ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

არ მინდა ვიყო ზედმეტი ბავშვი და ბინის მეპატრონეს ვემალო

calendar მარტი 12, 2023

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

ანდრია ხელს ბოსტნეულის სახეხში ჰყოფს და მანამ იხეხავს, სანამ სისხლი არ წამოვა, შემდეგ კი, მწარედ იკბენს ორივე მტევანზე. ამ პაწაწინა ოთახში ის ჭკუიდან გადადის, მთელი დღე აქ არის ჩაკეტილი მის დასთან ერთად, სანამ მათი დედა, თეა შრომობს და ალაგებს სახლებს. ანა კი, მთელი დღის მანძილზე უყურებს, როგორ ქანაობს თავის ძმა იქეთ-აქეთ და ხელებს იჭამს. ოთახში შარდის მძაფრი სუნი დგას იმიტომ, რომ 12 წლის ანდრიას პამპერსი გამოელია.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
არ მინდა ვიყო ზედმეტი ბავშვი და ბინის მეპატრონეს ვემალო
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

კარჩაკეტილი ცხოვრება ანდრიას საშინლად სტანჯავს. ბიჭი სიმწრისგან ღმუის და ხელებს იჭამს

 ანდრია ხელს ბოსტნეულის სახეხში ჰყოფს და მანამ იხეხავს, სანამ სისხლი არ წამოვა, შემდეგ კი, მწარედ იკბენს ორივე მტევანზე. ამ პაწაწინა ოთახში ის ჭკუიდან გადადის, მთელი დღე აქ არის ჩაკეტილი მის დასთან ერთად, სანამ მათი დედა, თეა შრომობს და ალაგებს სახლებს. ანა კი, მთელი დღის მანძილზე უყურებს, როგორ ქანაობს თავის ძმა იქეთ-აქეთ და ხელებს იჭამს. ოთახში შარდის მძაფრი სუნი დგას იმიტომ, რომ 12 წლის ანდრიას პამპერსი გამოელია.

 ანი ერთი წუთითაც ვერ გადის გარეთ. ანდრიას ეპილეფსიის შეტევა რომ დაემართოს, შეიძლება ვერ მიუსწროს. იმ დღეს ვერ მიუსწრო და ანდრიამ თავი გაიტეხა. გოგონა კიოდა და მეზობლებს უხმობდა საშველად, სისხლდენა კი სულ უფრო მატულობდა. და აი, ანდრიას ხუთი ნაკერი ადევს თავზე. ანის აღარაფერი სჭირდება, არც ადამიანებთან ურთიერთობა, არც მეგობრები, არც სკოლა, ოღონდ ანდრია  იყოს ცოცხალი.

 ანის კიდევ ერთი ძმა ჰყავს – ნიკა. მაგრამ, ბინის მეპატრონემ თქვა, რომ ის „ზედმეტია“ და სამ ადამიანზე მეტს არ შეუშვებდა ოთახში. აქ ისედაც არაფერი ეტევა, არც ონკანი, არც გაზქურა, არც მაცივარი, არც საპირფარეშო, არც საშხაპე. ამიტომაც, ეს ყველაფერი უბრალოდ არ აქვთ.

დაავადებამ გადაწვა ანდრიას ტვინი. მძიმე გონებრივი ჩამორჩენილობა აქვს

 – ფანჯარა სულ ღია გვაქვს – თითქოს მებოდიშება თეა – რა ვქნა, ვერ ვახერხებ ამდენი პამპერსის ყიდვას. ანდრია კი, სულ ისველებს. თან, ყოველთვის ვერც ვბან.

 – მართლაც, აქ სად უნდა დაიბანოს ადამიანმა? ეზოშია საშხაპე და საპირფარეშო?

 თეა: თქვენს ტელეფონს ფარანი აქვს? აი, აქ მომინათეთ. (ეზოში გადის, კარს აღებს და მაჩვენებს ხის საპირფარეშოს, ხვრელით იატაკში.) აქ საღამოობით ბნელა, ხოლმე. ონკანიც ეზოში გვაქვს. საერთო ექვს ოჯახს. ოთახში, ტაშტში ვიბანთ ტანს, თავის დასაბანად კი, ახლობლებთან დავდივართ.

უნივერსალური ონკანი ჭურჭლისა და სარეცხის გასარეცხად, დასაბანადაც. საერთო ექვსი ოჯახისთვის.

„სოფლის“ საპირფარეშოში საკუთარი ფარნით უნდა იარო

 – ნამდვილი საშინელებაა ეს თქვენი ოთახი! ადამიანს ასეთ პირობებში ცხოვრება არ შეეფერება.

 თეა: ამის ქირასაც, 200 ლარს ძლივს ვიხდი. ყოველთვიური გადასახადის დროც უკვე მოვიდა – მეპატრონეს ვემალები. გაბრაზდება და გაგვყრის აქედან. ნიკუშა საერთოდ ფარულად ცხოვრობს აქ. სამ ადამიანზე ვიყავით შეთანხმებულები.

ბარაკებს, სადაც ჭერი ადამიანის სიმაღლის ტოლია, ექვსი ოჯახი აფარებს თავს

 – კი, მაგრამ ვინ მოგისაჯათ ასეთი ცხოვრება? უფრო მარტივი არ იყო სოფელში დარჩენა?

 თეა: სამსახური მჭირდება ჩემი სამი შვილი რომ გამოვკვებო. საქართველოში კი, სამსახური მხოლოდ დედაქალაქში იშოვება. მხოლოდ აქ, თბილისში თუ ეყოლებათ ჩემს შვილებს ნორმალური ექიმები. ჩემს ორივე ბიჭს ეპილეფსია აქვს. ამ დაავადებამ ანდრია სრულიად უმწეო ხეიბრად აქცია.

 ყოველ ჯერზე, მისი ტვინის უჯრედებს ნელ-ნელა კლავდა. ცოტაც არ დაუტოვა, თვითონ რომ შეეძლოს ჭამა, ჩაცმა, ლაპარაკი. 29 დეკემბერს არის დაბადებული. დიდი სიხარული იყო ჩვენს ოჯახში – ერთად აღვნიშნეთ ბიჭის დაბადება და ახალი წელი. მერე კი, უცებ მამლაყინწასავით დაიწყო კივილი, სულ შავდებოდა, თავს გვერდზე აგდებდა, თვალებს ატრიალებდა… უვიცი ექიმების ხელში აღმოვჩნდით. ისეთ დღეში ჩააგდეს ჩემი ბიჭი, 4 წლამდე გაუნძრევლად იწვა და არაფერზე რეაგირებდა.

12 წლის ანდრია. ერთი წამითაც ვერ მოაშორებ თვალს: შეიძლება ეზოში გავიდეს, სახლს ვეღარ მოაგნოს, თავი გაიტეხოს.

 ნიკუშა 11 თვის იყო, ისეთივე ნიშნები რომ გამოუვლინდა. მაგრამ, ის ნაკლებად არის დაშვებული. ჩვეულებრივ სკოლაში დადის, საშუალო დონეზე სწავლობს. სანამ ხმას არ ამოიღებს, ვერც მიხვდებით, რამე რომ სჭირს. ზაფხულში სანამ მე სამსახურში ვიყავი, ცუდმა ადამინებმა შენიშნეს და ისარგებლეს მისი მდგომარეობით.

 – რა მოხდა, ნიკუშ?

 ნიკა (9 წლის): პარკში რაღაც დამალევინა ძიამ, მითხრა, რომ გემრიელია. „სგუშონი“ (რედ. – შესქელებული რძე.) მომცა.

 თეა: „სგუშონი“! ვიღაც ნაძირალამ, არაადამიანმა ჩემს ბიჭს ნარკოტიკი – მანაგუა დაალევინა. ამანაც დალია, რა თქმა უნდა,  ჩვენ ხომ, სახლში არასდროს გვაქვს ტკბილეული. ვუყურებ, საკუთარ თავს აღარ ჰგავს ჩემი შვილი. ჭამს და ვერ ჩერდება. ღამის სამ საათზე ადგა და სადღაც გავიდა. მერე, ვეღარც გვცნობდა. მეკითხებოდა, ვინ ხარო? ვაიმე, რა დღეები გადავიტანეთ. ოთხი დღე რეანიმაციაში ვიწექით. ნიკუშა სულ გაშავდა, თავი გაუსივდა, შეშლილი იყო, იქეთ-აქეთ ყრიდა ექიმებს. ჩემი ბიჭი ისედაც მუდმივად იღებს ეპილეფსიის წამლებს, ისედაც ცუდად იყო. ორივე შვილი ავად მყავს, წამლებს სვამენ ორივე. ასე, აბუჩად ჩემი გასაჭირი  ვინ აიგდო?!

 ნიკა: იმ ძიამ მითხრა, მე უკვე ბებერი ვარ და ჩემი მოსწავლე იქნებიო.

ნიკუშა ძალიან გულკეთილი და მიამიტია, სანამ დედა სამსახურში იყო, კინაღამ დაღუპეს ნარკომნებმა

 – ან, როგორ იტევს დედამიწა ასეთებს?

 თეა: ის უკვე ციხეშია, ღმერთი ყველაფერს ხედავს. აი, რა ამბები ხდება, სანამ მე სახლებს ვალაგებ. კი, მაგრამ როგორ შეიძლება, არ ვიმუშაო? ამათ ხომ, საჭმელი უნდათ, პამპერსი, მედიკამენტები, ამ ოთახის ქირაც გადასახდელია.

 ვმუშაობ და გული მშვიდად არ მაქვს. ვაი, თუ ანი ანდრიას შეტევას ვერ გაუმკლავდა და საავადმყოფოში არიან? ნიკუშა სკოლიდან სახლში თუ მივიდა, ისევ ხომ არ გამოიჭირეს იმ ნარკომნებმა? რამე მაინც გამოდიოდეს. ბავშვები სიღატაკის გარდა ვერაფერს ხედავენ. ძალიან მეცოდება ჩემი გოგო. ანის სკოლის გაცდენა ხშირად უწევს, მე რომ შემცვალოს. რა ლამაზი გოგო მყავს, მე კი ვერც ვაცმევ, ვერც ვასწავლი. ისიც ჩაიკეტა, ცოტას ლაპარაკობს, უჭირს მთელი დღე სახლში მარტო ყოფნა ავადმყოფ ძმასთან ერთად. მეშინია, ჯანმრთელობის პრობლემა არ შეექმნას ამ სტრესის გამო. ტელევიზორიც კი არ გვაქვს, ცოტათი მაინც რომ გაერთონ. ჩემი სამი შვილის გამო ძალიან ვდარდობ.

ულამაზესი ანი პატარა ოთახშია გამოკეტილი. მეგობრები არ ჰყავს, არც ნორმალურად სწავლის საშუალება გააჩნია

ანი მთელი დღე უყურებს ანდრიას, რომელიც ხელებს იჭამს და სიბრაზისგან ღმუის, თვითონაც უკვე ძალიან ცოტას ლაპარაკობს

ანდრია ხელებს ისე იჭამს, რომ სულ დალურჯებული აქვს და სისხლი სდის

 მეუღლეს რომ დავშორდი, ბევრმა მაქცია ზურგი, ბევრისგან მსმენია, თუ საშუალება არ გქონდათ სამს რაღას აჩენდი? ან კიდევ, მეუბნებოდნენ, ამდენი შვილი რომ გყავს, ოჯახი უნდა შეგენარჩუნებინაო. თქვენ მაინც ნუ მეტყვით ამას, ნუ მატკენთ გულს.

 ანი: მე ვუთხარი დედას, წავიდეთ, მეთქი. სულ მეშინოდა.

 – რის, ანი?

 ანი: სახლში სულ ჩხუბი და ყვირილი იყო. მამა დედას ღამით არ აძინებდა, საჩხუბრად აღვიძებდა. ის რომ დედას სცემდა, მეც ვკიოდი. მინდოდა, ჩემი თავისთვის რამე დამეშავებინა, აივნიდან გადავმხტარიყავი.

ანის კარგად ახსოვს, რატომ მოუწია დედასთან ერთად სახლიდან წამოსვლა

 – აღარ გინდა მოყოლა, ანი, მივხვდი ყველაფერს.

 თეა: ბავშვმა ეს რომ მითხრა, შემეშინდა, მისი ფსიქიკაც არ დაზიანებულიყო. როდესაც ავად გყავს ორი შვილი, ისედაც რთულია, მათ მიაქვთ მთელი ყურადღება და ნერვები. აღარ გაქვს არავითარი სიმთვრალის და ჩხუბის ატანის თავი.

ახლა, თეა მხოლოდ თავის შვილებთან ერთად ცხოვრობს, მისი დროც და ძალებიც მხოლოდ მათ ეკუთვნით

 მეუღლის დედა ძალიან განიცდის შვილიშვილების ამბავს, გვერდში მიდგას, რითაც შეუძლია, კარგი ქალია. არაერთი ადამიანი დაგვეხმარა გადარჩენაში. სენაკის დღის ცენტრის დირექტორმა მისი დაკეტილი სახლი გვათხოვა ცოტა ხნით. ორი წელი იქ ვცხოვრობდით. აქ, უბანში ერთ-ერთმა მეზობელმა სარეცხის რეცხვა შემომთავაზა. ისეთი გულიანი ქალია, სარეცხი მანქანა რომ არ ჰქონდეს, ხელით გამირეცხავდა, ალბათ. ისე ვეცოდებით, ჩვენი დახმარება ისე ძალიან უნდა. ნაძვის ხეც მეზობლებმა გვაჩუქეს. ანდრიამ თავი რომ გაიტეხა და სისხლს ვერ აჩერებდნენ, მეზობლები მოვიდნენ პირველი, ანის დაეხმარნენ, სასწრაფო გამოიძახეს. 

 მაქვს ჩვენი ხალხის იმედი, ერთმანეთს არ გავწირავთ. დღეს თქვენ მე დამეხმარებით, ხვალ კი, მე დავუდგები მხარში ვინმე გაჭირვებულს. ამით ვართ ძლიერნი.

ანდრიას თავზე ნაკერები ადევს

 – ნიკუშ, შენი საახალწლო სურვილი რა არის?

 ნიკუშა: მინდა, ისეთი ბინა გვქონდეს, სადაც დამალვა აღარ მომიწევს და შევძლებ, რომ გამოვჩნდე. მე ხომ, კარგი ბიჭი ვარ, ლამაზი და ჭკვიანი, მაგრამ ბინის მეპატრონეს არ ვუნდივარ.

 – უსაყვარლესი ბიჭი ხარ!

 ნიკუშა: კიდევ, ისეთის, ბანაობა რომ შეიძლებოდეს, ტელევიზორის ყურება. აქ, არაფერი მოგვცა მეპატრონემ.

 – ჩვენ მოგცემთ. მოველაპარაკები ახლა შენს დედიკოს.

 თეა: პროდუქტი გვაჩუქეთ, ჩემი ბიჭები ძლიერ მედიკამენტებს იღებენ და ცუდად რომ იკვებებიან, ღვიძლზე მოქმედებს. პამპერსი, ჩემი ანდრია სუფთად რომ მყავდეს. და ლოგინებიც, ღმერთო, სულ ჩაფსმულია. კიდევ, ტელევიზორი, ჩემი შვილები ამ დილეგში ჭკუიდან რომ არ შეიშალონ.

 ***

 დედა თეა ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია. მაგრამ სოციალური შემწეობისა და პენსიის თანხით არსებობა რომ შეიძლებოდეს, ჩვენს ფონდს არ ექნებოდა ამდენი საქმე. ხალხიც არ დათანხმდებოდა ასეთ დამამცირებელ პირობებში ცხოვრებას. ახლა კი, ულამაზესი ანი ამ საშინელ პატარა ოთახშია გამოკეტილი, მოკლებულია სკოლას და მეგობრებს.

 9 წლის ნიკუშა კინაღამ დაღუპეს ნარკომნებმა. ანდრიას არ აქვს საშხაპე, პამპერსი და მისი საკუთარი განავალი აღიზიანებს. ჩვენ არ გვსურს, ვერ დავუშვებთ იმას, რომ ჩვენმა ქართველმა ბავშვებმა ასე იცხოვრონ! ჩვენ უნდა დავიცვათ ტორჩინავების ოჯახი და ერთად ვიზრუნოთ მათზე.

 შესანიშნავი იქნება, პირადად თუ მოახერხებთ მათ მონახულებას შობისა და ახალი წლის დღესასწაულებზე ან თუნდაც, მერე. ოჯახის მისამართია: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი 38

ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

 გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ დაუვიწყარი შთაბეჭდილებები ვაჩუქოთ მათ

 არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: ტორჩინავების ოჯახი)

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund

სპეციალურ ნომერზე:  0901200270თქვენს მიერ განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია:!

დალოცვილები ყოფილიყავით!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2023 მარ 28
პროდუქტები
199.52₾
2023 აპრ 10
პროდუქტები
299.22₾
2023 აპრ 12
სარეცხი მანქანა
635.00₾
2023 აპრ 19
მედიკამენტები
76.05₾
2023 აპრ 19
მედიკამენტები
345.44₾
2023 აპრ 26
პროდუქტები
300.70₾
2023 მაი 22
პროდუქტები
99.57₾
2023 მაი 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
440.00₾
2023 ივლ 19
პროდუქტები
100.35₾
2023 აგვ 09
პროდუქტები
133.85₾
2023 სექ 25
პროდუქტები
200.10₾

სულ ხარჯები:

2829.80₾

დარჩა:

0.15₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.09.2023 20:00:00
₾30.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.07.2023 20:00:00
₾70.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
15.07.2023 20:00:00
₾100.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.07.2023 10:38:55
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.07.2023 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.07.2023 20:00:00
₾4.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.07.2023 20:00:00
₾110.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.06.2023 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.06.2023 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.06.2023 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.06.2023 20:00:00
₾1.25
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.06.2023 20:00:00
₾1.25
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.06.2023 20:00:00
₾30.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.06.2023 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.06.2023 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.06.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.06.2023 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.06.2023 20:00:00
₾1.50
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.06.2023 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.06.2023 20:00:00
₾10.00

შემოწირულია:

₾2,829.95

210 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾2,829.95

210 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება