რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
ირინა მარტოხელა დედაა, მისთვის 21 წლის ლუკა სამუდამოდ ჩვილი დარჩება. ირინა ამას შეეგუა და უფალს მადლობასაც კი სწირავს, რომ ბედმა ლუკას დედობა არგუნა. როდესაც ის დაიბადა, „კეთილი“ ადამიანები ურჩევდნენ, იქვე, სამშობიაროში დაეტოვებინა და დაევიწყა მისი არსებობა… „სამუდამო ტანჯვისთვის იმეტებ თავს.“ – ეუბნებოდნენ ისინი, მაგრამ ირინა მზად იყო ყველა განსაცდელისთვის, ოღონდ შვილი ჰყოლოდა გვერდით!
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270ლუკა მუდამ ჩვილი იქნება! ის ვერასდროს გახდება დიდი ბიჭი!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
ირინა მარტოხელა დედაა, მისთვის 21 წლის ლუკა სამუდამოდ ჩვილი დარჩება. ირინა ამას შეეგუა და უფალს მადლობასაც კი სწირავს, რომ ბედმა ლუკას დედობა არგუნა. როდესაც ის დაიბადა, „კეთილი“ ადამიანები ურჩევდნენ, იქვე, სამშობიაროში დაეტოვებინა და დაევიწყა მისი არსებობა… „სამუდამო ტანჯვისთვის იმეტებ თავს.“ – ეუბნებოდნენ ისინი, მაგრამ ირინა მზად იყო ყველა განსაცდელისთვის, ოღონდ შვილი ჰყოლოდა გვერდით!
„ჩემთვის ლუკა ჯერ ისევ პატარა ბიჭუნაა, რომელიც არასდროს გაიზრდება“
ირინა: მთელი ამ წლების განმავლობაში, წილად მერგო იმდენი განსაცდელი, მეგონა, ვერ გავუძლებდი. მე და ლუკა, მხოლოდ უფლის რწმენით მოვედით დღემდე. ჩემი აზრით, ოჯახიდან წამოსვლა და საკუთარი თავის შვილისთვის მიძღვნა, ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო. მეუბნებოდნენ, რომ ის დიდხანს ვერ იცოცხლებდა… მაგრამ ვიცი, უფალი ხელით ატარებს ჩემს ბიჭს და მეც, მასთან ერთად. ის ჩემს სიკვდილს არ დაუშვებს.
„მისი ჩახუტება, ჩემთვის ამ ქვეყნად ყველაზე ძვირფასია… მინდა, სულ ჩავეხუტო“
– ამჟამად როგორია ლუკას მდგომარეობა?
ირინა: ისეთივე, დაბადებიდან როგორიც იყო… გაუნძრევლად წევს, არ აქვს ღეჭვის რეფლექსი. მხოლოდ დაქუცმაცებულ საკვებს იღებს. ვერ ლაპარაკობს. იშვიათად გამოხატავს ემოციებს. თუ რამე სტკივა ტირის, თუ არ სტკივა – იღიმის. მისი ღიმილი არის ჩემი დღის ინდიკატორი. ზოგიერთი მშობელი ამბობს: „გვინდა, დიდხანს დარჩნენ პატარებად ჩვენი შვილები“ – სწორედ ასე გამოვიდა ჩემს შემთხვევაში.
„ლუკას ჰაერზე მეტად სჭირდება მედიკამენტები, ერთი აბიც რომ გამოტოვოს, შეიძლება საშინელი შეტევა დაემართოს“
– რა სიძნელეების წინაშე დგებიან ავადმყოფი ბავშვების მშობლები?
ირინა: ვაიმე! გახსენებაც არ მინდა, რის გადატანა მომიხდა. სრულიად მარტო ვიყავი, მძიმე ავადმყოფ შვილთან ერთად, შემწეობის თანხა კი არაფერში გვყოფნიდა. ხუთჯერ მომიწია ბინის შეცვლა, საშინელ ოთახებში გადავდიოდით, ოღონდ ნაკლები თანხა გადაგვეხადა. ქირაზე კი არა, ეპილეფსიის სამკურნალო, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მედიკამენტებზეც კი არ გვყოფნიდა ფული. რამდენჯერ ვყოფილვართ მშივრები მთელი დღე, ვიყინებოდით, ლუკა ტკივილისგან რამდენჯერ იკრუნჩხებოდა მედიკამენტების არ ქონის გამო… გახსენებაც არ მინდა, ღმერთო, ერთად რა გადავიტანეთ მთელი ამ წლების განმავლობაში.
ლუკა ძლივს ეტევა ბავშვის საწოლზე, მისი დეფორმირებული სხეულისთვის კი, ეს კიდევ ერთი დამატებითი სატანჯველია
– ახლა თუ შეიცვალა რამე თქვენს ცხოვრებაში?
ირინა: 20 წელი დავწანწალებდით და ახლა, მერიამ გადმოგვცა ბინა, სადაც ქირა აღარ გვაქვს გადასახდელი! როგორც იქნა, დავმშვიდდი, ქუჩაში ძაღლივით აღარავინ გამომაგდებს, ქირის გადაუხდელობის გამო. მაგრამ ახლა, ახალი პრობლემა გვაქვს. ბინა ცარიელია, არც ავეჯი, არც ტექნიკა არ გვაქვს… საწოლი, რომელშიც ჩემი საბრალო ბიჭი წევს, გათვლილია პატარა ბავშვებზე. ძლივს ეტევა. სხეული ისედაც დაგრეხილი აქვს, ისე მეცოდება, რომ ვერ შლის თავის დეფორმირებულ ფეხებს.
„მიდი, პატარავ, კიდევ ერთი კოვზიც, ხომ გიყვარს დედიკო?“
– კიდევ რა გჭირდებათ საწოლის გარდა?
ირინა: 8 წლის წინ, თქვენი ფონდი ძალიან დამეხმარა. მაშინ, სარდაფში ვცხოვრობდით, არც საკვები გვქონდა, არც წყალი, გახსოვთ? ჩერნოვეცკის ფონდმა მომიტანა სარეცხი მანქანა, მაცივარი, პროდუქტი, მედიკამენტები… სწორედ მაშინ მივხვდი, რომ უფალი მე და ჩემს ლუკას არასდროს მიგვატოვებს. ვერც კი წარმოიდგენთ, ჩემთვის რას ნიშნავდა ეს ყველაფერი. ამიტომ, მინდა ვუთხრა ყველას, ვინც ახლა ამ სიტყვებს კითხულობს, არასდროს დაკარგოთ რწმენა, ილოცეთ და უფალი დახმარებას აუცილებლად გამოგიგზავნით, სრულიად უცხო ადამიანების ხელით. ახლაც, თქვენი ზარი, თქვენი მოსვლა, ესეც ხომ, უფლის ნებაა? სულ რამდენიმე კვირის წინ, ღმერთს საწოლს ვთხოვდი ლუკასთვის. და აი, თქვენც გამოჩნდით!
„დედიკო არასდროს მიგატოვებს, ჩემო უსაყვარლესო პატარა ბიჭო“
– საწოლის გარდა, კიდევ თუ გჭირდებათ რაიმე დახმარება?
ირინა: გვჭირდება კარადა, მაგიდა და წვენსაწური. კიდევ, პამპერსი და სპეციალური საკვები ჩემი ბიჭისთვის. დანარჩენს თავადაც გავუმკლავდები. შემწეობის და პენსიის თანხა მყოფნის მედიკამენტებზე. საჭმელი სოციალური სასადილოდან მომაქვს. დიდი შეღავათია, ქირის გადახდა რომ აღარ მიწევს ყოველთვე. იცით, რამხელა პლიუსია?! ხანდახან, რძის ნაწარმისა და ხორცის ყიდვასაც კი ვახერხებ ჩემი ბიჭისთვის. წვნიანს ვუმზადებ და ვაჭმევ. მისთვის ხომ, ჭამა არის ერთადერთი სიამოვნება. გვერდით დათუნიას დავუდებ ხოლმე და ვუმღერი… მაშინვე ებადრება სახე, მე კი უფალს მადლობას ვწირავ: „გმადლობ, უფალო, რომ არაფერი სტკივა!“
* * *
ჩერნოვეცკის ფონდი ბედის ანაბარა ვერ მიატოვებს ამ ოჯახს და მძიმედ დაავადებულ ბავშვს! ამიტომ, სახსრების საჯარო შეგროვებას ვიწყებთ ლუკას და მისი ერთგული დედიკოს დასახმარებლად! უფალი ხომ, „სხვის გასაჭირს“ გვიგზავნის იმისთვის, რომ საუკეთესო თვისებები გამოვავლინოთ, ნამდვილი ქრისტიანები გავხდეთ. სხვაგვარად არასდროს დაუშვებდა ადამიანი განსაცდელში რომ ჩავარდეს, რადგან ერთნაირად ვუყვარვართ ყველანი!
მათ სჭირდებათ პამპერსი, მედიკამენტები, ბავშვთა კვება, ავეჯი, წვენსაწური და ტონომეტრი.
თუკი ვინმეს ექნება სურვილი მოინახულოს და დახმარება პირადად გაუწიოს, მათი მისამართია: თბილისი, მუხიანის 1 მ/რ ბ კორპუსი, ბინა 1507.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ლუკა ნავროზიანი)
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით, „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)
ერთად, ჩვენ დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს – ახლა, ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა შეგიძლიათ ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund
და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!
ირინა, დედა: „ბედნიერი ვარ, რომ ლუკას ცხოვრებაში არსებობენ ასეთი დიდსულვანი ადამიანები“
ლუკა 21 წლისაა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მას ეძინა ბავშვის საწოლში, რომელიც ათხოვეს და ძალიან ვიწრო და პატარა იყო. ლაპარაკი რომ შეეძლოს, აუცილებლად გვეტყოდა, როგორი მადლობელია იმით, რომ მისი სხეული ასეთი ტანჯვისგან ვიხსენით. მაგრამ, ცერებრული დამბლის, მიკროცეფალიისა და ეპილეფსიის გამო, ის მოკლებულია როგორც ლაპარაკის, ასევე გადაადგილების უნარს. და მხოლოდ მისი ბედნიერი ღიმილი თუ მიგვახვედრებს, როგორ უხარია თავის ახალი საწოლი, ახალი ავეჯი რომელიც მის და დედიკოს ოთახს ამშვენებს და პატარა მუსიკალური დინამიკი, რომელიც გაფუჭებულის სანაცვლოდ აჩუქეთ. თუ ნახავთ, რამხელა სიამოვნებას, რა ემოციებს ჩუქნის ეს მუსიკა, თქვენც აგიჩუყდებათ გული!
„თქვენი დამსახურებით, ჩვენი სახლი სამ თვეში შეივსო ახალი ნივთებით, – ამბობს მარტოხელა დედა, ირინა. – ჩემი და ლუკას ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთებში თქვენს ფონდს მივმართავ ხოლმე და ყოველთვის აღფრთოვანებას ვერ ვმალავ, თუ როგორ ახერხებთ ყველანაირი პრობლემის მოგვარებას. თითოეული თქვენგანისთვის ვლოცულობ და უფალს მადლობას ვწირავ!“
„რამდენს აკეთებთ იმისთვის, რომ მე და ლუკა ბედნიერები ვიყოთ“
– ირინა, მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან კარგი გემოვნება გაქვთ, რა კარგად მოაწყვეთ საძინებელი ოთახი.
ირინა: გემოვნება კი მაქვს, მაგრამ სახსრები თქვენი მკითხველის კეთილი ნებით შეგროვდა. მათი დახმარების გარეშე, არაფერი გამოვიდოდა! ცოტა ხნის წინ გადმოვედით საცხოვრებლად ამ ბინაში, რომელიც მერიამ გადმოგვცა. არანაირი ავეჯი არ გვქონდა. საწოლებზე, მაგიდაზე, სკამებსა და კარადაზე მე უნდა მეზრუნა.
მაგრამ, თავადაც იცით, რომ მძიმედ დაავადებული ბავშვის დედას არასდროს გააჩნია არც დრო, არც სახსრები. ვერ ვიმუშავებ. მუდმივად სახლში უნდა ვიყო, ლუკას გვერდით, გავუფრთხილდე, კრუნჩხვების დროს არ დაარტყას თავი… ასეთ დროს, ვინმე რომ იზრუნებს შენზე და პრობლემებს შენს ნაცვლად მოაგვარებს, დიდი შვებაა. ეს უდიდესი დახმარებაა თქვენი მხრიდან.
იმ სახსრებით, რაც შეგროვდა თქვენი მკითხველის დახმარებით, შევძელი ხელოსნის გამოძახება და ავეჯის შეკვეთის მიცემა. მზა ავეჯი ნამდვილად არ გამოგვადგებოდა. ხომ ხედავთ, რა სივიწროვეა. ძალიან პატარა ოთახია: დაახლოებით 3.5 მეტრი სიგრძეში და 3.65 – სიგანეში. ხელოსანმა კი ზუსტად გათვალა ზომა და დაგვიმზადა ორი საწოლი და ჭერამდე კარადა.
„მთელი ავეჯი ჩვენი გემოვნებით, შეკვეთით არის დამზადებული. ჩვენი პატარა ოთახისთვის ხელოსანმა გამონახა ორიგინალური გამოსავალი – კუთხის საწოლი“
„ჭერამდე კარადა გვაქვს, რომელიც ძალიან ტევადია და სარკეც აქვს კარზე“
„რამდენიმე დღის წინ, ეს ლამაზი სკამები მოგვიტანეთ. ყოველთვის იმაზე მეტს აკეთებთ, ვიდრე ვბედავ, რომ გთხოვოთ“
შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ – თანამედროვეა და ლამაზი! ლუკას საწოლს რბილი თავი აქვს. როგორც იქნა, ჩემმა ბიჭმა ამოისუნთქა და თავისუფლად წევს. აქამდე, ბავშვის საწოლში ეძინა, სივიწროვეში. ეპილეფსიის გამო, უძილობა ისედაც აწუხებს და ეს კიდევ უფრო ართულებდა მდგომარეობას. ხარისხიანი, მოხერხებული ლეიბები გვაჩუქეს. ჩემსა და ლუკას აღფრთოვანებას საზღვარი არ აქვს!
ძველ საწოლში ლუკა ძლივს ეტეოდა, აქ კი, თავს მყუდროდ და კომფორტულად გრძნობს
ცოტა ხნით დინამიკი რომ ჩავრთო და მუსიკას მოვუსმინოთ, საუბარში ხელს ხომ არ შეგვიშლის? თქვენც ნახავთ, რა ემოციური რეაქცია ექნება ლუკას.
– რას ამბობთ?! ლუკა არის აქ მთავარი, მისთვის ხდება ეს ყველაფერი. რას უსმენს ლუკა? როგორი მუსიკა მოსწონს?
ირინა: ბავშვური სიმღერების მოსმენა ძალიან ახარებს, პიანინოზე საერთოდ გიჟდება. ხშირად ვასმენინებ კლასიკურ მუსიკას. ახლა კი, რიჩარდ კლაიდერმანს მოვუსმინოთ. (მუსიკა ჩართო.) დეიდამისი უკრავდა პიანინოზე და ეს რაღაცნაირად დაილექა ლუკას მეხსიერებაში. პიანინოს ხმაზე არაჩვეულებრივი რეაქცია აქვს. შეხედეთ, როგორ ღელავს, რა ბედნიერია!
ლუკას სიგიჟემდე უყვარს პიანინოს ხმა, გულით გრძნობს მუსიკას. ამიტომ მუსიკალური დინამიკი, ძალიან მნიშვნელოვანი საჩუქარია მისთვის!
– მკითხველებს ძალიან გაუხარდებათ, ამხელა ბედნიერება რომ აჩუქეს ლუკას და ჩვენთვის ეს უბედნიერესი დღეა.
ირინა: სხვათა შორის, ზოგიერთი მკითხველი პირადად გავიცანით. ერთი ახალგაზრდა ბიჭი გვესტუმრა, სამხედრო, თავისი და კოლეგებისა და მეგობრების საჩუქრები გადმოგვცა. ხუთნი არიან, ირჩევენ ყველაზე სულის შემძვრელ ისტორიებს და ეხმარებიან იმ ადამიანებს. ამ ბიჭს (სახელი როგორ არ ვკითხე, ძალიან აღელვებული ვიყავი, ალბათ!) დისშვილი ჰყავს ავად, მაგრამ ლუკასგან განსხვავებით, მას შეუძლია სიარული და ლაპარაკი, გარკვეული მენტალური დარღვევები აქვს. ჩვენი სტუმარი მეკითხებოდა, როგორ ვუვლი და რომელ წამლებს ვაძლევ ლუკას. ბევრი ვისაუბრეთ. ძალიან თბილი და ყურადღებიანი ახალგაზრდები არიან, ისიც და მისი მეგობრებიც.
მოხარულები ვართ, რომ ლუკამ შეიძინა ახალი მეგობარი – ჩვენი ერთ-ერთი მკითხველი
იცით, რას ვფიქრობ? მინდა, ყველა თქვენს მკითხველს სამადლობლო წერილი მივწერო. ან იქნებ, ფონდს აქვს რაიმე მადლიერების წიგნი, სადაც შემიძლია მოვიდე და დავაფიქსირო ჩემი პოზიცია, ჩემი პატივისცემა? ფონდი და მისი მკითხველები ძალიან დამეხმარნენ, უკვე მესამედ!
– მადლიერების წიგნი არ გვაქვს მაგრამ, ამ ინიციატივასაც აუცილებლად განვიხილავთ. მანამდე კი, ჩვენ გვიამბეთ თქვენი სურვილებისა და ემოციების შესახებ.
ირინა: ძალიან კარგად მესმის, რომ უფლის საჩუქარია ეს სიყვარული და მზრუნველობა. თითოეული თქვენგანი უფლის საჩუქარია ჩემთვის. თითოეულ თქვენგანს პატივს ვცემ, აღფრთოვანებული ვარ თქვენი ღვთისგან ბოძებული ნიჭით, ასეთი გულისხმიერებითა და ნამდვილი ადამიანობით. ბედნიერი ვარ, რომ ჩემსა და ლუკას ცხოვრებაში არსებობენ ასეთი დიდსულოვანი ადამიანები. მთელი გულით გისურვებთ, ღმერთმა ყოველგვარი დარდი გაშოროთ და თქვენი გულისხმიერებისთვის და სიკეთისთვის დაგაჯილდოვოთ. ყოველდღე ვლოცულობ თქვენი ჯანმრთელობისთვის და კეთილდღეობისთვის. ახლა, თქვენი დიდი ძალისხმევის ფასად ვარ ასეთი ბედნიერი. ამდენი ნერვიულობისგან და დარდისგან სწორედ თქვენ მიხსენით. ამჟამად, ლუკას აქვს ყველაფერი, რაც სჭირდება – პამპერსი, მედიკამენტები, წნევის საზომი აპარატი.
„იმხელა სადარდებელი მომეხსნა. ლუკას აქვს მედიკამენტები, პამპერსი, წნევის საზომი აპარატი“
– ლუკას ახლა აწუხებს წნევა?
ირინა: როდესაც ვხედავ, რომ გაღიზიანებულია, შფოთავს და ვერ იძინებს, წნევას ვუზომავ ხოლმე. ეს აპარატი უფრო კონტროლისთვის მჭირდება, რომ არაფერი გამომრჩეს ლუკასთან მიმართებაში. მისთვის ნორმაა წნევის ზედა მაჩვენებელი – 90-100, ქვედა კი – 65-70. უმეტეს წილად, ჩემი ბიჭი კარგ ხასიათზეა, მაგრამ, თუ რაღაც აწუხებს, მაშინვე ვამოწმებ და ზომებს ვიღებ.
თუ ლუკა შფოთავს, დედა წნევას უზომავს ხოლმე. ახლა, დედიკო ირინა ყველაფერს აკონტროლებს.
– ირინა, კიდევ რით შეგვიძლია თქვენი დახმარება?
ირინა: ერთი სათხოვარი მაქვს ადგილობრივ ხელისუფლებასთან. მითხრეს, რომ რამდენიმე თვეში ერთხელ მაქვს უფლება მივმართო მათ დახმარებისთვის. სწორედ ახლა, მოვიდა დრო და ვისარგებლებ კიდეც ამ დახმარებით. მინდა, მაგიდა ვთხოვო სახლისთვის. იმედი მაქვს, მომცემენ კიდეც. ვიცი, რომ თქვენ ყოველთვის დაგვეხმარებით, მაგრამ მინდა, მათაც გამოიჩინონ ჩვენს მიმართ ყურადღება.
როდესაც უნარშეზღუდული ბავშვების შესახებ ვწერთ, იცოდეთ, რომ მათ თქვენი დახმარება ყოველთვის სჭირდებათ. ლუკას დაავადებები კი: ცერებრული დამბლა, მიკროცეფალია, ეპილეფსია არ იკურნება. ნებისმიერ დროს, შეგიძლიათ ითხოვოთ ლუკას შესახებ ინფორმაცია, ჩვენ კი მის საჭიროებებს მოგახსენებთ. მუდმივად საჭიროებს პამპერსით, მედიკამენტებითა და საკვები პროდუქტით დახმარებას. ამით ძალიან შეუმსუბუქებთ ყოფას ლუკას და მის დედიკოს ირინას, თქვენ კი, სიხარულით აგევსებათ გული. შეჭირვებულთა დახმარებას უდიდესი ბედნიერება მოაქვს.
თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
საქართველოს ბანკი #GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი #GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი #GE42LB0115113036665000
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: TBCpay, ExpressPay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
სულ ხარჯები:
6173.72₾დარჩა:
0₾