ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ჩემს შვილს უდიდესი საშინელება დაემართა, მას ზურგის კუნთოვანი ატროფია აქვს! მაგრამ, თქვენი დახმარებით, იცოცხლებს და ისუნთქებს კიდეც. თქვენი გამოჩენა ღვთისგან მოვლენილი ხსნასავით არის ჩვენთვის!

calendar ნოემბერი 14, 2023

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

რას გრძნობს ადამიანი, როდესაც იცის, რომ მისი შვილის დღეები დათვლილია? და ორ წლამდე ასაკში რომც არ მოკვდეს, ვერასდროს იქნება ჯანმრთელი და სიარულსაც ვერასდროს შეძლებს? მაგრამ იმისთვის, რომ დიმამ იცოცხლოს, სულ ცოტა ესაჭიროება – ჩვენი ერთობლივი დახმარება! ექიმებმა რაც შეეძლოთ, ყველაფერი გააკეთეს: დაუსვეს დიაგნოზი და მკურნალობა დაუნიშნეს. მაგრამ, პატარას სიცოცხლის გახანგრძლივება, მის დედიკოს უჯდება ძალიან ძვირი. დიმა სტომის დახმარებით სუნთქავს, რომელიც ყელში აქვს ჩადგმული და ხშირად სჭირდება წმენდა, მის დედიკოს კი, ახალი სტერილური მილების ყიდვის საშუალებაც კი არ აქვს და იძულებულია, რამდენჯერმე გამოიყენოს ერთი და იგივე. დიმას დასუსტებული ორგანიზმისთვის, ეს ძალიან სახიფათოა.
„ჩემი შვილის დიაგნოზი რომ გავიგე, ფეხქვეშ მიწა გამომეცალა. თითქოს, ყინულივით ცივი წყალი გადამავლეს! ცუდად გავხდი და ექიმები მასულიერებდნენ. პირველი ტიპის სპინალური კუნთოვანი ატროფია – მე უკვე ყველაფერი ვიცოდი ამ დაავადების შესახებ… ყველაზე დიდი საშინელება იყო, რაც შეიძლებოდა დამართნოდა ჩემს დიმას.“

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

ჩემს შვილს უდიდესი საშინელება დაემართა, მას ზურგის კუნთოვანი ატროფია აქვს! მაგრამ, თქვენი დახმარებით, იცოცხლებს და ისუნთქებს კიდეც. თქვენი გამოჩენა ღვთისგან მოვლენილი ხსნასავით არის ჩვენთვის!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

 რას გრძნობს ადამიანი, როდესაც იცის, რომ მისი შვილის დღეები დათვლილია? და ორ წლამდე ასაკში რომც არ მოკვდეს, ვერასდროს იქნება ჯანმრთელი და სიარულსაც ვერასდროს შეძლებს?           მაგრამ იმისთვის, რომ დიმამ იცოცხლოს, სულ ცოტა ესაჭიროება – ჩვენი ერთობლივი დახმარება! 

ექიმებმა რაც შეეძლოთ, ყველაფერი გააკეთეს: დაუსვეს დიაგნოზი და მკურნალობა დაუნიშნეს. მაგრამ, პატარას სიცოცხლის გახანგრძლივება, მის დედიკოს უჯდება ძალიან ძვირი. დიმა სტომის დახმარებით სუნთქავს, რომელიც ყელში აქვს ჩადგმული და ხშირად სჭირდება წმენდა, მის დედიკოს კი, ახალი სტერილური მილების  ყიდვის საშუალებაც კი არ აქვს და იძულებულია, რამდენჯერმე გამოიყენოს ერთი და იგივე. დიმას დასუსტებული ორგანიზმისთვის, ეს ძალიან სახიფათოა.

 „ჩემი შვილის დიაგნოზი რომ გავიგე, ფეხქვეშ მიწა გამომეცალა. თითქოს, ყინულივით ცივი წყალი გადამავლეს! ცუდად გავხდი და ექიმები მასულიერებდნენ. პირველი ტიპის სპინალური კუნთოვანი ატროფია – მე უკვე ყველაფერი ვიცოდი ამ დაავადების შესახებ… ყველაზე დიდი საშინელება იყო, რაც შეიძლებოდა დამართნოდა ჩემს დიმას.“

 „რა შეიძლება იყოს იმაზე უარესი, ვიდრე იმის ცოდნა, რომ შენი შვილის დღეები დათვლილია.“

 – შორენა, წარმოდგენაც კი მიჭირს, რის გადატანა მოგიხდათ. და საიდან „იცნობდით“ ამ საშინელ დაავადებას? ადრეც გქონიათ მასთან შეხება?

 შორენა: არა! დიმა ჩემი მესამე შვილია. 6 თვის არის ახლა, აქედან ოთხი, რეანიმაციაში აქვს გატარებული. ჯანმრთელი გოგონები მყავს, ბარბარე და ანასტასია. უფალმა მათ აშორა ეს საშინელი დაავადება. თუმცა, დიდი იყო იმის ალბათობაც, რომ მათაც მემკვიდრეობით გადაეცემოდათ. დიმაც ჯანმრთელი დაიბადა. ექიმებმა ვერაფერი შეამჩნიეს. მე მომეჩვენა, რომ მოძრაობები, რომელსაც ის აკეთებდა, ჩემი გოგონებისგან განსხვავებული იყო. პედიატრმა კი თქვა, რომ ჩემი ეჭვები უსაფუძვლოა და ყველა ბავშვი სხვადასხვანაირად ვითარდება.

 – მაგრამ, დედის გული არ ცდება, არა?

 შორენა: დიახ, ჩემი შიში ჩემი წარმოსახვის ნაყოფი სულაც არ იყო. ოთხი თვის იყო დიმა, როდესაც 24 მაისს, უცნაურად დაიწყო სუნთქვა და შეწყვიტა მოძრაობა. სასწრაფო დახმარების მანქანამ ბათუმის საავადმყოფოში გადაიყვანა, იქიდან კი, „კატასტროფის ბრიგადამ“ – თბილისში. ყური მოვკარი, ექიმმა რომ გასინჯა, თქვა: „სპინალური კუნთოვანი ატროფიის ნიშნები აქვსო.“ მე კი მითხრეს, რომ იმის გასარკვევად, თუ რა სჭირდა ჩემს შვილს გერმანიაში უნდა გაგვეგზავნა ანალიზები.

„უსასრულოდ გაიწელა ის 5 კვირა. პირველი ტიპის სპინალური კუნთოვანი ატროფია – ანალიზების პასუხი ასეთი იყო. ის, რისიც მეშინოდა ყველაზე მეტად“

 – დიდხანს ელოდებოდით პასუხს?

 შორენა: 5 კვირა! დრო უსასრულოდ იწელებოდა. ინტერნეტში ყველაფერი წავიკითხე ამ საშინელი დაავადების შესახებ. გავიგე, რომ ასეთი დიაგნოზის მქონე ბავშვები, დიდხანს არ ცოცხლობენ. რომ არსებობს პირველი და მეორე ტიპი. პირველი ყოფილა ყველაზე საშინელი. ორ წლამდეც ვერ ცოცხლობენ პატარები… ვერ აღვწერ, რა დღეში ჩავვარდი, როგორი გამწარებული ვიყავი. ღმერთსაც კი ვუწყრებოდი, ვეკითხებოდი, მაინცდამაინც ჩემი ბიჭი რატომ გაწირა ასეთი ტანჯვისთვის, რა დავაშავეთ, ასე რომ დაგვსაჯა? ჩვენ ხომ, არავისთვის არაფერი გვიწყენინებია, უფლის მცნებებით ვცხოვრობდით… მერე კი, კლინიკაში როდესაც ვნახე, სხვა ბავშვები როგორ იტანჯებოდნენ მივხვდი, რომ თურმე, „გაუმართლა კიდეც“ ჩემს შვილს… შესაძლოა, ეს უცნაურადაც ჟღერდეს, მაგრამ ტკივილები არ აწუხებს და კონტაქტშიც შემოდის. ზოგიერთ ბავშვს უფრო რთულ ფორმაში აქვს ეს დაავადება. საერთოდ უგონოდ არიან. დედის ხმაზე არ აქვთ რეაქცია. თვალს ვერ ახელენ. წარმომიდგენია, რას გრძნობენ მათი დედები! ღმერთო, მოგვეცი მოთმინება.

„სასიხარულო არის ის, რომ დიმა კარგად ვითარდება. ყველაფერი ესმის, კონტაქტში შემოდის და ძალიან ხშირად იღიმის კიდეც“

 – რა გითხრეს ექიმებმა, პატარას დაავადების მიზეზი რა გახდა?

 შორენა: ეს დაავადება გენეტიკურია. ძალიან იშვიათი. ბავშვი ავად რომ გახდეს, ორივე მშობელი უნდა იყოს ასეთი გენის მატარებელი. უფალმა გადაგვარჩინა და ჯანმრთელი გოგონები გვყავს, დიმა კი არ დაინდო დაავადებამ.

 „იძულებულები არიან, ოჯახისგან შორს იცხოვრონ, რადგან ბათუმის კლინიკებში არ ჰყავთ ისეთი სპეციალისტები, როგორც თბილისში“

 – წარმოგიდგენია?! ესე იგი, საბედისწერო ყოფილა თქვენი და თქვენი მეუღლის შეხვედრა!

 შორენა: კი, შემთხვევით გავიცანით ერთმანეთი ნათესავის დაბადების დღეზე. ერთი წელი ვხვდებოდით ერთანეთს, მერე კი ოჯახი შევქმენით. ძალიან ბედნიერი ოჯახი გვქონდა. ერთმანეთი ძალიან გვიყვარს. უფრო შეკრულებიც კი გავხდით ამ ტრაგედიის გამო. ამჟამად, ჩემი მეუღლე ბათუმშია ბავშვებთან ერთად. ჩემი დედამთილიც ძალიან გვეხმარება, ღმერთმა კარგად გვიმყოფოს, არაჩვეულებრივი ქალია. მე კი, აქ მარტო ვარ, დიმასთან ერთად.

 „ბათუმის ჰავა მომაკვდინებელია დიმასთვის! ყელში სტომა აქვს, რომელიც შეიძლება დაჩირქდეს სინესტის გამო“

 – თბილისში რატომ ხართ?

 შორენა: ბათუმის კლინიკებში არ ჰყავთ ისეთი სპეციალისტები, როგორც აქ. იშვიათი დაავადებაა და ყველა ვერ მკურნალობს. თანაც, დიმასთვის მომაკვდინებელია ბათუმის ჰავა! ყელში სტომა აქვს, რომელშიც ნახველი გროვდება და მუდმივად სჭირდება წმენდა. მილები კი, ძალიან ძვირი ღირს და მათი შეძენის საშუალება არ გაგვაჩნია. ამ მილის მეშვეობით კი, რომელიც ცხვირში აქვს ჩადგმული, დიმა ღებულობს საკვებს, შპრიცით ვასხამ პირდაპირ კუჭში. ჩემს გოგონებს ვიდეოზარების მეშვეობით ვესაუბრები. ანასტასიას ესმის, რომ დიმას გვერდით უნდა ვიყო ახლა. ბარბარე კი, ნაწყენია ჩემზე. არც კი მესალმება. მეუბნება: „ის გადააგდე და ჩემთან მოდიო.“ მეც ძალიან მენატრებიან. მაგრამ, რას ვიზამთ? სხვანაირად არ გამოდის. მთელი ჩემი ოჯახი მენატრება ძალიან. მაგრამ ახლა, მხოლოდ დიმას დედიკო უნდა ვიყო.

 – ამჟამად როგორია თქვენი შვილის მდგომარეობა?

 შორენა: როგორც კი დიაგნოზი დადასტურდა, წამალი დაუნიშნეს. ერთი თვეა, რაც იღებს და ძალიან კარგი შედეგი აქვს. ხელებს ამოძრავებს, უფრო აქტიურიც გახდა. კარგ ხასიათზეა.  დეფორმირებული აქვს ყველა ძვალი. გულ-მკერდი, ნეკნები, ფეხების გამრუდებაც კი დაეწყო. ექიმები ამბობენ, რომ მისი დახმარება მასაჟით შეიძლება და მეც აქტიურად ვსწავლობ ყველაფერს, რასაც შეუძლია მისი შველა. თუკი შეძლებთ, გვერდში რომ დაგვიდგეთ და შესაძლებლობა მომეცემა, ექიმების ყველა რეკომენდაცია შევასრულო, ბავშვის გადარჩენის იმედი მაინც მექნება, რადგან  მეუბნებიან, რომ ვერ გამოჯანმრთელდება ბოლომდე ჩემი პატარა, მაგრამ იცოცხლებს!

 – რომელი წამალია? და რა ღირს?

 შორენა: ახალი პრეპარატია. ძალიან ძვირი ღირს – 14 000 ლარი ერთი თვის კურსი. მაგრამ უფლის წყალობით, მთავრობა აფინანსებს. ჩვენს პატარა საქართველოში, ამ გენეტიკური დაავადებით დაახლოებით 100 ბავშვი იტანჯება. ყველანი დაღუპვისთვის განწირულები იქნებოდნენ, დაფინანსება რომ არა. ვერცერთი ვერ მიაღწევდა ორი წლის ასაკს. ახლა კი, გადარჩენის შანსი მაინც აქვთ. დიდი იმედი მაქვს, რომ სასწაული მოხდება და ჩემი ბიჭი გადალახავს ამ ზღვარს. ვიცი, რომ ვერ გამოკეთდება, მაგრამ, იქნებ, სიცოცხლე მაინც შეუნარჩუნოს ამ პრეპარატმა.

„შეხედეთ, რა საყვარელი ბიჭია დიმა! დედიკოს ყოველი შეხება და ყოველი სიტყვა უხარია. მკურნალობამ გამოიღო შედეგი და ახლა, ხელებსაც კი ამოძრავებს“

 – შორენა, დახმარებისთვის მიმართეთ ჩვენს ფონდს. გვითხარით, როგორ დაგიდგეთ გვერდში? 

 შორენა: მძიმედ დაავადებული ბავშვის მოვლა, დიდ ფინანსურ ხარჯებს მოითხოვს. მხოლოდ ჩემი მეუღლის ხელფასით, თავს ვერ გავიტანთ. ქირას ვიხდი, სტომას ყოველდღიურად გასუფთავება უნდა. გვჭიდება მილები სანაციისთვის, ჰიგიენური საშუალებები, პამპერსი, სპეციალური კვება და ეს ყველაფერი, ძალიან დიდ თანხებს უკავშირდება. ყოველდღიურად რისკზე მივდივარ, როდესაც განმეორებით ვიყენებ სტომისთვის მილებს. უკვე იმედიც გადაგვეწურა და სწორედ ამ დროს,  გამოჩნდით თქვენ! თითქოს, უფალმა გამოგგზავნათ ჩვენს დასახმარებლად. ჩემს პატარას ძალიან სჭირდება ნახველის ამოსაღები აპარატი. ეს არის ძირითადი პრობლემა იმ ბავშვებისა, ვისაც სტომა აქვს ყელში. ჩვენი შემოსავლით, უბრალოდ ვერ გავწვდებით ხარჯებს.

„მე შენთვის ვიღიმი და სიცოცხლე მინდა“

 იმისთვის, რომ დიმამ იცოცხლოს და დედიკო ღიმილით გაახაროს, ჩვენ უნდა დავეხმაროთ. უნდა ვაჩუქოთ სუნთქვის შესაძლებლობა და უზრუნველვყოთ ყველაფრით, რაც ასე ძალიან სჭირდება. დიმასთვის და მისი დედიკოსთვის ყოველი წუთი მნიშვნელოვანია. დიმას სიცოცხლე რომ გავუხანგრძლივოთ, სჭირდება სანაციის აპარატი და მილები, ჰიგიენური საშუალებები, სტერილური ბინტები, ხელთათმანები.

 აქვე, გეტყვით გატკეპნილ ფრაზას: „თქვენი თავი წარმოიდგინეთ შორენას ადგილზე“ და ამის წარმოდგენაც კი, განწყობას მთელი დღით გაგიფუჭებთ. ღმერთმა ჯანმრთელობა მოგცეთ თქვენც და თქვენს შვილებსაც. ღმერთმა ჯანმრთელი გიმყოფოთ ბავშვები და დაიფაროს გაციებაზე სერიოზული ყველა დაავადებისგან. მაგრამ გახსოვდეთ, რომ ყველა დედას ასე არ სწყალობს ბედი. ყველა დედას არ ჰყავს ჯანმრთელი შვილი. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ განვკურნავთ ამ ბავშვებს, მაგრამ გარწმუნებთ, დაავადებასთან უთანასწორო ბრძოლაში, ფასდაუდებელია ნებისმიერი სახის მხარდაჭერა!

 თუ გსურთ, შორენასთან გასაუბრება, ჩვენს ფონდს მიმართეთ და მისი ტელეფონის ნომერს მოგაწვდით.

ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!

არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: დიმა დიასამიძე)

  თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  TBCpay, ExpressPay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

 სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2023 დეკ 05
გამოკვლევა
416.56₾
2024 იან 11
მედიკამენტები
935.01₾
2024 იან 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
2455.00₾
2024 თებ 12
მედიკამენტები
1253.07₾
13.06.2024
მედიკამენტები
1242.76₾
05.07.2024
გამოკვლევა
181.80₾
12.08.2024
მედიკამენტები
1668.64₾
30.08.2024
ფონდის ზედნადები ხარჯები
1970.00₾
30.09.2024
ფონდის ზედნადები ხარჯები
1155.00₾

სულ ხარჯები:

11277.84₾

დარჩა:

16741.19₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.12.2024 21:02:21
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
16.12.2024 10:59:14
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.12.2024 22:14:38
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.10.2024 09:28:09
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.10.2024 10:13:21
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.10.2024 09:49:07
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
17.10.2024 00:00:00
₾30.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
15.10.2024 00:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.10.2024 10:40:01
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.10.2024 00:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.10.2024 09:54:01
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.09.2024 10:17:33
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.09.2024 00:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.09.2024 00:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.09.2024 10:24:49
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.09.2024 10:24:42
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
22.09.2024 09:27:47
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
16.09.2024 10:33:57
₾30.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
16.09.2024 09:39:43
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
16.09.2024 09:39:08
₾30.00

შემოწირულია:

₾28,019.03

1827 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾28,019.03

1827 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება