ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ორი ულამაზესი გოგონა, რომლებსაც ათასობით პრობლემა აქვთ: სიღატაკე, შიმშილი და სიცივე. ნეტავ თუ გადარჩებიან, თავიანთ საბრალო დედასთან ერთად?

calendar თებერვალი 26, 2023

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

ციცქნა მარი დედიკოს გარეშე ერთ წუთსაც ვერ ძლებს. დედიკო ისეთი ტკბილია, რატომ უნდა გაუშვას სადმე?.. შეუძლია ლოყებზე უჩქმიტოს, თავი გულზე დაადოს, მუხლებზე ააცოცდეს, და ჩაეხუტოს. ხელი ჩაავლოს ხალათის კალთაზე, სანამ ის რაღაც უცნაურ საქმეებს აკეთებს. პატარამ არც იცის, რომ დედა თავის მოკვლაზე ფიქრობს, სიკვდილზე ოცნებობს. ერთ დღესაც შავბნელმა ფიქრებმა რომ სძლიონ, პატარა ვეღარავის ჩაჰკიდებს ხელს. მარიკუნას „მის მსოფლიოს“ სახე აქვს, მისი ახალდაბადებული დაიკო ხატიაც ნამდვილი მზეთუნახავია. მათ არც იციან, ხანდახან რამდენად ახლოს არიან უფსკრულითან.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

ორი ულამაზესი გოგონა, რომლებსაც ათასობით პრობლემა აქვთ: სიღატაკე, შიმშილი და სიცივე. ნეტავ თუ გადარჩებიან, თავიანთ საბრალო დედასთან ერთად?

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

მარიკუნა საოცრებაა! მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ბავშები საქართველოში ცხოვრობენ! მაგრამ, საშინელ გაჭირვებაში!

 ციცქნა მარი დედიკოს გარეშე ერთ წუთსაც ვერ ძლებს. დედიკო ისეთი ტკბილია, რატომ უნდა გაუშვას სადმე?.. შეუძლია ლოყებზე უჩქმიტოს, თავი გულზე დაადოს, მუხლებზე ააცოცდეს, და ჩაეხუტოს. ხელი ჩაავლოს ხალათის კალთაზე, სანამ ის რაღაც უცნაურ საქმეებს აკეთებს. პატარამ არც იცის, რომ დედა თავის მოკვლაზე ფიქრობს, სიკვდილზე ოცნებობს. ერთ დღესაც შავბნელმა ფიქრებმა რომ სძლიონ, პატარა ვეღარავის ჩაჰკიდებს ხელს. მარიკუნას „მის მსოფლიოს“ სახე აქვს, მისი ახალდაბადებული დაიკო ხატიაც ნამდვილი მზეთუნახავია. მათ არც იციან, ხანდახან რამდენად ახლოს არიან უფსკრულითან.

 მხოლოდ ეს ორი ანგელოზი აკავებს ნინოს თვითმკვლელობისგან. გული დაეწვა, ვეღარ უძლებს ტკივილს: როგორია, ორი ამისთანა ბარტყი გყავდეს და საჭმელი ვერ აჭამო, ვერ ჩააცვა, ვერ მისცე სითბო და თავზე ჭერი, რომელი დედა გაუძლებს ამას?!

ეს ტკბილი გოგონა რაც დაიბადა, ერთხელაც არ უნახავს მამას.

 – ნინო, შესაძლოა, ახლა ძალიან ცუდად გაქვთ საქმე, მაგრამ გყავთ ეს ორი ულამაზესი გოგონა. ეს ხომ, ხელჩასაჭიდია?

 ნინო: ვიცი, რომ თავის მოკვლაზე ფიქრი დიდი ცოდვაა. რას ამბობთ, ამას ვერ ვიზამ. ჩემს პატარებს როგორ დავტოვებ მარტოს? არავითარ შემთხვევაში! (თავზე კოცნის გოგონებს.) ასეთი ფიქრები თავში მაშინ მიტრიალებს ხოლმე, როდესაც იმედი გადამეწურება. ჩემს თავს ვეჩხუბები, უფალს ვთხოვ პატიებას. ის არ მტოვებს, მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან ძალიან ვდარდობ. ჯერჯერობით გვაქვს თავშესაფარი, აქ შეგვიძლია ცხოვრება. საჭმელს მეზობლები მაწვდიან. აქვე, აფთიაქში კეთილი გოგონები მუშაობენ „პოსლეზე“ მატანენ წამლებს.

ხანდახან, უკანასკნელი იმედი რომ გადაეწურება, ნინოს სიცოცხლე აღარ უნდა 

 – აქ ქირით ცხოვრობთ?

 ნინო: დიახ. აქ ყველაფერი მეპატრონეს ეკუთვნის, აკვნისა და ძველი ტელევიზორის გარდა. ძალიან კარგი ბინაა, ძალიან მომწონს. 100 ლარად, დასაძინებელი ადგილიც მაქვს, და საჭმლის მომზადებაც შემიძლია. სახლში შხაპი და საპირფარეშო რომ იყოს, ბევრად ძვირი ეღირებოდა, მაცივრითა და სარეცხი მანქანით – კიდევ უფრო. შეშაზე ვაცხელებ წყალს და ბავშვებს აქვე ოთახში ვაბანავებ, ტაშტში. საჭმელი ჯერჯერობით არ გვიფუჭდება, მეორე ოთახში ძალიან ცივა და იქ ვინახავ ხოლმე, ხელით ვრეცხავ, ხანდახან, დედაჩემთანაც მიმაქვს სარეცხი.

ნინოს ჰგონია, ძალიან გაუმართლა, 100 ლარად ეს გაუბედურებული ოთახი რომ იქირავა. თორემ ქუჩაში აღმოჩნდებოდა ორი შვილით.

ბინძურ კედელთან საწოლი დგას. აქ პატარას სძინავს, დედასთან ერთად. კარის ქვემოდან კი, ძალიან უბერავს.

ამ ბინაში, რომელსაც ნინო კარგს ეძახის, მთლიანად დამპალია ელექტრო გაყვანილობა.

ონკანი იზოლენტით არის დამაგრებული. წყალი მაშინაც მოწანწკარებს, თუ დაკეტილია.

 – ახლოს ცხოვრობს?

 ნინო: არა, ქუთაისში ცხოვრობს ჩემი ნამდვილი დედა, ძალიან მენატრება. ჩემს გულკეთილ მეზობელს ვეძახი ასე, ის დედასავით ზრუნავს ჩემზე. ორ ბავშვთან ერთად ამ ეზოში რომ გადმოვედი საცხოვრებლად, ძალიან თბილად მიმიღო. რომ დაინახა, როგორი დაბნეული ვიყავი, ხელი გამომიწოდა. შეშა მომიტანა, საჭმელიც, ბავშვებსაც იტოვებდა, რომ დამჭირდებოდა. ხატია მომინათლა, ჩვენთვის ძალიან ახლობელი ადამიანია და მთელი გულით მიყვარს.

 „სააბაზანო ოთახის“ ფანჯრებში შუშები არ არის. ნინოს ეშინია, აქ ვერ დაბანს ბავშვებს. თვითონ რომ ბანაობს, მაშინვე ცივდება.

 – გვიამბეთ, როგორ აღმოჩნდით ასეთ მდგომარეობაში?

 ნინო: არც კი ვიცი, ჩემი ცხოვრება რატომ შეიცვალა ასე ძალიან. მე და ჩემი მეუღლე კარგად ვცხოვრობდით. ის რკინიგზაში მუშაობდა, მე დიასახლისი ვიყავი. ორი წელი მშვენივრად ვიცხოვრეთ, ვუგებდით ერთმანეთს. სირთულეებსაც ვუმკლავდებოდით. ხანდახან, ნახევარი პურის გარდა სახლში საჭმელი არაფერი გვქონდა. თვითონ არ ჭამდა, მე მიტოვებდა.

 მარი რომ დაიბადა, მაშინაც სულ მეხმარებოდა: აბანავებდა, ღამითაც დგებოდა, თუ საჭირო იყო. მიუხედავად იმისა, რომ იღლებოდა სამსახურში. არ ვიცი, რა დაემართა… არ ვიცი… მეორე შვილი არ უნდოდა, ასე თქვა: „მოიშორეო.“ მე კი ჩემსას არ ვიშლიდი. რატომ უნდა მოიშორო ანგელოზი, რომელიც უფალმა გაჩუქა?

 წავიდა და ორსული მიმატოვა. არც უნახავს, როგორი თოჯინა გაგვიჩნდა – ხატია. არ უნახავს, მარიმ როგორ აიდგა ფეხი, არ გაუგია მისი პირველი სიტყვები. მარიმ მხოლოდ სამი სიტყვა იცის: „დედა“, „მამა“ და „მომე“. სიტყვა „მამა“ მე ვასწავლე. ბავშვს ხომ ორი მშობელი უნდა ჰყავდეს. თუკი მეუღლეს თავი მოვაბეზრე და ჩემი დანახვა არ უნდა, ეს ხომ ჩვენი საერთო შვილია, ჩვენი სისხლი და ხორცი.

 შეგიძლიათ დაწეროთ, რომ ყოველთვის, როდესაც მოისურვებს, შეუძლია თავის შვილებთან მოსვლა? მე არ დავუშლი, გამიხარდება, არ მაქვს მასთან პრეტენზია.

მარიკუნა უკვე დარბის თავის პატარა ფეხებით და ლაპარაკს ცდილობს.

სოციალური შემწეობის დარიცხვა დროებით შეჩერებულია, პაწაწუნას კი, პამპერსი და საკვები ახლავე სჭირდება!

 – რამდენი ხანია, რაც არაფერი გსმენიათ მასზე?

 ნინო: 7 თვეა. (მძიმედ ამოისუნთქა.) ამხელა ქალი ვარ, ყველაფერი მესმის. მაგრამ გული მტკივა გოგონების გამო. ასე, უმამოდ ცხოვრება რით დაიმსახურეს? არაფერს ვნანობ, თავიდან რომც დამეწყო ცხოვრება, იგივეს გავაკეთებდი. ღმერთმა ყველაზე დიდი ნატვრა ამისრულა, შვილები მაჩუქა. ლამაზი და ჯანმრთელი გოგონები მყავს. ყველაფერი კარგად იქნება, როგორც კი მუშაობას შევძლებ. ახლა ძალიან მიჭირს და ხალხის შეწუხება მიწევს. ძალიან მერიდება, მაგრამ თუ არ დაგვეხმარებიან დავიღუპებით. მე და მარის სოციალური დახმარება გვეკუთვნის – 250 ლარი, მაგრამ, დროებით შეჩერებულია. ხელახლა ითვლიან ქულებს, მეორე ბავშვი რომ გაჩნდა.

 ნერვიულობის გამო, რძე არ მაქვს, ხატიას ხელოვნური კვება სჭირდება. მარიც სულ მკერდზე მეპოტინება და ბრაზობს, რომ ვერაფერს ნახულობს. რძეც კი არ მაქვს, ჩემს შვილებს რომ ვაჭამო.

 (მარიმ დედის ხალათს ხელი ჩაავლო, კალათაში ააცოცდა. სცადა, მაგრამ ვერაფერი გამოწურა მკერდიდან. ეწყინა და ატირდა. ნინომ ბავშვს მოუმზადა „დოშირაკი“ პურით.)

60-თეთრიანი ვერმიშელი, მშიერი კუჭის მოსატყუებლად.

 – კარგი დედა ხართ, ნინო. გულკეთილი და თბილი ქალბატონი. თავს ნუ დაიდანაშაულებთ იმაში, რომ ახლა არაფერი შეგიძლიათ. მოვა  დრო და ყველაფერს გააკეთებთ ტქვენი შვილებისთვის. ახლა კი, ჩვენ ვიზრუნებთ მათზე.

 ნინო: ჩვენს ხალხს ვენდობი. ვიცი, რომ შემიძლია მათი იმედი მქონდეს. მხოლოდ საქართველოშია შესაძლებელი, მეზობელი დედასავით დაგიდგეს მხარში.

მარიკუნა და ხატია, დედიკოს სამსახურში ჯერ ვერ გაუშვებენ, ძალიან სჭირდებათ. მოდით, ჩვენ ვიზრუნოთ ამ საოცარ ბავშვებზე!

 *****

 ნინოს ერთადერთი სამსახური, ამჟამად არის ამ ორი საოცარი გოგონას დედობა. ჯერ ძალიან პატარები არიან, ამიტომაც ვერ გავა სამუშაოდ. ბავშვებს არ აქვთ ცხელი წყალი (სჭირდებათ გაზის წყლის გამათბობელი), არ აქვთ არც ბავშვთა კვება, არც პამპერსი. ნინოს არ აქვს სარეცხი მანქანა და ძალიან წვალობს. ორი პატარა ბავშვი ჰყავს მოსავლელი, საცხოვრებელი პირობები კი ძალიან ცუდია. თავადაც დარწმუნდებით, თუ მოინახულებთ მათ: ლომიძეების ოჯახი ცხოვრობს გორში, რკინიგზის სადგური, გორიჯვრის ქ. 88.

 ძალიან ძნელია, საყვარელი ადამიანი სრულიად უმწეო მდგომარეობაში რომ მიგატოვებს. მაშინვე უამრავი პრობლემა ჩნდება, რომელსაც მარტო ვერ მოაგვარებ. ახლა ნინო, სწორედ ასეთ მდგომარეობაშია, ის სასოწარკვეთილია და მისი მარტო დატოვება არ შეიძლება.

 ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!

 არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

 მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: ნინო ლომიძე).

 თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით, „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus

ერთად, ჩვენ უკვე დავეხმარეთ ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს – ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ:

ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund

 და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund


 სპეციალურ ნომერზე:  0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!

 საერთოდ არაფერი გაგვაჩნდა და უცებ, სიყვარულისა და საჩუქრების ზღვა დაგვატყდა თავს!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

 ახალი სურათებისთვის მზად ვარ!

 „ვაიკიკის“ მაღაზიიდან დიდი პარკები რომ მოიტანეს, მარიკუნა მთელი დღე ახალ ტანსაცმელს ისინჯავდა. მისმა დედიკომ, ნინომ ოთახი ვერაფრით დაალაგა, მარი გაუთავებლად იღებდა კომოდიდან თავის და მისი დაიკოს ახალ ნივთებს: პატარა ლამაზ კაბებს, ხატიას ბოდეებს, პატარა ფეხსაცმელს. ძალიან მოსწონს, გულში იკრავს, თვითონ იცვამს და ცდილობს, თოთო ხატიასაც რომ ჩააცვას.

 გაოცება არის მარიკუნას უდიდესი ემოცია. საიდან გაჩნდა სახლში ამდენი ახალი ნივთი? ზოგის დანიშნულებაც არ იცის და ცდილობს, დედასთან გაარკვიოს, ხალათის კალათაზე ჩაჰკიდებს ხოლმე ხელს, მიჰყავს მაცივართან ან სარეცხ მანქანასთან და ეკითხება: „ე-ე?“

 მხოლოდ დედიკომ იცის, საიდან გაჩნდა ამდენი საჩუქარი. უკოცნის  გოგონას პაწუა ცხვირს და დიდ გაოცებულ თვალებს, უმეორებს, რომ კეთილმა ადამიანებმა გამოუგზავნეს ეს ყველაფერი.

 აბა, შემიფასეთ ახალი „ლუქი!“

 – კარგია, რომ მარი ჩემს ტელეფონს აღარ უყურებს – ღიმილით გვეუბნება ნინო. – იმის მერე, რაც თქვენს ვიდეორგოლში ნახა თავისი თავი, ყოველდღე მის ჩართვას მთხოვდა. თავის თავს ადებდა თითს, მეუბნებოდა: „აი, მარი“ და  უხაროდა. (იღიმის.)

 ძალიან მიხაროდა, როდესაც კომენტარებში ჩემი შვილებისთვის განკუთვნილ თბილ სიტყვებს ვკითხულობდი: „ანგელოზები“, „სიცოცხლეები“, „ლამაზი გოგონები“, „უფალი გფარავდეთ“… მაგრამ, კეთილმა საქმეებმა სიტყვებს გადააჭარბა. მთელი ამ ხნის განმავლობაში, რაც თქვენი მკითხველები გავიცანი, თანადგომას ვგრძნობ. ყველაზე საგანგებო სიტუაციებშიც კი. აი, ორი კვირის წინ, ხატიას ვირუსი შეეყარა და საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა. მაშინვე თქვენ დაგირეკეთ და ბავშვი უზრუნველყოფილი იყო ყველაფრით, რაც სჭირდებოდა: გადასხმები, ინჰალაცია. მკურნალობა სახლში დავასრულეთ  – მედიკამენტები მომიტანეს.

მაცივართან მიიყვანა დედიკო, რომ ჰკითხოს, რა არის ეს გაურკვეველი უშველებელი ნივთი!

 ერთი დღეც არ ვყოფილვართ მშივრები. პროდუქტი გამომელეოდა თუ არა, ფონდის დაფინანსებით კვლავ საყიდლებზე გავრბოდი. ვყიდულობდი ქათმის ხორცს, იოგურტებს, კარტოფილს, ხახვს, ვერმიშელს, ზეთს… ცალკე უნდა აღვნიშნო ორცხობილები და შოკოლადი, ძალიან დიდხანს გვეყოფა ეს მარაგი.

 ხატიას ჯერ არ აქვს „კიჭები“, მე კი მაქვს! მისთვის მხოლოდ რძე შეიძლება, მე კი შოკოლადის კანფეტებსაც ვჭამ უკვე!

 მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც დააპურა, ჩააცვა და დაახურა ჩემს შვილებს. ყველაზე მტკივნეულ საკითხებზე გესაუბრეთ. ვიცოდი, რომ შეიძლებოდა თქვენი ნდობა, რომ შემიძლია, თქვენი იმედი მქონდეს. თქვენც როგორც ახლობლებმა, ისე გამიგეთ და ძალიან დამეხმარეთ.

 – ახლა თუ გრჩებათ დრო, რომ დაისვენოთ? როგორ განწყობაზე ხართ?

 ნინო: ადრე ჭამაც არ მახსენდებოდა, სანამ საქმეს არ დავასრულებდი. მოვტრიალდებოდი და უკვე დაღამებული იყო. ყველაზე მეტი ხატიას ტანსაცმელი მიგროვდებოდა გასარეცხად. ახლა, აღარ მაქვს საგიჟეთი. ბავშვები აღარ ტირიან, სანამ მე ვრეცხავ. მარი აღარ ეცემა და დალურჯებებიც აღარ აქვს.

 ეს რაღაც ტანსაცმლის კარუსელია, მარტო დედიკო თამაშობს ამით!

 დღეს ბორში მოვამზადე, შემიძლია, მაცივარში რომ შევინახო. რძის ნაწარმის შენახვის საშუალებაც მაქვს. აქამდე, სულ თავს ვიმტვრევდი და ძალიან დავიღალე: რა მოვამზადო ისეთი, რომ არ გაფუჭდეს? რა ჩავაცვა ბავშვს პამპერსის ნაცვლად? მერე როგორ ამოვრეცხო? ტელევიზორისა და სათამაშოების გარეშე, როგორ გავართო მარი?

 „ერთი დღეც არ ვყოფილვართ მშივრები!“

 ახლა, ახალ ტელევიზორში მულტფილმებს ვუყურებ ბავშვებთან ერთად. რომ დავაძინებ, ჩაის ვიმზადებ და რამე სერიალს ვუყურებ დაბალ ხმაზე. ეს ჩემი კუთვნილი დასვენებაა დღის ბოლოს. (იღიმის.) განწყობაც ბევრად უკეთესი მაქვს. აი, საყურეც ისევ გავიკეთე. (იღიმის.)

ნინო ხუთი წუთით ჩამოჯდა დასასვენებლად და ბავშვებიც მის გვერდით არიან.

 – მოხსნა არც იფიქროთ! აღარ გაქვთ უკან დასახევი გზა. გვინდა, ბედნიერს გხედავდეთ.

 ნინო: მეც ვიფიქრე, ამდენი ხალხი ცდილობს ჩემსა და ჩემი გოგონების გახარებას. მეც უნდა ვეცადო,  თავი ხელში რომ ავიყვანო. კი, ჩვენი მდგომარეობა კარგი არ არის. მაგრამ, ბევრად უარესიც ხომ ხდება. არსებობს საშინელი, უკურნებელი დაავადებები, ჩვენ კი, უფალი გვფარავს. ალბათ, დროთა განმავლობაში ყველაფერი მოგვარდება, ხომ ასეა?

 „ნელ-ნელა კარგ განწყობაზეც მოვედი.“

 – რა თქმა უნდა!

 ნინო: ჩვენს სანახავად რომ მოდიოდნენ, არ მინდოდა, ჩემი ნამტირალევი თვალები ენახათ. იმხელა სითბო და სიყვარული დაგვანახეს მე და ჩემს შვილებს, საჩუქრებიც მოგვიტანეს. მინდოდა თუ არ მინდოდა, ვეცადე, მოწესრიგებული რომ შევხვედროდი. იმდენი თბილი სიტყვა უთხრეს ჩემს გოგონებს, ეფერებოდნენ და ეთამაშებოდნენ. შევამჩნიე, რომ უკვე ვიღიმი კიდეც. ასე შემეცვალა განწყობა.

 გოგოები გვესტუმრნენ გორიდან, ბოშურიდან. იმხელა თანხის პროდუქტი მოგვიტანეს. მარიკუნამ ბევრ სიტყვას ვერ ამბობს ჯერ, მაგრამ, სიხარულისგან, ყველაფერს ტლიკინებდა, რაც იცის: „დედა“, „მამა“, „დაიკო“, „ბებო“. და ამ გაოცებულ „ე-ე-ე“-ს ამბობდა ყველაზე მეტჯერ. ადრე არაფერი გვქონდა სახლში, ბავშვს ნანახიც არ ჰქონდა ასეთი ნივთები და უცებ, მივიღეთ ამდენი საჩუქარი. ემოციებისგან ცეკვავდა, თამაშობდა ყველა სათამაშოთი ერთად, დარბოდა, ცელქობდა.

 – ის ხომ, ჩვენი განთქმული ულამაზესი გოგონაა, ჩვენი ვარსკვლავი, მისი საოცარი ლურჯი თვალები მთელ საქართველოს შეუყვარდა! ძალიან კარგია, რომ ცეკვავს და იპრანჭება ჩვენი პატარა გოგო.

 ნინო: რამდენჯერაც უნდა, იმდენჯერ გაისინჯოს და დაყაროს თავისი ახალი ტანსაცმელი. არა უშავს, დავალაგებ, მთავარია ბავშვი ბედნიერი იყოს. (იღიმის.) უი, ამას ხომ ვერც გააჩერებ.

 აი, ასეთი ახალი მაისური მაქვს

კომბინიზონიც მაქვს

 და წითელი ფეხსაცმელიც…

 – მარიკუნა, შეგიძლია, შენი საყვარელი ახალი სათამაშო რომ მაჩვენო?

 (მოაქვს დათუნია და თაგვი მის პატარა წრუწუნასთან ერთად. დათუნიას თავისთვის იტოვებს, წრუწუნებს კი, დებს თავისი დაიკოს ეტლში.)

 ვაიმე! შენ ვინღა ხარ?!

 – აჰა, მივხვდი, სათამაშოები გაანაწილე. მარტო შენთვის არ გინდა, ხომ ასეა? ყოჩაღ! ყველა ჩვენი მკითხველი იქცევა ასე, რაც გააჩნიათ სხვებს უნაწილებენ.

 ნინო: ძალიან კარგი, ნამდვილი ადამიანები არიან! უფალს მადლობას ვწირავ, ამდენი ღირსეული ადამიანი რომ გამაცნო. ღმერთმა ხელი მოუმართოს მათ ყველაფერში.

 – ნინო, ადგილობრივი ხელისუფლება თუ აკეთებს რამეს იმისთვის, რომ უკეთეს პირობებში იცხოვროთ?

 ნინო: იყო საუბარი იმაზე, რომ უკეთესი ბინა უნდა მოვძებნოთ, სახელმწიფო კი, ქირას გადაგვიხდის. ბინა ვიპოვეთ, მაგრამ ისინი ჩუმად არიან

 ზუსტად ასე, თვიდან თვემდე მპირდებიან, რომ ბოლოს და ბოლოს აღდგება სოციალური შემწეობის დარიცხვა, რომელიც შემიჩერეს. ახლა ამბობენ, ივნისშიო. ვნახოთ. ჯერჯერობით, მხოლოდ სიტყვიერად გვეკუთვნის ეს ყველაფერი.

 არც კი ვიცი, რანაირად უნდა გადავიხადო ქირა ან კომუნალური გადასახადები. რა თქმა უნდა, ძალიან ვდარდობ.

 ***

 მეგობრებო, მადლობას გიხდით საჩუქრებისთვის, რომელიც ამ ორ პატარა გოგონას მიართვით და იმისთვის, რომ მხარში ამოუდექით მათ დედიკოს! მადლობას გიხდით ყურადღებისთვის, რომელიც მათი პრობლემების მიმართ გამოიჩინეთ და ასე მონდომებით რომ ცდილობთ, მათი ცხოვრება უკეთესობისკენ რომ შეცვალოთ! ღმერთის წყალობით და თქვენი ძალისხმევით ეს სურვილი ახდა.

 რა თქმა უნდა, წინა პოსტიდან გახსოვთ, რომ ნინო ჯერ ვერ მუშაობს, ამიტომ არ აქვს ქირის გადახდისა და პროდუქტის შეძენის საშუალება. თუკი უფალმა ამის საშუალება თქვენ მოგცათ, ეს ნიშნავს იმას, რომ სურს სხვებს დაეხმაროთ.

 თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება! 

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 

თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!

მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: ლომიძეების ოჯახი)

 თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ იპოვეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus

 არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს – ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა შეგიძლიათ:

ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund

 და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund

  სპეციალურ ნომერზე:  0901200270 
 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!

  ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2023 მარ 11
პროდუქტები
297.26₾
2023 მარ 28
ავეჯი
1800.00₾
2023 აპრ 12
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
1870.00₾
2023 აპრ 12
პროდუქტები
296.14₾
2023 აპრ 19
მედიკამენტები
444.41₾
2023 აპრ 24
გაზქურა
720.00₾
2023 აპრ 28
ფონდის ზედნადები ხარჯები
1545.00₾
2023 ივნ 07
პროდუქტები
199.99₾
2023 ივნ 08
მედიკამენტები
808.95₾
2023 ივლ 19
პროდუქტები
49.98₾
2023 სექ 25
პროდუქტები
49.98₾

სულ ხარჯები:

8081.71₾

დარჩა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.06.2023 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.06.2023 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.06.2023 20:00:00
₾15.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.06.2023 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.06.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.06.2023 20:00:00
₾4.45
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.06.2023 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.06.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.06.2023 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.06.2023 20:00:00
₾2.09
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.06.2023 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.06.2023 20:00:00
₾15.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.06.2023 20:00:00
₾33.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.06.2023 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.06.2023 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.06.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.06.2023 20:00:00
₾9.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.06.2023 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.06.2023 20:00:00
₾1.46
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.06.2023 20:00:00
₾5.00

შემოწირულია:

₾8,081.66

597 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾8,081.66

597 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება