რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

„მზად ვიყავი, თირკმელი გამეყიდა“. მაგალითი თავგანწირული დედის, რომელიც მზადაა საკუთარი სიცოცხლე ნატანჯი შვილისთვის დათმოს

calendar იანვარი 18, 2023

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

ჯილდა: ოჰ, როგორ მეშინოდა ამ მომენტის, როგორ არ მინდოდა დაჯერება… მითხრეს, რომ წლების განმავლობაში ლუკას მდგომარეობა დამძიმდებოდა, მაგრამ მე მაინც სასწაულის მწამდა! მაინც ვფიქრობდი, იქნებ ყველაფერი სხვაგვარად ჰქონოდა ლუკას? ვფიქრობდი, იქნებ ურჩხული, რომელიც მის თავში ცხოვრობს, აღარ განვითარდება და შეეშვება ჩემს შვილს? მაგრამ არა, ისევ დაეწყო თავის ტკივილები და შეტევები.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
„მზად ვიყავი, თირკმელი გამეყიდა“. მაგალითი თავგანწირული დედის, რომელიც მზადაა საკუთარი სიცოცხლე ნატანჯი შვილისთვის დათმოს
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

       ჯილდა: ოჰ, როგორ მეშინოდა ამ მომენტის, როგორ არ მინდოდა დაჯერება… მითხრეს, რომ წლების განმავლობაში ლუკას მდგომარეობა დამძიმდებოდა, მაგრამ მე მაინც სასწაულის მწამდა! მაინც ვფიქრობდი, იქნებ ყველაფერი სხვაგვარად ჰქონოდა ლუკას? ვფიქრობდი, იქნებ ურჩხული, რომელიც მის თავში ცხოვრობს, აღარ განვითარდება და შეეშვება ჩემს შვილს? მაგრამ არა, ისევ დაეწყო თავის ტკივილები და შეტევები.
        – ლუკა დაბადებიდან ავად არის? როგორ შეიტყვეთ მისი დაავადების შესახებ?
        ჯილდა: ლუკას დაბადებამდე, უბედნიერესი დედა ვიყავი ამქვეყნად. პირველი შვილი, ლაშა, ჯანმრთელი გვეყოლა მე და ჩემს მეუღლეს, 4 წელიწადში კი, ღმერთმა ისევ მარგუნა დედობის ბედნიერება… მეუღლესაც უხაროდა, მეორე ბიჭი მეყოლებაო! ჩვენს მშობლებსაც – მეორე შვილიშვილი. მიუხედავად იმისა, რომ მშობიარობა რთული იყო, დაიბადა ულამაზესი ბიჭი! ისეთი ამაყი ვიყავი! არ ვიცი, ასე ვინ დამწყევლა. სამშობიაროდან გაგვწერეს, რამდენიმე დღეში კი, შეტევები დაეწყო პატარას… ღმერთო, როგორ შეგვეშინდა… ასე მოეღო ბოლო ჩემს ბედნიერ დედობას. ვაიმე, რამდენი ღამე გვაქვს გათენებული, ხან გაცოცხლდებოდა, ხან ისევ ჩამაკვდებოდა ხელში… ხუთი ნარკოზი გაუკეთდა, ტომოგრაფიისთვის. და ყოველ ჯერზე ვიცოდით, რომ შეიძლებოდა მდგომარებიდან ვერ გამოსულიყო და შვილი სამუდამოდ დაგვეკარგა… წლები გადიოდა, მისი მდგომარეობა კი მძიმდებოდა, აგრესიული გახდა, შეიძლება დაგარტყას კიდეც…

„პუტკუნა და ჯანმრთელი ბიჭი ჩანს, მაგრამ მის თავში მონსტრები ცხოვრობენ“

         – ჯილდა, რა დიაგნოზი დაუსვეს ლუკას?
         ჯილდა: თავის ტვინის მრავალრიცხოვანი კისტები, ეპილეფსია, გონებრივი ჩამორჩენილობა. ეშმაკმა ასე დაასაჩუქრა ჩემი შვილი. გამოკვლევა უკვე ხუთჯერ ჩაუტარდა, ტომოგრაფია გადაუღეს, ყოველ ჯერზე, ეს „საზიზღრობები“ იზრდება და მათი რაოდენობაც მატულობს… ოპერაცია ვერ გავუკეთეთ… ჯერ ადრეაო, – ასე გვეუბნებიან ექიმები. აი, ახლაც, ისევ უნდა ჩაუტარდეს კვლევა, მე კი, თანხას თავი ვერ მოვუყარე, ექიმთან რომ წავიყვანო.
         – ისეთი პუტკუნა და ჯანმრთელი ბავშვი ჩანს!
         ჯილდა: არაერთი კისტა აზიანებს მის თავის ტვინს, ჯანმრთელი ჩანს, გემრიელი ბიჭი, სულ გინდა, ლოყაზე რომ უჩქმიტო… საშინელი დაავადება სჭირს! მის თავში ნამდვილი ურჩხული ცხოვრობს, რომელიც მის ტვინს ჭამს. ნებისმიერ წამს, მისი ცხოვრება შეიძლება იქცეს…
          – ყოველთვის ასეთ გაჭირვებაში ცხოვრობდით?
          ჯილდა: რა თქმა უნდა, არა! სახლიც გვქონდა, მანქანაც… მაგრამ, ყველაფერი გავყიდეთ, ლუკასთვის რომ გვემკურნალა! ახლა, ამ სოროში ვცხოვრობთ. და ამით, კიდევ უფრო ვამძიმებთ, ჩემი შვილის ისედაც მძიმე მდგომარეობას. ხანდახან, საჭმლის ფულიც კი არ გვაქვს.

„მხოლოდ შემწეობის თანხით თავს ვერ გაიტან. მითუმეტეს, თუ პამპერსის ყიდვასა და ქირის დაფარვაში ხარჯავ მის დიდ ნაწილს.“

          – იცით, ნამდვილი გმირი დედა ხართ! იმდენად მამაცი, რომ მესამე შვილიც გააჩინეთ!
           ჯილდა: ჩემი ნიკა – უფლის საჩუქარია! ახლა, ის 6 წლისაა. ის მმატებს ძალას რომ  ვიცოცხლო და სასოწარკვეთილებას არ მივეცე… ბიჭები ძალიან მეხმარებიან. ის, რომ ლუკა ახლა კონტაქტში შემოდის, ამბობს რამდენიმე სიტყვას მაინც, არის მისი ძმების დამსახურება. ჩემი შვილისთვის სიცოცხლეს დავთმობ, თირკმლის გაყიდვა მინდოდა, მაგრამ მითხრეს, რომ მერე ვეღარ მოვუვლი… მეუღლე ავარიაში მოჰყვა, ძლივს გადარჩა. მანამდე, მძიმედ შრომობდა. მე კი, ლუკას ერთი წამითაც ვერ ვტოვებ. შეიძლება, თავს რამე დაუშავოს. არ გეგონოთ, რომ ვწუწუნებ, ეს ხომ, ჩემი დედობრივი მოვალეობაა!

„დედას უჭირს ლუკასთან გამკლავება, ის ძალიან დიდი და მძიმეა“

         ლუკა (16 წლის): ჭიდაობაზეც კი დავიწყე სიარული, ძლიერი რომ ვიყო. დედა ლუკას ვეღარ უმკლავდება, მე ვეხმარები. ლუკას ჩაცმა, ხელჩაკიდებული ტარება რთულია, ის ყველაზე დიდია ჩვენს ოჯახში. სახლში, ჩემი ძმის ძიძა ვარ, გარეთ კი – ჩემპიონი!

„ჩემი ოცნებაა, გავხდე ცნობილი მოჭიდავე და ჩემს ოჯახზე ვიზრუნო“

         – რამდენი მედალი გქონია, რა მაგარია!
          ლაშა: ჩემი ოცნებაა, გავხდე ცნობილი მოჭიდავე. ბევრი ფული ვიშოვნო, რომ აღარაფერი გაუჭირვო ჩემს ოჯახს. ახლა, საჭიდაო ფეხსაცმელსაც კი ვერ ვყიდულობ. ხომ ვერავის ვთხოვ? მთავარია, ლუკას ჰქონდეს პამპერსი და წამლები.

„მე ლუკას ლაპარაკი ვასწავლე, ახლა კი, ვისწავლე, როგორ გავაკეთო ჩაი“

         – შენ რაზე ოცნებობ, ნიკა?
          ნიკა: მხოლოდ ველოსიპედზე და პლანშეტზე. ლუკა არ მაძლევს ტელეფონს, მულტფილმებს რომ ვუყურო. სულ ტირის, ტელეფონი თუ არ აქვს! მე კი, ჩემს სათამაშოებს ვაძლევ და ჩაისაც ვუკეთებ. არც მწყინს, ის ხომ, პატარა ბავშვივით არის!
         – ჯილდა, ლუკას ისეთი ძმები ჰყავს, დარწმუნებული უნდა იყოთ, არაფერს გაუჭირვებენ!
         ჯილდა: რა თქმა უნდა, მაგრად უდგანან მხარში. რომ აღარ ვიქნები, მაინც მშვიდად მექნება გული, რომ ჩემზე უკეთესადაც მიხედავენ მას ლაშა და ნიკა. მხოლოდ იმაზე ვოცნებობ, რომ ჩემი ბიჭის მდგომარეობა არ გაუარესდეს. ამისთვის კი, განუწყვეტლივ უნდა ვილოცო და ვიბრძოლო მისი სიცოცხლისთვის. ვიცი, ასიათასობით ადამიანი კითხულობს თქვენს გვერდს, მათაც ვთხოვ, ილოცონ ჩემი ლუკასთვის, ვიცი, ეს მძიმე ყოფას შეუმსუბუქებს.
         – ლუკას ჯანმრთელობისთვის აუცილებლად ვილოცებთ. რით შეგვიძლია, რომ დაგეხმაროთ მატერიალურად?
          ჯილდა: ძალიან მჭირდება პამპერსი და საკვები პროდუქტი. კიდევ, ლუკასთვის სპეციალური ორთოპედიული ფეხსაცმელი და დიდი ზომის ტანსაცმელი. კიდევ, გავბედავ და მისთვის საწოლს გთხოვთ ლეიბით, გასაშლელი ტახტი მის წონას ვერ უძლებს.
* * *
         მეგობრებო, ძალა ერთობაშია, ერთად შეგვიძლია სასწაულების მოხდენა. თქვენს ლოცვასა და შემოწირულობას კი, შეუძლია ამ უდანაშაულო ბიჭისა და მთელი მისი ოჯახის ცხოვრების შეცვლა.
         მოინახულეთ ოჯახი, შეიტყვეთ დედისგან, რა სჭირდება ლუკას ყველაზე მეტად, გაამხნევეთ ეს გმირი ქალი. მათი მისამართია:  ბათუმი, ნ. გვარიშვილის ქ. 4 
        ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას
 არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
 მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: გაბედავების ოჯახი).
          თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
         თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus) 
ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს – ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ:
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund       
 და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund   
          სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!

სიგიჟემდე უყვარხართ ჩემს შვილებს! იმდენი სითბო და სიყვარული, იმდენი საჩუქარი მიიღეს თქვენგან!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

 „ორი წყვილი ფეხსაცმელი მაქვს! ხან ერთი მაცვია, ხან მეორე.“

 ჩემი ძმა ლუკა, ტირილს იწყებს როდესაც ძალიან უხარია რაღაც – გვიხსნის 6 წლის ნიკუშა. – იცი, რამდენი იტირა? ახალი საწოლის, ახალი ტანსაცმლის, ახალი ფეხსაცმლის და კიდევ, ხორცსაკეპი მანქანის გამო, ჩემი პლანშეტის, თაფლისა და კანფეტების გამო. მაგრამ, ეს იმას ნიშნავს, რომ კარგად გრძნობს თავს, ცუდად კი არა.

 – უნდა დავიმახსოვრო. შენ როგორ გამოხატავ, საჩუქარი რომ გიხარია?

 – მე მხიარული ვარ, მინდა ბევრი ვილაპარაკო, ყველას მადლობა ვუთხრა. მე ყველა მიყვარს!

 გაბედავების ოჯახში, ბავშვები სხვადასხვანაირად გამოხატავენ სიხარულს. მაგრამ, ეს გრძნობა ნამდვილად გულის სიღრმიდან მოდის. ამდენი გაჭირვების მერე, ეს მათთვის უდიდესი ბედნიერებაა.

 – ნიკუშ, სკოლის არდადეგები უკვე დაიწყო? ალბათ, დილიდან შენი ველოსიპედით სეირნობ, ხოლმე.

 ნიკა: ჯერ ჩვენს ქუჩაზე ვსეირნობ, მერე კი – პარკში. მამამ ორბორბლიანი ველოსიპედის ტარება მასწავლა, უკვე კარგად გამომდის. რომ დავიღლები, ბავშვებსაც ვაძლევ ხოლმე ჩემს ველოსიპედს. იცი, ჩემებური ხრიკი მოვიფიქრე, კანფეტი ყოველთვის რომ მქონდეს.

ველოსიპედით ვსეირნობ, სანამ არ დავიღლები. მერე კი ვაქირავებ მას და კანფეტებს ვითვლი.“

 – აბა, რა მოიფიქრე?

 ნიკა: ერთი წრე ველოსიპედით – ერთი შოკოლადის კანფეტია. ორი წრე – ორი კანფეტი. სამი წრე – სამი კანფეტი. ამიტომ ახლა, კანფეტებიც მაქვს და ველოსიპედიც.

 – ნიჭიერი ბიზნესმენი ყოფილხარ, ნიკუშ!

 ნიკა: ძალიან მიყვარს, დედიკოს რჩევებს რომ ვაძლებ და ყველაფერში მონაწილეობას რომ ვიღებ. როდესაც თქვენგან თანხა მივიღეთ პროდუქტები რომ გვეყიდა, მეც გავყევი დედას მაღაზიაში და პროდუქტებს ვარჩევდი. ისეთი რაღაცეები ავარჩიე, რომელიც ყველას მოეწონა ჩვენს ოჯახში. ლუკა კი ისე ჩამეხუტა, კინაღამ დამახრჩო. შოკოლადის პასტა ავარჩიე, იოგურტები, წვენები, ორცხობილა „ყურები“, ფანტელი, რძე რომ უნდა დაასხა ისეთი, კანფეტი და რა თქმა უნდა, ძეხვი, თაფლი, კექსები. დედიკომ აარჩია ბრინჯი, წიწიბურა და კვერცხი. მაგრამ მგონი, ჩემი არჩეული რაღაცეები უფრო მაგარია, არა?

ნიკუშამ მაღაზიაში  აარჩია ყველაფერი, რაც გულით უნდოდა!

 – ჯილდა დედიკო, არ გეწყინოთ, მაგრამ ნიკუშას არჩევანს ვემხრობი: თუ ქეიფია, ქეიფი იყოს!

 ჯილდა: მთავარია, ბავშვები იყვნენ გახარებულები, მე ყველაფერზე თანახმა ვიქნები. (იცინის.) უბრალოდ თვალყურს ვადევნებ, რომ ლუკამ ექვსი საათის მერე არ ჭამოს ტკბილეული. წონის პრობლემა აქვს, მაინც, აქტიური მოძრაობა კი არ შეუძლია.

ლუკა გიჟდება ტკბილეულზე და თაფლის ქილა ჩაიგდო ხელში.

ნიკა: „ნუ გეშინია, იოგურტი არ გაგასუქებს. მოდი, მე გაჭმევ.“

 ნიკა: ნიკასთვის ტანსაცმლის არჩევაშიც მე მივეხმარე. ბაზრობაზე სამივე ერთად წავედით მე, ლუკა და დედიკო. იქ არის ძალიან დიდი ზომის „ტანსაცმელების“ მაღაზია. ლუკას შარვალიც ვუყიდეთ, მაისურებიც და შორტიც. ფეხსაცმელი კი თვითონ ნახა. ყველაფერი ძალიან მოეწონა. გითხრა, როგორ მივხვდი? ჯერ, ბაზრობიდან რომ მოვედით, იტირა, და თან ასჯერ მაინც გაიმეორა: „მაისური“, „შარვალი“… როდესაც ბევრჯერ იმეორებს ერთი და იგივე სიტყვას, ეს იმას ნიშნავს, რომ ნივთი ძალიან მოსწონს.

ლუკასთვის ტანსაცმელი ნიკუშამ აარჩია.

აი, ახლა ჩვენი ლუკა მოდური ბიჭია!

 – ოქროს ბიჭია ლუკა! ღმერთმა ჯანმრთელობაში და ბედნიერებაში მოახმაროს ეს ყველაფერი!

 ნიკა: კი, კი, ძალიან საყვარელია, პატარა ბავშვივით. ასე ამბობს ხოლმე: „პლანშეტი, პლანშეტი, პლანშეტი“… „საწოლი, საწოლი, საწოლი“… ესე იგი, ძალიან მოსწონს. ყველა ნივთზე ასე ამბობს, რაც თქვენ გვაჩუქეთ. პურის საცხობზეც, ახალ მაგიდაზეც და ჩემს ველოსიპედზეც…

„ძლივს დავიჯერე, რომ ეს პლანშეტი ჩემია. თავიდან ძალიან მიკვირდა.“

 – ნიკუშ, შენთვის და შენი უფროსი ძმისთვის, ლაშასთვის რა იყიდეთ?

 ნიკა: მე მინდოდა ახალი სპორტული ფეხსაცმელი და პერანგი, ჩემთვისაც მე თვითონ ავარჩიე. ახალი ამბავი უნდა გითხრათ, თქვენც და ყველას, მეც დავიწყე ჭიდაობაზე სიარული. თანაც იმ მწვრთნელთან, ვინც ლაშას ავარჯიშებს. უკვე ორი თვეა, რაც დავდივარ. ჩვენმა მწვრთნელმა, პაატამ, მე და ჩემს ძმას სავარჯიშო ფორმები გვაჩუქა.

 „ჭიდაობაზე დავიწყე სიარული და ახალი ფეხსაცმელი ძალიან მჭირდებოდა.“

 ჯილდა: ვნახოთ ახლა, ჩემს უმცროს ვაჟს რა შეუძლია და რას მიაღწევს. (იღიმის.) ლაშა, როგორც ყოველთვის, იმარჯვებს. ორჯერ აიღო პირველი ადგილი ბათუმის შეჯიბრზე, ახალი თასი მოიტანა მისი სახელის წარწერით. ძალიან მადლობელი ვარ ჩემი შვილების  მწვრთნელის, ბატონი პაატას ყურადღებისთვის, მზრუნველობისთვის ასეთი საჭირო საჩუქრისთვის – საჭიდაო ფორმებისთვის.

 მადლობელი ვარ ფონდის თითოეული მკითხველის და თქვენი შემოქმედებითი გუნდის თითოეული თანამშრომლის, ვინც მხარში გვედგა მთელი ამ დროის განმავლობაში. ბავშვებს სიგიჟემდე უყვართ თქვენი თანამშრომლები, გარეთ გასვლაც კი არ უნდათ, როდესაც ფონდის წარმომადგენლებს ელოდებიან სტუმრად. სიგიჟემდე უყვართ თქვენი მკითხველები და უხარიათ, რომ ამდენი მეგობარი ჰყავთ! ბავშვებს ავიწყდებათ კიდეც, რომ ამდენი პრობლემა გვაქვს, როდესაც ამდენ სითბოს, სიყვარულს და საჩუქრებს იღებენ თქვენგან.

 „ეს საწოლი ლუკასია, მაგრამ მეც ძალიან მომწონს აქ წოლა…“

 „და საბნების შესანახ უჯრაშიც ჩაძრომა…“

 „შენ ძალიან პატარა ხარ ამ საწოლისთვის, ეს ჩემი ზომაა!“

 ჩემთვის ძალიან ძვირფასია ის საჩუქრებიც, რომელიც ადრე გვაჩუქეთ და ვუფრთხილდები, დიდხანს რომ მემსახუროს. სარეცხი მანქანა და მაცივარი ძალიან კარგ მდგომარეობაშია. (ტერაბანკის საჩუქარი წინა პროექტის მსვლელობის დროს – რედ.)

 ზამთარში ძალიან გამოგვადგა პურის საცხობი. ქართული პური თონის პურზე უკეთესიც კი გამოდიოდა. და არსად წასვლაც არ იყო საჭირო. დიდი მადლობა ელექტრო ხორცსაკეპი მანქანისთვის, ჩემი ლუკას ახალი საწოლისთვის. მთელი ოჯახი ერთად ვსაუზმობთ და ერთად ვსადილობთ, რიგრიგობით კი არა. ნახეთ, რა კარგი ახალი მაგიდა გვაქვს, 12 ადამიანზეა გათვლილი – იშლება.

 „ხანდახან, ახალ პუფზე ვუკრავ დოლის მაგივრად!“

 ღმერთო ჩემო, მხოლოდ ჩვენი ოჯახისთვის გააკეთეთ ამდენი! და თქვენ ხომ, კიდევ იმდენ ადამიანს ეხმარებით, სხვადასხვა სირთულეების გადალახვაში.

 ახლა, მეც ვკითხულობ ყველა ისტორიას, რომელსაც თქვენს „ფეისბუქის“ გვერდსა და ვებ-გვერდზე აქვეყნებთ. ვცდილობ, სიტყვიერად მაინც დავუდგე მხარში შეჭირვებულებს, იმედი მაქვს რომ ოდესმე, ამას მატერიალურადაც შევძლებ. მინდა, ყველას ჯანმრთელობა და უდარდელი ცხოვრება ვუსურვო. თქვენ ხართ არაჩვეულებრივი, საოცარი ადამიანები!

 – ჯილდა, გამოკვლევების შედეგად, რა გაირკვა ლუკას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით?

 ჯილდა: ჩაუტარდა თავის ტვინის კვლევა. მას ხომ, კისტები აქვს და პერიოდულად სჭირდება შემოწმება, რაიმე ცვლილება ხომ არ არის. უარესობა არ ჩანს, მდგომარეობა უცვლელია. უფალს მადლობას ვწირავ, რომ ჩემი შვილი კარგად არის, ასეა თუ ისე და სასწრაფო დახმარებას არ საჭიროებს. ღმერთო, ნეტავ კიდევ დიდხანს ვიცხოვროთ ასე და არაფერი მოხდეს საგანგაშო. მხოლოდ ფონდის მკითხველთა დამსახურებით მოვახერხეთ ექიმთან მისვლა.

 – ჯილდა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ თუ გამოიჩინა თქვენი პრობლემების მიმართ რაიმე ინტერესი?

 ჯილდა: ჩვენი ისტორია როგორც კი გამოაქვეყნეთ,  მერიამ გადმოგვცა ერთჯერადი დახმარება – 400 ლარი. უფრო აქტიურები და ყურადღებიანები გახდნენ ჩვენს მიმართ. განცხადებას რომ ვწერ, მაშინვე განიხილავენ ხოლმე. შეშა ვითხოვე და უკვე განხილულია ჩემი თხოვნა.

 – მერე, მიიღებთ შეშას?

 ჯილდა: ალბათ, იმედია.

 – კიდევ რით შეგვიძლია, რომ დაგეხმაროთ?

 ჯილდა: მე და ჩემი ოჯახი ჩვენს სახლში დაბრუნებაზე ვოცნებობთ და იმაზე, რომ აღარ ვიცხოვროთ ქირით. მაგრამ, ეს მხოლოდ ჩვენი თავის ტკივილია, როგორ უნდა გადავიხადოთ სესხი, ჩვენი ბინა რომ დავიბრუნოთ. ეს ფული ჩემი შვილის გადასარჩენად დაგვჭირდა… მაშინ სახლზე არც ვფიქრობდით და ფაქტიურად დავკარგეთ კიდეც. უამრავი პრობლემა გვაქვს, თავზე ვერავის მოვახვევ. ეს ადამიანები მხოლოდ უსაზღვრო მადლიერებას იმსახურებენ ჩვენგან.

***

 მეგობრებო, ამ ოჯახში იზრდება სამი ბავშვი და საკვები პროდუქტები ყოველდღიურად სჭირდებათ. ლუკას მუდმივად სჭირდება პამპერსი. მადლობელი იქნებიან ნებისმიერი სახის დახმარებისთვის. თქვენ კი, მადლობას გიხდით მზრუნველობისთვის! რა ბედნიერებაა, რომ ეს ოჯახი თქვენს საიმედო ხელშია!

 თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება! 

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 

თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!

მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი #GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი #GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი #GE42LB0115113036665000 

(დანიშნულება: გაბედავების ოჯახი)

 თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ იპოვეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus

 არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს – ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა შეგიძლიათ:

ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund

 და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund

  სპეციალურ ნომერზე: 0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!

  ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2023 თებ 14
გამოკვლევა
100.00₾
2023 მარ 01
პროდუქტები
250.00₾
2023 მარ 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
695.00₾
2023 აპრ 12
წვრილი ტექნიკა
925.00₾
2023 აპრ 12
საწოლი
450.00₾
2023 მაი 04
ტანსაცმელი
400.00₾
2023 მაი 27
მაგიდა და პუფი
370.00₾
2023 ივნ 07
პროდუქტები
300.00₾
2023 სექ 09
პროდუქტები
120.00₾

სულ ხარჯები:

3610.00₾

დარჩა:

0.27₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
ჩაჩხიანი რატი
08.09.2023 20:00:00
₾2.00
ხალვაში ზურაბ
08.09.2023 20:00:00
₾15.00
'ბაკური თათელიშვილი
15.06.2023 20:00:00
₾100.00
ხუბუა ლევან
10.06.2023 20:00:00
₾5.00
კეთილი გული
23.04.2023 17:34:18
₾20.00
'მარიამი ვარდოსანიძე
21.04.2023 20:00:00
₾1.00
'ლიკა ვანიშვილი
15.03.2023 20:00:00
₾0.20
'ირმა ტოგონიძე
14.03.2023 20:00:00
₾20.00
'მარიამი დიღმელაშვილი
11.03.2023 20:00:00
₾10.00
მედეა სულაქველიძე
05.03.2023 20:00:00
₾5.00
'ნათია დოჭვირი
03.03.2023 20:00:00
₾10.00
'მარიკა ხვადაგიანი
28.02.2023 20:00:00
₾5.00
გიორგი მუქერია
19.02.2023 20:00:00
₾10.00
ჩაჩანიძე პაპუნა
02.02.2023 20:00:00
₾5.00
ქეთევან დიასამიძე
01.02.2023 20:00:00
₾1.00
მანანა ბეჟიტაშვილი
01.02.2023 20:00:00
₾20.00
მარგალიტაძე ნინო
30.01.2023 20:00:00
₾1.00
დანელია დავით
29.01.2023 20:00:00
₾10.00
კახაბერ გოგინავა
28.01.2023 20:00:00
₾20.00
ზუხბაია ალექსი
27.01.2023 20:00:00
₾50.00

შემოწირულია:

₾3,610.27

285 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾3,610.27

285 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება