ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

დედა ელენე: „უდიდეს მადლობას გიხდით, ადამიანებო, თქვენი სიკეთე და სიყვარული უსაზღვრო არის!“

calendar ნოემბერი 2, 2023

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

დედა ელენე: ბოდიშს გიხდით, ამდენი თხოვნით რომ გაწუხებთ, მაგრამ ეს ხომ ჩვენი საერთო საქმეა. არ დაგიმალავთ, თქვენი იმედი მაქვს. (იღიმის.) ყოველთვის გვჭირდება წამლები, პამპერსი, სველი ხელსახოცები, ასევე აბაზანისა და საპირფარეშოს საწმენდი საშუალებები. სამი მწოლიარე ბებიის მოსავლელად სპეციალურ გამწმენდ ქაფს ვიყენებ. იქნებ, ვინმეს მოუნდეს, ფორტეპიანო რომ აჩუქოს თავშესაფარს? შესაძლოა, ახალი არა, მაგრამ კარგ მდგომარეობაში. მეტი დადებითი ემოცია სჭირდებათ ბებიებს და ძალიან გაახარებდათ. ან იქნებ, ვინმემ კონცერტი ჩაატაროს? აი, ისეთი, ქართულგერმანული სკოლასხივისმოსწავლეებმა რომ ჩაატარეს. ოჰ, რა ლამაზი დღე იყო! გარდა ამისა, ვფიქრობ, რომ ის სივრცე, სადაც დღის განმავლობაში ჩვენი თავშესაფრის მაცხოვრებლები სხედან, წვიმისა და ქარისგან დაცული უნდა იყოს. მეტალოპლასტმასი საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა. ამ საკითხის მოგვარებაშიც გთხოვთ დახმარებას. თავშესაფარ „ლაზარეთს“ რეგულარულად ესაჭიროება მედიკამენტები, პამპერსი, ჰიგიენური საშუალებები და ქიმიკატები. ბებიების პირადად მონახულება ასევე შესანიშნავი აზრია! ძალიან გაუხარდებათ და დიდხანს ემახსოვრებათ ასეთი დღე!

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

ქართველი მონაზონი – დედა ელენეს მეორე ცხოვრება მაშინ დაიწყო, როდესაც თავი ღვთის მსახურებას მიუძღვნა, შეჭირვებულთა და სნეულთა დასახმარებლად! მისი მოღვაწეობა თანადგომას ნამდვილად იმსახურებს!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

ეს ისტორია დაიწყო მაშინ, როდესაც მან გადაწყვიტა ყველა ამქვეყნიური საზრუნავი მიეტოვებინა და თავი ღვთის მსახურებისთვის მიეძღვნა. და ეს ყველაზე რთული ნაბიჯი იყო მის ცხოვრებაში. ყველა წინააღმდეგი იყო, მშობლებიც, შვილებიც… „მაგრამ, როდესაც ღმერთი გესაუბრება, არაფრის არ უნდა შეგეშინდეს, თუნდაც მთელი სამყარო იყოს შენს წინააღმდეგ!“ – ამბობს დედა ელენე. 

ნამდვილად სასიამოვნოა მისი მოსმენა, მის სიტყვებს სიმშვიდე მოაქვთ და ის, რასაც საუბრობს ღმერთზე, ცხოვრებაზე, სიკეთესა და ბოროტებაზე, ბევრ რამეზე აუცილებლად დაგაფიქრებთ.

– რამდენი ხანია, რაც მონაზვნად აღიკვეცეთ და გადაწყვიტეთ, რომ თქვენი ცხოვრება უფალს მიუძღვნათ?

დედა ელენე: 18 წელია, მონაზონი ვარ. ასეთი გადაწყვეტილების მიღება არ იყო ჩემთვის ადვილი. გიამბობთ, როგორ მოხდა ეს ყველაფერი. სიყვარულით აღსავსე ოჯახში გავიზარდე. არაჩვეულებრივი მშობლები, ბებია და ბაბუა მყავდა და მეც, ისეთ გარემოში ვიზრდებოდი, სადაც ყველას ერთმანეთი უყვარდა და პატივს სცემდა. მესამე კურსზე ვსწავლობდი, როდესაც ოჯახი შექმენი. სამი შვილი და უკვე, ექვსი შვილიშვილი მყავს. ოჯახური ცხოვრების 20 წელი ძალიან მძიმე იყო. მამშვიდებდა მხოლოდ წმინდა მამების წიგნების კითხვა და ლოცვა. მერე კი, მონასტერში წასვლა გადავწყვიტე. ჩემს შვილებს ჩემს გადაწყვეტილებასთან შეგუება ძალიან გაუჭირდათ, დედაჩემიც წინააღმდეგი იყო, მაგრამ უფლის დახმარებით, შევძელი იმის განხორციელება, რასაც მკარნახობდა გული.

– მონასტერში ცხოვრება როგორი იყო?

დედა ელენე: ვერ გეტყვით, რომ იქ ცხოვრება მარტივია. საკმაოდ რთული იყო ჩემთვის პირველი წლები. შემდეგ, უმწეო მოხუცების დასახმარებლად გამაგზავნეს. მოძღვარმა მითხრა, რომ უფრო მეტ სარგებელს მოვიტან, თუ ქალაქში ვიცხოვრებ და ვიზრუნებ ხანდაზმულებზე. 2014 წლიდან ვეწევი ამ საქმიანობას. მუდამ ვგრძნობ, რომ უფალი ჩემს გვერდით არის! ყოველდღე ვლოცულობ, რომ ჩემი მზრუნველობის ქვეშ მყოფი ადამიანები კომფორტში იყვნენ, საჭმელი და წამლები ჰქონდეთ. სასწაულებრივი გზით, უფალი ყველაფერს მიგზავნის, კეთილი ადამიანების ხელით.

„რა თქმა უნდა, მონასტერში ცხოვრება არის უფრო ადვილი.  იქ, მთელი დღის განმავლობაში შრომობ და ლოცულობ. აქ კი, პასუხისმგებლობა გაკისრია ყველა იმ ადამიანის წინაშე, ვინც შეიფარე“

          – ესე იგი, უყვარხართ ღმერთს! 

          დედა ელენე: ერთხელ, ჩემს მოძღვარს ეს სიტყვები ვუთხარი და რა მიპასუხა, იცით? რომ ღმერთს ის ადამიანები უყვარს, ვისზეც მე ვზრუნავ – მოხუცები. უფალი უმწეო ადამიანს არასდროს მიატოვებს. დღეს, მე რომ მოვკვდე, გამოუგზავნის სხვას, ვინც ჩემზე უკეთესად იზრუნებს მათზე.

         – როგორ იმოქმედა მონაზვნად აღკვეცამ თქვენს დამოკიდებულებაზე სამყაროს და ზოგადად, ცხოვრების მიმართ?

        დედა ელენე: მე არაფრით ვარ სხვაზე უკეთესი. ის, რომ მე მონაზონი ვარ და შავები მაცვია, მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მეტი ვალდებულებები მაქვს უფლის წინაშე. როდესაც საერო პირთა შორის იმყოფები, გიწევს მეტი დაბრკოლებების გადალახვა. ხანდახან, ვუწყრები კიდეც პერსონალს, რომელიც მეხმარება მოხუცთა მოვლაში. მაგრამ, ეს იშვიათად ხდება და აუცილებლად ვინანიებ მერე.

„დილით ადრე ვდგები, ლოცვა რომ მოვასწრო, სანამ გაიღვიძებენ ჩემი მზრუნველობის ქვეშ მყოფი მოხუცები“

         – საზოგადოებას ემსახურებით, ეხმარებით მარტოსულ და სნეულ ადამიანებს იმიტომ, რომ ეს თქვენი ვალდებულება არის, თუ უბრალოდ სხვაგვარად არ შეგიძლიათ?

         დედა ელენე: დიახ, სწორედ ეს არის ჩემი ღვთის მსახურება. სანამ შემიძლია ვინმეზე ზრუნვა, ეს უნდა ვაკეთო. მონასტერში არ ხდება ისე, თავად რომ გადავწყვიტო წახვიდე, გახსნა მოხუცთა თავშესაფარი და იზრუნო მათზე. არა! იქაური წესები სხვანაირია. აქ გამომგზავნეს, ჩემმა მოძღვარმა კურთხევა მომცა. საქმიანობის არჩევის უფლება არ გვაქვს, მონაზვნებს.

         – ასეთი რთული საქმის კეთებას შეძლებდით, სასულიერო პირი რომ არ ყოფილიყავით?

        დედა ელენე: არ ვიცი. ალბათ, უფლის დახმარების გარეშე, ძალიან გამიჭირდებოდა. ან შესაძლოა, ყველაფერს გულთან ასე ახლოს არ მივიტანდი.

         – აქ უფრო რთულია ცხოვრება, თუ მონასტერში?

         დედა ელენე: აქ! ნამდვილად, აქ. როგორია ცხოვრება მონასტერში? ეს არის ლოცვა და შრომა, შრომა და ლოცვა. აქ კი, პასუხისმგებლობა დიდია. თითოეულ ადამიანზე მე ვაგებ პასუხს. კიდევ, ძალიან ვეჩვევი და მათი იმ ქვეყნად წასვლა ტკივილს მაყენებს. გარდა ამისა, მათ სულიერ ცხოვრებაზეც მე ვაგებ პასუხს. აქ, ყველას კი არ აქვს „ლამაზი“ ბუნება. ზოგიერთი ძალიან აგრესიულიც არის. შეუძლიათ დაგწყევლონ ან შეურაცხყოფა მოგაყენონ… სიყვარულით უნდა მიიღო ეს ყველაფერი. გულმოდგინედ ვლოცულობ მათი სულების გადარჩენისთვის.

„აქ, თითოეულ ადამიანს საკუთარი ცხოვრების ისტორია აქვს, საკუთარი ბედი… ზოგი ოჯახის წევრებმა მოიყვანეს და დატოვეს, ზოგიც ქუჩაშია ნაპოვნი“

          – არჩევითია, ვის დაეხმარებით და ვის – არა? სასმელზე ან ნარკოტიკზე დამოკიდებულ ადამიანს არ დაეხმარებით?

          დედა ელენე: რას ამბობთ! ჩემი ვალია, ყველას რომ დავეხმარო! არ აქვს მნიშვნელობა, არც წარმომავლობას, არც სარწმუნოებას, არც ცხოვრების წესს. ვერ განვიკითხავ. მე ყველა მიყვარს და ვზრუნავ მათზე. ერთი ქალბატონი ცხოვრობს ჩვენთან ამჟამად, კიბო აქვს. ძლიერი ტკივილებით იტანჯება, ერთადერთი შვილი გარდაეცვალა, ნათესავები კი ჰყავს, მაგრამ ახლა, აღარავის სჭირდება. იცით, რა ცოდოა? ყოველდღე მეკითხება, ხომ არავინ მოსულა, ჩემს სანახავადო? მე კი, ცრემლებით მევსება თვალები.

           – როგორ ფიქრობთ, რატომ ხდება ისე, რომ ერთ მშვენიერ დღეს საკუთარ ახლობლებს აღარ სჭირდებათ ადამიანი?

          დედა ელენე: რა გითხრათ… სხვადასხვა გარემოებები არსებობს. ზოგს უბრალოდ თავიდან იშორებენ, როგორც ზედმეტ ტვირთს, ზოგიც უბრალოდ ვერ უმკლავდება. დღეს, სამსახური თუ არ გაქვს, ავადმყოფს წამლებს ვერ უყიდი. ზოგიერთს სახლში მარტოს ვერ დატოვებ, საშიშია! ჩემს „ლაზარეთში“ აღმოჩნდა ერთი ქალბატონი. მისი შვილები ყოველდღე მოდიოდნენ და მოჰქონდათ ყველაფერი, რაც საჭირო იყო, არა მხოლოდ მისთვის, არამედ სხვებისთვისაც. დედა კი, ვერ ცნობდა მათ. შვილებისთვის ამის გააზრება ორმაგად რთულია. ყველა ატარებს საკუთარ ჯვარს. ჯვარს აძლევს უფალი და აძლევს ისეთ ჯვარს, რომლის ტარებაც ადამიანს შეუძლია.

„გულში ყველა ოცნებობს იმაზე, რომ თავის სახლში, თავის საწოლში მოკვდეს. მაგრამ სამწუხაროდ, ამის შესაძლებლობა ყველას არ ეძლევა“

         – უცოდველი ადამიანების არსებობის თუ გჯერათ?

         დედა ელენე: ამ ქვეყნად, ეს პრაქტიკულად შეუძლებელია. მაგრამ იმისთვის, რომ მიუახლოვდე ღმერთს მორჩილი უნდა იყო. ვიტყოდი, რომ ამპარტავნება არის ადამიანისთვის ყველაზე საშიში ცოდვა. ყოველგვარი უბედურება მას მოაქვს.

         – ახლა, ვისაუბროთ თქვენს „ლაზარეთზე“. რა არის ამჟამად თავშესაფრისთვის მთავარი პრობლემა?

         დედა ელენე: მთავარი პრობლემაა პამპერსი და მედიკამენტები. მრევლი ხშირად გვეხმარება პროდუქტით. ბერებიც გვაწვდიან ხილსა და ბოსტნეულს, რომელიც თავად მოჰყავთ. შეიძლება ითქვას, საკვები პროდუქტის პრობლემა არ გვაქვს. დღე არ გავა, ვინმემ არ გვინახულოს და ჩემს ბებოებს რამე გემრიელობა არ მოუტანოს. ამიტომ, ჩვენი მთავარი გასაჭირი არის პამპერსი, ჰიგიენური საშუალებები და მედიკამენტები. სწორედ ამიტომ, მივმართე დახმარებისთვის თქვენს ფონდს.

„ახალგაზრდები როდესაც იყვნენ, რას წარმოიდგენდნენ, რომ მარტოობაში გაატარებდნენ ცხოვრების უკანასკნელ დღეებს“

        – რამდენი ბენეფიციარი გყავთ და როგორია მათი მდგომარეობა?

         დედა ელენე: ახლა, 12 ბებო მყავს. 3 საავადმყოფოში წევს, 3 ახლახან გარდაიცვალა. მატებას ველოდები. ჩემთან თავისუფალი ადგილები არასდროს არის. საპატრიარქოდან მირეკავენ და მთხოვენ, ვინმე რომ შევიფარო ან სულაც, უსახლკარო და უსაბუთო ადამიანები მოჰყავთ.

         – ერთმანეთთან თუ აქვთ კარგი ურთიერთობა თქვენი მზრუნველობის ქვეშ მყოფ ქალბატონებს?

         დედა ელენე: როგორ გითხრათ… ვერ ვიტყვი, რომ ერთმანეთი ძალიან უყვართ. ხანდახან, ჩხუბობენ კიდეც. რთული ხასიათი აქვს ყველას. ისინი ხომ, ჩემთან კარგი ცხოვრების გამო არ მოხვედრილან. მონაზონი კი ვარ, მაგრამ ხანდახან, ემოციებს მეც ვერ ვუმკლავდები. ამდენ სიკეთეს უკეთებ და ხანაც, უბრალო მადლობასაც ვერ გაიგებ. ადრე, ამის გამო სასოწარკვეთილებაშიც კი ვვარდებოდი, მერე კი მივეჩვიე. ჩვენ ხომ, მადლობისთვის არ ვაკეთებთ ამას.



 „ბავშვებივით უხარიათ მცირედი სითბო და მზრუნველობა“

         – პამპერსისა და ჰიგიენური საშუალებების გარდა, კიდევ რით შეგვიძლია, დავეხმაროთ თავშესაფარს?

  დედა ელენე: ზამთრის დადგომის მეშინია ყველაზე მეტად. სახლში სითბო თუ არ იქნა, ეს ისედაც უბედური ადამიანები, ძალიან გაწვალდებიან. ამხელა სახლის შენახვა კი, ძალიან ძვირი ჯდება. გთხოვთ, იქნებ გამოჩნდეს ვინმე, ვინც საკუთარ თავზე აიღებს ამ აუცილებელ საქმეს და ჩვენი ბებოებისთვის კომუნალურ გადასახადებს დაფარავს.

„სრულიად უცხო ადამიანები, შეიძლება გახდნენ ოჯახის წევრებზე უფრო ახლობელი“

           – ჩვენი ფონდის მეგობრებს რას უსურვებდით?

           დედა ელენე: გისურვებთ, მუდამ გრძნობდეთ, რომ უფალი თქვენს გვერდით არის. რომ ის მართლაც, მუდამ თქვენს გვერდით იყოს. ნურასდროს ნურავის განსჯით. ყველა ატარებს საკუთარ ჯვარს. იყავით მომთმენნი, ეცადეთ, მოკრძალებულები და მორჩილნი იყოთ, აკეთეთ სიკეთე და სიხარულით ატარეთ თქვენი ჯვარი. გულში ჩაიკარით და გიყვარდეთ მოხუცები. ყველანი დავბერდებით და არავინ იცის, რა გველის წინ. ყველას გისურვებთ, სხვისი ტკივილი გტკიოდეთ და გულწრფელად გიხაროდეთ სხვის ბედნიერება. სწორედ ეს არის სიყვარული. სადაც სიყვარულია, იქ არის ღმერთიც!

„იყავით მომთმენნი, ეცადეთ, მოკრძალებულები და მორჩილნი იყოთ, აკეთეთ სიკეთე და სიხარულით ატარეთ თქვენი ჯვარი“

 

* * *

         „ლაზარეთი“ გახლავთ თავშესაფარი მოხუცი ქალბატონებისთვის, ვინც საკუთარმა ახლობლებმა დაივიწყეს და მიატოვეს. ლაზარეთისბინადართა შორის, არიან ისეთებიც, ვის ოჯახებსაც აღარ შეუძლიათ ან უბრალოდ აღარ სურთ მათზე იზრუნონ და ეს რთული მისია, დედა ელენემ აიღო საკუთარ თავზე.

         „ლაზარეთში“ ცხოვრება ნიშნავს ზრუნვას და თანაგრძნობას. დედა ელენე ამ მოხუცების არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ სულიერ მდგომარეობაზეც ზრუნავს. მისი დღეები სავსეა ლოცვით, წმინდა წერილის კითხვით და მისი მზრუნველობის ქვეშ მყოფ ადამიანებთან ურთიერთობით. მას უწევს ავადმყოფობასთან, სიბერესა და დანაკარგებთან გამკლავება, მაგრამ მისი რწმენა უფლისადმი და რწმენა იმისა, რომ მისი მსახურება ღვთის საჩუქარია, ყველაზე მძიმე წუთებშიც კი ეხმარება.

          დედა ელენემ დაგვანახა, რომ გზანი უფლისანი მართლაც შეუცნობადია. მან დატოვა მონასტრის კომფორტი, რათა იზრუნოს ჩვენი საზოგადოების ყველაზე დაუცველ წევრებზე. მისი ისტორია კი შეგვახსენებს, რაოდენ მნიშვნელოვანია თანაგრძნობა და მზრუნველობა მოყვასისადმი, განსაკუთრებით იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება

        დაე, ეს პოსტი შთაგონება იყოს ჩვენთვის, ჩვენც ვნახოთ გზა, რომ ამ ერთგული მონაზვნის მსგავსად ჩვენც ვემსახუროთ სხვებს და წვლილი შევიტანოთ უკეთესი სამყაროს შექმნაში.

        თუ გსურთ, მოინახულოთ მოხუცები და პირადად გაუწიოთ მათ დახმარება, თავშესაფარი „ლაზარეთი“ მდებარეობს მისამართზე: თბილისი, სანზონა, ნაგომარის ქ. 46.

ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!

არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000 

(დანიშნულება: თავშესაფარი „ლაზარეთი“)

        თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

          თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: TBCpay, ExpressPay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავშიქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

ერთად, ჩვენ დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ! 

          სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

დედა ელენე: „უდიდეს მადლობას გიხდით, ადამიანებო, თქვენი სიკეთე და სიყვარული უსაზღვრო არის!“

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

შეხედეთ, რამხელა ბედნიერების მინიჭება შეუძლია თქვენს ყურადღებას! დოდო ბებია გიგზავნით უამრავ კოცნას!

ლაზარეთისთავშესაფარში ყველა ბებო საჩუქრებით თავისებურად ხარობს. ამჯერად, უამრავი მოვლის საშუალება და ფაფა მივუტანეთ.

დოდო ბებია თმის სახვევების შეფუთვას დაუყოვნებლივ ხსნის, თმას იხვევს და ბედნიერი ათობით კოცნას გიგზავნით. მერი ყველაზე ლიტერატურულია ბებიებს შორის, საჩუქრებისთვის (სავარცხლები, კრემები, თხევადი საპონი) მადლობის ნიშნად, ილია ჭავჭავაძის ლექსიდანჩემო კარგო ქვეყანაგვიკითხავს ნაწყვეტს. მერი განუმეორებელია!

იზო ბებო კოსმეტიკის არომატებით ტკბება და ჩერნოვეცკის ფონდის მეგობრებს დღეგრძელობას, ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და ბედნიერებას უსურვებს. ყველაზე მუსიკალური ბებიაა, რომელსაც სიყვარულითჯუზეპესეძახიან, სავარძელზე ზის და ხელებით ცეკვავს.

მერი ბებომ, მადლიერების ნიშნად, ფონდის მეგობრებისთვის ილია ჭავჭავაძის ლექსიდანჩემო კარგო ქვეყანანაწყვეტი წაიკითხა

იზო ბებო ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ ყველას, რადგან თავშესაფარში მცხოვრები მოხუცები არ გავიწყდებათ

თავშესაფრის ხელმძღვანელი, დედა ელენე, თბილად იღიმის და მაგრად გვიკრავს გულში. ჩერნოვეცკის ფონდისა და მისი მეგობრების შესახებ თავის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში ასე წერს: „სიკეთე, რომელსაც ისინი თესავენ ამქვეყნად, მარადისობისკენ გზას გაუკვალავს მათ სულებს. არც კი ვიცი, მათი კეთილი საქმეების ჩამოთვლა საიდან დავიწყო.“

რა კარგია, ამდენი ფაფა რომ მოგვიტანეთ! – ამბობს დედა ელენე. „სამი საწოლს მიჯაჭვული ბებო მყავს და მათთვის ფაფაზე უკეთეს საჭმელს ვერც მოიფიქრებთ“. ახლავე მოვუმზადებ. მოდით, ჩვენს სამზარეულოში გადავინაცვლოთ, გაჩვენებთ, როგორ გამომადგა გაზქურა, რომელიც თქვენგან მივიღეთ საჩუქრად. ჩემი ბებიებისთვის საჭმლის ჩემი ხელით მომზადება ძალიან მიყვარს. დიდ ქვაბში კი ლობიო იხარშება. ახლა დროა, ტომატის საკმაზი დავუმატოთ. ჩემს მწოლიარე ბებიებს წიწიბურას რძიანი ფაფა უნდა ვაჭამო. ღმერთმა დაგლოცოთ და ყოველგვარი სიკეთე მოგცეთ!“

დედა ელენე თავშესაფრის მაცხოვრებლებისთვის ახალ გაზქურაზე საკუთარი ხელით ამზადებს სადილს

წიწიბურას რძიანი ფაფა სამი მწოლიარე ბებიისთვის. დედაო მარცვლეულის დიდმა მარაგმა ძალიან გაახარა

დედა ელენე: როგორც კი რაიმე სათხოვრით მივმართავ ფონდს, ერთ კვირაში მისრულებთ თხოვნას! ვთქვი, რომ თავშესაფარს პროდუქტების შესანახი საყინულე ძალიან სჭირდებოდა, რადგან ჩვეულებრივი მაცივარი ვერ აკმაყოფილებს ჩვენს საჭიროებებს. ახლა უკვე დიდი საყინულე გვაქვს.

დედა ელენე:აი, რამხელა საყინულე მაქვს! ფონდს ვთხოვე თუ არა, ერთ კვირაში მომიტანეს

დედა ელენე: ბედნიერი და მადლიერი, ყოველდღე ვლოცულობ და გლოცავთ. მაგრამ ისიც ვიცი, რომ მადლიერების ვერცერთი სიტყვა ვერასოდეს აღწერს იმ სიყვარულსა და თანადგომას, რომელიც ჩერნოვეცკის ფონდმა და მისმა მეგობრებმა გამიწიეს! მარტო ვერაფერს მოვახერხებდი. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ერთად ვაკეთებთ კეთილ საქმეს!

ბებიები კარგ ხასიათზე არიან, პოზიტიური განწყობა და კარგი მოვლა აქვთ. ოთახებში სისუფთავეა, სილამაზე, ყველაფერი ბრწყინავს. პატარა გუნდი ხართ. როგორ უმკლავდებით ყველაფერს?

დედა ელენე: არაჩვეულებრივი დამხმარეები მყავსზოია, ელისო. ისინი ამ სამსახურისთვის არიან გაჩენილი. ჩერნოვეცკის ფონდის მეგობრებიც ჩვენ გვერდით არიან და გვეხმარებიან! თქვენი დამსახურებაა, ჩვენი სარეცხი მანქანა 24 საათის განმავლობაში გაუჩერებლად რომ ტრიალებს, გათბობაც თამამად ჩავრთე. ბებიებს დილასაღამოს ვაბანავებ, სითბოში მყავს, რომ არ გაცივდნენ შხაპის შემდეგ.

საჩუქრებმა, რომლებიც პირადად გადაეცათ ბებიებს, შესანიშნავი განწყობა შეუქმნეს მათ

დოდო ბებოს დრო არ დაუკარგავს, თმა მაშინვე დაიხვია

დედა ელენე: გამბედაობა შემმატეთ. კომუნალური გადასახადი გადახდილია, გაზს არავინ გაგვითიშავს, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა. ფონდი რომ გავიცანით და თქვენი თანამშრომლები გვესტუმრნენ, ჩემი გულისტკივილი გავუზიარე კომუნალური გადასახადების შესახებ. იმის მერე ერთი დღეც არ მიდარდია ამაზე. ფონდის მეგობრები მთელი წლის განმავლობაში ფარავდნენ გაზის გადასახადს. მეტიც: მომავალი ზამთრის გაზის გადასახადი წინსწრებით არის დაფარული. ნახეთ, 3 239 ლარი არის ბალანსზე!

ფონდის მეგობრები გაზის გადასახადს მთელი გასული წლის განმავლობაში ფარავდნენ, დარჩენილი თანხა კი ამ ზამთარს გვეყოფა

დედა ელენე: უცნობი ადამიანები, ფონდის მეგობრები, ჩვენს სააბონენტო ანგარიშზე 500, 300, 20, 5 ლარს რიცხავდნენუსაზღვროდ ბედნიერი ვარ, რადგან ასეთი ადამიანები ბევრია. მუდამ ვილოცებ თქვენთვის. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ, ყოველგვარი სიკეთე მოგცეთ. მაგრამ, მე ვინ ვარ? თავად უფალი ხედავს თქვენს კეთილ საქმეებს და გლოცავთ.

დიდი მადლია ჩვენი ბებოების დახმარება. მათ არავინ ჰყავთ ამქვეყნად. იმათთანაც კი, ვისაც ნათესავები ჰყავთ, ძალიან იშვიათად მოდიან სანახავად, ეჰისე გადის დღესასწაულებიახალი წელი, შობა, აღდგომა, რომ არავინ კითხულობს, არავის ახსოვს. ახლახან ჩემი თავშესაფრის ძველი მკვიდრი, იულია დავასაფლავე მარტომ. ათი წელი გავატარეთ ერთად, ძალიან დავუახლოვდით ერთმანეთს. სასაფლაოდან რომ ვბრუნდებოდი, მთელი გზა ვტიროდი. აი, რატომ ხდება ასე?! მიუხედავად იმისა, რომ იულიას სისხლით ნათესავები ჰყავს, არავინ მოვიდა

მაგრამ, საბედნიეროდ, უამრავი კეთილი საქმე მალამოსავით დამედო გულზე. ფონდის მეგობრები ჩვენს ბებიებს ანებივრებენ და ზრუნავენ მათზე. გივიკო კაციტაძე რეგულარულად გვაწვდის ჰიგიენურ საშუალებებსშხაპის გელებს, საპონს, შამპუნებს. შოთიკო (გვარი არ მახსოვს) შოკოლადითა და ჯემებით გვამარაგებს. მეტს გეტყვით, ამ კონსერვებს დიდი სიყვარულით ამზადებს მისი დედიკო. ჩვენს ბებიებს ტკბილეული ძალიან უყვართ. დიახ, თქვენც ნახეთ, ჩვენს ეზოში როგორ იკრიბებიან, მიირთმევენ ყავას, კანფეტებსა და ნამცხვრებს.

დიდი სიხარულით მადლობას ვუხდი სკოლების გუნდებს, რომლებიც საკვებით, ტანსაცმლით, ტექნიკით დაგვეხმარნენკერძო სკოლააკადემოსს“, №133- სკოლას, ქართულამერიკულ უმაღლეს სკოლას. თქვენი პოსტის გამოქვეყნების შემდეგ, რამდენიმე ორგანიზაციის თანამშრომელიც გვესტუმრა საჩუქრებით – „სიკეთე გადამდებია“, „ჩემი ქალაქი მკლავს“, „დედების ფონდი“. დომენიკ მანგომ და ნინო მოდებაძემ საკვები და თბილი ტანსაცმელი მოგვაწოდეს. უსაზღვრო ბედნიერებაა, სასწაული!

მადლობას ვუხდით ჩერნოვეცკის ფონდს! ადამიანებო, უსაზღვროა თქვენი სიკეთე და სიყვარული, ყველა ბედნიერი და თბილი წუთისთვის უდიდეს მადლობას გიხდით!

დედაო ელენე, რა სჭირდება მუდმივადლაზარეთისთავშესაფარს?

დედა ელენე: ბოდიშს გიხდით, ამდენი თხოვნით რომ გაწუხებთ, მაგრამ ეს ხომ ჩვენი საერთო საქმეა. არ დაგიმალავთ, თქვენი იმედი მაქვს. (იღიმის.) ყოველთვის გვჭირდება წამლები, პამპერსი, სველი ხელსახოცები, ასევე აბაზანისა და საპირფარეშოს საწმენდი საშუალებები. სამი მწოლიარე ბებიის მოსავლელად სპეციალურ გამწმენდ ქაფს ვიყენებ.

დედა ელენა: „მინდა, ჩემი სამი საწოლს მიჯაჭვული ბებიისთვის ასეთი საწმენდი ქაფი გთხოვოთ

იქნებ, ვინმეს მოუნდეს, ფორტეპიანო რომ აჩუქოს თავშესაფარს? შესაძლოა, ახალი არა, მაგრამ კარგ მდგომარეობაში. მეტი დადებითი ემოცია სჭირდებათ ბებიებს და ძალიან გაახარებდათ. ან იქნებ, ვინმემ კონცერტი ჩაატაროს? აი, ისეთი, ქართულგერმანული სკოლასხივისმოსწავლეებმა რომ ჩაატარეს. ოჰ, რა ლამაზი დღე იყო!

გარდა ამისა, ვფიქრობ, რომ ის სივრცე, სადაც დღის განმავლობაში ჩვენი თავშესაფრის მაცხოვრებლები სხედან, წვიმისა და ქარისგან დაცული უნდა იყოს. მეტალოპლასტმასი საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა. ამ საკითხის მოგვარებაშიც გთხოვთ დახმარებას.

თავშესაფარლაზარეთსრეგულარულად ესაჭიროება მედიკამენტები, პამპერსი, ჰიგიენური საშუალებები და ქიმიკატები. ბებიების პირადად მონახულება ასევე შესანიშნავი აზრია! ძალიან გაუხარდებათ და დიდხანს ემახსოვრებათ ასეთი დღე!

 თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენსფეისბუქისპოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებგვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

თქვენი სიკეთე არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთმეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000 

(დანიშნულება: თავშესაფარი „ლაზარეთი“)

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: TBCpay, ExpressPay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავშიქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით ღმერთს!

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.

სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

კორ: მედეა

 

 

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2023 დეკ 05
საყინულე მაცივარი
790.00₾
2023 დეკ 17
კომუნალური გადასახადი,დენი
317.45₾
2023 დეკ 22
მედიკამენტები
325.83₾
2024 იან 04
საბანი
540.00₾
2024 იან 15
კომუნალური გადასახადი,დენი
147.02₾
2024 იან 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
860.00₾
2024 მარ 10
კომუნალური გადასახადი,დენი
131.34₾
2024 მარ 20
კომუნალური გადასახადი,დენი
177.71₾
2024 აპრ 17
კომუნალური გადასახადი,დენი
220.08₾
2024 აპრ 20
პამპერსები
575.00₾
2024 მაი 15
პროდუქტები
539.13₾
31.05.2024
ფონდის ზედნადები ხარჯები
200.00₾
27.08.2024
საფენები, ჰიგიენის პროდუქტები
680.00₾
21.10.2024
გაზქურა
650.00₾
31.10.2024
ფონდის ზედნადები ხარჯები
180.00₾

სულ ხარჯები:

6333.56₾

დარჩა:

16.78₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.11.2024 09:49:40
₾15.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.11.2024 00:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.11.2024 00:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.11.2024 00:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.11.2024 00:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.11.2024 00:00:00
₾30.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.11.2024 00:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.11.2024 00:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.11.2024 00:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.11.2024 00:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.11.2024 00:00:00
₾2.50
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.11.2024 00:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.11.2024 00:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.11.2024 00:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.11.2024 00:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.11.2024 00:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.11.2024 00:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.11.2024 00:00:00
₾4.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.11.2024 00:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.10.2024 01:18:08
₾600.00

შემოწირულია:

₾6,350.34

216 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾6,350.34

216 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება