რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
იამზე (ამ ორი უსაყვარლესი ბავშვის დედა): ცოცხალი მშობლების ობოლი ვარ! ჩემს შვილებს არც ბებიები ჰყავთ, არც ბაბუები. ჩემი მეუღლე ციხეში უკვე მეორედ მოხვდა! ქურდობდა, მეც მომატყუა, რომ დავქორწინდით!.. სადისტი გამოდგა და ისე სასტიკად მცემდა ბავშვების თვალწინ, რომ მათი ფსიქიკური მდგომარეობა მადარდებს ახლა! ვხვდები… ჩემთან საცხოვრებლის გამო იყო, მოკვლა უნდოდა ჩემი! ბავშვები კი… ბავშვები არასდროს ჰყვარებია! უცხო ადამიანებს მიაბარებდა. ასეთ ბავშვებს!.. ჩემთვის არაფერს ვითხოვ, მაგრამ ვერ ვიცოცხლებ, შიმშილითა და ზამთრის სიცივით თუ დაიტანჯებიან ჩემი შვილები! ჩემი საშინელი ბედი არ უნდა გაიზიარონ!
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270ერთი ბედნიერი დღეც არ ახსოვს! დაბადებიდან მშობლებისგან მიტოვებული, სადისტი მეუღლისგან სასტიკად ნაცემი, ორი ლამაზი და საყვარელი ბავშვის დედა — მოკრძალებული და შრომისმოყვარე ქართველი ქალი, იამზე, დახმარებას გვთხოვს, რათა მისმა შვილებმა მაინც არ გაიზიარონ მისი ბედი.
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
იამზე (ამ ორი უსაყვარლესი ბავშვის დედა): ცოცხალი მშობლების ობოლი ვარ! ჩემს შვილებს არც ბებიები ჰყავთ, არც ბაბუები. ჩემი მეუღლე ციხეში უკვე მეორედ მოხვდა! ქურდობდა, მეც მომატყუა, რომ დავქორწინდით!.. სადისტი გამოდგა და ისე სასტიკად მცემდა ბავშვების თვალწინ, რომ მათი ფსიქიკური მდგომარეობა მადარდებს ახლა! ვხვდები… ჩემთან საცხოვრებლის გამო იყო, მოკვლა უნდოდა ჩემი! ბავშვები კი… ბავშვები არასდროს ჰყვარებია! უცხო ადამიანებს მიაბარებდა. ასეთ ბავშვებს!.. ჩემთვის არაფერს ვითხოვ, მაგრამ ვერ ვიცოცხლებ, შიმშილითა და ზამთრის სიცივით თუ დაიტანჯებიან ჩემი შვილები! ჩემი საშინელი ბედი არ უნდა გაიზიარონ!
— ისეთი ნატანჯი სახე გაქვთ, იამზე! თქვენს ცხოვრებაზე გვიამბეთ.
იამზე: ცოცხალმკვდარი ვარ. მთელი ცხოვრება ვითმენ დამცირებას და შეურაცხყოფას. დატანჯული ვარ… აი, ახლაც, სრულიად მარტო ვდგავარ თქვენ წინაშე ჩემს შვილებთან ერთად! არც მე, არც ჩემი შვილები არავის ვჭირდებით საქართველოში! ასე როგორ შეიძლება?! შეხედეთ, განა ისინი საქართველოს სრულუფლებიანი მოქალაქეები არ არიან?! ნუთუ ისინი ჩვენს ქვეყანას არ სჭირდება?! რატომ არიან ასეთ დღეში?!
მუდამ მშივრები არიან, არც ტანსაცმელი, არც სათამაშოები, საერთოდ არაფერი აქვთ. გოგონა ერთი წლით უფროსია და უკვე დაჩაგრულად გრძნობს თავს. რცხვენია! რის გამო?! ვის რა დაუშავეს ამ ანგელოზებმა?! ვის აწყენინეს?! რატომ უნდა იტანჯებოდნენ შიმშილითა და ზამთრის სიცივით? ასეთი დამცირება რით დაიმსახურეს?!
ეს საკვები სამ ადამიანს მთელი დღე უნდა გვეყოს! პირუტყვზე უარესად რატომ უნდა იკვებებოდნენ ჩემი ბარტყები?! რა დაუშავეს ქვეყანას, რომელიც უყვართ და ეამაყებათ?! მე რა დავაშავე? უნარშეზღუდულობის მიუხედავად, სასაფლაოზე ვმუშაობ დამლაგებლად! ჩემთვის კი კატეგორიულად აკრძალულია სიმძიმის აწევა! რომ მოვკვდე?! ღმერთო ჩემო, ბოდიშს გიხდით თქვენ და ფონდის მეგობრებს, თქვენ რა შუაში ხართ?! (მიმართავს კორესპონდენტს)
— რატომ არ დაშორდით მეუღლეს?
იამზე: საკუთარი სახლიდან სად უნდა წავსულიყავი? ეს სახლი, თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ, ჩემმა დედინაცვალმა მიანდერძა. ახლა კი ვხვდები, ჩემთან იმისთვის ცხოვრობდა, რომ მოვეკალი და სახლი ჩაეგდო ხელში! ბავშვებს კი, თავშესაფარში ჩააბარებდა! ამისთანა ანგელოზებს, როგორ უნდა მოექცე ასე?!
— თმა ყალყზე დამიდგა! როგორ იტევს დედამიწა ასეთ ადამიანებს?! ან როგორ შეიძლება სახლი ვუწოდოთ ამ ადგილსამყოფელს?!
იამზე: თქვენ არ გინახავთ რა მდგომარეობაა ზამთარში! ფანჯრებიდან და კარიდან უბერავს, მთლიანად გადასახადებში მიდიოდა ჩემი პენსიის თანხა, ბავშვები კი შიმშილობდნენ. მხოლოდ იმას ვჭამდით, რაც სასადილოდან მომქონდა ან მეზობლები ერთ თეფშ სადილს თუ მოგვაწვდიდნენ… ზამთარი ასე გადავაგორეთ.
„უმინო ფანჯრების დათბუნება შეუძლებელია. ქარი უბერავს და წვიმის დროსაც შემოდის წყალი“
— დიდი ხანია, თქვენი მეუღლე ციხეშია?
იამზე: უკვე მეორედ ჩაჯდა. ადრე ქურდობისთვის იყო დაჭერილი. მეგონა, რომ დამშვიდებული გამოვიდოდა, საქმეს ხელს მოჰკიდებდა… მაგრამ, არა. სმა დაიწყო და ავადმყოფ სადისტად იქცა! განაჩენი ახლახან გამოუტანეს, არც ვიცი, რამდენი წელი აქვს მისჯილი.
— თავის გატანას როგორ ახერხებთ, იამზე? სოციალური შემწეობის თანხა როგორ გყოფნით?
იამზე: მეორე ჯგუფის ინვალიდი ვარ და პენსიას ვიღებ. გარდა ამისა, საფლავებს ვალაგებ ხანდახან. ბავშვებზე ვზრუნავ, კარგი დედა ვარ. „უსიყვარულობით“ ისე ვარ დატანჯული, რომ მინდა, მთელი ჩემი სიყვარული ბავშვებს ვაჩუქო. მთელი სითბო… ვცდილობ, ტანჯვისგან ვიხსნა, მაგრამ ჩვენი შემოსავლითა და ასეთ პირობებში ეს შეუძლებელია.
მარი (7 წლის): „აივნიდან ვუყურებ, ბავშვები როგორ თამაშობენ. მათთან ერთად ვერ ვითამაშებ, სათამაშოები არ მაქვს“
მარი (7 წლის): თოჯინებიც კი არ მაქვს. დედას არ შეუძლია ყიდვა.
ლაზარე (6 წლის): მეც არაფერი მაქვს… მხოლოდ მაკარონი!
— ლაზარე, რომელი საჭმელი გიყვარს?
ლაზარე: არ ვიცი. მგონი, მაკარონის გარდა, არაფერი მაქვს გასინჯული. იცი, მულტფილმების ყურება როგორ მინდა?
მარი: მე კი ერთი თოჯინაც მეყოფა. დედა, შეიძლება, ველოსიპედი რომ ვთხოვო?
— შენ შეგიძლია ყველაფერი ითხოვო, რაზეც ოცნებობ, მარი. მთელ საქართველოს, მთელ ჩვენს ქვეყანას უყვარხართ! თქვენ ხომ ძალიან კარგი ბავშვები ხართ!
ლაზარე: შეიძლება, სახლში ძალიან, ძალიან ბევრი შაქარი გვქონდეს? რომ არ გამოილიოს და ტკბილი ჩაი დავლიოთ ყოველთვის? ხანდახან შაქარს ენაზე დავიყრი ხოლმე, ვითომ რამე გემრიელობას ვჭამ. სახლიც საშინელი გვაქვს.
— კი, ნამდვილად საშინელება ხდება თქვენს სახლში. კარი არ იკეტება, ფანჯრებში ღრიჭოებია, ობია ყველგან…
იამზე: ონკანს მილი არ აქვს და წყალიც არ მოდის… როგორ ფიქრობთ, გარეთ უფრო უსაფრთხოდ ვიგრძნობდით თავს? კეთილი მეზობლები მყავს აქ. შემწეობის თანხა რომ დაიხარჯება და პურის ფულიც კი არ მაქვს, ჩემს შვილებს აჭმევენ. ტანსაცმელსაც ჩუქნიან ხანდახან. ტელევიზორი მაინც რომ მქონდეს, ამ უღიმღამო ყოველდღიურობას გავუფერადებდი ბავშვებს. რაიმე ლამაზს ნახავდნენ მაინც.
„მთელი ჩვენი ქონება ეს არის… ერთი დანგრეული საწოლი“
— იამზე, გვითხარით, რა შეგიმსუბუქებთ ცხოვრებას ცოტათი მაინც?
იამზე: არც ვიცი. შეხედეთ: სახლის მოწესრიგება არ შემიძლია. რაც არ უნდა გავაკეთო, სიბინძურეა მაინც. ფანჯრებს და შემოსასვლელ კარებს გამოვცვლიდი. ბავშვებისთვის საწოლებს, ტანსაცმელს, ფეხსაცმელს შევიძენდი, კიდევ — მაცივარსა და პროდუქტს.
— ოდესმე თუ გქონიათ ლამაზი ცხოვრება? ერთი დღე მაინც თუ იყო ისეთი, რომელსაც სიხარულით გაიხსენებდით?
იამზე: ვერ ვიხსენებ… ბავშვობის სურათებიც კი არ მაქვს. პარკში სასეირნოდ არასდროს არავის დავყავდი. საჩუქრებიც არასდროს მიმიღია. სათამაშოებიც არასდროს მქონია.
„ეს შემოსასვლელი კარი არის, რომელიც ერთი მუშტის დარტყმითაც იღება… ბიჭუნას ღამით ეშინია. ეს კარი შეიძლება ქარმაც კი გააღოს! ეს საშიშია!“
„საკუთარი შვილები არასდროს მიატოვოთ, მათ თქვენი სიყვარული საჭმელსა და ჰაერზე მეტად სჭირდებათ“
— იამზე, იქნებ ჩვენი მკითხველისთვის რაიმეს თქმა გსურთ?
იამზე: რა თქმა უნდა! ერთადერთი რამ მინდა გთხოვოთ ყველას, თქვენი შვილები არასდროს მიატოვოთ! ბავშვები უნდა იზრდებოდნენ მშობლების გვერდით! ვერც დეიდები, ვერც ბიძები, ვერცერთი ნათესავი ვერ მისცემს იმას, რასაც დედისგან მიიღებენ. შესაძლოა, არა ვარ საუკეთესო დედა, ჩემს შვილებს სხვა მშობლებივით ვერ ვანებივრებ, მაგრამ მე ისინი მიყვარს. მათ არასდროს მივატოვებ. როგორც არ უნდა გამიჭირდეს, უარს არ ვიტყვი მათზე. გესმით? არასდროს! თუ შეგიძლიათ, დაეხმარეთ ჩემს შვილებს, საკუთარ სამშობლოში თავი „გარიყულებად“ არ იგრძნონ! მე პირადად არაფერი მჭირდება და მერიდება კიდეც, რომ გთხოვოთ! ჩემთვის არაფერს ვითხოვ!.. და თუ ერთ დღესაც ამქვეყნად აღარ ვიქნები, გთხოვთ, ჩემს შვილებს ნუ მიატოვებთ!
„მაშინ, უფალი თქვენც არ მიგატოვებთ! ბედნიერები ყოფილიყავით თქვენს შვილებთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად“
— დღეიდან, მარტო აღარ ხართ! ჩათვალეთ, რომ უამრავი მეგობარი გყავთ უკვე!
იამზე: ღმერთმა ქნას! მართალი გითხრათ, უკეთესობის იმედი აღარ მაქვს. ასე მგონია, ზოგიერთი ადამიანი ტანჯვისთვის არის დაბადებული და ბედნიერების უფლება არ აქვს. მე არ მაქვს… მაგრამ ჩემი შვილები ბედნიერები უნდა იყვნენ!
კეთილო ადამიანებო, უფალი არ მიგატოვებთ, აკეთეთ სიკეთე და იყავით მასთან.
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
აქ თხრობას ვასრულებთ. ასეთ ტკივილსა და საშინელებას სიტყვები ვერ აღწერს. სურათებიც ვერ გადმოსცემს სრულყოფილად. შეგიძლიათ ეს ოჯახი პირადად მოინახულოთ. მათი მისამართია: ქალაქი კასპი, მირიან მეფის ქ. 66, ბინა №8. იამზეს და მის შვილებს სჭირდებათ დახმარება და თანადგომა…
ისინი უნდა გადავარჩინოთ! ნელი და გარდაუვალი სიკვდილი ელით. საწოლები, ლოგინის თეთრეული, ფანჯრები, შემოსასვლელი კარი, მაცივარი, ტელევიზორი — მათ სასიცოცხლოდ სჭირდებათ ეს ყველაფერი. გარდა ამისა, ბავშვებს სათამაშოებითა და გემრიელობებით თუ გავახარებთ, ეს ნამდვილად შესანიშნავი იქნება!
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გვჯერა, რომ ერთად ამ ოჯახის გადარჩენას ნამდვილად შევძლებთ!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: იამზე წიკლაური)
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100
ერთად, ჩვენ დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
მარიკუნა: „ჩვენთვის საჩუქრები არ დამთავრებულა, ხომ იცი? ემიგრანტმა დეიდამ ამანათი რომ გამოგვიგზავნა, ჯერ კიდევ გზაშია. ვაშა!”
— სტუმრად გეპატიჟებით, — ამბობს მარიკუნა. ისევ მოდი ჩვენთან და გადაგვიღე, კარგი? დეიდა, ადრე მე და ჩემს ძმას სურათები რომ გადაგვიღე, ძველი კაბა მქონდა. ფანჯრები არ იყო და ძველი აბაზანა გვქონდა.
ახლა სულ ახალი ფანჯრები გვაქვს და ის აბაზანაც გადავაგდეთ. დეიდა, ზეფირს მოგართმევ თუ მოხვალ, მაცივარში მიდევს. და კიდევ, ძეხვს. მოხვალ?
— რა თქმა უნდა, მოვალ!
— მე და ლაზარეს ისევ აივანზე გადაგვიღე — ახალი ტანსაცმლით. ჩვენ კი გავიღიმებთ და ხელს დაგიქნევთ.
იამზე: „ცარიელი, არაკომფორტული ბინა ნორმალურ სახლად იქცა ერთ თვეში. ბავშვებთან ერთად ვხარობ და სიყვარულით გიხდით მადლობას“.
— იამზე სად არის ტანსაცმლის ფუთა, სამზარეულოში მაგიდის ქვეშ რომ იდო?
იამზე: ყველაფერი გავრეცხე და ახალ კომოდში შევინახე. თვალში აღარ გვეჩხირება და განწყობასაც არ გვიფუჭებს. თაროებზე დევს ბავშვების ტანსაცმელიც და თეთრეულიც. მაცივარი მისაღებ ოთახში დგას, ჩვენს პატარა ბინაში ყველაზე მეტი თავისუფალი ადგილი იქ არის. ჩემთვის მნიშვნელოვანია და სასიხარულოა, რომ მაქვს და არა ის, თუ სად დგას. უკვე ძალიან ცხელა და ჰაერიც დახუთულია, მაგრამ საჭმელი საერთოდ არ მიფუჭდება.
იამზე: „იატაკზე ბავშვების ტანსაცმლის გროვა აღარ დევს — ყველაფერი ახალ კომოდშია შენახული“.
მარიკუნა (7 წლის): ზეფირი გინდა? ახლავე მოგიტან ცივს, მაცივრიდან. ან წამოდი ჩემთან ერთად, ჩვენი მაცივარი ჯერ ხომ არ გინახავს. წამოდი, წამოდი! (ჩამკიდა ხელი). ხედავ, რამდენი რამე გვაქვს!
მარიკუნა: „გინდა მაცივრიდან ზეფირი მოგცე? იქ ბევრი რამ გვიდევს“.
— ბაჭია, მშვენიერია, ამდენი კარგი რამ რომ გაქვს!
იამზე: ჩერნოვეცკის ფონდიდან მკითხეს, რა ვიყიდოთო, რომელი პროდუქტებიო? და რაც ვთხოვე, ყველაფერი მომიტანეს, სიტყვები არ მყოფნის!
ლაზარე (6 წლის): მწვადი მოგვიტანეს.
მარიკუნა (იცინის): მწვადი კი არა, ღორის ხორცი მოიტანეს, დედამ კი მწვადი შეწვა.
ლაზარე: კარგი, ღორის ხორცი. რა გემრიელია! (თვალებს ხუჭავს). დედა მწვადს შამფურებზე კი არა, ტაფაში წვავს. შემწვარი ქათამიც მომეწონა. ყველა კერძი უგემრიელესი იყო.
მარიკუნა: სამი ბიჭიც თქვენ გამოგზავნეთ, საჭმელი რომ მოგვიტანეს?
ლაზარე: კი, მათ გამოგზავნეს. ადრე ჩვენთან უცნობები არ მოდიოდნენ და არ მოჰქონდათ საჭმელი.
— ბავშვებო, ჩერნოვეცკის ფონდის მეგობრები მოვიდნენ თქვენთან, თქვენი ისტორია ვინც ნახა.
იამზე: ძალიან მადლობელი ვარ. გორიდან ჩამოვიდნენ. შვილებთან ერთად მოვიდნენ. ბურღულეული, ხინკალი, ძეხვეული — ბევრი რამ მოგვიტანეს. ლაზარესა და მარის თბილად და სიყვარულით ესაუბრნენ. ამ კვირას კი უცხოეთიდან ამანათი ჩამოვა კასპში.
მარიკუნა: ვეღარ ვითმენთ, ნეტავ, მალე მოვიდეს კვირა დღე! ერთმა დეიდამ გამოგვიგზავნა. რა ჰქვია, დედა?
იამზე: ჩვენი ემიგრანტი.
— არ იცით, რა დევს იმ ამანთში?
მარიკუნა: ტანსაცმელი და ტკბილეული დევს ჩვენთვის, ყველასთვის. ვაშა! მოდით, ჩემს ახალ საწოლზე დავსხდეთ და ჩემს პლანშეტს გაჩვენებთ. აი, დაჯექი. თუ გინდა, ფეხსაცმელი გაიხადე და დაწექი. უფლებას გაძლევ, ჩვენ ხომ მეგობრები ვართ.
— ძალიან რბილია.
მარიკუნა: იცი, რა მაგარია ძილი? მე მოკუნტულს მძინავს, ლაზარე კი ხელებს თავქვეშ იდებს და ისე. რომ ღამდება, აღარ მეზარება დასაძინებლად წასვლა, ახლაც კი დავიძინებდი. გახსოვს, ადრე შენი ტელეფონი რომ მომეწონა? ჩემი პლანშეტიც მაგარ ფოტოებს იღებს.
მარიკუნა: „ჩემს საწოლზე დაჯექი და ჩემს ახალ პლანშეტს ვუყუროთ“.
იამზე: ახლა ჩვენი აივნის კარი ღიაა, ცხელა. მაგრამ უსაზღვროდ მიხარია, ახალი ფანჯრები რომ გვაქვს და მშვიდად ვარ, რადგან ზამთრისთვის მზად ვართ. მუშებმა ყველაფერი რამდენიმე საათში გააკეთეს, ჩვენ თვალწინ.
იამზე: „ჩვენ თვალწინ, რამდენიმე საათში ფანჯრები და კარები ჩასვეს, ახალი საწოლი ააწყვეს“.
არასოდეს დამავიწყდება, როგორი მზრუნველობა, რახელა პატივისცემა და ყურადღება გამოიჩინეს ადამიანებმა ჩვენ მიმართ. ამან ჩემს განწყობაზეც იმოქმედა — უფრო მხიარული და მშვიდი გავხდი, აღარ მამძიმებს ფიქრები. ადრე მხოლოდ ცუდზე მეფიქრებოდა, ხშირად ვნერვიულობდი და ვდარდობდი. მიხარია, რომ სახლი სახლს დაემსგავსა. თქვენ მე დიდი სტიმული მომეცით, რომ სასოწარკვეთას არ მივეცე.
— ჩერნოვეცკის ფონდის მეგობრებს რას უსურვებდით?
იამზე: ამქვეყნად ყველაზე ბედნიერ ცხოვრებას! ყველაზე დიდ და წმინდა სიხარულს! ღმერთმა ყოველგვარი ტკივილი და უბედურება აშოროს! ახლაც და მუდამ, ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ მათ.
ლაზარე: მათაც ყოველთვის ჰქონდეთ კანფეტები, ისევე, როგორც მე. და კარგი განწყობა.
— ლაზარეს სურვილიც ძალიან მომწონს!
ლაზარე: ახლა ეზოში ველოსიპედით უნდა ვისეირნო და იცი, კანფეტები სად მიდევს ხოლმე?
— ჯერ არ ვიცი.
ლაზარე: საბარგულში (ველოსიპედზე დამაგრებულ კალათას უწოდებს ასე – რედ.). რომ მომინდება, ამოვიღებ და შევჭამ.
— ველოსიპედით და კანფეტებით სეირნობა შესანიშნავია!
ერთდროულად ორი სიამოვნება: პირველი — ველოსიპედით სეირნობა, მეორე კი — კანფეტი „საბარგულში“.
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
ძნელია და მტკივნეული ისეთ ბავშვებთან საუბარი, რომლებსაც არაფერი გააჩნიათ. ყველაზე დიდი ბედნიერებაა, როდესაც ბავშვი გახარებულია, კმაყოფილი, სითბო და სიყვარული არ აკლია. ამჯერად, საუბარი ადვილი იყო თქვენი დამსახურებით, ჩერნოვეცკის ფონდის ძვირფასო მეგობრებო!
თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებგვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან — თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
სულ ხარჯები:
5026.60₾დარჩა:
0.11₾