რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
ყოველდღე ცდილობ ცხოვრების აწყობას, ერთ ნასვამ მძღოლს კი წამებში, ერთი ხელის მოსმით შეუძლია მისი დანგრევა. მთელ შენს გეგმებს, ოცნებებსა და იმედებს შეიძლება რამდენიმე წამში მოეღოს ბოლო. „ყველაფერს ვაკონტროლებდი და მეგონა, რომ ასე ვიცხოვრებდი ღრმა სიბერემდე. ალბათ, თქვენც ასე გგონიათ, არა? მაგრამ სინამდვილეში, ჩვენი მომავალი ძალიან სათუთი რამ არის. აღმოჩნდა, რომ უნამუსო ნასვამი მძღოლის ხელთაა ჩემი ცხოვრება. მას ხომ, მხოლოდ საკუთარი თავი კი რა, შეიძლებოდა ვიღაცის ოჯახი, ოცნებები და მთელი ცხოვრება მოესპო. – გულის ტკივილით ამბობს ანტონი. – მაგრამ, მე შემოვხვდი გზად.“
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270
ყოველდღე ცდილობ ცხოვრების აწყობას, ერთ ნასვამ მძღოლს კი წამებში, ერთი ხელის მოსმით შეუძლია მისი დანგრევა.
მთელ შენს გეგმებს, ოცნებებსა და იმედებს შეიძლება რამდენიმე წამში მოეღოს ბოლო. „ყველაფერს ვაკონტროლებდი და მეგონა, რომ ასე ვიცხოვრებდი ღრმა სიბერემდე. ალბათ, თქვენც ასე გგონიათ, არა? მაგრამ სინამდვილეში, ჩვენი მომავალი ძალიან სათუთი რამ არის. აღმოჩნდა, რომ უნამუსო ნასვამი მძღოლის ხელთაა ჩემი ცხოვრება. მას ხომ, მხოლოდ საკუთარი თავი კი რა, შეიძლებოდა ვიღაცის ოჯახი, ოცნებები და მთელი ცხოვრება მოესპო. – გულის ტკივილით ამბობს ანტონი. – მაგრამ, მე შემოვხვდი გზად.“
„სიცოცხლის შენარჩუნება სულაც არ ნიშნავს ცხოვრებას. ჩემი ცხოვრება კი, ნამდვილი ჯოჯოხეთია!“
– მაგრამ, რაც მთავარია, ცოცხალი გადარჩით, ანტონ?
ანტონი: ის, რომ შეჯახების მერე, ცოცხალი გადავრჩი, სულაც არ ნიშნავს იმას რომ ჯოჯოხეთი ამცდა. ამ ავარიამ გამანადგურა, როგორც ადამიანი. 14 ოპერაცია მაქვს გადატანილი, 14-ჯერ ჩავხედე სიკვდილს თვალებში. დიახ, ცოცხალი ვარ, მაგრამ ახლა, ტანჯვაა ჩემი სიცოცხლე. უკვე 10 წელია, ეს ტკივილი ვერ მოვიშორე.
– როგორ უმკლავდებით ყველაფერს მარტო, თანაც ასეთ მდგომარეობაში?
ანტონი: პირდაპირ მკითხეთ: როგორია, როდესაც მარტოხელა და უფეხო ხარ? ეს მხოლოდ ფიზიკური ტკივილი კი არა, ემოციური სატანჯველია. ათ წელიწადში როგორღაც ვისწავლე ტკივილთან ერთად ცხოვრება. ბევრად მძიმე დანაკარგსაც ვარ შეგუებული. უბრალოდ შემომხედეთ, რას დავემსგავსე. ყველაზე უბრალო მედიკამენტებზეც კი არ მყოფნის ფული, ხანდახან, საჭმელზეც კი და ცრემლებით ვიკლავ შიმშილს და ტკივილს.
„მთელი დღე ასე ვზივარ და ვიქრობ, როგორ გავაგრძელო ცხოვრება, რა მელის წინ.“
– ყველას არ შეუძლია 14 ოპერაციისა და 14 ნარკოზის გადატანა და მიუხედავად ამისა, სიკეთისა და ადამიანობის შენარჩუნება.
ანტონი: ყოველთვის ასეთი ვიყავი. ვცდილობდი, სიკეთე მეკეთებინა. ადამიანს ვერასდროს ვერაფერს დავუშავებ. იმ მძღოლსაც კი, რომელმაც ცხოვრება დამინგრია, არ ვუჩივლე. კაცურად ვთხოვე, ფინანსურად დამდგომოდა გვერდში, რადგან ოპერაციები ძალიან ძვირი ჯდებოდა. როგორ ფიქრობთ, სიკეთისთვის რით გადამიხადა? არაფრით! მადლობაც კი არ უთქვამს ჩემთვის. 200 ლარი მომცა და გაქრა. მაგრამ, მართალი გითხრათ, გულში წყენა არ ჩამიდია. ღმერთმა განსაჯოს. მაგრამ, ერთს გეტყვით, მის სინდისზეა ჩემი ასეთი ცხოვრება.
„შემომხედეთ, როგორი ვიყავი და რას დავემსგავსე. ნასვამმა მძღოლმა ცხოვრება დამინგრია.“
– ამ ნაგებობაში როგორ აღმოჩნდით, ანტონ? საერთოდ რა არის ეს?
ანტონი: საქონლის სადგომია. საკუთარი ხელით გადავაკეთე საცხოვრებლად. ჩემი მშობლების სახლი მიწისძვრამ დაანგრია. ვეღარ აღვადგინე. მაშინ, სესხი გამოვიტანე ბანკიდან, მეგონა, რომ საკუთარი ხელით ავაშენებდი პატარა სახლს. მაგრამ, თანხა მხოლოდ კედლების აგებისთვის აღმოჩნდა საკმარისი. მერე კი, ღია ცის ქვეშ რომ არ დავრჩენილიყავი, გადავწყვიტე ამ სადგომში დაბინავება. მივალაგე, როგორღაც მოვაწესრიგე. მოვაწესრიგე რა… სისუფთავეა და ძროხების სუნი აღარ დგას. თავდაუზოგავად ვშრომობდი მთელი ცხოვრება. საქონლის სადგომი კი, ჩემი უკანასკნელი იმედი აღმოჩნდა.
„ამჟამად საქონლის სადგომში ვცხოვრობ. ნუ გეშინიათ, სისუფთავეა. საკუთარი ხელით დავასუფთავე და მოვაწესრიგე აქაურობა.“
მშობლების სახლი დანგრეულია.
ახალი სახლის მშენებლობის დასრულება კი, ანტონმა ვერ მოახერხა.
ამიტომაც, საქონლის სადგომში ცხოვრობს.
– ამჟამად რას საქმიანობთ?
ანტონი: მართალი გითხრათ, მარტოობა და სიჩუმე სულაც არ მხიბლავს. ტელევიზორი რომ მქონოდა, ჩემი ყოველდღიურობა აღარ იქნებოდა ასეთი ერთფეროვანი. ძალიან აქტიური ვიყავი ყოველთვის. განათლებით ვეტერინარი ვარ. ყოველთვის ვმუშაობდი. ჩემი პროფესიის გარდა, სელექციონერი, სპორტული კომპლექსის დირექტორი და მნეც ვიყავი. იმ დღესაც, როდესაც ავარია მოხდა, სამსახურიდან ვბრუნდებოდი. ღმერთო, ვინ წარმოიდგენდა?! ეს ყველაფერი არ მოხდებოდა, ერთი წუთით მაინც რომ დაგვეგვიანა გამოსვლა მე ან იმ მძღოლს. აქტიური ცხოვრებით ვცხოვრობდი, ახლა კი ხმის გამცემიც არავინ მყავს.
„აქტიური ცხოვრებით ვცხოვრობდი, ბევრი სიკეთეც მაქვს გაკეთებული. ვზივარ ასე და ვიხსენებ. ახლა კი, ტელევიზორიც არ მაქვს, რომ ჩავრთო და თავი დავაღწიო ამ სიჩუმეს.“
– ახლობელი საერთოდ არავინ გყავთ?
ანტონი: მეუღლე იყო ჩემი ყველაზე საყვარელი ადამიანი და ისიც, დიდი ხნის წინ გარდაიცვალა. შვილები გაიზარდნენ და საკუთარი ცხოვრება აქვთ. როგორც შეუძლიათ, ზრუნავენ ჩემზე. მირეკავენ, მკითხულობენ. ჩემი ოპერაციები მძიმე ტვირთად დააწვათ მხრებზე. ჩემი და აქვე ახლოს, სოფელში ცხოვრობს. ცხელი სადილი მოაქვს ჩემთვის, ტანსაცმელს მირეცხავს. მაგრამ, მისი შეწუხებაც ზედმეტად არ მინდა. ყოველ წუთში ხომ არ ვთხოვ – ის მომიტანე, ეს მომიტანე. ხანდახან, უბრალოდ ვითმენ ტკივილს, ფული რომ დავზოგო და მშიერი არ დავრჩე.
„ვცდილობ, შევინარჩუნო სისუფთავე. ჩემი დაც მეხმარება. შვილებიც მოდიან სანახავად, როცა შეუძლიათ.“
– კარგია, რომ მოგვმართეთ. ჩვენი ფონდის შესახებ საიდან გაიგეთ?
ანტონი: მგონი, მთელმა საქართველომ იცის თქვენს შესახებ. დიდხანს ვმერყეობდი, სანამ მოგმართავდით, მერიდებოდა. მერე კი ვიფიქრე, რა არის აქ სამარცხვინო? აი, მე როგორ მოვიქცეოდი, ჩემთვის ვინმეს დახმარება რომ ეთხოვა? სიხარულით დავეხმარებოდი. სხვა ადამიანები სხვანაირად ფიქრობენ, განა?
„ვიცი, რომ დახმარების თხოვნა სულაც არ არის სამარცხვინო. ამას, საკუთარი თავიდან გამომდინარე ვამბობ. მე პირადად, ნებისმიერს დავეხმარებოდი.“
– რით შეგვიძლია თქვენი დახმარება?
ანტონი: უპირველეს ყოვლისა, ძალიან გთხოვთ, ტელევიზორი მაჩუქოთ. ამ სიჩუმესთან შეგუება ძალიან მიჭირს. მაგიჟებს. კიდევ, ძალიან მჭირდება მაცივარი. ძალიან მადლობელი ვიქნები საკვები პროდუქტებისთვის და მედიკამენტებისთვის, რომლის ყიდვის საშუალებაც მე არ მაქვს. არ ვარ პრეტენზიული, არ ვსვამ, არ ვეწევი. ნებისმიერი წვრილმანი უფლის საჩუქარია ჩემთვის! ყველაფრისთვის მადლობას გეტყვით. და კიდევ, იქნებ არის პატარა სარეცხი მანქანები, თვითონ რომ გავრეცხო ჩემი ნივთები და თეთრეული და აღარ შევაწუხო ჩემი და.
„ხანდახან, უბრალო ტკივილგამაყუჩებლების ყიდვის საშუალებაც კი არ მაქვს და იძულებული ვარ, ტკივილი მოვითმინო.“
მეგობრებო, თქვენ რას მოიმოქმედებდით ანტონის ადგილას? მაგალითად მე, მივმართავდი ყველა ნაცნობს და უცნობს, ვისაც დახმარება შეუძლია. ბიბლიაში ნათქვამია: „ითხოვეთ და მოგეცემათ“. მოდით, გავაკეთოთ ისე, რომ ანტონი, რომელმაც ცხოვრებაში არა ერთი კეთილი საქმე გააკეთა, მარტო არ დარჩეს. უკვე დააღალატა ადამიანმა, ვისაც სიკეთე გაუკეთა და სასამართლოში არ უჩივლა. მოდით, დავეხმაროთ ანტონს, დავუბრუნოთ ადამიანების რწმენა და ღირსეული სიბერე ვაჩუქოთ.
ბოლოს, გვსურს კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი იმას, რომ სათუთია და ფასდაუდებელი ჩვენი სიცოცხლე. ყოველ წამს უნდა გავუფრთხილდეთ. ერთმა შეცდომამ შეიძლება ხაზი გადაუსვას ყველაფერს, რის აგებასაც მოვუნდით წლები. ვიზრუნოთ არა მხოლოდ საკუთარ, არამედ სხვა ადამიანების სიცოცხლეზეც და დავეხმაროთ მათ, ვინც სხვის დაუდევრობის გამო, აღმოჩნდა ამქვეყნიურ ჯოჯოხეთში.
თუ გსურთ, მოინახულოთ ანტონი და დახმარება პირადად გაუწიოთ, მისი მისამართია: გორის მუნიციპალიტეტი, სოფელი არბო.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: TBCpay, ExpressPay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
ერთად, ჩვენ დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
სულ ხარჯები:
2171.02₾დარჩა:
0.10₾