ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ასეთი სახლი მხოლოდ ამერიკულ საშინელებათა ჟანრის ფილმებში თუ გექნებათ ნანახი, ჩვენ კი ის საქართველოში ვიპოვეთ. სუსტი ნერვების პატრონებს და 16 წლამდე ბავშვებს ნახვას არ ვურჩევთ.

calendar სექტემბერი 19, 2023

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

ამ ეგრეთ წოდებულ სახლში, ერთმა არასწორმა ნაბიჯმა შეიძლება უფეხოდ დატოვოს ადამიანი. ყოფილი სკოლის შენობისგან მხოლოდ ნანგრევებია დარჩენილი. შენობა იმდენად საშინელ მდგომარეობაში იყო, რომ მთავრობა მოსწავლეების სიცოცხლეს გაუფრთხილდა და სკოლა დახურა. „გულის ამაჩუყებელი“ მზრუნველობაა, არა?! მაგრამ რატომღაც, წულაიების ოჯახის საცხოვრებელი პირობები ადგილობრივ ხელისუფლებას ნაკლებად ადარდებს. არაფერს წყვეტს, ერთი ოჯახით მეტი იქნება, თუ ერთით ნაკლები. ალბათ, მათი გადმოსახედიდან, ეს საქართველოსთვის სულაც არ არის პრობლემა! ადამიანებს, ვისაც არ გააჩნია ქართული მხურვალე გული, რა თქმა უნდა, შეუძლიათ იფიქრონ ასე. მაგრამ, ნამდვილად არა ჩვენ და ჩვენი ვებ-გვერდის 94 ათას გამომწერს. მეგობრებო, გამოიწერეთ გვერდი, თორემ ამ ოჯახის გარდა, შეიძლება ბევრი სხვაც დავკარგოთ. ჩვენ ხომ, ასე ცოტანი ვართ!

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

ასეთი სახლი მხოლოდ ამერიკულ საშინელებათა ჟანრის ფილმებში თუ გექნებათ ნანახი, ჩვენ კი ის საქართველოში ვიპოვეთ. სუსტი ნერვების პატრონებს და 16 წლამდე ბავშვებს ნახვას არ ვურჩევთ.

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

ამ ეგრეთ წოდებულ სახლში, ერთმა არასწორმა ნაბიჯმა შეიძლება უფეხოდ დატოვოს ადამიანი

 ყოფილი სკოლის შენობისგან მხოლოდ ნანგრევებია დარჩენილი. 

შენობა იმდენად საშინელ მდგომარეობაში იყო, რომ მთავრობა მოსწავლეების სიცოცხლეს გაუფრთხილდა და სკოლა დახურა. „გულის ამაჩუყებელი“ მზრუნველობაა, არა?! მაგრამ რატომღაც, წულაიების ოჯახის საცხოვრებელი პირობები ადგილობრივ ხელისუფლებას ნაკლებად ადარდებს. არაფერს წყვეტს, ერთი ოჯახით მეტი იქნება, თუ ერთით ნაკლები. ალბათ, მათი გადმოსახედიდან, ეს საქართველოსთვის სულაც არ არის პრობლემა! ადამიანებს, ვისაც არ გააჩნია ქართული მხურვალე გული, რა თქმა უნდა, შეუძლიათ იფიქრონ ასე. მაგრამ, ნამდვილად არა ჩვენ და ჩვენი ვებ-გვერდის 94 ათას გამომწერს. მეგობრებო, გამოიწერეთ გვერდი, თორემ ამ ოჯახის გარდა, შეიძლება ბევრი სხვაც დავკარგოთ. ჩვენ ხომ, ასე ცოტანი ვართ!

დღეს, წულაიები, კეთილი ქართული ოჯახი – დედა, მამა და ორი შვილი, ცხოვრობენ აქ, ამ ნანგრევებში. მათი ერთადერთი თავშესაფარი ეს არის. ამ დანგრეულ შენობაში არ არის არც დენი, არც წყალი, არც გაზი. მაგრამ, როდესაც სხვაგან არსად გაქვს წასასვლელი, ეს შიშველი კედლებიც, შეიძლება სასახლეზე უფრო მყუდროც კი ჩანდეს!

 „მარტო დაძინების მეშინია, ქარის დროს კედლებში სტვენა ისმის“

 ვიცით, რომ ნამდვილად მოიძებნებიან ადამიანები, ვინც მიზეზების ძებნას დაიწყებს იმის ნაცვლად, დახმარების ხელი რომ გაუწოდოს. სამწუხაროდ, ცხოვრება ისეთია, რომ არავინ არაფრისგან ვართ დაზღვეული. ზეციური სამსჯავრო გველის უკლებლივ ყველას – მდიდრებსაც და ღარიბებსაც. გველის არა მიწიერი, არამედ საღმრთო კანონით განსჯა. და ერთადერთი, რასაც ითვალისწინებს უფალი, არის თანაგრძნობა მოყვასის მიმართ. ბავშვებს ხომ, ნამდვილად არაფერი დაუშავებიათ და არ დაუმსახურებიათ ის, რომ თავიანთ ქართველ თანატოლებზე უარს პირობებში მოუხდათ ცხოვრება.

ირინა (10 წლის): როგორ მეშინია ამ სახლის! მარტო დაძინებისაც მეშინია, დედიკოს ვეხუტები ხოლმე. ზამთარში, დაბზარული კედლებიდან სიცივე შემოდის ხოლმე, ქარის დროს კი, საერთოდ გული მისკდება. მბურძგლავს, ეს ხმა რომ ჩამესმის.

 – თქვენთან ინტერვიუს ჩასაწერად რომ მოვდიოდი, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ შეიძლება ვინმე ცხოვრობდეს ამ შენობაში. აქ როგორ აღმოჩნდით?

 ირმა: ნამდვილად რთული წარმოსადგენია, ასეთ პირობებში როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა. მაგრამ ხანდახან, უსამართლოა ცხოვრება. როდესაც სახლი არ გაქვს და ჩვილი ბავშვებით ქუჩაში რჩები, არჩევანი არ გაქვს. ყოფილი სკოლის შენობაა, რომელიც ავარიულად ითვლება. ათი წლის წინ, თვითნებურად შემოვედით აქ. ქირა ვეღარ გადავიხადეთ. რამდენიმე წლის წინ, ბავშვის ავადმყოფობის გამო, სესხის აღება მოგვიწია და ეს ვალი აუტანელ ტვირთად გვექცა. ჩვენი შემოსავლის ნახევარს, 400 ლარს ვუხდით ბანკს. უბრალოდ გვინდოდა, ბავშვებს ჭერი მაინც ჰქონოდათ თავზე, ამიტომ ვცხოვრობთ ამ შენობაში. ძალიანაც გვრცხვენია, რომ ასეთ პირობებში იზრდებიან ჩვენი შვილები და მხოლოდ კეთილი ადამიანების დახმარებით მოვედით დღემდე.

რთული დასაჯერებელია, რომ ამ შენობაში ბავშვები ცხოვრობენ

 ირინა: ყველა ჩემს მეგობარს ლამაზი სახლი აქვს. მეც მხოლოდ იმაზე ვოცნებობ, რომ ჩვენც ლამაზად ვიცხოვროთ. უარს ვიტყოდი ყველა დანარჩენ ოცნებაზე, ოღონდ ეს ერთი ამისრულდეს. ისეთი ღარიბები ვართ, რომ დედიკო ცეკვაზეც კი ვერ მატარებს. გზის ფულიც არ გვაქვს. სასწაული უნდა მოხდეს, როგორც ზღაპრებში, ერთი ოთახი მაინც რომ გავარემონტოთ. სასწაულის გარეშე კი, ნამდვილად ვერაფერს მოვახერხებთ.

ირმა: ძალიან ვდარდობ ბავშვების გამო. მათ ხომ, იმდენი რამ სჭირდებათ ახლა. „არა მხოლოდ პურით ცოცხლობს ადამიანი…“ ძალიან ამტანი შვილები მყავს, მიმალავენ თავიანთ გულის ტკივილს მაგრამ, მე ხომ ვხედავ, მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე როგორ მოქმედებს ეს ყველაფერი. თანატოლების რცხვენიათ, არ უნდათ მეგობრებს გააგებინონ, რომ ასეთ დღეში ვართ. ჩემს გოგოს რამდენჯერ უტირია იმის გამო, რომ სტუმრად ვერავის ეპატიჟება. უცხომ აქ შეიძლება ფეხიც კი მოიტეხოს, თუ არ იცის, ფეხის დადგმა სად შეიძლება.

 „ძალიან მინდა, მეგობრები ჩემთან სტუმრად დავპატიჟო. მაგრამ, როგორ უნდა მოვიყვანო ასეთ საშინელ სახლში?“

– იატაკი, კედლები, ფანჯრები… პირველ რიგში რა უნდა გაკეთდეს, რომ ზედაპირული კომფორტი მაინც შეიქმნას? 

ირმა: კეთილი მეზობლები გვყავს, რომ დაინახეს, ზამთარში როგორ ვიტანჯებოდით, თანხა შეაგროვეს და ფანჯრები ჩასვეს. ეს იყო ჩვენთვის ნამდვილი სასწაული! ისეთი სასწაული, როგორზეც ჩემი გოგო ლაპარაკობს. რა თქმა უნდა, ჩვენ ამხელა თანხას ვერაფრით შევაგროვებდით. საჭმელზე ძლივს გვყოფნის ჩვენი შემოსავალი.

 „ჩვენი ერთადერთი ტექნიკა, ეს გაზის ბალონია. ბავშვებს აქ ვუმზადებ საჭმელს. მეშინია, არ აფეთქდეს და არ დაგვასახიჩროს ყველა“

– ყოველთვის ასეთ გაჭირვებაში ცხოვრობდით?

ირმა: ვერ გეტყვით, რომ ოდესმე უდარდელი ცხოვრება გვქონდა და არაფერი გვიჭირდა, მაგრამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, რა დღეშიც ვართ ამ სესხის გამო, ნამდვილი საშინელებაა. აქ არც წყალია, არც დენი. საჭმელს ვამზადებ ძველ გაზის ბალონზე, რომელიც ბოლავს. მეშინია, ერთ მშვენიერ დღეს არ აფეთქდეს. ეზოში ვიბანთ პირს და ცუდ ამინდში ეს მართლაც ძალიან ძნელია. ტაშტში ვბანაობთ, პირველყოფილი ადამიანებივით.

 „ეზოდან ვეზიდებით წყალს“

ზაფხულში კიდევ შეიძლება ეზოში პირის დაბანა. და ყინვაში როგორია, წარმოიდგინეთ?

 ირინა: იმდენი რამის კეთება მინდა. ცეკვაზე, სპორტზე, ხატვაზე სიარული. მაგრამ, ფული საერთოდ არ გვაქვს. დედას ვერაფერს ვთხოვ. ვიცი, თხოვნაც არ უნდა, ფული რომ ჰქონდეს. მთელი გულით მინდა ცეკვაზე ან ფეხბურთზე სიარული! მაგრამ, უნდა გადავდო ჩემი სურვილები. ჯერ სახლი უნდა შევაკეთოთ, მერე კი მივხედოთ დანარჩენს.

 „ჩემი ოცნებაა ველოსიპედი და შავი ტორტი“

 ირაკლი (8 წლის): იცით, მე რაზე ვოცნებობ? მხოლოდ ერთი ოცნება მაქვს – ველოსიპედი, „პულტიანი“ მანქანა და შავი ნამცხვარი!

 ირინა: მხოლოდ ერთიო და რამდენიმე ჩამოთვალა!

 ირაკლი: აი, ყოველთვის ასეა! ჰგონია, რომ უფროსია და ყველაზე ჭკვიანი. გზადაგზა გამახსენდა. შენ შემაწყვეტინე, თორემ კიდევ უფრო მეტს ჩამოვთვლიდი. ახლა კი, დამავიწყდა. აი, გამახსენდა! გთხოვთ, ტელევიზორი გვაჩუქეთ, მულტფილმებს რომ ვუყურო, ხოლმე. ერთი ტელეფონი გვაქვს და ვერ მოვრიგდით იმიტომ, რომ სხვადასხვა რამეების ყურება გვინდა. ჩემი და პრინცესებს ან ფეხბურთს უყურებს. მე კი, სხვა რაღაცეები მაინტერესებს.

ეს ბავშვები ყველაფერს მოკლებულები არიან. კედლები ინგრევა, იხევა ფანჯრებზე გაკრული ცელოფანი, ამის შემხედვარე ხომ, შეიძლება გაგიჟდეს ადამიანი

 ირინა: ვაიმე, პატარებივით იქცევით. ძალიან წყნარი ბავშვები არიან, სკოლაშიც ძალიან კარგად სწავლობენ. არასდროს არაფერს მთხოვენ, ასე ზრუნავენ ჩემზე. ცუდი მხედველობა მაქვს, მაგრამ ექიმთან ვერ მივდივარ, ვიცი, რომ წამლებს გამომიწერს, რომელსაც მე ვერ ვიყიდი. მივედი რამდენიმე წლის წინ. გამსინჯეს და მედიკამენტები დამინიშნეს. მითხრეს, რომ მკურნალობის გარეშე შეიძლება საერთოდ დავკარგო მხედველობა. 1 000 ლარი გამოვიდა, აფთიაქში რომ დამითვალეს! გამეცინა და წამოვედი. ამხელა თანხას ვერასდროს შევაგროვებ. ათასი ლარი რომ მქონდეს, საკუთარი თავისთვის ნამდვილად ვერ გავიმეტებდი. ჯერ ბავშვები, მერე სახლი, ვალები…

 „როგორ გადავიხდი ათას ლარს წამლებში, რომელმაც უნდა მიშველოს, როდესაც ვიცი, რომ ჩემი შვილები ასეთ პირობებში ცხოვრობენ და იტანჯებიან“

– ირმა, როგორ ფიქრობთ, ასეთ მდგომარეობაში რა სახის დახმარება გჭირდებათ პირველ რიგში? 

ირმა: ძალიან გვჭირდება ფინანსური დახმარება, ბავშვებს ყველაზე მინიმალური პირობები მაინც რომ შევუქმნა. ძალიან მადლობელი ვიქნები, ჩვენი საყოფაცხოვრებო პირობები ცოტათი მაინც თუ გაუმჯობესდება. ფანჯრების ჩასმა, იატაკის დასხმა. ჩემთვის ეს არარეალურია, მაგრამ წავიკითხე, რომ თქვენ არაერთ ოჯახს დაეხმარეთ სველი წერტილის მოწყობაში. ჩვენი ოჯახისთვის, ეს გადარჩენის ტოლფასი იქნება!

 „ბევრი ოცნება მაქვს, მაგრამ ფულია საჭირო, რომელიც ჩემს ოჯახს არ აქვს“

– და აუცილებლად გჭირდებათ თანხა თქვენი კვლევებისთვის და მკურნალობისთვის!

 ირმა: რა ნამუსით უნდა გთხოვოთ, მერიდება. უცხო ადამიანების დახმარების და თანადგომის იმედი გვაქვს, როგორ ვითხოვო ამდენი ერთბაშად. სირცხვილია. ჩემთვის ბავშვების სულიერი სიმშვიდე არის მთავარი. ჩემი მხედველობა კი მოიცდის. სულ რომ დავბრმავდე, ბედნიერი ვიქნები, თუ მეცოდინება, რომ ჩემი შვილები ცხოვრობენ ნორმალურ პირობებში.

 ასეთი ყოფა ანადგურებს ფიზიკურად და სულიერად. სიცილისა და თამაშის ნაცვლად, ბავშვები მოკლებულები არიან ყველაფერს და შიშით ცხოვრობენ. ჩვენ მათ ამ ჯოჯოხეთში ვერ მივატოვებთ, ამ ოჯახს დასაღუპად ვერ გავიმეტებთ. ჩავხედოთ ამ ბავშვებს თვალებში და გავიხსენოთ, რომ ჩვენი ვალია, შეჭირვებულების დახმარება. მხოლოდ მატერიალურად კი არ უნდა დამეხმაროთ, არამედ ვაჩუქოთ რწმენა, რომ ამ ქვეყნად სიკეთე იმარჯვებს.

 მოდით, ერთობლივი ძალებით დავძლიოთ ის უკუნეთი სიბნელე, რომელშიც ეს ოჯახი ცხოვრობს. დაე, ყოველმა ჩვენმა კეთილმა საქმემ სინათლის სხივივით შეაღწიოს ამ ნანგრევებში და ეს წყვდიადი განდევნოს.

თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: მარტვილის მუნიციპალიტეტი, სოფელი გაჭედილი, (ბალდა).

ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!

არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი #GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი #GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი #GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: წულაიების ოჯახი)

 თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 აგრეთვე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ტერმინალებიდან:  TBCpay, ExpressPay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ! 

 სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

ჩემი ახალი პლანშეტით „სელფის“ გადაღება მინდა თქვენს ყველა მკითხველთან ერთად!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

 

 

ირინა: „ახლა, „ტიკ-ტოკიც“ მექნება, ფილმებს და ვიდეორგოლებს გადმოვწერ.“

– ადრე, სახლის დალაგება დღეში შვიდჯერ მიწევდა ხოლმე, ხომ წარმოგიდგენიათ? – ამბობს ირმა. ნებისმიერი ქალი შეიშლებოდა ჭკუიდან. მიწის იატაკია, შავი მტვერი ედო ყველაფერს და ჩვენც მტვერს ვსუნთქავდით. თან, სახურავიდანაც რომ ჩამოდიოდა წყალი, ტალახი ფეხებით გაგვქონდა და გამოგვქონდა.

 

 „ადრე, მიწის იატაკი იყო ჩვენს სახლში და მტვერს ვსუნთქავდით.“

ცხოვრებაში ვერასდროს დავალაგებდი ამ ოთახს, თქვენ რომ ბეტონის იატაკი არ დაგესხათ. სხვა რომ არაფერი, მხოლოდ ამისთვის, მზად ვარ გულში ჩაგიკრათ და დაუსრულებლად გლოცოთ. გარდა ამისა, დაგვეხმარეთ პროდუქტითა და წამლებით, ბავშვებიც დაასაჩუქრეთ. კიდევ ის, რომ ხელისუფლებასთან სწორი მიდგომა გაქვთ და შეგიძლიათ რაღაც გააკეთებინოთ. წარმოგიდგენიათ, თქვენი წერილის შემდეგ, ადგილობრივი გამგეობის უფროსმა ამხელა პატივი გვცა და პირადად გვესტუმრა?!

 

 

ახლა, ბეტონის იატაკი გვაქვს და ბევრად უკეთესი მდგომარეობაა!

 – ირმა, გვიამბეთ, ხელისუფლების წარმომადგენლების სტუმრობას რა მოჰყვა, რაზე შეთანხმდით?

 ირმა: მარტვილიდან ჩამობრძანდა ბატონი რამაზ ხურცილავა, საკრებულოს თავმჯდომარე თავის თანამშრომლებთან ერთად. რა თქმა უნდა, მას შემდეგ, რაც თქვენი წერილი მიიღო. მეორად ფანჯრებს მოგვცემენ, გვითხრეს, რომ განაცხადი უნდა დავწეროთ სახურავის შეკეთებაზე – 700 ლარის ჩარიცხვას შემპირდნენ. ქვიშა მოიტანეს სატვირთო მანქანით. ცემენტი კი, თქვენ მოგვაწოდეთ, ასე მოხერხდა იატაკის დასხმა „მისაღებ ოთახში“. კიდევ, 20 ტომარა თქვენი მოტანილი ცემენტი დამრჩა. თუ ქვიშა მექნება, იქნებ, სხვა ოთახებშიც დავასხათ იატაკი.

 

 

ირაკლი გახარებულია: „აქ იმდენს ვირბენ, რამდენიც მომინდება.“

უკვე სისუფთავეა, ბავშვები აღარ დაისვრებიან, მეც სარეცხი მომაკლდა. თქვენი დამსახურებით წავედით წინ. ბავშვებს უხარიათ ყველანაირი სიახლე. აი, ნახეთ, ფონდის ნაჩუქარი ორსართულიანი საწოლი დავდგით, მათ კი, სიხარულით გააკრეს საკუთარი ნახატები მთელს კედელზე.

 

 

ბავშვებს ახალი ორსართულიანი საწოლი აქვთ. „შპალერის“ ნაცვლად კი, ჯერჯერობით ბავშვების ნახატებია გაკრული.

 ირინა: იმდენი დავხატე, რომ პირველ სართულსაც ეყო და მეორესაც. პირველი სართული ირაკლისია, მეორე კი – ჩემი. იმიტომ, რომ მე სიმაღლის არ მეშინია.

 – ირი, ჩვენს მკითხველებისთვის საჩუქრად რას დახატავდი?

 ირინა: ჩვენი მარტვილის ჩანჩქერებსა და კანიონს დავხატავ. აქ, ჩვენთან ისეთი  სილამაზეა! მთელს საქართველოში, აქ, ყველაზე ლამაზია მზის ჩასვლა. ხშირად ვიღებ ხოლმე ჩემი ახალი პლანშეტის კამერით. კიდევ, გულებს დავუხატავდი და დავწერდი: „ძალიან, ძალიან დიდი მადლობა!“

 

 

ირინა: „ამ პლანშეტით, რასაც მინდა, იმას გადავიღებ: ულამაზეს მზის ჩასვლასაც და „სელფებსაც“ ჩემს მეგობრებთან ერთად…“

 – ირი, კიდევ რას იღებ ხოლმე შენი პლანშეტით?

 ირინა: „სელფებს“ ჩემს მეგობრებთან ერთად, ჩემს თავს, ირაკლის. აი, ველოსიპედსაც გადავუღე სურათი. რა კარგია, არა? ირაკლიმ კი, არც იცის გადაღება.

 

 

ირინა: „აი, ირაკლის გადავუღე სურათი. კარგი გამოვიდა, არა?

 ირაკლი: ვიცი, უბრალოდ მას არასდროს მოსწონს. მეუბნება: „არ გამოვიდა“, „არ ვარგა“, „კიდევ გადამიღე“.

 – ყველა გოგო იქცევა ასე.

 ირაკლი: ოჰ, ამას მირჩევნია ჩემი ახალი ველოსიპედით სეირნობა. სწორ გზაზე, უკვე ძალიან კარგად ვატარებ. ბებოსთან კი, ჯერ ვერ ავდივარ, აღმართზე ცხოვრობს. ჯერ არ გამომდის ასვლა, ძნელია.

 

 

ირაკლი: „სწორ გზაზე კარგად დავდივარ, აღმართში ასვლა კი, ჯერ არ გამომდის.“

 – ესეც გამოგივა, დარწმუნებული ვარ. ჩვენს მკითხველებს, რისთვის ეტყოდი მადლობას?

 ირაკლი: უპირველეს ყოვლისა, ველოსიპედისთვის. კიდევ იმისთვის, რომ დედიკოს მაღაზიიდან გემრიელი საჭმელი მოაქვს: ძეხვი, სოსისი, ქათამი… ძალიან მომწონს ეს ყველაფერი! დიდი მადლობა!

 ირმა: ფონდმა ჩარიცხა თანხა და მეც პროდუქტის საყიდლად წავედი. არაფერი ვუთხარი ბავშვებს. რომ დამინახეს სავსე პარკებით ხელში, მაშინვე მომცვივდნენ კითხვებით: „დედა, საიდან?!“, „ჩვენ უნდა ვჭამოთ ეს ყველაფერი?!“ ვეკითხები: „აბა, ვინ?“ (იცინის.) აღფრთოვანებულები იყვნენ. კიდევ, თანხა რომ ჩაირიცხება, შაქარს, ზეთს, ლობიოს, ხახვს ვყიდულობ ხოლმე. აი, ერთი ტომარა ფქვილი მოვიტანე, პურს გამოვაცხობ. სად მაქვს ფული, ყოველ ჯერზე მაღაზიაში რომ ვიყიდო?

მე და ჩემს შვილს წამლები მუდმივად გვჭირდება. ირაკლის ჩემგან მემკვიდრეობით გადაეცა ეს პრობლემა – გულსისხლძარღვთა შევიწროება. ორივეს გვჭირდება „კავინტონი“, „ნო-შპა“, წვეთები… მე გულიც მაწუხებს და წნევაც, დაქვეითებული მხედველობის გამო, უნარშეზღუდული ვარ. თქვენი დახმარებით, ყველანაირი მედიკამენტი ვიყიდე და გულიც მშვიდად მაქვს. კიდევ, გაციების წამლები მოვიმარაგე, ყოველი შემთხვევისთვის. ისეთ პირობებში ვცხოვრობთ, გასაკვირი სულაც არ არის, რომ ხშირად ვცივდებით.

 – ირმა, რას ეტყოდით ჩვენს მკითხველებს, ვინც მონაწილეობა მიიღო პროექტში?

 ირმა: არასდროს მინახავს ამხელა ყურადღება. განსაკუთრებით მადლიერი ვარ თქვენი და მიხარია ბავშვების გამო. კეთილდღეობას და უზრუნველ ცხოვრებას გისურვებთ ყველას. ღმერთმა გაშოროთ ყოველგვარი ავადმყოფობა და გასაჭირი. ვაიმე, ახლა ჩემი ნება რომ იყოს, ყველას ჩაგიკრავდით გულში და ასე ვიდგებოდი ცოტა ხანს.

იგრძნობდით, როგორ მიფრიალებს სიხარულისგან გული, სიხარულის ცრემლები როგორ ჩამომდის და როგორი მადლიერი ვარ თქვენი. სიტყვები კი, არაფრის მთქმელია… ჩემი შვილებიც მოვიდოდნენ და ჩაგეხუტებოდნენ. ხომ ასეა, ირინა, ირაკლი?

 ირაკლი: კი.

 ირინა: მე კი „სელფს“ გადავიღებდი ყველასთან ერთად.

 – ძალიან მაგარი აზრია, ირი! ირმა, თქვენ მოსაგვარებელი დაგრჩათ გარკვეული პრობლემები. მოდით, შევახსენოთ ჩვენს მკითხველებს, იქნებ შეძლონ, კვლავაც რომ დაგეხმარონ?

 ირმა: ღმერთო ჩემო, თქვენ ისევ გსურთ, რომ დაგვეხმაროთ! ჩვენთან სახლში არ მოდის წყალი, დენიც არ არის, ჩემი ოცნებაა, ლინოლეუმი დავაგო ცემენტის იატაკზე. სხვა ოთახებშიც იატაკი რომ გვქონდეს. მეშინია, თავი არ მოგაბეზროთ ჩვენი პრობლემებით (მორიდებულად იღიმის). თუკი ვინმეს ექნება სურვილი, რომ დაგვეხმაროს, სიხარულითა და მადლიერებით მივიღებთ ამ დახმარებას.

წულაიების ოჯახი ცდილობს, საცხოვრებლად მოაწყოს ყოფილი სკოლის ავარიული შენობა. ეს ხომ, უბრალოდ თავშესაფარია, ღამის გათევა ქუჩაში რომ არ მოუწიოთ. პირობები კვლავაც ძალიან ცუდია – არ აქვთ არც დენი, არც წყალი, არც ტექნიკა, ბავშვებს გაქუცულ კედლებში უწევთ ცხოვრება. შენობა კეთილმოწყობას საჭიროებს და თქვენც შეგიძლიათ, ამაში აქტიურად რომ დაეხმაროთ.

 მადლობას გიხდით, შეჭირვებულ ქართულ ოჯახებზე ასე რომ ზრუნავთ. ჩვენი შვილები მხოლოდ ბედნიერ ცხოვრებას იმსახურებენ.

თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 

თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!

მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000

 (დანიშნულება: წულაიების ოჯახი)

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

აგრეთვე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ტერმინალებიდან:  TBCpay, ExpressPay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

 სპეციალურ ნომერზე:  0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

 

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2023 ოქტ 12
პროდუქტები
200.14₾
2023 ოქტ 14
სამშენებლო მასალა
640.00₾
2023 ნოე 13
საწოლი
980.00₾
2023 ნოე 25
მედიკამენტები
199.15₾
2023 ნოე 30
ფონდის ზედნადები ხარჯები
355.00₾
2023 დეკ 17
მედიკამენტები
247.29₾
2024 იან 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
250.00₾
2024 თებ 12
მედიკამენტები
225.64₾
17.10.2024
პროდუქტები
169.88₾

სულ ხარჯები:

3267.10₾

დარჩა:

8.86₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.11.2024 00:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.11.2024 00:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.11.2024 00:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.11.2024 00:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.11.2024 00:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.11.2024 00:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.11.2024 00:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.11.2024 00:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.11.2024 00:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.11.2024 00:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.11.2024 00:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.11.2024 00:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.11.2024 00:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.11.2024 00:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.11.2024 00:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.11.2024 00:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.11.2024 00:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.11.2024 00:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.11.2024 00:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.11.2024 00:00:00
₾8.00

შემოწირულია:

₾3,275.96

264 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾3,275.96

264 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება