რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
მშობიარობის მერე ახალგაზრდა ქალს, ელისოს, ვაჟის გაჩენის სასიხარულო ამბის ნაცვლად, უთხრეს: „ვაიმე, დედიკო, არ გაგიმართლათ! მძიმედ დაავადებულია თქვენი ბიჭუნა. დატოვეთ. სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტს ჩააბარეთ. ძალიან გაგიჭირდებათ მასთან ერთად. მაინც ვერ გადარჩება…“ სწორედ ამ სიტყვებით დაიწყო ქალის ლამაზი და უდარდელი ცხოვრების ნგრევა. და აი, უკვე 25 წელია, ტკივილი და უსაზღვრო დარდი გულს უკლავს. ელისო: „აქ დატოვეთ, კვლევით ინსტიტუტში“ — ასე მირჩიეს, ჩემს შვილზე ექსპერიმენტების ჩატარების იმედი ჰქონდათ. მე კი ვერ დავუშვებდი იმას, რომ ჩემი ბიჭი საცდელ ბაჭიად ექციათ. მას შემდეგ სახლი გავყიდე, თანხა ვისესხე, სად არ დამყავდა ბავშვი! იმ ექიმების კი, ვინც მეუბნებოდა, რომ გიორგის მდგომარეობა უიმედო იყო, ყურსაც არ ვუგდებდი. მაგრამ, როდესაც სახსრები ამოგვეწურა, ექიმებმა გვითხრეს, რომ ცერებრული დამბლა არ იკურნება! მათი განაჩენი ასეთი იყო! ახლა ის 25 წლისაა და ერთი სიტყვაც არ უთქვამს დღემდე. იმასაც ვერ მაგებინებს, რა სტკივა!
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270დედა ვარ! ვერ დავუშვებდი იმას, რომ სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის საცდელ ბაჭიად ექციათ ჩემი შვილი! უღმერთოები არიან, ექიმები კი არა!!! სანამ სული პირში მიდგას, ჩემი ბიჭის გვერდით ვიქნები
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
მშობიარობის მერე ახალგაზრდა ქალს, ელისოს, ვაჟის გაჩენის სასიხარულო ამბის ნაცვლად, უთხრეს: „ვაიმე, დედიკო, არ გაგიმართლათ! მძიმედ დაავადებულია თქვენი ბიჭუნა. დატოვეთ. სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტს ჩააბარეთ. ძალიან გაგიჭირდებათ მასთან ერთად. მაინც ვერ გადარჩება…“
სწორედ ამ სიტყვებით დაიწყო ქალის ლამაზი და უდარდელი ცხოვრების ნგრევა. და აი, უკვე 25 წელია, ტკივილი და უსაზღვრო დარდი გულს უკლავს.
მის თვალებზე ცრემლი არ შრება
ელისო: „აქ დატოვეთ, კვლევით ინსტიტუტში“ — ასე მირჩიეს, ჩემს შვილზე ექსპერიმენტების ჩატარების იმედი ჰქონდათ. მე კი ვერ დავუშვებდი იმას, რომ ჩემი ბიჭი საცდელ ბაჭიად ექციათ. მას შემდეგ სახლი გავყიდე, თანხა ვისესხე, სად არ დამყავდა ბავშვი! იმ ექიმების კი, ვინც მეუბნებოდა, რომ გიორგის მდგომარეობა უიმედო იყო, ყურსაც არ ვუგდებდი.
მაგრამ, როდესაც სახსრები ამოგვეწურა, ექიმებმა გვითხრეს, რომ ცერებრული დამბლა არ იკურნება! მათი განაჩენი ასეთი იყო! ახლა ის 25 წლისაა და ერთი სიტყვაც არ უთქვამს დღემდე. იმასაც ვერ მაგებინებს, რა სტკივა!
ჩემი საბრალო შვილი! უსახსროდ და უიმედოდ, ორნი ვართ დარჩენილი ამქვეყნად!
— გიორგის მომავალზე როცა ფიქრობთ, ყველაზე მეტად რა გაწუხებთ?
ელისო: მაშინებს იმაზე ფიქრი, რომ მარტო დარჩება, როდესაც იმ ქვეყნად წავალ. მასზე ვინ იზრუნებს? ჩემსავით ვის ეყვარება? მეშინია, რომ უბრალოდ ვეღარ იცოცხლებს უჩემოდ. მუდამ თან მდევს ეს შიში. მისი მარტო დატოვება ერთი წუთითაც არ შეიძლება…
„ჩემი ერთადერთი იმედი და საყრდენი, ჩემი უფროსი შვილი, რომელმაც საკუთარი ცხოვრება მთლიანად მიუძღვნა ძმას, 9 თვის წინ გარდაიცვალა. მის სურათს ვუყურებ და ვერ ვიჯერებ. მის საფლავზე წასვლაც კი არ შემიძლია, რადგან გიორგის ვერ ვტოვებ მარტოს“
— შვილის გარდა, საერთოდ არავინ გყავთ?
ელისო: არავინ! ყველა გარდაიცვალა. 5 წლის წინ დავკარგე მეუღლე. უბრალოდ, გულმა ვერ გაუძლო. სულ ცოტა ხნის წინ ჩემი მეორე ვაჟიც წავიდა იმქვეყნად! ის ჩემი ერთადერთი საყრდენი იყო!
„გიორგი მრავალი წლის განმავლობაში არ გასულა ეზოში. გარეთ საერთოდ ვერ გამყავს. აივანიც კი არ გვაქვს, სუფთა ჰაერზე რომ დავსვა“
„ეტლში რომ გადამყავს, ძლივს ვიჭერ ხოლმე. დიდია, მე კი დავბერდი უკვე“
— ბრძოლა რომ განაგრძოთ, ძალას რა გმატებთ?
ელისო: მხოლოდ გიორგი მაკავებს ამქვეყნად. მისი თვალები, მისი ღიმილი, შეხება. მე მას ვჭირდები და მარტოს ვერ დავტოვებ ამ დაუნდობელი სამყაროს პირისპირ. ყოველი ახალი დღე ბრძოლაა ჩემთვის. პამპერსის ყიდვის საშუალება არ გამაჩნია და ტილოებს ვუფენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დასაბანია დღეში ხუთჯერ. საწოლიდან სკამზე გადამყავს ხოლმე, ვბან, თეთრეულს ვუცვლი, ტილოში ვახვევ და ისევ ვაწვენ. არც კი ვიცი, როგორ ვახერხებ ამას. დიდია, ბევრს იწონის. ალბათ, თავად უფალი მაძლევს ძალას და მიგზავნის თავის ანგელოზებს.
„გიორგი ჩემი სიცოცხლის აზრია. სანამ ის ცოცხალია, მეც უნდა ვიცოცხლო“
„სანამ მასზე ზრუნვა შემიძლია, სანამ მე და ჩემი შვილი ცოცხლები ვართ, არ მაქვს უფლება, რამით უკმაყოფილო ვიყო“
ელისო: ვერ ვხვდები, რატომ მომექცა ასე ბედი. პატიოსნად ვცხოვრობდი, ყოველთვის ყველას ვეხმარებოდი, არასდროს მიჭირდა. ვერც კი წარმომედგინა, რომ ამხელა ტკივილი არსებობს ამქვეყნად! ახლახან მივხვდი, რომ „შეუცნობელ არს გზანი უფლისანი“ და რაოდენ აუცილებელია, ერთმანეთის მიმართ სიკეთე გამოვიჩინოთ.
— არის თუ არა ისეთი საყოფაცხოვრებო ნივთები, რომლებიც შეგიმსუბუქებთ ცხოვრებას?
ელისო: გეტყვით. მხოლოდ პენსია არის ჩვენი შემოსავალი. სოციალური სასადილოდან საჭმელი მოგვაქვს. მაგრამ პამპერსისა და წამლების შესაძენად ფული საერთოდ არ გვაქვს. გარდა ამისა, ყოველთვიურად 150 დოლარს ვიხდი ბანკში, შვილის მკურნალობისთვის სესხი მქონდა გამოტანილი. ჩემი საბრალო ლევანი სწორედ ამის გამო წავიდა გერმანიაში. საერთოდ არაფრის საშუალება არ გაგვაჩნია. სანტექნიკა მთლიანად გაფუჭებულია, გამკეთებელი კი არავინ არის. ტაშტში ვაბანავებ ჩემს შვილს. გამათბობელი არ გვაქვს, ზამთარში ვიყინებით. ძალიან გვჭირდება პროდუქტი, წამლები, პამპერსი. სულ ეს არის.
ელისო დედაა! ყველაზე უბედური დედა ამქვეყნად! მხოლოდ ღმერთმა იცის რამდენი ხნის სიცოცხლე აქვს დარჩენილი! მაგრამ მას გიორგიც მიჰყვება უკან! ჩვენი ვალია, მას დავანახვოთ, რომ თანავუგრძნობთ, ვიზიარებთ მის ტკივილს, და დავეხმაროთ, რითაც შეგვიძლია. ფონდიც ნამდვილად არ დატოვებს უყურადღებოდ ამხელა ტკივილს!
თუ გსურთ, ეთერი და მისი უსაყვარლესი შვილები მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ, მათი მისამართია: ქ. თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი, კორპუსი 117, მეორე სართული.
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
ელისო სიკვდილს ნატრობდა, დაუსრულებელი ტანჯვისთვის რომ მოეღო ბოლო, მაგრამ შვილს მარტოს ვერ დატოვებდა. რა ბედი ელის გიორგის, თუ ის იმქვეყნად წავა? ღამღამობით არ აძინებს ამაზე ფიქრი.
ელისომ იცის, გზა უნდა გამონახოს, გიორგის მომავალი უზრუნველყოფილი რომ იყოს. საქველმოქმედო ფონდებს მისწერა, ძველ მეგობრებს და უცნობ ადამიანებსაც კი სთხოვა დახმარება. ყველაფერი გააკეთა, რაც კი შესაძლებელი იყო, მის შვილს სითბო და საჭმელი მაინც რომ ჰქონოდა. და აი, მოაგნო ჩვენს ფონდს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ შეუძლია თქვენი — ყველაზე გულკეთილი და საიმედო ღვთისნიერი ადამიანების პოვნა!
ელისოს მარტოობა ტანჯავს, დამხმარე არავინ ჰყავს, უმწეობის შეგრძნებას კი მატერიალური სირთულეები ამძაფრებს. მომავლის შიში კლავს და არ აქვს იმედი, რომ მისი შვილი მის გარეშე ცხოვრებას შეძლებს. მუდმივი შიში და დარდი გიორგის მომავლის გამო გულს უკლავს, მაგრამ შვილის სიყვარული ეხმარება ყველა სირთულის დაძლევაში.
შეჭირვებულთა დახმარება ჩვენი მორალური ვალდებულება არის. რწმენა გვასწავლის, ვიზრუნოთ მათზე, ვისაც ცხოვრებაში ნაკლებად გაუმართლა. როგორც ბიბლიაშია ნათქვამი: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“ (მათეს სახარება 22:39). ნებისმიერი ჩვენგანი მსგავს სიტუაციაში რომ აღმოჩნდეს, დახმარების იმედი ექნება.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გვჯერა, რომ ერთად ამ ოჯახის გადარჩენას ნამდვილად შევძლებთ!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000(დანიშნულება: აფხაზავების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100
ერთად, ჩვენ დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
სულ ხარჯები:
8128.62₾დარჩა:
16.91₾