებით საკვები პროდუქტი, გაზქურა, მაცივარი თბილი ტანსაცმელი და საბანი. მისი „ლოკოკინის სახლიც“, როგორც თვითონ ეძახის შესაკეთებელია, მისთვის ხოხვით გადაადგილება, ამდენად მტანჯველი რომ აღარ იყოს.
       შეგიძლიათ დაურეკოთ ციალას და თბილი სიტყვებით გაამხნევოთ! ტელეფონის ნომრის მიღება შეგიძლიათ პირადი შეტყობინების სახით.
         თუკი ვინმეს ექნება სურვილი, მოინახულოს და დახმარება პირადად გაუწიოს, მისი მისამართია: გურჯაანის მუნიციპლაიტეტი, სოფელი კარდენახი.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას.
        არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ციალა აბელიშვილი).
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
        ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 თქვენს მიერ განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია:!
დალოცვილები ყოფილიყავით!

ციალა ბებოს, რომელსაც ორივე ფეხი მოკვეთილი აქვს, 75 წელი შეუსრულდა. ჩერნოვეცკის ფონდის თანამშრომლებმა მოხუცს სიურპრიზი გაუკეთეს და კახეთში ჩავიდნენ საჩუქრებით. ბებოს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

ალბათ, ყველას გახსოვთ ციალა ბებო კახეთიდან, რომელსაც ორივე ფეხი მოკვეთილი აქვს. საბრალო მოხუცს ტრაგიკული ბედი ჯერ კიდევ დაბადებიდან დაჰყვა. 3 წლის იყო, როდესაც დაობლდა. არც  დედა, არც მამა….  ხომ წარმოგიდგენიათ, ობლად დარჩენა ბავშვისთვის რამხელა საშინელება არის. მოგვიანებით კი, საბრალო ქალმა ძმა და ძმიშვილებიც დაკარგა. ტრაგიკული ბედის მოხუცს  75 წელი ისე შეუსრულდა, რომ იუბილე ერთხელაც კი არ გადაუხდია. ჩერნოვეცკის ფონდის თანამშრომლებმა მოხუცს სიურპრიზი გაუკეთეს და კახეთში ჩააკითხეს. მოხუცი თვალებს არ უჯერებდა. ბედნიერების ცრემლებით ატირდა ბებო. სადღესასწაულო სუფრაც გაიშალა, გულისხმიერი მეზობლებიც შემოუერთდნენ და 75 წლის იუბილე ციალა ბებოსთვის ნამდვილ დღესასწაულად იქცა. გიზიარებთ ფოტოკოლაჟს:

ციალა ბებომ სიკეთის სადღეგრძელო წარმოთქვა

ჩერნოვეცკის ფონდის თანამშრომლებმა ეზო სადღესასწაულოდ მორთეს

75 წლის განმავლობაში, ბებომ პირველად ჩაიფიქრა სურვილები და სანთლები ჩააქრო

ასე გაახარეს ფონდის თანამშრომლებმა ციალა ბებო

ციალა ბებოს დაბადების დღის სუფრას მეზობლები და ნათესავებიც შემოუერთდნენ

შეხედეთ მოხუცს, რა ბედნიერია

       ციალა ბებო უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა. წარმოიდგინეთ, ფეხებმოჭრილი მოხუცისთვის როგორი ჯოჯოხეთია ცხოვრება, როდესაც მას არც ეტლი აქვს, არც  აბანო, იატაკი დამპალია, ჩამტვრეული ფანჯრებიდან კი, თოვლი და ყინვა შედის ოთახში. თუმცა, თქვენი დახმარებით, კეთილო ადამიანებო, ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. დიახ, სწორედ თქვენი გულისხმიერების შედეგად, ციალა ბებოს პულტით სამართავი ეტლი აქვს დღეს.

ეტლის გარეშე, აი, ასე წვალობდა ციალა ბებო. ძირს დახოხავდა

ციალა ბებოს წვალება დასრულდა. ეს ეტლი უკვე მისია


გარდა ამისა, თქვენი დახმარებით, კეთილო ადამიანებო, ციალა ბებოს უკვე აბანოც აქვს. თქვენ მიერ გაღებული თითოეული ლარით კი, ამ საბრალო მოხუცის საცხოვრებელი ოთახი გარემონტდა. ასევე, ამ ზამთარს, ფანჯრებიდან და კარიდან, ოთახში ყინვა აღარ შევა. ეს ყოველივე კი, თქვენი დამსახურებაა, კეთილო ადამიანებო. ეს საბრალო მოხუცი სიცოცხლის ბოლომდე იქნება თქვენი მადლიერი.

აქამდე, ციალა ბებოს „აბანო“ ეს იყო.

კეთილი ადამიანების დახმარებით კი, ახლა, ასეთი აბანო აქვს ციალა ბებოს.

სახლის ფანჯრები ასეთი იყო. ზამთარში, საბრალო მოხუცი იყინებოდა. ეს უკვე წარსულს ჩაბარდა

გარემონტებული ოთახი. ეს ყოველივე კი, მხოლოდ თქვენი დამსახურებაა, კეთილო ადამიანებო

ალბათ, თავადაც დარწმუნდით, რამხელა ძალა აქვს სიკეთეს. კეთილო ადამიანებო, სწორედ თქვენი დამსახურებით, ცრემლების ნაცვლად, სიხარულის ღიმილს ვხედავთ ციალა ბებოს სახეზე. ბებო ბედნიერია, რადგან თითქმის მთელი საქართველო მის დასახმარებლად გაერთიანდა. უდიდესი ძალა აქვს სიკეთეს. მხოლოდ კეთილი საქმეები მიგვიყვანს უფალთან. თუ გსურთ, სხვა მოხუცების სახეზეც ცრემლები ბედნიერების ღიმილით შეცვალოთ, აუცილებლად დაგვიკავშირდით

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთანთუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge     

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000 

(დანიშნულება: ციალა აბელიშვილი).

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100

ვიფიქროთ იმაზე, რომ სხვების დახმარებით ჩვენ ვზრუნავთ ჩვენსსულზე და ვუახლოვდებით უფალს სწორედ იმ ტანჯვით, რასაცსხვებისთვის განვიცდით!

სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

 კორ.: ნინი

 

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2022 დეკ 12
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
1040.00₾
2023 იან 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
5875.00₾
2023 თებ 14
მედიკამენტები
20.02₾
2023 თებ 14
მედიკამენტები
209.49₾
2023 მარ 01
მეტალოპლასმასის კარ-ფანჯარა
2800.00₾
2023 მარ 17
სამშენებლო მასალა
5966.00₾
2023 მარ 17
სამშენებლო მასალა
3384.00₾
2023 მარ 28
სამშენებლო მასალა
1879.70₾
2023 აპრ 10
სამშენებლო მასალა
8035.20₾
2023 ივნ 07
ჟოლობის საფასური
710.00₾
2023 დეკ 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
110.00₾
2024 იან 28
სამშენებლო მასალა
85.00₾
20.09.2024
პროდუქტები
130.80₾
23.10.2024
პროდუქტები
39.80₾

სულ ხარჯები:

30285.01₾

დარჩა:

0.87₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.12.2024 00:00:00
₾6.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.12.2024 00:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.12.2024 00:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.12.2024 00:00:00
₾9.31
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.12.2024 00:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.12.2024 00:00:00
₾2.70
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.12.2024 00:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.12.2024 00:00:00
₾0.77
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.12.2024 00:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.12.2024 00:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.12.2024 00:00:00
₾110.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
13.09.2024 21:06:17
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.09.2024 00:00:00
₾15.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.02.2024 15:17:32
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.02.2024 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.02.2024 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.02.2024 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.02.2024 03:11:03
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.02.2024 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.02.2024 20:00:00
₾2.00

შემოწირულია:

₾30,285.88

2068 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾30,285.88

2068 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება