ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

კიდევ ერთ ბავშვს ტანჯვისთვის არასდროს გავწირავდი! ექიმები მეუბნებოდნენ, რომ ცერებრული დამბლა არ მეორდება. „გააჩინე, მალე გააჩინე და მშვიდად იქნებიო!“ მეც დავუჯერე! ღმერთო, რამხელა ტკივილია! ღმერთმა აშოროს ყველას!

calendar აპრილი 3, 2024

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

ანა (დედა): დღეს, ორი მძიმედ დაავადებული შვილი მყავს და ტანჯვით არის აღსავსე ჩემი ცხოვრება! მეც ხომ ყველაფერს ისევე ვგრძნობ, როგორც ჩემი შვილები გრძნობენ! ამქვეყნად ყველა დედას აქვს თავის შვილებთან ასეთი კავშირი. „საბრალო ნიკოლოზს ფეხებზე სამი ოპერაცია გაუკეთდა. ექიმების თქმით, მეოთხეს ვეღარ გადაიტანს! ექიმები არ ურჩევენ… მაგრამ, ვინ იცის?! იქნებ, ფონდის მეგობრები იცნობენ ქირურგებს, რომელთა შეხედულებაც განსხვავებული იქნება?“ 31 წლის ანას ყოველი დღე იწყება ბრძოლით. დაუღალავად შრომობს, უდიდესი სიყვარულით აკეთებს ყველაფერს! მაგრამ ღამის სიჩუმეში, მისი შვილები რომ დაიძინებენ და ირგვლივ სიმშვიდე სუფევს, გული ტკივილისგან უკანკალებს. „ჩემი მეუღლე რომ არა, მეც ლოგინად ჩავვარდებოდი. ამ ბავშვებს ხომ განსაკუთრებით სჭირდებათ სითბო! სულ ხელში აყვანას ითხოვენ. ჩემს მეუღლესაც ძალიან აწუხებს გული. მასაც მკურნალობა სჭირდება! ამ ყველაფერს მარტო ვერ გავუმკლავდები! ძალიან გულკეთილი ადამიანია, ბავშვების გამო ძალიან დარდობს“.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

კიდევ ერთ ბავშვს ტანჯვისთვის არასდროს გავწირავდი! ექიმები მეუბნებოდნენ, რომ ცერებრული დამბლა არ მეორდება. „გააჩინე, მალე გააჩინე და მშვიდად იქნებიო!“ მეც დავუჯერე! ღმერთო, რამხელა ტკივილია! ღმერთმა აშოროს ყველას!

ანა (დედა): დღეს, ორი მძიმედ დაავადებული შვილი მყავს და ტანჯვით არის აღსავსე ჩემი ცხოვრება! მეც ხომ ყველაფერს ისევე ვგრძნობ, როგორც ჩემი შვილები გრძნობენ! ამქვეყნად ყველა დედას აქვს თავის შვილებთან ასეთი კავშირი.

 „ნიკოლოზის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა: ყველაფერი სტკივა, ხერხემალი გამრუდებული აქვს და ყველა შინაგან ორგანოს აწვება“.

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

„საბრალო ნიკოლოზს ფეხებზე სამი ოპერაცია გაუკეთდა.  ექიმების თქმით, მეოთხეს ვეღარ გადაიტანს! ექიმები არ ურჩევენ… მაგრამ, ვინ იცის?! იქნებ, ფონდის მეგობრები იცნობენ ქირურგებს, რომელთა შეხედულებაც განსხვავებული იქნება?“

31 წლის ანას ყოველი დღე იწყება ბრძოლით. დაუღალავად შრომობს, უდიდესი სიყვარულით აკეთებს ყველაფერს! მაგრამ ღამის სიჩუმეში, მისი შვილები რომ დაიძინებენ და ირგვლივ სიმშვიდე სუფევს, გული ტკივილისგან უკანკალებს.

„ჩემი მეუღლე რომ არა, მეც ლოგინად ჩავვარდებოდი. ამ ბავშვებს ხომ განსაკუთრებით სჭირდებათ სითბო! სულ ხელში აყვანას ითხოვენ. ჩემს მეუღლესაც ძალიან აწუხებს გული. მასაც მკურნალობა სჭირდება! ამ ყველაფერს მარტო ვერ გავუმკლავდები! ძალიან გულკეთილი ადამიანია, ბავშვების გამო ძალიან დარდობს“.

— თქვენს შვილებზე გვიამბეთ, ანა.

ანა: ჩემი პირველი შვილია ნიკოლოზი! ღმერთო, ღმერთო, როგორ ველოდებოდი! თვალებს ვხუჭავდი და წარმოვიდგენდი ხოლმე მომავალი დედობის ბედნიერ წუთებს. მაგრამ ნიკა ჯანმრთელობის პრობლემებით დაიბადა. ცერებრული დამბლა დაუდგინდა. სანამ საბოლოო დიაგნოზს ველოდებოდი, ექიმებმა დამარწმუნეს, კიდევ ერთი შვილი გამეჩინა და მალევე დავრჩი ფეხმძიმედ.  ტანჯვისთვის როგორ გავწირავდი მეორე შვილს?!

მხოლოდ მეორე შვილის გაჩენის შემდეგ მოაფიქრდათ ექიმებს ანალიზის გაკეთება და აღმოჩნდა, რომ ეს დაავადება გენეტიკური იყო! როგორ შეიძლება ასე?! რატომ არ უტარებენ დედებს ასეთ ანალიზს მანამ, სანამ მძიმედ დაავადებული, უბედური შვილები გაუჩნდებათ?! ჩემი შვილები რისთვის ისჯებიან?! რატომ ვიტანჯებით მე და ჩემი მეუღლე ისევე, როგორც ასობით სხვა მშობელი საქართველოში?!

 „ბავშვებს გენეტიკური დაავადება აქვთ — მეორე ქრომოსომის დარღვევა. გარდა ამისა, ორივეს აქვს ცერებრული დამბლა და გონებრივი ჩამორჩენილობა“.

მადლობა ღმერთს, ნიკოლოზისგან განსხვავებით, ბარბარეს შეუძლია დგომა, ჯდომა და ცალკეული სიტყვების წარმოთქმა“.

ბარბარეს მკურნალობა დროულად დავიწყეთ და განვითარებაში წინსვლა აქვს. გონებრივი ჩამორჩენილობის მიუხედავად, სკოლაში დადის. წერა-კითხვას და ანგარიშს ვერ სწავლობს, მაგრამ თანატოლებთან აქვს ურთიერთობა, რაც ნამდვილად სასიხარულოა. ჩემი საბრალო ნიკოლოზის ერთადერთ სიხარული კი დედიკოს ჩახუტებაა! რატომ არ დავიწყეთ დროულად მკურნალობა, ვინ გაგვცემს ამ კითხვაზე პასუხს?!

 „საბრალო, ჩემი საწყალი ნიკოლოზი! სრულიად უმწეოა. მისი ერთადერთი სიხარულია ცხოვრებაში — ჩამეხუტოს და გულში ჩავიკრა. ძალიან მიყვარს!”

— ამ ყველაფერს თავს როგორ ართმევთ, ვინ გეხმარებათ?

ანა: უკიდურესად გვიჭირს. მე და ჩემს მეუღლეს საკუთარი საცხოვრებელიც კი არ გვაქვს. ამჟამად ვცხოვრობთ სარეაბილიტაციო ცენტრის საერთო საცხოვრებელში. ბავშვებს მასაჟი და ვარჯიში სჭირდებათ. აქ არის დღის ცენტრი, სადაც დადიან მშობლები სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებთან ერთად. იცით, როდესაც ყველანი ერთად ვართ და ვსაუბრობთ, იმდენად საშინელი აღარ გვეჩვენება ჩვენი ცხოვრება!

„შემწეობის თანხა საკვების საყიდლად ძლივს გვყოფნის“.

— თქვენი საარსებო წყარო რა არის?

ანა: შემწეობა და პენსიები… მაგრამ ამ თანხის ნახევარს ბანკში ვიხდით, სესხს ვფარავთ. ნიკოლოზის ოპერაციისთვის თანხა რომ დაგვჭირდა, „ლიბერთი ბანკიდან“ 4 500 ლარი გამოვიტანეთ. ექვსი წლის განმავლობაში ჩემთვის წარმოუდგენელ თანხას ვიხდიდი — თვეში 150 ლარს, მერე კი აღმოჩნდა, რომ მხოლოდ პროცენტი იფარებოდა, სესხის ძირ თანხას კი არაფერი აკლდებოდა! მდიდრდებიან მძიმედ დაავადებული ბავშვების მშობლების ხარჯზე. იციან, რომ არ გვაქვს გამოსავალი, რომ ჩვენი ტანჯული შვილების სიცოცხლე სასწორზე გვიდევს და იმას აკეთებენ, რაც უნდათ.

— ეს ხომ ყაჩაღობაა, ღმერთო ჩემო!

ანა: არ მინდა ამაზე საუბარი. ამ საქმეს მაინც არაფერი ეშველება! საშინელება არის ის, რომ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობაც გაუარესდა, მაგრამ ექიმთან მისვლის მეშინია. რაიმე საშინელება რომ მითხრან, ძვირადღირებული წამლები გამომიწერონ… ჰოდა, ველოდები ასე… სანამ ვიდგები ფეხზე, ვიდგები.

 „დილით ვიღვიძებ და ძლივს ვდგები ფეხზე. ძალა აღარ შემრჩა. მაგრამ ჩემი შვილების გამო მზად ვარ, ყოველდღე ჩავიდე ჯოჯოხეთში და უკან დავბრუნდე“.

ჩვენ არავის ვჭირდებით! გთხოვთ! გემუდარებით! ნუ დაუშვებთ იმას, რომ წავიქცე! ჩემს შვილებს ობლად ნუ დატოვებთ! დამეხმარეთ! მე და ჩემმა მეუღლემ უნდა ვიცოცხლოთ ჩვენი შვილების გამო! ძალიან ბევრი რამ გვჭირდება, მაგრამ არ შემიძლია თხოვნა. თქვენი ფონდის მეგობრებმა თავადაც იციან, რა სჭირდებათ ადამიანებს, ვინც ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა: უსახლკაროდ ვართ დარჩენილი, არც პამპერსის და წამლების ყიდვის, არც გამოკვლევებისა და მასაჟის ჩატარების საშუალება არ გაგვაჩნია, გვერდით არ გვყავს კეთილი ადამიანები, ვინც გამოგვიწვდის ხელს, ამას ემატება ეს წყეული სესხი, რომელსაც ვერასდროს დავფარავთ! მაპატიეთ, მაპატიეთ, რომ შემოგჩივლეთ! მე ხომ არავინ მყავს თქვენ გარდა!..

— ანა, ახალგაზრდა, ლამაზი ქალი ხართ! საკუთარ თავს ასე არ უნდა მოექცეთ!

ანა: რა გავაკეთო? ცხრამეტი წლის ასაკიდან ასე ვიტანჯები ჩემი შვილების ავადმყოფობის გამო. სულ სხვა გეგმები გვქონდა. მაგრამ, როგორც ჩანს, უფალმა ასე ინება. ვსწავლობდი, ექთანი უნდა გამოვსულიყავი, ტექნიკური სკოლის დამთავრების შემდეგ მინდოდა, უნივერსიტეტში გამეგრძელებინა სწავლა. მეუღლეც მხარში მედგა, მეუბნებოდა, რომ დამეხმარებოდა შვილების აღზრდაში, ძიძა გვეყოლებოდა, სესეირნოდ გაიყვანდა ხოლმე… მაგრამ ყველაფერი ასე გამოვიდა. ნიკოლოზის დაბადების შემდეგ აღარც კი მახსოვს, როდის მეძინა მშვიდად. ღამითაც კი მათ სუნთქვას ვუგდებ ყურს!

„როდესაც ერთად ვართ, გვეჩვენება, რომ იმდენად კოშმარული და საშინელი არ არის ჩვენი ცხოვრება“.

— ნუთუ საერთოდ აღარაფერზე ოცნებობთ?!

ანა: ახლა მხოლოდ ერთი ოცნება მაქვს: ბავშვებს რომ არაფერი სტკიოდეთ, მკურნალობამ შედეგი გამოიღოს, ბარბარეს მდგომარეობა უკეთესობისკენ რომ შეიცვალოს. კიდევ ერთი ჩემი ოცნებაა: გავიარო მასაჟისტის სასწავლო კურსი, ჩემს შვილებს მე თვითონ რომ გავუკეთო მასაჟი და სხვებსაც დავეხმარო. საექთნო უნარები მაქვს. მაგრამ ამ კურსების საფასური 400 ლარია და ასეთ ფუფუნებაზე ოცნებისაც კი მეშინია.

 „ჩემი ოცნებაა, მასაჟისტის კურსები გავიარო, რათა დავეხმარო ჩემს შვილებს და ცხოვრება შევუმსუბუქო“.

— ანა, რას ეტყოდით დედებს, ვინც ამ რთული გზის დასაწყისშია?

ანა: გაფრთხილებთ, ძვირფასებო! ბანკიდან სესხს ნუ გამოიტანთ! ჯობია, დაიჩოქოთ და ითხოვოთ მოწყალება, ყველა კარზე აკაკუნოთ, სთხოვოთ ხალხს, მეგობრებს, უცნობებს, მაგრამ ბანკიდან სესხს ნუ გამოიტანთ! კიდევ ერთი რჩევაა: არ ენდოთ უცნობებს, ვინც გეტყვით, რომ გარკვეული თანხის სანაცვლოდ შეუძლიათ საზღვარგარეთ წასვლასა და მკურნალობაში დაგეხმარონ. ჩვენი უბედურებით ბევრი ცუდი ადამიანი სარგებლობს! ფრთხილად იყავით! იმეგობრეთ ასეთივე ბავშვების დედებთან. უკვე დიდი გამოცდილება გვაქვს და თბილი სიტყვებით მაინც დაგეხმარებით!

 „დედებო, გამაგრდით! დედებო, იყავით ძლიერები! თქვენს შვილებს სჭირდებით!“

— კარგია, რომ დახმარებისთვის მოგვმართეთ!

ანა: ვეღარ ვუმკლავდებით. ნელი სიკვდილით ვკვდებით! ნებისმიერი თანხა, რომელსაც გაიღებთ შემოწირულობის სახით, დიდი დახმარება იქნება ჩვენთვის. გული მიკვდება ჩემი შვილების უმწეო ღიმილის შემხედვარეს. ასეთი გაჭირვებით რომ ცდილობენ, აკეთონ ის, რაც სხვებისთვის ძალიან მარტივია, უბრალოდ, მანადგურებს. მინდა, მათი ტკივილი და ტანჯვა საკუთარ თავზე ავიღო, მაგრამ ვიცი, რომ ეს შეუძლებელია.

დედის გულისტკივილი უსაზღვროა. დატანჯულია და მარტოდ გრძნობს თავს, მაგრამ ის დედაა და მაინც ყოველდღე სწევს თავს და გზას აგრძელებს. მისთვის მისი შვილები ყველაფერია და მზადაა, ჯოჯოხეთი გაიაროს და უკან დაბრუნდეს მხოლოდ მათი ღიმილის სანახავად.

ასე რომ, როდესაც ხედავთ მძიმედ დაავადებული ბავშვების დედებს, როდესაც მათ ღიმილს უყურებთ, გახსოვდეთ, რომ ამ ღიმილის მიღმა ტკივილისა და სევდის ოკეანე იმალება.

მოდი, გულუხვობა გამოვიჩინოთ, როგორც სულიერი, ასევე მატერიალური, გვერდით დავუდგეთ ფინანსურად, ემოციურად და მორალურად. ჩვენ შეგვიძლია, მკურნალობისა და რეაბილიტაციისთვის თანხა შევაგროვოთ, ვაჩუქოთ მათ თანადგომა და სითბო, რომელიც ასე ძალიან სჭირდებათ. მცირედი დახმარებითაც კი მათი ტანჯვის მნიშვნელოვნად შემსუბუქება შეიძლება.

დაე, ჩვენი სოლიდარობა და თანაგრძნობა მათთვის სინათლის სხივი გახდეს ბნელ დღეებში, შეჰმატოს ძალა და უკეთესი მომავლის იმედი მისცეს!

თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: დაბა ურეკი, მე-13 ქუჩა.

ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!

არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თიბისი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000

(დანიშნულება: ნიკოლოზი და ბარბარე გობრონიძე).

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
25.04.2024
პროდუქტები
306.86₾
26.05.2024
მედიკამენტები
504.33₾
27.05.2024
პროდუქტები
398.13₾
30.05.2024
ბინის ქირა
3230.00₾
13.06.2024
მედიკამენტები
676.85₾
19.06.2024
პროდუქტები
316.64₾
30.06.2024
ფონდის ზედნადები ხარჯები
4105.00₾
11.07.2024
სარეცხი მანქანა
625.00₾
11.07.2024
პროდუქტები
400.01₾
16.07.2024
მედიკამენტები
320.92₾
21.07.2024
ანალიზები
52.00₾
21.07.2024
ანალიზები
52.00₾
12.08.2024
მედიკამენტები
328.73₾
13.08.2024
პროდუქტები
348.57₾
09.09.2024
პროდუქტები
400.85₾
19.09.2024
მედიკამენტები
315.37₾
07.10.2024
პროდუქტები
397.53₾
16.10.2024
მედიკამენტები
398.53₾
12.11.2024
პროდუქტები
452.78₾
14.11.2024
ქირა
3230.00₾

სულ ხარჯები:

16860.10₾

დარჩა:

3828.99₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.10.2024 09:29:10
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
16.08.2024 10:01:46
₾30.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.07.2024 00:00:00
₾100.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.06.2024 00:00:00
₾30.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
22.06.2024 00:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
16.06.2024 00:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
16.06.2024 00:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.06.2024 00:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.06.2024 00:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.06.2024 00:00:00
₾16.44
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.05.2024 00:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
19.05.2024 20:00:00
₾5.01
გმადლობთ, კეთილო გულო!
13.05.2024 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.05.2024 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.05.2024 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.05.2024 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.05.2024 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.05.2024 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.05.2024 20:00:00
₾30.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.05.2024 20:00:00
₾5.00

შემოწირულია:

₾20,689.09

1352 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾20,689.09

1352 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება