რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

მარტოხელა დედა, ალიონა, ცოცხლად ლპება! ქართველი ექიმების თვალწინ ის ტანჯვით კვდება! მეგობრებო, ჩვენ გარდა, ეს არავის ადარდებს!

calendar ივნისი 6, 2024

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

38 წლის ალიონას ქართველმა ექიმებმა 16 უმძიმესი, ხანგრძლივი ოპერაცია ჩაუტარეს 5 წლის განმავლობაში. სასწაულია, რომ საერთოდ ცოცხალი გადარჩა!
მშველელი არავინ ჰყავდა! ექიმები პერიოდულად სინჯავდნენ და ამშვიდებდნენ, თან ხელებს შლიდნენ და თითქოს მშვიდად ელოდებოდნენ მის სიკვდილს! ჩვენ კი, ფონდში, მისი საშინელი მდგომარეობის შესახებ შევიტყვეთ თუ არა, მაშინვე გადავწყვიტეთ, ფონდის მეგობრებთან ერთად სასწრაფოდ დავხმარებოდით მას! მას ხომ მცირეწლოვანი შვილიც ჰყავს! ნამდვილი საშინელებაა!

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

მარტოხელა დედა, ალიონა, ცოცხლად ლპება! ქართველი ექიმების თვალწინ ის ტანჯვით კვდება! მეგობრებო, ჩვენ გარდა, ეს არავის ადარდებს!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

 38 წლის ალიონას ქართველმა ექიმებმა 16 უმძიმესი, ხანგრძლივი ოპერაცია ჩაუტარეს 5 წლის განმავლობაში. სასწაულია, რომ საერთოდ ცოცხალი გადარჩა!მშველელი არავინ ჰყავდა! ექიმები პერიოდულად სინჯავდნენ და ამშვიდებდნენ, თან ხელებს შლიდნენ და თითქოს მშვიდად ელოდებოდნენ მის სიკვდილს! ჩვენ კი, ფონდში, მისი საშინელი მდგომარეობის შესახებ შევიტყვეთ თუ არა, მაშინვე გადავწყვიტეთ, ფონდის მეგობრებთან ერთად სასწრაფოდ დავხმარებოდით მას! მას ხომ მცირეწლოვანი შვილიც ჰყავს! ნამდვილი საშინელებაა! https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/902-zaridze/

უკვე ერთი წელია, რაც საბრალო ქალის ყოველი დილა ასე, ტკივილითა და ტირილით იწყება. ის ლიტრობით იღებს ფეხიდან ჩირქს! და ეს ყველაფერი სახლის პირობებში ხდება! განა ეს წამება არ არის?! შეიტყო რა ალიონას უბედურების შესახებ, ჩვენი ფონდის დამფუძნებელი, ლეონიდ ჩერნოვეცკი საქართველოში ყველაზე ცნობილ პროფესორს, ქირურგს პირადად დაუკავშირდა. ის კი გულზე მჯიღს ირტყამდა და იფიცებოდა, რომ თავად ჩაუტარებდა მე-16 ოპერაციას ალიონას და მისთვის ეს უკანასკნელი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი სახსრებით გერმანიაში ძვირადღირებულ იმპლანტს შევუძენდით!

„რა თქმა უნდა, მაშინვე შევუძინეთ!“ის აღშფოთებული იყო თავისი კოლეგების დაუდევრობით, პირადად ბატონ ლეონიდს უამრავი დაპირება მისცა და დაარწმუნა თავის მაღალ კვალიფიციურობაში! უკმაყოფილებაც გამოთქვა უნდობლობის გამო, რადგან ბატონი ლეონიდი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაკავებულია იმ გაჭირვებულთა ბედით, ვინც ფონდს მიმართა დახმარებისთვის, თითქმის ყოველდღე პირადად ურეკავდა ალიონას და ეკითხებოდა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ!

ჩვენც, ფონდში, განვიცდიდით და ვურეკავდით ალიონას, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გვაინტერესებდა! ის ძალიან მორიდებულია და პროფესორის წყენინება არ სურდა! არაფერს ამბობდა! პროფესორმა კი გაწყვიტა ჩვენთან კავშირი! ერთხელაც კი არ დაურეკავს ბატონ ლეონიდისთვის და არაფერი უთქვამს საბრალო ქალის უმძიმესი მდგომარეობის შესახებ, რომელიც ისევ ისე იტანჯება და ნელი სიკვდილით კვდება. ის წმინდანივით უძლებს ამ ტანჯვას. ახლა კი უკვე ნელი და მტანჯველი სიკვდილით კვდება!

ახალგაზრდა ქალი სიკვდილის პირას არის! მადლობა უფალს, ჯანდაცვის სამინისტროსა და ჩვენი დახმარებით ის თურქეთში მიდის, ნამდვილ ექიმებთან და პროფესორებთან, რომლებიც ტყუილ დაპირებებს არ იძლევიან! ჩვენ დავურეკეთ და დიდხანს ვესაუბრეთ 4 ყველაზე ცნობილი კლინიკის პროფესორებს. ყველამ დაადასტურა, რომ ალიონას მდგომარეობა ძალიან რთულია. მხოლოდ ერთმა მათგანმა, საუკეთესომ, ოპერაციის ჩატარების პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო!

ალიონას დაბადებიდან აწუხებდა მენჯ-ბარძაყის სახსრის ამოვარდნილობა. მარტივად მოგვარებადი პრობლემა იყო… მაგრამ, ჩვენ გარდა, მეგობრებო, მორიდებული და მოკრძალებული მარტოხელა დედის ბედი საქართველოში განა ადარდებს ვინმეს? 23 წლის ასაკში ჩაუტარდა პირველი ოპერაცია, რომლის დროსაც დაუზიანდა ნერვი, რისთვისაც პასუხი არავინ აგო! ამისთვის ხომ დახვრეტაც არ კმარა! ვინ იყო ეს არაადამიანი?! როგორ ცოცხლობს და სუნთქავს დღემდე?! ალიონას არ ახსოვს მისი ვინაობა! მაგრამ მან ხომ იცის, რა ჩაიდინა და წინ რა ელოდა საბრალო ქალს. და აი, შედეგიც, იმ დღიდან მისთვის ჯოჯოხეთი დაიწყო! თურქეთის ექიმების თქმით, ალიონა გაუსაძლის ტკივილებს განიცდის! ახლა მათ ხელშია მისი სიცოცხლე! მეგობრებო, ვილოცოთ ალიონას გადარჩენისთვის! ნუ დავივიწყებთ, რომ მალე უნდა ჩატარდეს ოპერაცია. თურქი ექიმები გააკეთებენ ყველაფერს, რაც შეუძლიათ. ოპერაციის ღირებულება 35 000 დოლარია! შესაგროვებელია 15 000 დოლარი, მიუხედავად იმისა, რომ დიდსულოვანი თურქი ექიმები სამუშაოს შეასრულებენ და არ დაელოდებიან ამ თანხის სრულად ჩარიცხვას. ღმერთმა ბედნიერება მისცეს! კეთილშობილი ადამიანები მთელი გულით გვიყვარს! ალიონას პატარა შვილი ჰყავს და ვალები აქვს, რადგან მთელი ამ 5 წლის განმავლობაში 16-ჯერ აწამეს ქართველმა ექიმებმა და ტკივილგამაყუჩებელი წამლები სჭირდებოდა! მთელი მისი ქონება ეს არის! კეთილშობილი ადამიანების ვალი აუცილებლად უნდა დაიფაროს! ალიონას და მის შვილს ნუ მივატოვებთ! ალიონას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას მანამ მოგაწვდით, სანამ ტკივილები არ შეუწყდება, მისი ახალგაზრდა სხეული კი ჩირქისგან საბოლოოდ არ გაიწმინდება.

საბრალო ქალის ვალი 15 000 დოლარს შეადგენს! თავად არასდროს არაფერს ითხოვს. ძალიან სათნო და კეთილი ადამიანია, არავის დაწყევლის, არავის უსურვებს ცუდს! ჩვენ კი, ფონდში, მისმა ისტორიამ დაგვაკარგვინა მოსვენება! დაუშვებელია, რომ კარგი ადამიანები დაიღუპონ, უპასუხისმგებლო და უგულო ადამიანებმა კი იცოცხლონ და გააგრძელონ მათი დაცინვა, ვისაც ფული და ნაცნობობა არ გააჩნია! სამწუხაროდ, კარგი ექიმები პოსტსაბჭოთა სივრცის ყველა ქვეყნიდან მიდიან! ამჟამად პრობლემა სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს! ბევრმა თქვენგანმა, მეგობრებო, ნამდვილად იცის გამოსავალი! მაგრამ ამ უზარმაზარი პრობლემით ვის უნდა მივმართოთ და ვინ უნდა დაინტერესდეს?! მთავარია საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, კიდევ ერთი კარგი ადამიანი ამ სასტიკ სამყაროში სიკვდილს გადავარჩინოთ!

დღეში მხოლოდ 20 წუთის განმავლობაში შეუძლია ალიონას ფეხზე დგომაექიმებს, იმის ნაცვლად, რომ პასუხისმგებლობა აეღოთ საკუთარ შეცდომაზე, პირიქით, ადამიანური სიბრალულიც კი არ გამოუხატავთ საბრალო ქალის მიმართ. დღეს ალიონა ცოცხლად ლპება. გაუსაძლისი, არაადამიანური ტკივილებით, ნელი სიკვდილით კვდება. დახმარებას გვთხოვს სიკვდილის პირისპირ მარტოდ დარჩენილი უმწეო ქალი. მისი 11 წლის შვილიც, ნიკაც დედის გადარჩენას გვთხოვს.

ალიონა და მისი ვაჟი ნიკა
 ალიონა (38 წლის): ცოცხლად ვლპები. ნელი სიკვდილით ვკვდები. სიკვდილი შვებაა იმასთან შედარებით, რა მდგომარეობაშიც მე ვარ. 23 წლის გოგო ვიყავი, როდესაც პირველი ოპერაცია გამიკეთეს ბარძაყზე.

დღეს უკვე 38 წლის ვარ და ამდენი წლის განმავლობაში, ჯოჯოხეთში ვარ. ეს ნამდვილი ჯოჯოხეთია, ხალხო! მიწიერი ჯოჯოხეთი. ჩემი შვილისთვის უნდა ვიცოცხლო. დღეში მინიმუმ ორჯერ ვიტუმბავ ბარძაყში ჩამდგარ ჩირქს. 2 ლიტრი ჩირქიც ამომიღია. ხომ ხვდებით, რამხელა ფსიქოლოგიური ტრავმაა ჩემი შვილისთვის ეს. ისეთი მტანჯველი ტკივილები მაქვს, თქვენთან საუბარიც კი მიჭირს (მიმართავს კორესპონდენტს). სიტყვების წარმოთქმის ძალაც არ შემწევს. გემუდარებით, ჩემი ტანჯვა გააგებინეთ ხალხს! გააგებინეთ, რომ ნელი სიკვდილით, წამებით ვკვდები. ახლა მხოლოდ იმ ხალხის იმედი მაქვს, ვინც თვალყურს ადევნებს თქვენს ფონდს. ეს მთელი საქართველოა. ამიტომაც მეიმედება თქვენი ფონდი. გემუდარებით, ამ ჯოჯოხეთიდან ამომიყვანეთ!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

კეთილო ადამიანებო, მარტოხელა დედამ რომ იცოცხლოს და მისი ერთადერთი შვილი არ დაობლდეს, აუცილებელია სასწრაფო ოპერაცია თურქეთში, რაც დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. დრო არ ითმენს. ყოველი გასული წამი ალიონას სიკვდილთან სულ უფრო აახლოებს. გადარჩება თუ დაიღუპება — ალიონას სიცოცხლე ახლა თქვენს ხელშია!

თუ გსურთ, მოინახულოთ ზარიძეების ოჯახი და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: თბილისი, ბუხაიძის ქუჩა # 13.

ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

გვჯერა, რომ ერთად ამ ოჯახის გადარჩენას ნამდვილად შევძლებთ!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000

(დანიშნულება: ზარიძეების ოჯახი)

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

კორ.: ნინი

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
01.07.2024
ოპერაცია
42803.02₾
30.08.2024
ფონდის ზედნადები ხარჯები
5685.00₾
30.09.2024
ფონდის ზედნადები ხარჯები
2870.00₾
31.10.2024
ფონდის ზედნადები ხარჯები
1715.00₾

სულ ხარჯები:

53073.02₾

დარჩა:

0.34₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.11.2024 10:36:50
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.11.2024 10:36:31
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.11.2024 10:36:20
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.11.2024 00:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.11.2024 00:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.11.2024 00:00:00
₾100.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.11.2024 00:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.11.2024 00:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.11.2024 00:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.11.2024 00:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.11.2024 00:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.11.2024 00:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.11.2024 00:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.11.2024 00:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.11.2024 00:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.11.2024 00:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.11.2024 00:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.11.2024 00:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.11.2024 00:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.11.2024 00:00:00
₾5.00

შემოწირულია:

₾53,073.36

4015 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾53,073.36

4015 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება